წმინდა ანასტასი სიყრმიდანვე ღვთისმოშიშებით აღიზარდა. შეიცნო ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად, ეშინოდა მისი გულწრფელი შიშით, უყვარდა მთელი გულით და შესაფერის პატივს მიაგებდა.
როცა სრულყოფილ ასაკს მიაღწია, დაუტევა სოფელი და სახარების მცნებისამებრ, აღიღო ჯვარი და თავგანწირულად ქრისტეს გაჰყვა. მივიდა მონასტერში, აღიკვეცა ბერად, შემდგომ, რადგან სურდა უმაღლესი სათნოებები მოეპოვებინა და ცდილობდა ღირსი მამების მიბაძვას, წმინდა ანასტასი იერუსალიმს გაემგზავრა და სინას მთაზე დაეყუდა. ამ დროს მრავალი ღირსი მამა მოღვაწეობდა, რაც მთავარია, სინას მთის იღუმენი იყო ღირსი იოანე კიბისაღმწერელი (ხს. 30 მარტს), რო¬მელსაც შეენაცვლა მისი ძმა, გრიგოლი. გრიგოლის შემდეგ საძმოზე ზრუნვა ღირს ანასტასის დაევალა. მან დიდი ღვაწლი გასწია "უთავოთა აკათელიტების ერესის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც ალექსანდრიაში წარმოიშვა, იმპერატორ ზენონის მმართველობის ჟამს და ქალკედონში გამართულ IV მსოფლიო კრების (451 წ.) მიერ დადგენილ ქრისტეს ორ ბუნებას უარყოფდა. ქრისტიანობის გავრცელების და მართლმადიდებლობის განმტკიცების მიზნით ღირსმა ანასტასიმ ქადაგებით მოიარა ეგვიპტე, არაბეთი, სირია. მონოფიზიტებთან საბრძოლველად მან თავის მოწაფეებს დაუტოვა კითხვა-მიგების ფორმის, 24 თავისაგან შემდგარი სახელმძღვანელო სახელწოდებით "წინამძღვარი". ღირსი ანასტასი პაექრობდა ებრაელებთანაც. ჩვენამდე მოაღწია წმინდა მამის თხზულებამ "თარგმანებანი ექვსთა დღეთა" (12 წიგნი), სიტყვებმა, სწავლებებმა, წმინდანთა ცხოვრებებმა და საღვთო წერილის ადგილთა განმარტებებმა. წმინდა არსენ იყალთოელს უთარგმნია წმინდა ანასტასის "წინამძღვარი", ასევე შემორჩენილია წმინდა თეოფილე ხუცესმონაზონისა და წმინდა ეფრემ მცირის მიერ თარგმნილი მისი რამდენიმე ქადაგება-სწავლება. ღირსი ანასტასი სინაელი ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა (+დაახლ. 695).
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი