27 აპრილს ეკლესია იხსენიებს სერბეთის მთავარეპისკოპოსის წმინდა საბას წმინდა ნაწილთა დაწვას. სერბეთის პატრიარქი ღირსი საბა 1236 წლის 14 იანვარს მიიცვალა ბულგარეთში,
ტირნოვოში, თავისი ნათესავის, ასანის სასახლეში. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: "დიდება უფალს ყველაფრისათვის".
წმინდანის გარდაცვალებამ მრავალი ადამიანი დაამწუხრა. იგი წმინდა ორმოც მოწამეთა სახელობის ტაძარში პატივით დაკრძალეს. მომდევნო წელს მისი წმინდა ნაწილების გადასვენებისას აღმოჩნდა, რომ მისი ნეშტი უხრწნელი იყო, კეთილსურნელებას აფრქვევდა და სასწაულებს ახდენდა. მისი წმინდა ნაწილები სერბეთში მთავარმა ვლადისლავმა გადაასვენა. პატრიარქი არსენი მთელ სამწყსოსთან ერთად მიეგება მას და მილესოვოს მონასტრის ტაძარში დაასვენა მისი ნეშტი. მას შემდეგ, საუკუნეების მანძილზე, წმინდა საბას საფლავთან სასწაულები აღესრულებოდა. სამწუხაროდ, 1594 წლის წითელ პარასკევს სინან-ფაშამ მილესოვოს მონასტერი დაარბია, წმინდა ნეშტი გაიტაცა და ბელგრადში დაწვა, რომ მორწმუნეებს არ შეძლებოდათ მეტჯერ მისი თაყვანისცემა. მორწმუნეები მაშინაც და დღესაც კი უფრო მეტ პატივს მიაგებენ მის სახელს…
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი