ღირსი თეოდორე სიკეელი (+613) - 22 აპრილი (5 მაისი)
ღირსი თეოდორე სიკეელი (+613) - 22 აპრილი (5 მაისი)
ღირსი თეოდორე დაიბადა ანასტასიოპოლის ახლოს, სოფელ სიკეაში მართლმორწმუნე მარიამისა და კოზმანის ოჯახში. კოზმანი იმპერატორ იუსტინიანე დიდის (527-565) კარზე მსახურობდა. როდესაც მარიამს ყრმა ჩაესახა, მან ჩვენებით იხილა, თუ როგორ გარდამოხდა ზეცით ვარსკვლავი და მის საშოში დაემკვიდრა. ნანახი ქალმა მასთან ერთად მცხოვრებ დედას და დას უამბო, შემდეგ ერთ გამოცდილ და უფლისგან წინასწარხედვის ნიჭით დაჯილდოებულ ბერს ესტუმრა, მასაც მოუთხრო, რაც იხილა. ბერმა ეს ხილვა მუცლადღებულ ყრმაზე საღმრთო მადლის გარდამოსვლით ახსნა და უთხრა:

"შენს წიაღში ჩასახული ყრმა დიდი ადამიანი გახდება; ის დიდი იქნება არა ოდენ კაცთა შორის, არამედ ღვთის წინაშეც; ხოლო ბრწყინვალე ვარსკვლავი ნიშნავს იმ ღვთაებრივ მადლმოსილებას, რომლითაც ღმერთი დააჯილოდოებს შენს ნაშობს, რამეთუ ღმერთი თავის მონებს უწინარეს შობისა, დედის მუცელშივე განწმენდსო".

მარიამს სურდა, თეოდორე მხედარი გამხდარიყო, ამიტომ ექვსი წლის ყმაწვილს ოქროს ქამარი აჩუქა. ძილში მარიამს დიდმოწამე გიორგი გამოეცხადა და უბრძანა, არ ეფიქრა შვილის სამხედრო სამსახურზე, რადგან იგი ღვთის მსახურებისთვის იყო განწესებული. ამ გამოცხადების შემდეგ მარიამი დიდხანს განიცდიდა და ჯავრობდა თეოდორეს მომავალზე. ქალს ეგონა, რომ მისი შვილი მალე დაიღუპებოდა. თეოდორე კი იზრდებოდა ჯანმრთელი და ასაკთან ერთად გონებაც ემატებოდა. პატარა თეოდორეს მამა ადრე გარდაიცვალა. ბავშვი დედის მზრუნველობის ქვეშ დარჩა. ოჯახში მათ გარდა იყვნენ ბებია ელპიდია, დეიდა დისპენია და პატარა და, ვლატა.

8 წლის თეოდორე დედამ სასწავლებელში მიაბარა, სადაც ბიჭმა საოცარი ნიჭიერება გამოამჟღავნა, იგი გამოირჩეოდა გონიერებით, იყო მშვიდი, თავმდაბალი, ყოველთვის ცდილობდა დაეზავებინა მოჩხუბარი ამხანაგები.

თეოდორეს სახლში ცხოვრობდა ღვთისმოსავი მოხუცი სტეფანე. ის ყოველთვის მკაცრ მარხვას ინახავდა, დიდ დროს უთმობდა ლოცვას. ყმაწვილზე მოხუცის ცხოვრების წესი დიდ გავლენას ახდენდა. მისი მიბაძვით წმინდა თეოდორემ რვა წლის ასაკიდან დაიწყო მკაცრი მარხვა: დიდმარხვის დღეებში მხოლოდ პურის მომცრო ნაჭერს იღებდა, იმასაც მიმწუხრისას. დედას რომ საზრდელის მიღება არ დაეძალებინა, ბავშვი სასწავლებლიდან მხოლოდ საღამოს ბრუნდებოდა. დედის თხოვნით მასწავლებელი სადილზე სახლში უშვებდა ყმაწვილს, მაგრამ ის წმინდა გიორგის ტაძარში მიდიოდა.

10 წლის თეოდორე სასიკვდილოდ დაავადდა. ის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარში მიიყვანეს და საკურთხევლის წინ დააწვინეს. უეცრად ტაძრის თაღზე გამოსახული მაცხოვრის ფრესკიდან ცვრის ორი წვეთი გადმოვარდა, მომაკვდავ ბავშვს ეპკურა და განკურნა. ამ სასწაულის შემდეგ 10 წლის თეოდორესთან ყოველღამე დიდმოწამე გიორგი მოდიოდა, აღვიძებდა და ეუბნებოდა: "თეოდორე, უკვე გათენდა და დადგა დილის ლოცვების დრო, ადექი და წამოდი წმინდა გიორგის ტაძარში". ყრმა მყისვე სიხარულით დგებოდა. თავიდან წმინდა გიორგი ყრმას სტეფანეს (თეოდორეს ოჯახის წევრი) სახით ევლინებოდა, შემდეგ კი საკუთარი სახით ეცხადებოდა. ყოველდღე აღვიძებდა და აცილებდა ეკლესიისაკენ.

გზაში ეშმაკებს უნდოდათ ყრმის შეშინება, რისთვისაც ისინი მგლებად ან სხვა ცხოველებად იქცეოდნენ და მისკენ მიემართებოდნენ, მაგრამ წმინდა გიორგი მიუძღოდა ბავშვს, ამხნევებდა და შუბით დევნიდა საშინელ მოჩვენებებს.

თეოდორეს ოჯახის წევრები დილით ვერ პოულობდნენ ბავშვს საწოლში. მოგვიანებით კი მიხვდნენ, რომ იგი ღამღამობით ეკლესიაში დადიოდა და უკვირდათ, რატომ ვერ იგებდნენ, თუ როდის დგებოდა ყრმა საწოლიდან.

დედას ეშინოდა, რადგანაც შეიძლებოდა, ბავშვი მგელს შეეჭამა. ხმა დადიოდა, რომ ერთი მგელი იტაცებდა არა მხოლოდ საქონელს, არამედ პატარა ბავშვებსაცო. მზის ამოსვლამდე სახლიდან გასვლა სასტიკაც აუკრძალა დედამ შვილს. თუმცა ნეტარმა ყრმამ დედას ყური არ უგდო და წმინდა გიორგის მიერ გაღვიძებული ჩვეულებრივ დროს, წავიდა ეკლესიაში.

ერთხელ, გათენებისას, დედამ თეოდორე შინ რომ ვერ ნახა, გაბრაზებული წავიდა ეკლესიაში, თმით გამოიყვანა ყრმა, სახლში ჩაკეტა და აღარსად უშვებდა. საღამოს კი მაგრად გაკოჭა, რომ ვერსად წასულიყო.

ღამით თეოდორეს დედასა და ოჯახის სხვა წევრებსაც ხმალშემართული წმინდა გიორგი გამოეცხადათ, რომელიც იმუქრებოდა: "თავებს დაგაჭრით, თუ ყრმას კიდევ სცემთ და ჩემთან მოსვლას დაუშლითო".

სიზმრით შეშინებულმა ქალებმა ერთმანეთს უამბეს ნანახი და წმინდა დიდმოწამე გიორგის მუქარა. როდესაც გაიგეს, რომ ყველამ ერთი და იგივე იხილა სიზმრად, უფრო შეშინდნენ, მყისვე გახსნეს ყრმა და ფერება დაუწყეს. შემდეგ დაინტერესდნენ, თუ რატომ არ ეშინოდა თეოდორეს მხეცებისა, როდესაც გათენებამდე ეკლესიაში მიდიოდა. ყრმამ უპასუხა: "ყოველღამე ნათელი ყმაწვილი მაღვიძებს და ეკლესიაში მივყავარ, გზაზე კი საფრთხისაგან მიფარავს".

ოჯახის წევრები მიხვდნენ, რომ ყრმას ევლინება და მფარველობს წმინდა გიორგი. ამის შემდეგ ისინი წინააღმდეგობას აღარ უწევდნენ თეოდორეს, მთლიანად მიენდვნენ უფალს და ამბობდნენ: "დაე, იყოს ნება უფლისა!"

თეოდორეს ჰყავდა უმცროსი და, ვლატა, რომელსაც ძალიან უყვარდა ძმა, ცდილობდა მიებაძა მისთვის. გოგონა ადევნებდა თვალს, როგორ ლოცულობდა თეოდორე ეკლესიაში, როგორ ინახავდა მარხვას. ვლატა ცდილობდა უფროსი ძმის ცხოვრების წესი თავისადაც ექცია. სულიწმიდის მადლი გოგონაშიც ისევე მოქმედებდა, როგორც თეოდორეში. მათი სახლის ახლოს იყო წმინდა მოწამე ემილიანეს სახელობის ტაძარი. ემილიანე იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის გალატიის ერთ-ერთ ქალაქში. წმინდა თეოდორემ ამ ტაძარში ღამე გაათენა ლოცვაში. შუაღამისას მან ასეთი ჩვენება იხილა: თეოდორე იდგა მეფის წინაშე, რომელიც მეომრებით გარშემორტყმულ მაღალ ტახტზე იჯდა. მეფემ უთხრა:

- მომიახლოვდი, თეოდორე, რომ ზეციური სამეფოსგან მიიღო ჯილდო. მე ხომ შენს მიწაზეც გიბოძებ პატივს კაცთა წინაშე.

თეოდორე მხოლოდ თორმეტი წლის იყო, როდესაც ეს ხილვა ჰქონდა.

ერთხელ ყმაწვილი კურთხევის მისაღებად მეუდაბნოე ბერ გლიკერისთან წავიდა. ამ დროს საშინელი გვალვები იდგა. ბერმა წმინდა თეოდორეს უთხრა: "ყრმაო, მოიდრიკე მუხლი და ილოცე უფლის მიმართ, რათა წვიმა გარდმოგვივლინოს. ასე გავიგებთ, სათნოეყო თუ არა უფალს ლოცვანი ჩვენნი". ბერმა და ყრმამ მუხლი მოიყარეს და ლოცვა აღავლინეს. საავდრო ღრუბლები გამოჩნდა ცაზე და გაწვიმდა. ბერმა წმინდა თეოდორეს უთხრა, რომ მასზე ღვთის მადლი იყო გადმოსული და როცა ჟამი მოვიდოდა, ბერად უნდა აღკვეცილიყო.

თეოდორე შეიკეტებოდა თავისი სახლის ერთ ოთახში და კვირებს ატარებდა ლოცვასა და მარხვაში, რამდენიმე დღე მდუმარებაშიც კი გაუტარებია. ბოროტი რომ ხედავდა ყმაწვილის ასეთ მოშურნეობას, წუხდა და ყველანაირად ცდილობდა მისი ჭეშმარიტების გზიდან გადაცდენას. ერთხელ ეშმაკმა თეოდორეს მეგობარ გერონტის სახე მიიღო. გერონტი თეოდორესთან ერთად სწავლობდა. ბოროტი ბავშვობის მეგობრის სახით მიუახლოვდა თეოდორეს და მასთან ერთად გასეირნება შესთავაზა, თეოდორე დათანხმადა.

ბოროტმა იგი მაღალ მთაზე აიყვანა და უთხრა:

- თეოდორე მიჩვენე შენი გამბედაობა და გადახტი აქედან.

- მეშინია, ძალიან მაღალია, - უპასუხა ყმაწვილმა.

- სასწავლებელში შენ ხომ ყველაზე მამაცი იყავი, ახლა რისი გეშინია?! მე არ მეშინია და ახლავე დავეშვები დაბლა.

- არ გააკეთო ეს, არ დაშავდე, - აფრთხილებდა ბავშ¬ვობის მეგობარს თეოდორე.

ბოროტი აგრძელებდა ყმაწვილის დარწმუნებას იმაში, რომ თუ ამ მაღალი გორაკიდან გადახტებოდა, არაფერი დაუშავდებოდა.

- თუ შენ ამას პირველი გააკეთებ და ვნახავ, რომ არაფერი დაგიშავდება, მაშინ მეც მოგბაძავ, გერონტი, - უთხრა თეოდორემ მეგობარს.

ბოროტი გადახტა გორაკიდან ღრმა უფსკრულში და თეოდორესაც მოუწოდებდა, იგევე ჩაედინა. გერონტის რომ არაფერი დაუშავდა, ამან თეოდორე ჩააფიქრა. სწორედ ამ დროს წმინდა გიორგი გამოეცხადა ყმაწვილს, ხელი ჩაჰკიდა და უთხრა:

- გამომყევი მე, ნუ უსმენ მას, ის არაა შენი მეგობარი გერონტი, ის კაცობრიობის მტერი ეშმაკია.

წმინდა გიორგიმ თეოდორე თავის ეკლესიაში მიიყვანა. თოთხმეტი წლის თეოდორე იმ დღიდან იმ ეკლესიაში დაეყუდა. დედას ყოველდღე მიჰქონდა შვილთან საჭმელი, მაგრამ წმინდანი ეკლესიის კარებთან ტოვებდა მას და მხოლოდ სეფისკვერს იღებდა. ასეთ ადრეულ ასაკში უფალმა თეოდორეს კურნების მადლი მიანიჭა. მისი ლოცვით განიკურნა ერთი ეშმაკეული ყრმა. მალე კურნების სასწაულებრივი ნიჭის გამო ყმაწვილს მნახველები მოუმრავლდა. იგი მიწიერ დიდებას გაექცა და განმარტოვდა: ეკლესიის ახლოს, ლოდის ქვეშ მღვიმე გათხარა და ერთ დიაკონს სთხოვა, მღვიმის შესასვლელი მიწით ამოექოლა, მხოლოდ პატარა ნაპრალი დაეტოვებინა ჰაერისთვის. დიაკონს პური და წყალი მოჰქონდა მასთან და არავის ეუბნებოდა, თუ სად იყო ღირსი თეოდორე. წმინდანმა ორი წელი გაატარა იქ სრულ მდუმარებაში. ნათესავები კი დასტიროდნენ მას და ფიქრობდნენ, რომ თეოდორე სადმე ტყეში მხეცებმა დაგლიჯესო.

ბოლოს, დიაკონი შეშინდა, რომ ღირსი თეოდორე ვიწრო მღვიმეში მოკვდებოდა, თან მტირალი დედაც ეცოდებოდა და საიდუმლო გასცა. წმინდანი ცოცხალ-მკვდარი ამოიყვანეს მღვიმიდან.

დედას უნდოდა, შინ წამოეყვანა შვილი, მაგრამ ნეტარი ყმაწვილი ეკლესიაში დარჩა და რამდენიმე დღეში სრულიად განიკურნა.

როცა თეოდორეს ღვაწლის შესახებ გაიგო ადგილობრივმა ეპისკოპოსმა თეოდოსიმ, მას ჯერ წმინდა გიორგის ტაძრის დიაკვნად დაასხა ხელი, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის წმინდანი მხოლოდ 17 წლისა იყო.

რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსი თეოდორე იერუსალიმში წავიდა წმინდა ადგილთა თაყვანსაცემად და იორდანეს მახლობელ ლავრაში დამკვიდრდა სამოღვაწეოდ. სამშობლოში დაბრუნებული წმინდანი კვლავ წმინდა გიორგის ტაძარს დაუბრუნდა. მისი რჩევით, და, დედა და ბებია მონაზვნად აღიკვეცნენ.

ახალგაზრდა მღვდელმონაზვნის მოღვაწეობა მისკენ იზიდავდა ცხონების მაძიებელთა სულებს და თანდათანობით შემოიკრიბა ძმობა ღირსი თეოდორეს ირგვლივ.

წმინდა თეოდორე მკაცრ მოღვაწეობას განაგრძობდა. მისი თხოვნით მჭედელმა დაამზადა რკინის უსახურავო გალია, სადაც მხოლოდ დგომა თუ შეიძლებოდა. ამ გალიაში იდგა ქედზე მძიმე ჯაჭვდადებული წმინდანი წმინდა აღდგომიდან შობამდე. ნათლისღებიდან წმინდა აღდგომამდე მღვიმეში იკეტებოდა და მხოლოდ ღვთისმსახურებისთვის გამოდიოდა შაბათ-კვირას; მთელი დიდმარხვის განმავლობაში მხოლოდ ბოსტნეულს და პურს ჭამდა, ისიც შაბათ-კვირას.

როცა მხედართმთავარი მავრიკიუსი სპარსეთის ომიდან კონსტანტინოპოლში ბრუნდებოდა, ღირსმა თეოდორემ მას უწინასწარმეტყველა, რომ იმპერატორი გახდებოდა. წინასწარმეტყველება ახდა. იმპერატორმა მავრიკიუსმა (582- 602) აღასრულა წმინდანის თხოვნა - ყოველწლიურად გზავნიდა მონასტერში პურს იქაური მოსახლეობის გამოსაკვებად.

წმინდა დიდმოწამე გიორგის პატარა ეკლესია ვერ იტევდა მლოცველებს, ამიტომ წმინდანის მონდომებით ახალი ბრწყინვალე ტაძარი აშენდა. ამ დროს გარდაიცვალა ანასტასიოპოლის ეპისკოპოსი. ქალაქის მცხოვრებლებმა ანკირის მიტროპოლიტ პავლეს სთხოვეს, ეპისკოპოსად ღირსი თეოდორე დაედგინა.

მიტროპოლიტის წარგზავნილებმა და ანასტასიოპოლელებმა ძალით გამოიყვანეს წმინდანი კელიიდან და ქალაქში წაიყვანეს.

ეპისკოპოსად ხელდასხმის შემდეგ წმინდა თეოდორე ბევრს იღვწოდა ეკლესიის საკეთილდღეოდ, სული კი განმარტოებულ ლოცვას მიესწრაფვოდა. რამდენიმე წლის შემდეგ წმინდანი იერუსალიმში წავიდა წმინდა ადგილების მოსალოცად, თავისი ხარისხი დამალა, წმინდა საბა განწმენდილის ლავრაში დამკვიდრდა და იქ განაგრძო ჩვეული მოღვაწეობა. წმინდა სავანე თეოდორემ მხოლოდ მაშინ დატოვა, როცა დიდმოწამე გიორგი გამოეცხადა და ანასტასიოპოლში დაბრუნებისაკენ მოუწოდა.

წმინდანის ფარულ მტრებს მისი მოწამვლა უნდოდათ, მაგრამ წმინდა თეოდორემ შეჭამა სამი მარცვალი, რომელიც ღვთისმშობელმა უბოძა და უვნებლად გადარჩა. წმინდანს უმძიმდა ეპისკოპოსობის უღლის ტარება, ამიტომ კონსტანტინოპოლის პატრიარქ კირიაკეს (595-606) სთხოვა, კვლავ განემწესებინა თავის მონასტერში.

ღირსი მამის სიწმინდე ისეთი აშკარა იყო, რომ მის მიერ ევქარისტიის საიდუმლოს შესრულების დროს სულიწმიდა ნათელი პორფირის სახით გადაეფინებოდა წმინდა ძღვენს.

ერთხელ გალატიის ერთ-ერთ ქალაქში (მცირე აზია) საშინელი გამოცხადება მოხდა: სადღესასწაულო ლიტანიობაზე მძიმე ჯვრებმა ქანაობა დაიწყეს, ერთმანეთს ეხლებოდნენ და ტყდებოდნენ. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა წმინდა თომამ (607-610) თეოდორე სიკიელი დაიბარა, რათა მისგან გაეგო ამ საშინელი სასწაულის საიდუმლო. წინასწარჭვრეტის ნიჭით დაჯილდოებულმა ღირსმა თეოდორემ აუხსნა, რომ ეს იყო მაუწყებელი უბედურებისა, რომელიც სულ მალე დაატყდებოდა თავს ეკლესიას, იწინასწარმეტყველა ხატმბძროლობის ერესის გაჩენა. ამ წინასწარმეტყველებით შეძრწუნებულმა პატრიარქმა ღირს თეოდორეს სთხოვა, უფლისთვის შეევედრებინა მისი სული, რომ გამოცხადების აღსრულებამდე ღმერთთან წარმდგარიყო.

გავიდა რამდენიმე ხანი, წმინდა თეოდორე სიკიელი ჯერ კიდევ კონსტანტინოპოლში. წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერში იმყოფებოდა, როდესაც წმინდა პატრიარქი თომა დასნეულდა. მღვდელმთავარმა წმინდა თეოდორეს შეუთვალა კიდევ ერთხელ ეთხოვა უფლისთვის ამქვეყნიდან მალე გაეყვანა იგი. თავდაპირველად წმ. თეოდორემ პატრიარქის თხოვნას უარით უპასუხა. წმინდა თომამ კვლავ დაჟინებით სთხოვა ელოცა მისი სულის უფალთან წარდგომისათვის. თეოდორე იძულებული გახდა მღვდელმთავრის თხოვნა შეესრულებინა. ამის შემდეგ მან ეს სიტყვები შეუთვალა წმინდა თომას: - "ინებებთ ჩემს ხილვას, თუ უფალთან შევხვდებით?" ამ სიტყვებზე წმინდა თომამ უპასუხა: "ჩემთვის ამის თქმაც საკმარისია, დაე შევხვდეთ უფალთან." იმ საღამოს წმინდა მღვდელმთავარი მშვიდად მიიცვალა. ეს მოხდა 610 წელს. სამი წლის შემდეგ ღირსმა თეოდორე სიკიელმაც მიაბარა სული უფალს.

ღირსი თეოდორე ანასტასიოპოლოს ეპისკოპოსის წმინდა ნაწილები გალატიიდან კონსტანტინოპოლში არაუგვიანეს IX საუკუნეში გადაასვენეს. წმინდა გიორგის მონასტერში მისი წმინდა ნაწილები უნახავს რუს მოგზაურ ანტონის. 
......................................................
ღირსი თეოდორე სიკეელის ტროპარ-კონდაკი

ტროპარი

საცნაურ იქმენ საშოთაგან განწმენდილ და გამოსჩნდი სავსე მადლითა, და სასწაულითა სოფელი განანათლენ, და სიმრავლე მადლითა, და სიმრავლე ეშმაკთა განიოტენ, ყოვლადქებულო, თეოდორე, ვინაცა ევედრე ჩუენთვის უფალსა.

კონდაკი

ვითარცა ცეცხლსა ეტლსა ზედა აღმხედრებული სათნოებითა, ღმერთშემოსილო, აღხედ ზეცისა საყოფელსა და ვითარცა ანგელოზი კაცთა თანა იქცეოდი, და ვითრცა კაცი ანგელოზთა თანა გარემოს განსცხრები; ამისთვის გამოსჩნდი საღმრთოთა სასწაულთა შემწყნარებელ, თეოდორე ღირსო.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat