ღირსი თალასე ლიბიის ერთ-ერთ მონასტერს წინამძღვრობდა VII საუკუნეში და მაქსიმე აღმსარებლის (ხს. 21 იანვარს) მეგობარი იყო.
როგორც წმინდა მოსაგრეთა მიმოწერიდან ჩანს, ისინი მრავალი წლის მანძილზე სულიერ ცხოვრებაში წარმოქმნილი სიძნელეების გასარკვევად წერილობით მიმართავდნენ ხოლმე ერთმანეთს. საღვთო წერილში ღრმად განსწავლული ნეტარი თალასე სამწყსოს განათლებაზეც ზრუნავდა. მას ეკუთვნის ნაშრომი "სიყვარულისა, თავშეკავებისა და სულიერი ცხოვრების შესახებ", რომელიც აკროსტიქების სახით შექმნილი 400 სტატიისგან შედგება. თხზულებაში ავტორი გვაწვდის ზნეობრივ სწავლებებს, ეხება დოგმატურ საკითხებსაც. იოანე დამასკელი (ხს. 4 დეკემბერს) თავის საღვთისმეტყველო ნაშრომებში ღირსი თალასეს ნაწერებს ეყრდნობა. წმინდა მამა ძირითადად შინაგან სულიერ ღვაწლზე, ვნებებთან ბრძოლაზე ამახვილებს ყურადღებას.
ღირსი თალასე ღრმა მოხუცებული გარდაიცვალა დაახლოებით 660 წელს. მისი ნაწილებიდან კეთილსურნელოვანი მირონი გადმოდინდა.
"წმინდანთა ცხოვრება", ტ. II, თბილისი, 2001 წ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი