casino siteleri 2023
წმინდა კეთილმსახური მთავარი დიმიტრი დონელი (+1389) - 19 მაისი (1 ივნისი) - კარიბჭე
წმინდა კეთილმსახური მთავარი დიმიტრი დონელი (+1389) - 19 მაისი (1 ივნისი)
წმინდა კეთილმსახური მთავარი დიმიტრი დონელი (+1389) - 19 მაისი (1 ივნისი)
წმინდა კეთილმსახური დიმიტრი დონელი 1350 წელს დაიბადა. ადრე დაობლებულ ყრმაზე ზრუნვა წმინდა მიტროპოლიტმა ალექსიმ იტვირთა და ღვთისმოშიშებით აღზარდა ტახტის მემკვიდრე. დიმიტრიმ 1362 წელს მიიღო დიდი მთავრის წოდება და, ამ დროიდან მოყოლებული, დაუცხრომლად იღვწოდა რუსული მიწების გაერთიანებისა და თათართა მძლავრობისაგან ქვეყნის განთავისუფლებისათვის. წმინდანი არც ერთ მნიშვნელოვან სახელმწიფო გადაწყვეტილებას არ იღებდა ეკლესიის კურთხევის გარეშე. იგი, მემატიანეთა ცნობით ანგელოზებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა. სიწმინდით ატარებდა მარხვის დღეებს, ყოველ კვირა დღეს წმინდა საიდუმლოს ეზიარებოდა.

ნეტარმა დიმიტრიმ მრავალი ომი გადაიხადა შინაურ და გარეშე მტრებთან, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის იყო კულიკოვის ბრძოლა 1380 წელს, სადაც რუსეთის ლაშქარი დაუპირისპირდა თათართა ურდოს მამაის წინამძღოლობით.

ბრძოლის წინ წმინდა მთავარი ღირსმა სერგი რადონეჟელმა (ხს. 5 ივლისს და 25 სექტემბერს) აკურთხა და თან გააყოლა ორი ბერი - ალექსანდრე პერესვეტი და სერგი ოსლიაბია.

ქრისტეს ახოვანმა მხედარმა ასე მიმართა საომრად გამ¬ზადებულ სპას: "მამანო და ძმანო ჩემნო! უფლის სახელისათვის, წმინდა ტაძრებისთვის და ქრისტეს სარწმუნოებისათვის იბრძოლეთ. ნუ იფიქრებთ ნურაფერ ამქვეყნიურზე.

და მაშინ ძლევის გვირგვინით შეგვამკობს ქრისტე ღმერთი და მაცხოვარი სულთა ჩვენთა". მან მხურვალედ ილოცა ალამზე გამოსახული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის წინაშე. გაიხადა სამეფო აბჯარი და რიგითი მეომარივით შეიჭრა ბრძოლაში.

სასტიკი ომი გაჩაღდა. ზეცაში ცხადად იხილვებოდა ანგელოზთა მხედრობა მთავარანგელოზ მიქაელის წინამძღოლობით, ჩანდა მოწამეთა დასიც და მათ შორის - წმინდა მხედრები: გიორგი ძლევაშემოსილი, დიმიტრი თესალონიკელი, ბორისი და გლები. ისინი ცეცხლოვან ისრებს აყრიდნენ მტრებს, შემდეგ ნათლის ღრუბელი დაადგა რუსების ლაშქარს, საიდანაც მართლმადიდებელ მეომართა თავზე ბრწყინვალე გვირგვინები გადმოეშვა.

თათრებმა სამარცხვინო დამარცხება იგემეს, რითაც საფუძველი შეერყა მათ ბატონობას რუსეთში. ბრძოლის შემდეგ დიმიტრი დონელი ჭრილობებით დასერილი ცოცხალ-მკვდარი იპოვეს, მაგრამ ცნობამ გამარჯვების შესახებ სასიცოცხლო ძალები დაუბრუნა სულთმობრძავს.

ღირსი სერგი რადონეჟელი სულით ჭვრეტდა კულიკოვის ბრძოლის მიმდინარეობას და ყოველი დაღუპული მეომრის სახელი განეცხადებოდა ღვთისაგან. დაწესდა განსაკუთრებული დღეც მათ მოსახსენებლად - დიმიტრის შაბათი, რომელიც შემდეგ, საერთოდ, მიცვალებულ წინაპართა მოსახსენიებელ დღედ იქცა.

ხალხმა მას დონის პირას მოპოვებული დიდი გამარჯვებისათვის "დონელი" უწოდა.

"წმინდანთა ცხოვრება", ტომი II, თბილისი, 2001 წ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
02.11.2023

„ბედნიერი ვარ, რომ მამა გაბრიელთან მომიწია სამთავროს მონასტერში ყოფნა"

სამთავროს მონასტრის იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი):

23.10.2023
02 ნოემბერს წმინდა გაბრიელის (ურგებაძე) ხსენების დღეა. გილოცავთ, შეგვეწიოს მისი წმინდა ლოცვა.
17.10.2023
წმინდა იოანე პაფლაგონიაში, სავარაუდოდ, X საუკუნეში დაიბადა და ბრწყინვალე განათლება მიიღო, მოგვიანებით კონსტანტინოპოლს დასახლდა
17.10.2023
წმინდა საბა ქვეყნიერებას თესალონიკში, 1283 წელს მოევლინა. მშობლები სამხედრო კარიერისთვის ამზადებდნენ,
17.10.2023
მისი წმინდა ნაწილნი 1840 წელს ათონზე, ვათოპედის მონასტრის სასაფლაოზე მიმდინარე სამუშაოებისას იპოვეს. 
17.10.2023
05 (18) ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს  მოსკოვისა და სრულიად რუსეთის წმინდა მღვდელმთავრებს:
17.10.2023
წმინდა დამიანე კიევ-პეჩორის (კიევის მღვიმევის) ლავრაში წმინდა თეოდოსის (ხსენება 3 მაისს) იღუმენობისას იღვწოდა
16.10.2023
ტაო-კლარჯეთი, ქართველი კაცის ცნობიერებაში ყოველთვის სიწმინდის, ერთიანობისა და სიძლიერის ნანატრ და ტკივილიან გრძნობას უკავშირდება.
13.10.2023
წმინდა მამა სირიის ქალაქ ბერეის ეკლესიას IV-V საუკუნეთა მიჯნაზე წინამძღვრობდა, ღვთისგან მუსიკის შეთხზვის ნიჭი ებოძა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ძველი სტილით 24 ნოემბერს (ახალი სტილით 7 დეკემბერს) მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამისა ეკატერინეს,
1კ1

Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beikta sex shop ehirler aras nakliyat ofis tama medyalarge.org/ atvcenter.org kamyonet.biz.tr tuzcuolu nakliyat malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com hot air balloon cappadocia

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canl casino

casino siteleri