ღირსი მემნონ საკვირველმოქმედის მოღვაწეობის დრო ცნობილი არაა, ვიცით მხოლოდ ის, რომ მან ბავშვობიდანვე შეიყვარა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, საერო ცხოვრება მიატოვა და ეგვიპტის უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ.
მოგვიანებით ის უდაბნოს ერთ-ერთი მონასტრის იღუმენად აირჩიეს. მემონი ბრძნულად და ფრთხილად მართავდა საძმოს, ეხმარებოდა მათ ლოცვითა და რჩევა-დარიგებით.
იგი გამუდმებით ლოცულობდა, იცავდა მძიმე მარხვას, თავისი მოღვაწეობით მაგალითს აძლევდა მონასტრის საძმოს. უფალმა ღვთივსათნო ცხოვრების გამო მემონს წინასწარჭვრეტის ნიჭი მიმადლა. ერთხელ მისი მონასტრის შემოგარენს შემოესია კალია, რომელიც ნათესებს სპობდა. ღირსი მემონი, გამოვიდა მონასტრის გარეთ, ლოცვად დადგა, მალე ბერის ლოცვა შეისმინა უფალმა და კალია ისე გაქრა, თითქოს არც არასდროს ყოფილა იქ. იღუმენ მემონის ლოცვით ეგვიპტის უდაბნოში წყაროც გაჩნდა..
ერთხელ ზღვაში გემი იძირებოდა, ქარიშხლის გამო, მეზღვაურებმა ლოცვით წმინდა მემონს უხმეს საშველად. წმინდა ბერიც მათთან გაჩნდა და მისი ლოცვით გემი ნაპირზე უვნებელი გამოვიდა. ღირსი მამა გარდაცვლილიც კი აღასრულებდა სასწაულებს, თუკი მისადმი ლოცვას გულით აღავლენდნენ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი