წმინდა ნიკიფორე 1750 წელს კუნძულ ქიოსზე, ქალაქ კარდამილაში იშვა. ჯერ კიდევ ბავშვი იყო, იქ ეპიდემია რომ გავრცელდა და ისიც მძიმედ დასნეულდა,
რის შემდგომაც მშობლებმა უფალს შესწირეს და როგორც კი გამოჯანმრთელდა, ნეა-მონის სავანეს მიაბარეს.
მოგვიანებით ხორას სკოლაში გაგზავნეს, სადაც ნიკიფორე წმინდა ეკლესიის იმგვარ მნათობთ დაუმოწაფდა და შემდგომ - დაუმეგობრდა, როგორნიც ნეოფიტე კავსოკალიველი, წმინდა ათანასე პაროსელი (ხსენება 24 ივნისს) და წმინდა მაკარი კორინთელია (ხსენება 17 აპრილს).
განათლების გასრულების შემდგომ ნიკიფორე სამღვდელო პატივით შემოსეს, იმავდროულად, იქაურ სკოლაში მასწავლებლობდა და ქადაგებდა.
1802 წელს იგი ნეა-მონის სავანის იღუმენად აკურთხეს. მისი დიდი მცდელობის მიუხედავად, სიტყვით თუ საკუთარი ცხოვრებით დაემოძღვრა მონაზონნი, ოდენ წინააღმდეგობა და გაუგებრობა მიიღო, რის შემდგომაც იღუმენობაზე უარი თქვა და რესტში, წმინდა გიორგის სახელობის უდაბნოში განმარტოვდა.
იქ მდუმარებას მიეცა და მრავალი სულისთვის სარგო შრომა შექმნა.
სიცოცხლის დასასრულს მიდროდ თანამშრომლობდა წმინდა მაკარისთან და ახალმოწამეთა: დიმიტრი პელოპონესელისა (ხსენება 14 აპრილს), მარკოზ უმცროსის (ხსენება 5 ივნისს) და ანგელისას (ხსენება 1 სექტემბერს) სულიერი მოძღვარი გახლდათ.
სოფლის მკვიდრთ ფიზიკურად შეეწეოდა, ღვთის სიტყვას აზიარებდა, მთელ საბადებელს ფარულად გასცემდა მოწყალებად და უამრავ ლოცვით სასწაულს აღასრულებდა.
ღირსი მამა 1821 წელს მიიცვალა.
სურათის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი