წმინდანი წარმოშობით წარმართი ლიტველია. 1265 წელს ლიტვაში მომხდარი სამხედრო გადატრიალების გამო მან სამას კაცთან ერთად დატოვა ქვეყანა
და თავისუფალ ქალაქ ფსკოვში დასახლდა, აქვე მოინათლა ტიმოთეს სახელით. მალე ის ქალაქის თავადად, მმართველად აირჩიეს. 33 წელი იცავდა ქალაქს მტრებისგან, იყო სამართლიანი და მოწყალე გლახაკების მიმართ, იცავდა საეკლესიო კანონებს, მარხვებს და დიდად მლოცველი გახლდათ. მან ქალაქს შეუვალი გალავანი შემოარტყა და ბრწყინვალედ იმარჯვებდა შემოსეულ დანიელ და გერმანელ რაინდებზე. ყოველი გამარჯვების შემდეგ სამადლობელოდ ტიმოთე ტაძრებს აგებდა. მართალი ტიმოთე 1299 წელს გარდაიცვალა და წმინდა სამების ტაძარში დაკრძალეს. იგი იქცა ქალაქ ფსკოვის მფარველად და მრავალგზის შესწევია ფსკოველებს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი