21 მაისს ეკლესია ღირს კასიანე (ბრძენს) უგლიჩელს იხსენიებს. ღირსი კასიანე ბერძენი, უგლიჩელი სასწაულმოქმედი მამა (ერისკაცობაში კონსტანტინე) წარმოშობით დიდგვაროვანი გახლდათ.
ის იყო მოსკოვში ერთ-ერთ ელჩად თავად იოანე III-ისა და სოფიო პალეოლოგის კარზე. კასიანემ გადაწყვიტა უარი ეთქვა საერო ცხოვრებაზე და თავი უფლისთვის მიეძღვნა.. კასიანემ დატოვა სასახლის კარი და როსტოვის მიტროპოლიტ იოასაფთან დასახლდა. როდესაც მღვდელმთავარი თერაპონტის მონასტერში წავიდა, კონსტანტინეც თან გაჰყვა. მან დაიწყო მკაცრი ასკეტური ცხოვრება. კონსტანტინე ბერად შედგა წმინდა მარტინიანეს სასწაულებრივი გამოცხადების შემდეგ. ბერად შემდგარ კონსტანტინეს კასიანე ეწოდა. რამდენიმე ხნის შემდეგ კასიანემ დატოვა მონასტერი და ქალაქ უგლიჩის ახლოს მდინარე ვოლგისა და უჩმის შესართავთან დააარსა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი. ბერმა კასიანემ შორს გაითქვა სახელი, როგორც ღვთისმოსავმა ბერმა, მასთან ბევრი მნახველი მოდიოდა. ღირსი მამა სიყვარულით იღებდა ყველას, აძლევდა რჩევა-დარიგებას, უჩვენებდა სულის ხსნის გზას. ღირსი მამა ღრმა მოხუცებული მიიცვალა 1504 წლის 2 ოქტომბერს
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი