ღირსი მამაი ჩვენი პოლუბიოსი წმინდა ეპიფანე კვიპრელის მოწაფე იყო, ის თან ახლდა თავის მასწავლებელს, როცა იგი გემით კონსტანტინოპოლიდან ბრუნდებოდა,
როდესაც მან არ ისურვა მონაწილეობა მიეღო წმინდა იოანე ოქროპირის წინააღმდეგ მოწყობილ კრებაში.
წმინდა ეპიფანემ მას უთხრა:
- შვილო, პოლუბიოს! აი, მე გავდივარ ამქვეყნიდან; შეასრულე ჩემი ანდერძი, წადი ეგვიპტეში, მე კი სიკვდილის შემდეგაც ვიზრუნებ შენზე.
წმინდა ეპიფანე გარდაიცვალა და მეათე დღეს მიაბარეს მიწას. პოლუბიოსი აღარ დაელოდა მის დაკრძალვას და მოძღვრის ანდერძისამებრ ეგვიპტისკენ გაემართა. იქ ის ქალაქ რინოკირის მთავარს შეხვდა, რომელმაც ჰკითხა:
- საიდან მოდიხარ?
- კვიპროსიდან, - უპასუხა პოლუბიოსმა, მე მოწაფე ვარ კვიპროსის მთავარეპისკოპოს ეპიფანესი, რომელიც უფალთან წარვიდა.
ქალაქის თავი ძალზე დაამწუხრა ღირსი მამის სიკვდილმა, მიიპატიჟა წმინდა პოლუბიოსი, თავისთან დაიტოვა და შემდგომში ქალაქ რინოკირის ეპისკოპოსად დაადგინა. თავისი ღვთივსათნო და წმინდა ცხოვრებით მან ღვთისაგან სასწაულქმედების მადლი მიიღო. ერთხელ მისი ლოცვით უფალმა გვალვის დროს წვიმა წარმოავლინა ზეცით და მოსავალი გაამრავლა. წმინდა პოლუბიოსი ღრმა მოხუცებული გარდაიცვალა V საუკუნეში.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი