ეს წმინდა მამა XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე იღვწოდა, ადრეულ სიჭაბუკეშივე შეიყვარა ღმერთი და იაროსლავის მხარეში, წმინდა გენადის (ხსენება 23 იანვარს) სახელობის სავანეში აღიკვეცა ბერად.
იაკობს მდუმარება სწყუროდა და გარკვეული ხნის შემდგომ ვოლოგოდს მიაშურა, სადაც ერთხანს მხსნელის სავანის სიახლოვეს, ყუბანის ტბასთან დასახლდა, მოგვიანებით კი - ღირსი სერგი რადონეჟელის მოწაფის, წმინდა პავლე ობნორელის (ხსენება 10 იანვარს) მიერ დაარსებულ უდაბნოში გადავიდა.
ერთხელ, როდესაც ღირსი მამა მძიმედ დასნეულდა, უფალმა უცნობი ადგილი უჩვენა და უბრძანა, რომ სწორედ იქ უნდა ეღვაწა.
ადრიანემ, ღვთის მინიშნებით, მდინარე მონზთან, კოსტრომიდან ოც კილომეტრში მართლაც იპოვა ის ადგილი, სადაც ხარების სახელობის მიტოვებული ტაძარი დახვდა. სწორედ აქ დააარსა მონასტერი.
მოკლე ხანში სამი მოწაფე შეუერთდა, თუმცა, ყაჩაღთა გამუდმებულმა თავდასხმებმა აიძულეს, იქაურობა დაეტევებინათ და კოსტრომიდან 20, გალიჩიდან კი - 30 კილომეტრში, შედარებით მშვიდ ადგილას გადაენაცვლათ.
გარკვეული ხნის შემდგომ, წმინდა ადრიანეს კურთხევით, მათ წმინდა განდეგილი, თერაპონტე (ხსენება 12 დეკემბერს) შეუერთათ, განმარტოებით მრავალი წელი რომ ეღვაწა და ძმებთან გარდაცვალებამდე, - ორ წელიწადს იცხოვრა.
ღირსი ადრიანეს კურთხევით, სავანის მამები განუწყვეტლივ შრომობდნენ. 1601 წლის შიმშილობისას, ღვთის წყალობით, სავანემ მრავალი დააპურა და სიცოცხლე შეუნარჩუნა.
ღირსი ადრიანე 1619 წელს აღესრულა.
* * *
ხსენება ღირსი იაკობ ჟელეზნობოროველის წმინდა ნაწილთა აღმოყვანებისა
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი