კვიპაროსებით დაფარული პროვატიონის მთაზე მდებარეობს ბიზანტიური მონასტერი ნეა მონა.
XI საუკუნეში პროვატიონის ერთ-ერთ მღვიმეში ორი მოსაგრე დასახლდა - ღვიძლი ძმები - ნიკიტა და იოანე, მათ ძალზე ახალგაზრდებმა თქვეს უარი სოფლის ამაოებაზე და მონაზვნობა ირჩიეს. მალე შეუერთდათ წმინდა იოსები და მთლიანად მარხვასა და ლოცვას მიეცნენ.
ერთხელაც, მათ ტყიან ფერდობზე უცნაური ნათელი შენიშნეს. დილით მთიდან ქვემოთ დაეშვნენ სინათლის წყაროს სანახავად. თქვეს, ხშირ ბუჩქნარს ცეცხლი წავუკიდოთ. თუ უფლისმიერი ნათებაა, ღმერთი დაიცავს აქაურობასო. ცეცხლი სწრაფად მოედო იქაურობას, ერთი ბუჩქიღა დარჩა უვნებელი, ამ ბუჩქის ძირში კი ღვთისმშობლის ლოცვად ხელაღპყრობილი ხატი აღმოაჩინეს. შესაძლოა მეკობრეთა თავდასხმებისას შეი¬ნახეს იგი ქრისტიანებმა, ანდა სულაც უფლის დედამ ინება, რომ მისი ხატი აქ სასწაულებრივად მოეპოვებინათ. ხატი მამებმა გალობით თავიანთ მღვიმეში გადაასვენეს, მაგრამ იგი ძველ ადგილს დაუბრუნდა. ასე რამდენჯერმე მოხდა. მონაზვნებმა გადაწყვიტეს, ხატის პოვნის ადგილას მისთვის ეკვდერი აეშენებინათ, გვერდით კი - თავიანთი კელიები. ასე აშენდა ახალი მონასტერი, რომლის დაარსებაც სასწაულს უკავშირდება.
მას მერე, რაც სამმა მონაზონმა ქვის ეკვდერი ააშენა, მათ ღვთისმშობელი გამოეცხადა (ეს 1040 წელს მოხდა) და უთხრა, კუნძულ მიტილენეზე (ლესბოსი) გადასახლებულია კეთილშობილი წარმომავლობის კაცი კონსტანტინე მონომახი, იგი კონსტანტინოპოლში უნდა დაბრუნდეს და სამეფო ტახტზე ავიდესო. მონაზვნები მიტილენეზე წავიდნენ და კონსტანტინეს უამბეს ყოველივე. კეთილი ამბავი მან არ დაიჯერა, მაგრამ მათი ურყევი რწმენა რომ ნახა, დაჰპირდა: თუ ეს აცხადდა, ყველაფერს მოგცემთ, რასაც ისურვებთო. მონაზვნებმა უთხრეს, - ჩვენ არაფერი გვინდა, ოღონდ, როცა ტახტზე ახვალ, ღვთისმშობლის ეკლესია ააშენეო. მონომახი დათანხმდა და წინდად პირობისა თავისი ბეჭედი დაუტოვა.
ორი წლის შემდეგ კონსტანტინე ტახტზე ავიდა. მივიდნენ, პირობა შეახსენეს. მეფემ უთხრა, მოიარეთ კონსტანტინოპოლი და აია სოფიას ტაძრის გარდა, რომელსაც აირჩევთ, იმის მიხედვით ავაშენებო. მამებმა წმინდა სერგისა და ბაქოსის ტაძარი აირჩიეს. დაიწყეს მშენებლობა. იმპერატორმა საუკეთესო კალატოზები და ოქრომჭედლები მიავლინა. 1055 წელს გარდაიცვალა იმპერატორი კონსტანტინე და ეკლესიის მშენებლობა შეჩერდა. ის განაახლა დედოფალმა თეოდორამ, რომელიც მცირე ხნით გახდა ქვეყნის მმართველი, დაასრულა ეკლესიის მშენებლობა და მონაზვნები ყველა საჭირო ნივთით მოამარაგა. მან ქრისობულოსით დაამტკიცა, რომ ეს მონასტერი მხოლოდ და მხოლოდ იმპერატორს ემორჩილებოდა (ანუ სტავროპიგიალური იყო). ამის გარდა, თეოდორამ იქვე ახლოს დედა¬თა მონასტერი ააშენა და მასაც იგივე უფლებები მიანიჭა. დედოფლის სიკვდილის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ორივე მონასტერი არაკანონიკურ მოქმედებაში დაადანაშაულა და მეზობელ სოფლებს გადასცა. ისააკ კომნენოსის (1057-1059) მმართველობის ჟამს სამართლიანობა აღდგა. ისააკმა მათი დამოუკიდებლობა ახალი ქრისობულოსით გაამაგრა და სახელმწიფო ხაზინიდან სავანისათვის ფული გამოჰყო. წმინდანებმა მონასტერში დაბრუნება შეძლეს და დიდი სიბრძნით განაგრძეს მონასტრის მართვა. მალე ჯერ წმინდა ნიკიტა გარდაიცვალა, მერე მას თანამოსაგრენი მიჰყვნენ.
ერთხელ მონასტერს სარკინოზი მეკობრეები შემოესივნენ, მაგრამ ღვთის განგებით, ეკლესიაში ვერ შევიდნენ, როცა მარმარილოს კარიბჭე მოანგრიეს და წმინდანთა საძვალის გატეხვა დაიწყეს, იქიდან ცეცხლი ამოვარდა და სარკინოზები იქვე მოსწვა.
1822 წელს თურქებმა 25000 ქიოსელი მოკლეს, მათ შორის 3 ათასი - ამ მონასტრის კედლებში. მთელ ამ კატაკლიზმებს გადაურჩა ღვთისმშობლის ხატი. თურქებმა მონასტერი რომ გადაწვეს, ერთმა მონაზონმა მოასწრო და მონასტრის კოშკში გადამალა. როცა ხანძარი ჩაცხრა, წმინდა ხატი სრულიად უვნებელი ეპისკოპოსის ტახტზე იხილეს დასვენებული.
1950 წელს ნეა მონას სავანე აღადგინეს და ახლა იქ დედათა მონასტერია.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი