წმინდა იოანე ბელორუსიის რაიონის სოფელ შერსტინში დაიბადა 1837 წელს. დედამისს მასზე ფეხმძიმობისას ერთმა სალოსმა უწინასწარმეტყველა, რომ წიაღით ღვთის ჭურჭელს ატარებდა.
წმინდა იოანე ბავშვობიდანვე თავის მამას, სოფლის მღვდელს, ეხმარებოდა საკურთხეველში და ხანგრძლივ დროს მხურვალე ლოცვაში ატარებდა. სემინარიის დასრულების შემდეგ საეკლესიო-სამრევლო სკოლაში სჯულის მასწავლებლად გააგზავნეს. დაქორწინდა. 1862 წელს მღვდლად აკურთხეს. მშობლიურ სოფელში მღვდლობდა და მთლიანად მიეცა ღვთისა და ხალხის მსახურებას.
უმცროსი ვაჟის დაბადების შემდეგ მამა იოანემ აისრულა ნატვრა და კიევის მღვიმევის მონასტერი მოილოცა. იქ, მამების კურთხევით, მონაზვნად აღიკვეცა და უკვე სიცოცხლის ბოლომდე ხორცი აღარ უჭამია. ოთხშაბათ-პარასკევს მკაცრად მარხულობდა. ხშირად იმეორებდა: რწმენა საქმის გარეშე მკვდარიაო და თვითონ იძლეოდა ამის მაგალითს. ერთხელ ხუთი შვილის პატრონ ქვრივ ქალს თავისი ძროხა მისცა, რომლის რძითაც მისი ოჯახი იკვებებოდა. ხშირად მიჰყავდათ მასთან ეშმაკეულები, მამა იოანე ჯვარს გადასახავდა და ისინი უმალ მიწაზე ეცემოდნენ და ზეზე უკვე განკურნებულნი დგებოდნენ. ის წინასწარმეტყველურად გრძნობდა, რომ მოოხრების ჟამი დგებოდა და რუსეთი სისხლით მოირწყვებოდა. იწინასწარმეტყველა თავისი გარდაცვალების დღე და 1917 წლის შემოდგომას აღესრულა. 1950 წელს კომუნისტებმა დაწვეს ტაძარი, სადაც ის მსახურებდა და ეკლესიის ადგილას საცეკვაო მოედანი მოაწყვეს. ტაძრის საძირკვლის გათხრისას მის კუბოს წააწყდნენ. მხოლოდ 1997 წლის 27 აგვისტოს მოხდა მისი წმინდა ნაწილების მოპოვება, როცა იქ პატრიარქი ალექსი II ჩაბრძანდა. საფლავი გახსნეს და წმინდა იოანეს სხეული უხრწნელი იხილეს. მას მერე მისი ლუსკუმის გარშემო მრავალი სასწაული ხდება.
ხატის წყარო
................................
მღვდელმოწამე ვასილი კრილოვი (+1942), მღვდელი; აღმსარებელი მიქაელ ვინოგრადოვი (+1932), მღვდელი; აღმსარებელი იოანე ოლენევსკი (+1951), მღვდელი
მათ მოიხსენიებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი