სინასთან სერბეთის პირველი კონტაქტი სწორედ წმინდა საბა პირველის დამსახურებაა.
აღმოსავლეთში მეორე მოგზაურობისას წმინდა საბამ დიდმარხვა სინაზე გაატარა, ამ მიწასთან სულიერი კავშირი კი მეთოთხმეტე საუკუნეში, წმინდა თავად ლაზარეს (ხსენება 15 იანვარს).
სერბი მონაზვნები ხშირად დადიოდნენ სინასა და პალესტინაში, წმინდა გრიგოლ სინელის (ხსენება 27 ნოემბერს) აღზრდილი მონაზვნები იქ ტრადიციული ისიქაზმის შესაქმნელად სერბეთს დაფუძნდნენ.
მათ შორის ყველაზე გამორჩეული წმინდა რომილე (18 სექტემბერი) გახლდათ, რომელიც დიდხანს ცხოვრობდა წმინდა გრიგოლთან, შემდეგ კი-ათონზეც, სადაც სახელი დიდად გაითქვა, 1371 წელს კი, მარიცის ბრძოლის შემდგომ წმინდა რომილემ თავი სერბეთს შეაფარა, რავანიცკის მონასტერში დაფუძნდა და 1381 წლამდე-თავის ნეტარ აღსასრულამდე იქ მოსაგრეობდა.
წმინდა სისო წმინდა რომილეს მოწაფე გახლდათ, ათონზე ქილანდარის სერბული მონასტრის იღუმენი და წმინდა თავადის, ლაზარეს სულიერი მამა.
წმინდა გიორგი ისიქასტის (ხსენება 7 დეკემბერს) გარდა, რომელიც ათონიდან წმინდა რომილესთან ერთად წამოვიდა და გორიაცკის სავანე დააფუძნა, სერბეთში წმინდა იობ სინელსაც დიდ პატივს მიაგებენ. მისი წმინდა ნაწილნი დრახის მონასტერში განისვენებს, რომლის სიახლოვესაც სიცოცხლეში მოსაგრეობდა.
სერბებს ძლიერ უყვართ წმინდა ზოსიმე, ტუმანის მონასტრის მახლობელ მღვიმეში რომ განდეგილობდა. ეს წმინდა მამა ნადირობისას აღესრულა, მისი წმინდა ნაწილნი მხოლოდ 1930 წელს ჰპოვეს.
სინელ მამებთან ერთად პატივს წმინდა რომან რავანიცკისაც მიაგებენ, რომელიც ქალაქ ჯუნისის სიახლოვეს მდებარე წმინდა რომანის სახელობის ტაძარში განისვენებს, აგრეთვე, მის ძმას, წმინდა ნესტერს და წმინდა მარტირისაც.
შეგვეწიოს მათი ლოცვა უფლის წმინდა საყდრის წინაშე!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი