წმინდა ათანასე, მეტეორაში ფერისცვალების მონასტრის დამაარსებელი (+1380) და მემკვიდრე მისი ღირსი იოსები (+1422-1423) - 20 აპრილი (3 მაისი)
წმინდა ათანასე, მეტეორაში ფერისცვალების მონასტრის დამაარსებელი (+1380) და მემკვიდრე მისი ღირსი იოსები (+1422-1423) - 20 აპრილი (3 მაისი)
წმინდა ათანასე დაიბადა 1308 წელს ახალ პატრაში (დღევანდელი იპატი), ცნობილ და შეძლებულ ოჯახში. ნათლისღებისას მას ანდრონიკე დაარქვეს. ადრე დაობლდა და ბიძამ აღზარდა. 1319 წელს როცა ქალაქი კატალონიელებმა აიღეს, ყმაწვილი ტყვედ ჩაიგდეს, მაგრამ მან გაქცევა მოახერხა და თესალონიკში ჩავიდა. იქ ის სამეფო საბუთების მწერალმა შეიფარა. ანდრონიკემ თესალონიკში ქალაქის საუკეთესო მასწავლებლებთან ბრწყინვალე საერო განათლება შეიძინა.

სურდა, რომ ასევე სულიერი გამოცდილებაც მიეღო და ამ მიზნით მან ათონი და კონსტანტინოპოლი მოინახულა, სადაც გამოჩენილი ღვთისმეტყველები გაიცნო, ისიქაზმის მომხრენი და მოწინააღმდეგენი: ღირსი გრიგოლ სინელი, დანიელ ისიქასტი, მომავალი პატრიარქი ისიდორე, რომელთაც განუმტკიცეს შემონაზვნების სურვილი.

კრეტაზე ჩასულმა ანდრონიკემ მოსაგრე ცხოვრების დაწყება სცადა, მაგრამ როცა დაფიქრდა, რომ საერო მფარველებს შესაძლოა თავისდაუნებურად ბოროტის მახეში გაებათ, გადაწყვიტა ათონზე დაბრუნებულიყო.

ის პირდაპირ მაგულას სკიტისკენ გაემართა, რომელიც ივერონის მონასტერს ეკუთვნოდა და ერთ-ერთი ცენტრი იყო ისიქაზმისა. იქ მღვდელ-მონაზონმა კალისტემ ურჩია, რომ მიჰბარებოდა სათნოებებით გამშვენებულ ორ ასკეტ მამას, მოსეს და გრიგოლს, რომლებიც მაღლა მთაზე ცივ და უნუგეშო ადგილას მოსაგრეობდნენ, ამ ადგილს მილეიას ეძახდნენ. იქ წმინდა ანდრონიკე 30 წლისა მონაზვნად აღიკვეცა ათანასეს სახელით და ამ მამას თავმდაბლობით და უდრტვინველად ემსახურებოდა და არ აქცევდა ყურადღებას არც კლიმატურ პირობებს და არც ადამიანთა შესაძლებლობისთვის დადებულ ზღვარს. თურქი მეკობრეების თავდასხმებმა დაყუდების მოყვარულები აიძულა თავიანთი კელიები დაეტოვებინათ: მოსე ივერონის მონასტერში დასახლდა, ხოლო გრიგოლი და ათანასე ვერიაში გაემგზავრნენ, თუმცა იქ ხშირად სტუმრობდნენ ერისკაცები და მყუდროებას ურღვევდნენ. გრიგოლ სინელის მოწაფის სერბეთის მთავარეპისკოპოსის იაკობის რჩევით დატოვეს ვერიას სკიტი და თესალიაში გადასახლდნენ.

ისინი მთა სტაგის სიახლოვეს მდებარე მაღალ შიშველ კლდეებზე დასახლდნენ, სადაც "ცხოვრების" მიხედვით "მხოლოდ არწივები და სვავები ბინადრობდნენ". თავდაპირველად ისინი დაფუძდნენ ქალაქთან ახლოს მდებარე კლდეზე, რომელსაც სტილოსს, სვეტს (დღეს სულიწმიდის კლდე) ეძახდნენ, სადაც მწყემსების მიერ კლდეში გამოკვეთილი მიგდებული ეკლესია იყო მთავარანგელოზების სახელობისა. ადგილის მიუდგომლობისა გამო გრიგოლს შეეშინდა და სთხოვა უფრო ხელსაყრელ ადგილას დასახლებულიყვნენ, სადაც საკვებსაც და სამშენებლო მასალებსაც ადვილად მიიტანდნენ, მაგრამ ათანასე შეევედრა, მოვითმინოთ, ასეთ მყუდრო ადგილს სად ვნახავთო. როცა მათი ღვაწლის შესახებ შეიტყვეს, მრავალი ადამიანი მოდიოდა მათთან სულიერი რჩევისა და კურთხევისათვის. ზოგიერთი მათგანი შემონაზვნდა კიდეც.

ათანასემ კურთხევა მიიღო კვირაში ხუთი დღე განმარტოებით ელოცა. იგი კლდის ერთ მღვიმეში განმარტოვდა, სადაც მოუკლებლად ლოცულობდა, მატყლს ართავდა, რაც სასოწარკვეთილების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდა, მან ძილის ტირანიას სძლია და ლოცვისას გასაოცარ აღფრთოვანებას გრძნობდა. ერთხელ ღამით გრიგოლმა დაინახა ეშმაკთა გუნდი, რომლებიც ათანასეს მღვიმიდან გადმოსაგდებად მიდიოდნენ. მაშინ გრიგოლმა ის აიძულა ძმობას დაბრუნებოდა. დაახლოებით 1340 წელს, მყუდროებისა და უფრო დიდი ასკეზის მაძიებელი ათანასე ყველაზე მაღალ კლდეზე, მღვიმეში გადასახლდა, რომელსაც პლატილიფოსს ეძახდნენ, და მან მეტეორონი (ანუ "ჰაერში მოლივლივე". შემდგომში ეს სახელი მთლიანად კლდეთა რიგს დაერქვა, ხოლო პლატილიფოსს კი დიდი მეტეორა ეწოდა. ბერდიდმა გრიგოლმა აქ დასახლების ნება იმ პირობით მისცა, თუ მასთან ერთად ორი მონაზონიც წავიდოდა, თვითონ კი ძველ ადგილას დარჩა. მოსაგრეებმა მეტეორონზე ორი მღვიმე ნახეს, ერთში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია მოაწყეს, მეორეში კი თვითონ ცხოვრობდნენ.

სვეტზე ათი წლის ცხოვრების შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლების ზეწოლის გამო ღირსი გრიგოლი იძულებული გახდა, კონსტანტინოპოლში, თავის სამშობლოში დაბრუნებულიყო, სადაც ქალაქის ღვთისმოსავ ადამიანებს, თავის სათნოებებით დამოძღვრიდა და აქვე ჰპოვა ნეტარი აღსასრული. მაშინ ათანასემ სვეტის საძმოს წინამძღვარი დაუნიშნა, თვითონ კი ისევ მეტეორასკენ გაემართა, თან მხოლოდ 14 მონაზონი წაიყვანა, რომელთაც მკაცრ პირობებში ცხოვრება შეეძლოთ. თუმცა მალე მიხვდა, რომ ყველას არ შეეძლო მარიამივით კეთილი ნაწილი გამოერჩიათ, ამიტომაც ისინი კინოვიურ ძმობად გააერთიანა, ათონური ტიპიკონი დაუდგინა და ფერისცვალების სახელობის ეკლესიის მშენებლობას შეუდგა. ეს ტაძარი შემდგომში მონასტრის საკრებულო ტაძრად იქცა და სავანესაც ფერისცვალების მონასტერი დაერქვა. სავანეში ნემსით დაწყებული, ყველაფერი საერთო ჰქონდათ, ყოველდღიურად ყველა ეკლესიაში ლოცვისთვის იკრიბებოდა. წმინდა მამათა გარდამოცემებზე დამყარებულმა საძმომ, მრავალი ერისკაცი და ბერი მიიზიდა, რომლებიც ათონის მთას ტოვებდნენ, ოღონდ ათანასეს დამორჩილებოდნენ, ის მათ მონაზვნურ ცხოვრებას, მოუკლებელ ლოცვას ასწავლიდა. თვითონ კი ღირსი მამა კვირაში ხუთი დღე განმარტოებით ლოცულობდა, მხოლოდ შაბათ-კვირას მოდიოდა საკრებულო ტაძარში. ღვთისაგან მას დაფარულმცოდნელობისა და წინასწარმეტყველების მადლი მიეცა. მყუდროების მოსურნემ, მონასტრის მმართველობა თავის მოწაფეს გრიგოლს გადასცა. მისი სიკვდილის შემდეგ, მონასტერს მღვდელ-მონაზონი მაკარი მართავდა, შემდეგ აღათონი, რომელიც თავის მოწაფეებთან ერთად ათონიდან ჩამოვიდა. როცა აღათონი გარდაიცვალა, წმინდა ათანასე ამ დროს 78 წლის იყო. ღირსი ათანასე ავად გახდა, იგრძნო სიკვდილის მოახლოება. მან მონაზონი იოსები თავის მემკვიდრედ დანიშნა. ორმოცდღიანი ავადმყოფობის შემდეგ ღირსი ათანასე წმინდანთა დასს შეუერთდა. თუმცა სულით არ გაშორებია თავის სავანეს, და საუკუნეების მანძილზე შეეწევა იქ მცხოვრებ მონაზვნებს. ღირსი ათანასე 1380 წელს (ზოგიერთის აზრით 1383 წ.) გარდაიცვალა. მისი პატიოსანი თავი ახლა მეტეორას ფერისცვალების მონასტერში ინახება.

ახლა კი მის სულიერ მემკვიდრეზე, ღირს იოსებზე მოგითხრობთ:

წმინდა იოსები, ერისკაცობაში იოანე უროშ პალეოლოგ ნემანიჩი, დაიბადა 1350 წელს. მამამისი სიმეონ-სინიშ უროში მამის მხრიდან ნემანიჩთა ცნობილი სერბული დინასტიის წარმომადგენელი იყო. თავისი ძმის, სტეფანე დუშანის სიკვდილის შემდეგ (1356) უარი თქვა სერბეთის მეფედ ეცნო სტეფანეს მემკვიდრე და ეპირითა და თესალიით ცალკე სამეფო დააარსა, რომლის დედაქალაქიც ტრიკალე იყო. იოსების დედა თომაიდა, ეპირის მმართველი ნიკიფორე II-ს ქალიშვილი იყო და აღმოსავლეთ ბიზანტიის იმპერატორთა გვარს - პალეოლოღოსებს ეკუთვნოდა.

მამამისი მეფე სიმონი ღვთისმოშიში ადამიანი იყო და შვილიც ასე აღზარდა. იოანე სიყრმიდანვე სულიერი ცხოვრებისკენ ისწრფოდა და ცდილობდა სოფლის ამაობისგან განდგომას. ხშირად სტუმრობდა მონასტრებს, განსაკუთრებით ათონის მთა და მისი მოსაგრეები უყვარდა, მოგვიანებით კი მეტეორას კლდეებში აშენებულ მონასტრებსაც სტუმრობდა ხოლმე.

დაახლოებით 1369 წელს სიმეონ-სინიში გარდაიცვალა და ტახტი ვაჟს დაუტოვა. თავისი გამეფების ამბავი იოანემ მთაწმინდაზე ყოფნისას შეიტყო. სასწრაფოდ დაბრუნდა ტრიკალეში, უარი თქვა სამეფო ტახტზე და ქვეყნის მართვა თავის ბიძაშვილს, ალექსი ანგელოს ფილატროპინს ჩააბარა, თვითონ კი დიდი მეტეორას ფერისცვალების მონასტერში აღიკვეცა ბერად იოსების სახელით.

მიუხედავად სამეფო ღირსებისა, ის ყველაფერში მშვიდად და მდაბლად ემორჩილებოდა თავის წინამძღვარს და მონასტრის ძმებს და იღუმენ ათანასეს ტიპიკონით მკაცრად მოსაგრეობდა. ის იმდენად წარემატა ღვთივსათნო ღვაწლში და სათნოებებში, რომ ღირსმა ათანასემ სიკვდილის წინ თავის მემკვიდრედ და მონასტრის იღუმენად დაასახელა.

ღირსმა იოსებმა წმინდა ათანასესთან ერთად ააგო და განამშვენა მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრები. იოსებმა ასევე გააფართოვა, წმინდა ხატებით და აუცილებელი ჭურჭლით განამშვენა წმინდა ათანასეს აშენებული ფერისცვალების მცირე ტაძარი. წმინდანი იმდენად დაეხმარა დიდი მეტეორას მონასტერს, რომ წმინდა ათანასესთან ერთად ამ წმინდა სავანის ქტიტორად არის ჩაწერილი, რაზეც მოწმობს მონასტრის სიგელები, წმინდა ხატები და ფრესკები. წმინდა ათანასე მეტეორას სხვა მონასტრებსაც ეხმარებოდა, მონასტრების უფლებებს სამეფო სიგელებით იცავდა და უამრავი შენაწირით ეხმარებოდა.

მისი ბრძნული მმართველობით მეტეორას მონასტრები გაიფურჩქნენ, მონასტრებზე ზრუნვაში მას ღვიძლი და ეპირის მმართველი მარიამ ანგელინაც ეხმარებოდა, რომელმაც ქონების დიდი ნაწილი ძმას გადასცა. ამ თანხით წმინდა იოსებმა მონასტერში უამრავი კელია, მონასტრის საავადმყოფო, წყლის რეზერვუარი და სხვა აუცილებელი შენობა ააგო.

1394 წელს, როცა თურქებმა თესალია დაიპყრეს, წმინდა იოსები იძულებული გახდა, მონაზვნებთან ათონზე გაქცეულიყო. იქ ვათოპედის მონასტერში ცხოვრობდა. დაახლოებით 1401 წელს, კვლავ მეტეორაში დაბრუნდა და გააგრძელა მოსაგრეობა. მან წმინდა ათანასესავით უარი თქვა სამღვდე¬ლო ხარისხზე და იღუმენობაზე და ორმოცწლიანი მონაზვნური ცხოვრების შემდეგ 1423 წელს გარდაიცვალა. მეტეორას უფლის ფერისცვალების მონასტერში დაასვენეს, წმინდა ათანასეს წმინდა ნაწილების გვერდით.

წმინდა იოსებით დასრულდა ნემანიჩთა დიდებული და წმინდანებით მდიდარი სამეფო გვარის ისტორია

ხატის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.03.2024
წმინდა ათანასეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 01 იანვარს (გარდაცვალების დღეს);
28.03.2024
1 (14 იანვარს), დიუსელდორფის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის მართლმადიდებლური მრევლი აღნიშნავს წმიდა ბერის კლარუს სელიგენშტადტელის ხსენებას.
28.03.2024
წმინდანი დაიბადა პატარა სოფელში, რომელსაც ახლა უწოდებენ სენ-კლერ-დიუ-რონს (Saint-Clair-du-Rhone), ისერში (Isère),ვენის სამხრეთით, საფრანგეთში.
28.03.2024
ღირსი კუან ირლანდიელი (მოკუა, მონკანი, მონკაინი, კლაუნი; ირლანდიური. Cuan, Mochua, Moncan, Moncain, Claunus) ცხოვრობდა მე-6 საუკუნის ირლანდიაში.
28.03.2024
ღირსი მამა წარმოშობით ბრეტანიდან იყო. ის შესაძლოა წმინდანების კადფანის და ჰივინუსის ბიძაშვილი იყო. მალრისი გადავიდა ბრიტანეთში,
26.03.2024
მცირე აზიაში, ბითინიაში, პრუსას (დღევანდელი ბურსა) სიახლოვეს მდებარეობდა ქალაქი ტრიგლია (დღევანდელი ზეიტინბაღი), რომელიც ბიზანტიურ ეპოქაში ცნობილი იყო თავისი მონასტრებით, ესენია:
26.03.2024
წმ. ევგენდი გახლდათ კონდატის (იურას) მონასტრის მეოთხე აბატი, დაიბადა დაახლოებით 449 წელს იზერნორში, აინში, ფრანშ-კონტეში;
26.03.2024
თავის წიგნში "ინგლისელი ხალხის საეკლესიო ისტორიაში" წმინდა ბედა წერდა:
31.01.2024
სენაკი, სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავისი ტრადიციებით, საუკეთესო წარმომადგენლებით, განათლებით, კულტურით,
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler