ღირსი ვასილი დაიბადა 1692 წელს მცირე რუსეთში (დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე). ახალგაზრდობიდანვე ჰქონდა განდეგილობის სურვილი.
მალევე აღიკვეცა ბერად და ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა განმარტოებით. 1713 წელს ვასილი სხვა მონაზვნებთან ერთად დასახლდა რუმინეთისა და მოლდავეთის საზღვარზე, ტყეში მდებარე სკიტში. ვასილი 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ბერებს. მაგრამ ასკეტის სულს სრული განმარტოება სურდა, ამიტომ მოშორებით პოლიანომერულში მოაწყო თავისი სკიტი, სადაც შეეძლო განმარტოებით მოღვაწეობა მუდმივ ლოცვასა და მარხვაში. ბერი განაგრძობდა ძველი მონასტრის წინამძღვრობასაც. პოლიანომერულში ააშენა ღვთისმშობლის შობის ეკლესია და დააარსა ახალი მონასტერი, სადაც ათონის მთის მონასტრების ტიპიკონი შემოიღო. ღირსი ბერი ბევრჯერ იყო ნამყოფი ათონზე და კარგად იცნობდა იქაურ ცხოვრებას. პოლიანომერულის ღვთისმშობლის შობის მონასტერი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სულიერი ცენტრი მთელ მოლდავეთსა და რუმინეთში. ღირსი ვასილი გარდაიცვალა 1767 წლის 25 აპრილს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი