წმინდა მართალი იობ მრავალვნებული (დაახლოებით 2000-1500 წელი ქრისტემდე) - 06 (19) მაისი
წმინდა მართალი იობ მრავალვნებული (დაახლოებით 2000-1500 წელი ქრისტემდე) - 06 (19) მაისი
წმინდა იობი აბრაამის შთამომავალია. ცხოვრობდა არაბეთში, ხუსის მიწაზე (პალესტინის სამხრეთ-აღმოსავლეთით), სადაც აბრაამის შთამომავლები ბინადრობდნენ.

იობი უნაკლო ზნეობით, სიმართლის დიდი სიყვარულით და კაცთადმი კეთილგანწყობით გამოირჩეოდა. განსაკუთრებით ღვთის შიშითა და სიყვარულით იყო დაჯილდოებული, ცუდს არათუ იქმოდა, გულშიც კი არ გაივლებდა.

შვიდი ვაჟი და სამი ასულის პატრონი გახლდათ და მთელ იმ მხარეში ყველაზე შეძლებულ კაცად ითვლებოდა.

შვიდი ათასი ცხვარი, სამი ათასი აქლემი, ხუთასი უღელი ხარი, ხუთასი სახედარი და უამრავი მსახური ჰყავდა. აქტიურად ერეოდა თავისი ტომის ცხოვრებაში და დიდი გავლენა ჰქონდა საერთო საქმეებზე, რადგან მთელ აღმოსავლეთში ცნობილი იყო კეთილშობილებითა და პატიოსნებით.

იობის ვაჟები, მართალია, ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, მაგრამ იმდენად დიდი თანხმობა და სიყვარული იყო მათ შორის, რომ უერთმანეთოდ ლუკმასაც არ ტეხდნენ.

ძმები ყოველდღე იკრიბებოდნენ, ნადიმებს მართავდნენ და ყოველგვარი ღრეობის გარეშე დებთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად მხიარულებაში ატარებდნენ დროს.

გადამეტებულ დროსტარებას არც მათი კეთილი და მართალი მამა დაუშვებდა. ეს შეკრებები იობის ვაჟების ძმური სიყვარულის დასტური იყო და მამა არათუ უკრძალავდა, არამედ კურთხევას აძლევდა. თუმცა, აუცილებლად ითხოვდა შვილებისგან, გულში ჩაეხედათ და დარწმუნებულიყვნენ, რომელიმემ თავისი საქციელით, სიტყვით ან ფიქრით უფლის სახელი ხომ არ შეურაცხყო.

ღვთისმოშიში კაცი მხოლოდ შვილების მეთვალყურეობითა და რჩევა-დარიგებებით არ შემოიფარგლებოდა, ყოველი კვირის ბოლოს, დილაუთენია, მთელ ოჯახთან ერთად მსხვერპლს სწირავდა უფალს, ამბობდა,-შესაძლოა, რომელიმე შვილმა გულის კუნჭულში მაინც გაივლო აუგი ღმერთისადმიო.

"ადგებოდა დილაადრიანად, აღავლენდა აღსავლენ მსხვერპლს მათი რიცხვისდა მიხედვით, რადგან ფიქრობდა იობი, ვაითუ რამე შესცოდეს ჩემმა ვაჟებმა და დაჰგმეს ღმერთი გულშიო. მუდამ ასე იქცეოდა" (იონ. 1:5).

ერთსა და იმავე დროს, როცა ადამიანის მფარველი უფლის ანგელოზები ღვთის წინაშე წარდგნენ და უზენაესს ადამიანების გასაჭირის შესახებ მოახსენეს, მათ შორის უფლის დაშვებით ეშმაკიც გამოჩნდა. სატანა, ციდან გაძევებული, თავის დაცემულ ბუნებას არ ღალატობდა, მთელი თავისი სიძულვილი ამოანთხია და სიკეთის დაკნინებას შეეცადა. სატანური სიამაყე შინაგანი სიბრმავის გამო არასოდეს ეგუება ჭეშმარიტებას, თავისი ბოროტი შეხედულებების მიხედვით გადააფარებს რეალობას და ყველაფერს თავისი საზომით ზომავს.

ღმერთმა სატანას უთხრა:

-საიდან მოხვედი?

ბოროტმა უპასუხა:

-მთელი დედამიწა შემოვიარე.

უფალი დაინტერესდა:

-შენი ყურადღება თუ მიიპყრო ჩემმა მონამ-იობმა? დედამიწის ზურგზე მასავით სამართლიანი, ღვთისმოშიში და პატიოსანი ადამიანი არ მეგულება.

ამაზე სატანამ თქვა:

-განა იობი უანგაროდ არის ღვთისმოშიში? განა შენ არ მფარველობ მას? განა შენ არ იცავ მის სახლს და ყველაფერს, რაც კი მას გააჩნია? ნუთუ შენი შეწევნით არ აივსო სიკეთით და გამრავლდა ქვეყნად? აბა, წაართვი ყველაფერი, რაც კი აბადია და მაშინ ნახავ, ისევ მადლს თუ შემოგწირავს.

მაშინ ღმერთმა ბრძანა:

-ყველაფერი, რაც მას აქვს, შენთვის გადმომიცია. მოიქეცი ისე, როგორც გსურს, ოღონდ თავად მას ნუ შეეხები.

სატანამ მაშინვე დატოვა იქაურობა.

იმ დღეს იობის შვილები უფროსი ძმის სახლში შეკრებილიყვნენ. ერთი მსახური იობს ეახლა და უთხრა:

-შენი ხარები მინდორში ხნავდნენ, სახედრები კი მათ მახლობლად ბალახობდნენ. უეცრად ებრაელებ დაესხნენ თავს. საქონელი გარეკეს, მსახურები კი დახოცეს. მხოლოდ მე გადავრჩი და მაშინვე შენკენ გამოვიქეცი.

სანამ ამას ამბობდა, მეორე მსახურმა მოირბინა და მოახსენა:

-ქალდეველების რაზმმა შენი აქლემები გარეკა, მსახურები დახოცა. ერთი მე გადავრჩი და ამბავი მოგიტანე.

ჯერ კიდევ არ დაესრულებინა სათქმელი, სხვა მაცნეც მოვიდა და იობს უთხრა:

-შენი ვაჟები და ასულები უფროსი ძმის სახლში ნადიმად იყვნენ შეკრებილნი. უეცრად უდაბნოდან საშინელი გრიგალი მოვარდა, სახლი ჩამოაქცია და შენი შვილები ნანგრევებში მოჰყვნენ. ყველანი დაიღუპნენ. მხოლოდ მე მოვახერხე გადარჩენა და შენკენ გამოვიქეცი.

ერთი-მეორეზე საშინელი ამბის გაგონებაზე, იობი ფეხზე წამოიჭრა, ტანსაცმელი შემოიხია, თმა გადაიპარსა, მიწაზე დაეცა, მუხლი მოიყარა და უფლის სახელი ადიდა:-"შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი" (იობ. 1:21).

მიუხედავად უბედურებისა, იობმა მაინც არ დაგმო ღმერთი.

უფლის ანგელოზები ისევ რომ წარდგნენ ღვთის წინაშე, მათ შორის კვლავ გამოჩნდა სატანა.

უზენაესმა ჰკითხა მას:

-საიდან მოდიხარ?

-მთელი დედამიწა შემოვიარე.

ღმერთმა უთხრა:

-თუ მიიპყრო შენი ყურადღება ჩემმა მონამ, იობმა? დედამიწის ზურგზე მისი მსგავსი არავინ არის.

სიკეთითა და სიმართლით არის სავსე. ბოროტებასთან არაფერი აკავშირებს.

მიუხედავად თავს დატეხილი უბედურებებისა, მაინც ჩემი ერთგული რჩება. შენ კი მის წინააღმდეგ განმაწყობდი.

სატანამ უპასუხა:

-საკუთარი სიცოცხლისთვის ადამიანი ყველაფერს დათმობს. სხვისი ტკივილი მისთვის არც ისე მტკივნეულია და ამიტომ ინარჩუნებს სიმშვიდეს. თუ პირადად მის სხეულს, მის ძვლებსა და ხორცს შეეხები, მაშინ კვლავ ადიდებს შენს სახელს?

ღმერთმა ამაზე თქვა:

-შენთვის გადმომიცია. უფლებას გაძლევ, შენი სურვილისამებრ მოექცე, ოღონდ მის სულ არ შეეხო.

სატანა იქაურობას მაშინვე განერიდა. იობს საშინელი სენი შეჰყარა. სხეული გარედან მყრალი გამონაყარით დაეფარა, შიგნით კი მთელი მუცელი ეწვოდა.

ყველამ ზურგი აქცია, ცოლიც კი არ თანაუგრძნობდა და საყვედურებით ავსებდა. ერთხელ სასოწარკვეთილმა ქალმა ისიც კი უთხრა:

-როდემდე აპირებ ამის მოთმენას? აი, მე ცოტას კიდევ მოვიცდი იმ იმედით,

რომ გადავრჩები. აქამდე ამაოდ მიშრომია, რადგან ერთიანად განადგურდა ყველაფერი, შენც დაიღუპე და ჩვენი ვაჟები და ასულებიც. ჩამჯდარხარ აქოთებული და მატლდახვეული, მე კი ვშრომობ და სახლიდან სახლში გადავდივარ, ადგილიდან-ადგილზე, მზის ჩასვლას ველოდები, რომ ცოტა მაინც მოვითქვა სული და ოდნავ შევიმსუბუქო ტკივილები ამჟამად რომ შემყრია და მტანჯავს. ნუ ჯიუტობ, ერთი სიტყვით მაინც დაგმე ღმერთი და მოკვდები. სიკვდილი შენც გაგათავისუფლებს განსაცდელისგან და მეც მიხსნის სატანჯველისგან.

იობმა ცოლს შეხედა და მიუგო:

-ერთი უგუნური დედაკაცივით ლაპარაკობ. სიკეთეს კარგად ვიტანთ უფლისგან, ავის ატანა კი არ გვინდა.

არც ახლა სცოდა იობმა თავისი ბაგეებით (იობ. 2:10).

იობის თავს დატეხილი უბედურება შეიტყო მისმა სამმა მეგობარმა-ბილდად შუხელმა, ელიფაზ თემანელმა და ცოფარ ნაყამათელმა. "შეიყარნენ ერთად, რომ მოსულიყვნენ მისასამძიმრებლად და სანუგეშებლად" (იობ. 2:11).

როდესაც მიუახლოვდნენ იობს, პირველად ვერც კი იცნეს, იმდენად იყო დასახიჩრებული სენისგან. სიმწრისგან შეჰყვირეს და ატირდნენ, ტანსაცმელი შემოიხიეს და თავზე მიწას იყრიდნენ.

შვიდი დღე და ღამე გვერდიდან არ მოსცილებიან მეგობარს, მაგრამ ერთი სიტყვაც კი არ წარმოუთქვამთ, რადგან ხედავდნენ, თუ რამდენად დიდი იყო მისი სატანჯველი და იცოდნენ, რომ სანუგეშებელს ვერაფერს ეტყოდნენ. მტანჯველი სიჩუმე თავად იობმა დაარღვია:

-ქვეყანაზე ჩემი გაჩენის დღეს ვწყევლი. რად მინდოდა სინათლის ხილვა, თუ შემდეგ ბნელში მომიხდებოდა ყოფნა? რად მინდა სიცოცხლე, რომელიც სატანჯველად მექცა? რისიც მეშინოდა, სწორედ ის დამემართა. "აღარც სიმშვიდე, აღარც შვება, არც მოსვენება" (იობ. 3:26).
მაშინ მეგობრები შეეცადნენ, როგორმე ენუგეშებინათ, მაგრამ კიდევ უფრო უწამლავდნენ გულს.

მათი აზრით, ღმერთი კეთილშობილ ადამიანებს წყალობს, ბოროტებს კი სჯის. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ თუკი ადამიანს უბედურება დაატყდებოდა თავს, ესე იგი, ცოდვილი იყო და რაც დიდი იყო განსაცდელი, მით მეტი იყო ცოდვა.

ამიტომ ფიქრობდნენ, რომ იობიც ცოდვილი იყო, ფარულად ჰქონდა ჩადენილი ცოდვები, რასაც ოსტატურად მალავდა. ამიტომ ურჩევდნენ, მოენანიებინა და ეღიარებინა დანაშაული.

იობი კი მთელი ძალით იცავდა თავის კეთილ სახელს.

"ბევრი მსმენია ამისთანები. ფუჭი ნუგეშისმცემლები ხართ ყველანი. თუ აქვს დასასრული ქარიან სიტყვებს?" (იობ. 16:2-3).

იობი ამტკიცებდა, რომ ცოდვების გამო არ ისჯებოდა, რომ ღმერთი თავისი ნებით, ზოგს მძიმე განსაცდელს უმზადებს, ზოგსაც ბედნიერ ცხოვრებას. მისმა მეგობრებმა, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ მას, შეწყვიტეს მასთან კამათი. მაშინ საუბარში ჩაერთო ელიჰუ, ძე ბუზელ ბარაქიელისა, რამის საგვარეულოდან. ის იობზე განრისხდა, "რომ მან ღმერთზე მართლად ჩათვალა თავი" (იობ. 32:2).

პატივს მიაგებდა ღმერთის სამართალს, რომელიც მიუწვდომელია ადამიანისთვის. იობის უბედურების მიზეზს ყველასთვის დაფარულ მისსავე უზნეობაში ეძებდა.

"აჰა, ძლიერია ღმერთი, მაგრამ არავინ სძულს, ის სიბრძნის ძალით არის ძლიერი. ის არ აცოცხლებს ბოროტეულს და დაჩაგრულებს სამართალს აძლევს...

შენ კი სავსე ხარ ბოროტეულის ბრალით, ხოლო ბრალი და სასჯელი კი ერთმანეთს არის მოჭიდებულნი" (იობ. 36:5-17).

იობი კი კვლავ იტყოდა:

"გრიგალივით მლეწავს და უმიზეზოდ მიმრავლებს ჭრილობებს. სულს არ მათქმევინებს, არამედ მაძღობს სიმწარით. თუ ძალაზე მიდგა, აჰა, ძლიერია!

თუ სიმართლეზე, ვინ მოსთხოვს პასუხს? მართალიც რომ ვიყო, ჩემივე ბაგეები გამამტყუნებენ; უმწიკვლო ვარ, მაგრამ არად ვაგდებ ჩემს თავს: სიცოცხლე მომძულდა, სულერთია, ამიტომაც ვამბობ: უმწიკვლოს და ბოროტს ერთიანად ღუპავს იგი" (იობ. 9:17- 21).

Bბოლოს, იობი ლოცვით შეევედრა უფალს, რომ მას დაედასტურებინა მისი უდანაშაულობა. მართლაც, გამოეცხადა ღმერთი და განურისხდა იმის გამო, რომ ერეოდა მის საქმეებში.

"ვინ არის, რომ აბნელებს განგებას უგუნური სიტყვებით? სად იყავი, როცა დედამიწას ვაფუძნებდი.

მიხსენი, თუ გაქვს გაგება... თუ გიბრძანებია შენს სიცოცხლეში დილისთვის, თუ გიჩვენებია ცისკრისთვის მისი ადგილი? თუ იცი ცათა კანონები ან თუ დაადგენ მის წესს ქვეყანაზე? გინდა გააუქმო ჩემი სამართალი, გამამტყუნო, რომ თავად გამართლდე? იქნებ ღვთის სადარი მკლავი გაქვს და მისი ხმით გრგვინვა შეგიძლია? აჰა, შეიმკე დიდებით და სიდიადით! აჰა, შეიმოსე ნათელი და შარავანდი! აბა, გადმოაფრქვიე შენი რისხვის ცეცხლი! ახედე განდიდებულს და დააკნინე! დახედე განდიდებულს და დაამდაბლე, ადგილზევე გააცამტვერე ბოროტეულნი! მტვერში ჩამარხე ერთიანად და შავეთში მობურე მათი პირისახე. მაშინ მეც დავიჯერებ, რომ შენს მარჯვენას ძალუძს შენი გადარჩენა" (40:8-14).

მაშინ იობმა უპასუხა უფალს:

-ვიცი, რომ ყოვლისშემძლე ხარ და შენს განზრახვას ვერაფერი დააბრკოლებს.

-განგების ძალამ ვერაფერი გასწავლა?

-ვლაპარაკობდი და არაფერი გამეგებოდა, ჩემთვის საკვირველზე და ვერაფერს ვხვდებოდი. Uწინ შენზე მხოლოდ ყურმოკვრით მსმენოდა, ახლა კი თვალნათლივ გხედავ. ყველაფერს ვინანიებ ნაცრად და მტვრად ქცეული. არარაობა ვარ და რა უნდა გიპასუხო?

ამის შემდეგ უფალი იობის მეგობრებს მიუბრუნდა და უბრძანა, რომ იობისთვის შესაწირი მიერთმიათ, რათა მათი სულის საოხად აღსავლენი აღევლინა და მათთვის ელოცა. მხოლოდ მისგან მივიღებ და შევიწყნარებ და თქვენ ავად არ მოექცევით იმის გამო, რომ იობივით მართლად არ უნბნობთ ჩემზე.

მეგობრებმა უფლის ბრძანება შეასრულეს. იობს შვიდი ხარი და შვიდი ცხვარი მოჰგვარეს. იობმა ღმერთს მსხვერპლი შესწირა და მეგობრებისთვის ილოცა.

უფალმა შეისმინა მისი ვედრება, აღუდგინა ჯანმრთელობა და იმაზე მეტი დოვლათი უწყალობა, რასაც მანამდე ფლობდა.

მისმა ნათესავებმა და ახლობლებმა იობის გამოჯანმრთელების ამბავი რომ გაიგეს, მის სანახავად გაეშურნენ, რადგან სურდათ, მასთან ერთად განეცადათ დიდი სიხარული.

თითოეულმა მათგანმა ძღვენი და ოქროს ბეჭედი მიართვა. ღმერთის წყალობით მალე იობს თოთხმეტი ათასი წვრილფეხა საქონელი, ექვსი ათასი აქლემი, ათასი წყვილი ხარი და ათასი სახედარი ჰყავდა. გარდაცვლილი შვილების სანაცვლოდ შვიდი ძე და სამი ასული შეეძინა.

მის ქალიშვილებზე ლამაზი დედამიწის ზურგზე არავინ იყო. "იცოცხლა ამის შემდეგ იობმა ას ორმოცი წელი და მოესწრო თავის შვილებს და შვილიშვილებს მეოთხე თაობაში. მოკვდა იობი მოხუცებული და დღესრული" (იობ. 42:16-17).

წყლულებით დაფარული ამბობდა: "ვიცი, რომ ცოცხალია ჩემი გამომხსნელი და საბოლოოდ აღიმართება მიწაზე და როცა დაიშლება ეს ჩემი კანი, უსხეულომყოფიც იხილავ ღმერთს. მე თავად დავინახავ მას და ჩემი თვალები იხილავენ, არა სხვისანი! გული დამელია მკერდში მოლოდინით" (იობ. 19:25-27).

იობი თავის მეგობრებს არწმუნებდა, რომ შიში ჰქონოდათ არა ამქვეყნიური სიკეთის დაკარგვის და ხორციელი ვნებების, არამედ ღმერთის მახვილს მორიდებოდნენ, "რადგან რისხვაა მახვილის სასჯელი, რათა იცოდეთ, რომ არის განკითხვა" (იობ. 28:28).

ტროპარი:
სიმდიდრესა რა სათოებათასა იობისა ხედვიდა იგი მართალი მტერი, წარპარვასა მისსა განიზრახვიდა და ამისთვის განარღვევდა გოდოლს მას გვამისა მისის, გარნა საუნჯესა მას უბიწოსა გვამისა მისისასა ვერ შეუძლებდა წარპარვად, რამეთუ პოვებდა მას შეჭურველად, ხოლო მე უბადრუკი ესე შიშველ და ტყვე-მყო; ამისთვის ისწრაფე, მაცხოვარ, პირველ აღასასრულისა ხსნად ჩემდა მზაკვრისა მისგან და მაცხოვნე მე.

კონდაკი: ვითარცა ჭეშმარიტად მშვიდი და ღმრთისა თანამზრახველი, წმინდა ქმნილად გამოსჩნდი შენ დიდებულო იობ, მონაო მართალო, და განანათლე სოფელი მოთმინებითა შენითა, ჭირთა თავსდებითა და მოქალაქობითა ყოველნი ვაქებთ აღმასრულებელნი სახსენებელსა შენსა.
.............................................

აქვე წაიკითხეთ:

დღეს ტანჯვისა და განსაცდელის რწმენით დათმენის საუკეთესო მასწავლებლის - მრავალვნებული იობის ხსენების დღეა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.03.2024
წმინდა ათანასეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 01 იანვარს (გარდაცვალების დღეს);
28.03.2024
1 (14 იანვარს), დიუსელდორფის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის მართლმადიდებლური მრევლი აღნიშნავს წმიდა ბერის კლარუს სელიგენშტადტელის ხსენებას.
28.03.2024
წმინდანი დაიბადა პატარა სოფელში, რომელსაც ახლა უწოდებენ სენ-კლერ-დიუ-რონს (Saint-Clair-du-Rhone), ისერში (Isère),ვენის სამხრეთით, საფრანგეთში.
28.03.2024
ღირსი კუან ირლანდიელი (მოკუა, მონკანი, მონკაინი, კლაუნი; ირლანდიური. Cuan, Mochua, Moncan, Moncain, Claunus) ცხოვრობდა მე-6 საუკუნის ირლანდიაში.
28.03.2024
ღირსი მამა წარმოშობით ბრეტანიდან იყო. ის შესაძლოა წმინდანების კადფანის და ჰივინუსის ბიძაშვილი იყო. მალრისი გადავიდა ბრიტანეთში,
26.03.2024
მცირე აზიაში, ბითინიაში, პრუსას (დღევანდელი ბურსა) სიახლოვეს მდებარეობდა ქალაქი ტრიგლია (დღევანდელი ზეიტინბაღი), რომელიც ბიზანტიურ ეპოქაში ცნობილი იყო თავისი მონასტრებით, ესენია:
26.03.2024
წმ. ევგენდი გახლდათ კონდატის (იურას) მონასტრის მეოთხე აბატი, დაიბადა დაახლოებით 449 წელს იზერნორში, აინში, ფრანშ-კონტეში;
26.03.2024
თავის წიგნში "ინგლისელი ხალხის საეკლესიო ისტორიაში" წმინდა ბედა წერდა:
31.01.2024
სენაკი, სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავისი ტრადიციებით, საუკეთესო წარმომადგენლებით, განათლებით, კულტურით,
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler