ღირსი თეოდოსი - რუსეთის სამონასტრო წესდების დამაარსებელი და მონაზვნობის ფუძემდებელი, კიევთან ახლოს, ვასილიევოში დაიბადა.
სიყრმითგანვე ასკეტურად ცხოვრობდა, 14 წლისას მამა გარდაეცვალა და მკაცრი და ძალაუფლებისმოყვარე დედის ხელში აღმოჩნდა.
მოსაგრეობისკენ მიწრაფებისთვის მან არაერთხელ დასაჯა შვილი, მაგრამ ღირსი თეოდოსი მტკიცედ ადგა არჩეულ გზას. 24 წლისამ ფარულად დატოვა სახლი და ღირსი ანტონის კურთხევით კიევ-პეჩორის სავანეში ბერად აღიკვეცა.
4 წლის შემდეგ დედამ მიაგნო და ცრემლით შეევედრა, - შინ დაბრუნდიო, მაგრამ წმინდა თეოდოსიმ თავად დაარწმუნა დედა, კიევს დარჩენილიყო და მონაზვნად აღკვეცილიყო.
წმინდა თეოდოსი სავანეში სხვებზე მეტს შრომობდა. ტაძარში ყველაზე ადრე მიდიოდა და ღვთისმსახურების დასრულებამდე ადგილიდან ფეხს არ იცვლიდა.
1054 წელს ღირს თეოდოსის მღვდელმონაზვნად დაასხეს ხელი, 1057 წელს კი - იღუმენად აირჩიეს. მისმა წმინდა ცხოვრებამ სავანეს მრავალი ანგელოზებრივი ცხოვრების მოსურნე შესძინა, მრავალი ბერი შეკრიბა სავანეში, გარკვეული ხნის შემდგომ იქ ტაძარი აღაშენა და ძმათა ნებით, მის იღუმენად იკურთხა.
შეუძლებელია იმ ღვაწლის აღწერა, რაც წმინდა მამამ იდო თავს: - ოდენ პურსა და ნედლ ბალახეულს სჯერდებოდა, ღამით კი ძილი არ იცოდა, რადგან გათენებამდე ლოცვად იდგა.
მის მოსიყვარულე გულს ყველაზე მეტად შეჭირვებულნი ეწყალვოდა და მათზე მამასავით ზრუნავდა.
ღირსმა მამამ საკუთარი აღსასრული გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე იწინასწარმეტყველა და 1074 წელს აღესრულა.
თეოდოსის წმინდა სხეული სიცოცხლეში მისივე ხელით გათხრილ მღვიმეში დაკრძალეს, სადაც დიდმარხვას ატარებდა ხოლმე. 1090 წელს, ღვთის ნებით, აღსრულდა მის წმინდა ნაწილთა აღმოყვანება, 1108 წელს კი წმინდანთა დასს შეერთო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი