ღირსი ანტონი დაიბადა 1792 წელს. 1818 წელს მორჩილად შედგა საროვის მონასტერში. იქ წელიწად-ნახევრის ცხოვრების შემდეგ, დაბრუნდა არზამასში და 1822 წელს მაღალმთის მონასტერში აღიკვეცა ბერად ანტონის სახელით,
იმავე წელს აკურთხეს იგი ჯერ დიაკვნად, მერე მღვდლად. 1826 წელს იგი მაღალმთის მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს და დიდი ღვაწლი გასწია ამ სავანის ფეხზე დასაყენებლად. გამრავლდა ძმობაც - ოცი კაციდან ოთხმოცდაათ კაცამდე გაიზარდა. 1831 წელს გარდაიცვალა წმინდა სერგის მონასტრის არქიმანდრიტი ათანასე და მის ნაცვლად ღირსი ანტონი იქნა დადგენილი. 1873 წლამდე მართავდა მონასტერს. მან დიდი ღვაწლი გასწია მონასტრის აშენება-გამშვენებისთვის, მისი საძმოს სულიერი გაძლიერებისთვის. მისი მზრუნველობა ოპტის უდაბნოს მამებსაც წვდებოდა. ის მათ ეხმარებოდა საღმრთო წიგნების გამოცემაში. მან მონასტრის ტერიტორიაზე ააშენა, საავადმყოფო, გლახაკთა თავშესაფარი, მოაწყო სკოლა და თავშესაფარი ასი ობოლი ყმაწვილსათვის, რომელთაც ასწავლიდნენ ხელობას, გალობას. წმინდა ანტონმა ლავრაში მოაწყო ხატწერის სახელოსნო, ლითოგრაფიული სახელოსნო. მისადმი კეთილგანწყობილი მიტროპოლიტი ფილარეტი თავის სულიერ მამად აირჩია. წმინდა სერაფიმე საროველის გარდაცვალების შემდეგ ღირსმა ანტონიმ თავს იდო ზრუნვა დივეევოს მონასტერზე.
1872 წელს მან მოსკოვის მიტროპოლიტ ინოკენტის სთხოვა ლავრის წინამძღვობისგან გაეთავისუფლებინა, მაგრამ მისგან უარი მიიღო. დიდად ნაღვაწი მამა ანტონ რადონეჟელი 1877 წელს გარდაიცვალა. 1998 წელს მოხდა წმინდა ანტონის კანონიზაცია და წმინდა ნაწილთა აღმოყვანება.
..............................
წმინდა მღვდელმოწამე პეტრე პოპოვი (+1937), მღვდელი; მოწამე ანდრია მიშჩენკო (+1938), რეგენტი
მათ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი