ღირსი სვიმეონ უხამლო, იღუმენი ფილოთეოსის მონასტრისა და ფლამურის მთაზე სავანის დამაარსებელი (XVI) - 19 აპრილი (2 მაისი)
ღირსი სვიმეონ უხამლო, იღუმენი ფილოთეოსის მონასტრისა და ფლამურის მთაზე სავანის დამაარსებელი (XVI) - 19 აპრილი (2 მაისი)
წმინდა სვიმეონი XVI საუკუნეში ცხოვრობდა, იგი გახლდათ ქალაქ ვოლოსის გარეუბანში მოღვაწე მღვდლის შვილი; 15 წლის სვიმეონმა დაუტევა მშობლები და მიებარა სულიერ მოძღვარს - დიმიტრიადისის ეპისკოპოსს პახუმის; ეპისკოპოსმა ის მონაზვნად აღკვეცა, შემდეგ კი ბერდიაკვნად დაასხა ხელი. შემდეგ წმინდანი ოლიმპოს მთის ახლოს, კისავოსში მიძინების მონასტერში დასახლდა; იქ ის მკაცრ ასკეტურ ღვაწლს მიეცა: ყოველთვის ძველი და დაკერებული სამოსი, მუდამ უხამლოდ (ფეხშიშველი) დადიოდა და მთელ ღამეებს ფეხზე მდგარი ლოცვაში ატარებდა.

სვიმეონი უფრო დიდი ღვაწლისკენ ისწრაფოდა და ათონზე ჩავიდა, იქ ის დიდ ლავრაში დასახლდა. ლავრაში მას მღვდლად ხელი დაასხეს. შემდეგ წმინდანი საცხოვრებლად ფილოთეოსის მონასტერში გადავიდა.

ღირსი სვიმეონი იყო ცოცხალი სახე სრული მოსაგრე ცხოვრებისა და ბევრი ძმა მის მაგალითს მისდევდა. აი ამიტომ ის იძულებული გახდა ძმების თხოვნას დაჰყოლოდა და მათი იღუმენი გამხდარიყო. თუმცა ბოროტმა ძმები მისადმი შურით განაწყო. აღდგომა დღეს ეს საცოდავი მონაზვნები ისე ცუდად იქცეოდნენ, რომ იღუმენმა შენიშვნა მისცა. ისინი კი ეცნენ მას მხეცებივით და მონასტრის კოშკში ჩაკეტეს, რათა ღრეობა გაეგრძელებინათ და ამაში მათთვის ხელი არავის შეეშალა. ამასობაში ღირსმა სვიმეონმა სარკმლიდან გამოსვლა მოახერხა და ათონის მთა დატოვა. სამშობლოში დაბრუნებული წმინდანი პელიონში ფლამურიის მთაზე, ერთ უდაბურ ადგილას დასახლდა. სამი წელი სიცხესა თუ სიცივეში, მკაცრი კლიმატის მიუხედავად ღია ცის ქვეშ, ვაშლის ხის ძირში ცხოვრობდა. მუდმივად მარხულობდა, მღვიძარებდა, მარხულობდა. მალე მოსაგრეს მოწაფეები შეუერთდნენ და შვიდი წლის შემდეგ ყოვლადწმინდა სამების სახელობის მონასტრისა და ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. შექმნა კინოვიური ტიპიკონის შესაფერისი სავანე. სვიმეონმა მისი დამოუკიდებლობაც დაიცვა იმით, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქს გადასცა მფარველობის ქვეშ, თვითონ კი საბერძნეთის სხვადასხვა მხარეში დადიოდა და ღვთის სიტყვას ქადაგებდა, რაც ჰაერივით სჭირდებოდათ თურქების უღლის ქვეშ მყოფ ხალხს, რომელთაც ყოველგვარი განათლების მიღება აკრძალული ჰქონდათ. ახალმა მოციქულმა, უხამლომ, თან რომ არაფერი ებადა ღვთის მადლის გარდა, რომელიც მის გულში სუფევდა, მოიარა მთელი თესალია, შემდეგ კი ბეოტია. ის ქრისტიანებს ღვთის მცნებებით ცხოვრებას ასწავლიდა, შურს ნუ იძიებთო, მკითხავებსა და ჯადოქრებს არ გაეკაროთო, კვირა დღე ღმერთს მიუძღვენით და ეკლესიაში იარეთო. ქადაგების გარდა, თავისი ლოცვით მრავალი სნეული განკურნა, მერე კი ათენში ჩავიდა. ის გულთბილად მიიღო ქალაქის ეპისკოპოსმა ლავრენტიმ (1528-1550) და ქალაქის ტაძრებში ქადაგება, შესთავაზა. როცა წმინდა სვიმეონი კუნძულ ევბეაზე ქადაგებდა, იმ ოლქის თურქებს მისი წარმატების შეშურდათ და ადგილობრივ ფაშასთან უჩივლეს: მუსლიმანებს ქრისტიანობაზე მოაქცევსო. წმინდა სვიმეონი დააპატიმრეს და როცა ქალაქის მთავარ მოედანზე კოცონზე მის დასაწვავად შეშის შეგროვება დაიწყეს, წმინდანი მათ მიეხმარა. რაც მალე დავიწვები, მით მალე წავალ ქრისტესთანო. საქმეში ფაშას დედა ჩაერია და საქმის გამოძიება ითხოვა. მართლაც მიიყვანეს მსაჯულთან, წმინდა სვიმეონმა უთხრა, მხოლოდ ქრისტიანებს უქადაგებდა, რომ ერთმანეთი ჰყვარებოდათ, არ ექურდათ, არ ეცრუათ, პატიოსნად ეცხოვრათ, სახელმწიფოსთვის გადასახადი გადაეხადათ. მსაჯულმა მის საქმიანობაში დანაშაული ვერ ნახა და წმინდა სვიმეონი გაათავისუფლა და მანაც ქადაგება განაგრძო.

წმინდა სვიმეონი ფლამურიის მონასტერში დაბრუნდა და მონაზვნებად აღკვეცა თავისი მოწაფეები, რომლებიც მოციქულებრივი ქადაგებისას შეუერთდნენ. ამის მერე კონსტანტინოპოლში ჩავიდა, სადაც პატრიარქმა იერემია II-მ (1587-1595) დიდი პატივით მიიღო, ისევე როგორც მთელ საბერძნეთში, ამ ქალაქშიც წმინდანის სიტყვა დაუწყვეტელი წყაროსავით წარმოდინდა და მორწყო ქრისტიანთა გულები. მთლიანად ღვთისთვის მიძღვნილი მისი ცხოვრება საუკეთესო მაგალითი იყო იმდროინდელი ქრისტიანებისთვის. მრავალი მოაქცია ღირსმა მამამ და ამოიყვანა ცოდვის უფსკრულისაგან, რომლებმაც თანდათანობით სახარების მცნებების მიხედვით იწყეს ცხოვრება და ზოგიერთმა მათგანმა წმინდა სვიმეონს მონაზვნად აღკვეცაც კი სთხოვა.

კონსტანტინოპოლში უფალმა მოუწოდა ნეტარ სვიმეონს წმინდანთა დასს შეერთებოდა. ის 1594 წლის 19 აპრილს გარდაიცვალა და კუნძულ ხალკზე ღვთისმშობლის ეკლესიაში დაკრძალეს. ორი წლის შემდეგ წმინდა სვიმეონის ნეშტი მის მიერვე დაარსებულ მონასტერში გადაასვენეს. როცა ფლამურიის მონასტრის ძმებმა ხალკში წმინდა სვიმეონის საფლავი გახსნეს, მისი კუბოდან გასაოცარი სურნელება ამოვარდა და იქვე მყოფი სნეულები განკურნა. მას მერე რამდენიმე საუკუნე გავიდა და წმინდა სვიმეონი ყველას უშურველად შეეწევა, ვინც მის საფლავთთან რწმენითა და სასოებით მივა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
შობიდან მერვე დღეს, მოსეს რჯულის მიხედვით, ღვთიურ ყრმაზე წინადაცვეთის წესი აღასრულეს და, როგორც ღვთის მიერ იყო ნაუწყები, სახელად იესო უწოდეს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat