მე თქვენს სიყვარულს ღმერთამდე ავიტან...
მე თქვენს სიყვარულს ღმერთამდე ავიტან...
ბუნებრივი მინერალებით მოხატულ, მომწვანო ქართულ ქვაზე, ოქროსფერი მრგვლოვანი ასოებით გამოყვანილი მამა გაბრიელის სიტყვები: "ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია", მე-18 წელია ამშვენებს მისი საფლავის ქვას და მარადიულობის მძაფრი განცდითა და გარდაცვალებულთა მკვდრეთით აღდგომის გამოუთქმელი სიხარულით აღავსებს წმინდანის საფლავზე დახმარების რწმენით მისულთ.

სალოსი ბერი ძალიან მარტივად უყურებდა გარდაცვალებას. ის მოთმინებითა და ინტერესით მოელოდა აღსასრულის დღის დადგომას, - ჰყვებიან მამა გაბრიელთან დაახლოებული საერო თუ სასულიერო პირები, რომელთა შორის იყო ბატონი გურამ ონიანის ოჯახი.

- ბატონო გურამ, როგორ გაიცანით მამა გაბრიელი?

- ჩვენ 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ დავახლოვდით. ვიდრე პირადად გავიცნობდი, მანამდე ჩემი შვილები დაუახლოვდნენ, ერთხელ მეც გამიყოლეს მის კელიაში. თავიდან ცოტა მწყრალად შემომხედა, როდესაც ეს მის სულიერ შვილს, მამა ნიკოლოზ მაქარაშვილს შევჩივლე, გამიღიმა და მკითხა, - ოდესმე კომპარტიის წევრი ხომ არ იყავითო. მივხვდი რაშიც იყო საქმე, მაგრამ იმან დამაიმედა, რომ 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ გამოვედი კომპარტიის რიგებიდან და ინტენსიურად დავიწყე ეკლესიაში სიარული. მეორე შეხვედრისას დიდი პატივით მიმიღო, რამაც სტიმული მომცა, ხშირად მენახა მამა გაბრიელი, ყოველთვის დიდი სიყვარულით მხვდებოდა. ძალიან დავახლოვდით, ჩემს სამ ვაჟს აღარც კი უნდოდა შინ დაბრუნება და დროის უმეტეს ნაწილს მამა გაბრიელთან ვატარებდით. ჩვენი ურთიერთობისას მხოლოდ ერთხელ დამტუქსა და ეს არასდროს დამავიწყდება. როცა ადამიანს განვიკითხავდი, ხმამაღლა მისაყვედურა: "არ განიკითხო"... - დამიმარცვლა და ამით მაგრძნობინა, რომ განკითხვა ძალიან ცუდი ჩვეულებაა, ბუნებრივია, შევწუხდი. გამომშვიდობებისას მთხოვა, ცოტა ხნით მარტო დავრჩენილიყავი მასთან. სიყვარულით შემომხედა და მკითხა: "ხომ არ გეწყინათ, მოყვასო?" არა, მამაო, რას ბრძანებთ, ნეტავი ხშირად მიმითითებდეს ვინმე ნაკლოვანებაზე, რომ შეცდომები მალე გამოვასწორო-მეთქი. მხარზე ხელი დამარტყა და კმაყოფილი იერით მითხრა, - რა კარგი ხარო... ასე რომ, მე და ჩემი შვილები დიდად დავალებულნი ვართ მამა გაბრიელისგან, აღარაფერს ვამბობ ჩემს უმცროს ვაჟზე - მამა კირიონზე, რომელიც მამა გაბრიელის კალთაში აღიზარდა, მისი დიდი სიყვარულის წყალობით შეუდგა ბერ-მონაზვნობის ურთულეს გზას და დღეს დავითგარეჯაში მოღვაწეობს.

- როგორი იყო მამა გაბრიელი ცხოვრებაში, მონასტრულ გარემოში?

- მამა გაბრიელზე მართლაც ბევრი რამის გახსენება შეიძლება.

ერთხელ სამთავროში დედებმა მიამბეს: თურმე სვეტიცხოველში არქეოლოგები შესულან მაცხოვრის ხელთუქმნელი კვართის მოსაძიებლად. გახსოვთ ალბათ, კომუნისტების მეთოდი, რაიმეს რომ ამოიჩემებდნენ, მოკვდებოდნენ და შეასრულებდნენ. სვეტიცხოვლის არქეოლოგიურ ექსპედიციას აკადემიკოსი ანდრია აფაქიძე ხელმძღვანელობდა. როგორც კი გათხრებს შეუდგნენ, ტაძარში ისეთი გუგუნი დაწყებულა, ვეღარ გააგრძელეს მუშაობა და შეშინებულები გამოცვივდნენ ეზოში. მეორე დღეს ისევ განაახლებინეს დაწყებული საქმე, რა თქმა უნდა, იძულებით. როცა მიწას თხრიდნენ, გუგუნთან ერთად, ტაძრის კედლებმა ისეთი ზანზარი დაიწყო, თითქოს მიწა იძრაო და შეშინებულმა ექსპედიციის წევრებმა ძლივს გამოასწრეს ტაძრიდან. კარგა ხნის შემდეგ, როცა არქეოლოგები მესამედაც აიძულეს, დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანათ, იგივე განმეორდა, ოღონდ ამჯერად ტაძარში ცეცხლის ალიც ავარდა და შიშით გულწასული მეცნიერები ფოფხვით გამოსულან ტაძრიდან. ვინც უნდა გვიბრძანოს გათხრების გაგრძელება, ამ საქმეს ხელს არ მოვკიდებთ, თუნდაც სამსახურიდან გამოგვყარონ. ჩვენი ამოთხრილი მიწა წმინდა ადამიანმა უნდა ამოავსოსო", - განუცხადებიათ ექსპედიციის წევრებს და მამა გაბრიელისთვის უთხოვიათ ამის გაკეთება. როგორც ხედავთ, ყველაფერი ღვთის დაშვებით მოხდა. ათეისტებიც კი მიხვდნენ საბოლოოდ იმას, რაოდენ დიდ სიწმინდეს შეეხნენ და ამ წმინდა ადგილის გასაპატიოსნებლად მამა გაბრიელს მიმართეს დასახმარებლად. მამა გაბრიელი სრულიად მარტო შევიდა სვეტიცხოველში, ტაძრის კარები შიგნიდან გადარაზა და სამი დღე არ გამოსულა იქიდან. ატყდა შფოთი - "სამი დღეა გასული, მამა გაბრიელის ხმა საერთოდ არ ისმის, ამდენი ხანი მშიერ-მწყურვალია, რაიმე ხომ არ დაემართაო". მესამე დღის საღამოხანს მამა გაბრიელი ტაძრიდან გამოსულა და სრულიად უვნებელს იუმორით უთქვამს: "რაიმე მაჭამეთ, მეტი აღარ შემიძლია, ლამის შიმშილით მოვკვდეო", რადგან იცოდა, ამაზე ღელავდა განსაკუთრებით ტაძრის წინ მომლოდინე ხალხი.

როდესაც მამა გაბრიელმა ფეხი მოიტეხა და თავის კელიაში იწვა, დედა პარასკევას უთხრა, - ახლა შავნაბადაზე მამა შიო გაბრიჩიძე ბერებს ითვლიდა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ დაითვალაო. შავნაბადაზე შენს მისვლას როგორ შეხვდნენო? - შეეკითხა დედა პარასკევა.

რას ამბობ, მე რომ მათ დავენახე, ხომ გაგიჟდებოდნენ, ეს ფეხმოტეხილი კაცი აქ საიდან მოვიდაო, - სიცილით უთხრა მამა გაბრიელმა.

ამ ამბიდან რამდენიმე დღის შემდეგ მამა შიო ჩამოვიდა მამა გაბრიელის მოსანახულებლად. როდესაც საუბარს მორჩნენ და მამა შიომ დააპირა კელიიდან გამოსვლა, დედა პარასკევა მას კარებთან დახვდა და შეეკითხა, - მამაო, რამდენი ბერი ხართ დღეს შავნაბადაზეო. მამა შიომ მიუგო: - რა ვიცი, დედაო, ზუსტად ერთი კვირის წინ ვცადე დამეთვალა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გავარკვიეო. დედა პარასკევა მიხვდა, ზუსტად იმ დღეს იმყოფებოდა სულით მამა გაბრიელი შავნაბადას მონასტერში. მას შეეძლო სხეულიდან სულით გასვლა.

ერთხელ დედები იმის მოწმენიც კი გახდნენ, როგორ ალაპარაკდა მამა გაბრიელის კელიაში მაცხოვრის ხატი. როცა სასწაულმოქმედი ბერი მას რაღაცას შეეკითხა, დედებმა თვალნათლივ დაინახეს, როგორ აამოძრავა ხატმა ტუჩები, ხმა კი მხოლოდ მამა გაბრიელს ესმოდა. დედები დაინტერესდნენ, რას ეუბნებოდა მას ამეტყველებული ხატი. მამა გაბრიელმა მათ უთხრა: - რაც ხატმა მითხრა, ეს მხოლოდ მე მეხებოდა, თქვენ კი, რაც დაინახეთ, ამის შესახებ არავისთან ილაპარაკოთო.

დღეს ბევრისთვის არის ცნობილი, რომ ეკლესია, რომელიც მამა გაბრიელს თავისი ხელით ჰქონდა აშენებული საკუთარ ეზოში, კომუნისტებმა რამენჯერმე დაანგრიეს. როცა ტაძარი მესამედაც დაანგრიეს და მამა გაბრიელმა ხელახლა დაიწყო მშენებლობა, მასთან სტუმრად მივიდა ცნობილი დისიდენტი ვალენტინა ფაილოძე, რომელმაც 18 წელი პატირობაში გაატარა. მამა გაბრიელმა ის ეზოში მიიპატიჟა, თვითონ კი განაგრძო საქმიანობა. ცოტა ხნის შემდეგ მან მორჩილს სთხოვა, ახლა შენ წადი და ორი ქილა მაწონი მომიტანეო. ვიდრე დავალების შესასრულებლად წავიდოდა, მამა გაბრიელი რომ საქმისთვის არ მოეწყვიტა, ვალენტინამ ჭიშკარი გარედან გადაკეტა და გასაღებიც თან გაიყოლა. როგორც კი ქუჩაში გავიდა, მემაწვნეც იქვე შეხვდა და მაწონიც იყიდა. ეზოში შემობრუნებულს თვალწინ წარმოუდგენელი სანახაობა გადაეშალა. ამ ქალბატონის მონათხრობით, როცა მამა გაბრიელი მოზელილ ბეტონს ვედროში ჩაასხამდა, ვედრო თავისით აიწეოდა ჰაერში, ცარიელი კი - ისევ უკან ბრუნდებოდა. ავსებულ ვედროებს მამა გაბრიელი ხის ყალიბებში ასხამდა და ასე შენდებოდა ტაძარი. ე.ი. ავსებული ვედროების გადაადგილებაში მამა გაბრიელს უხილავი არსებები, ანეგლოზები ეხმარებოდნენ. "მე მაწვნის ქილები ხელით მომქონდა და ოდეს ეს სასწაული ვიხილე, გაოცებისაგან ერთი ქილა ხელიდან გამივარდა და გამიტყდა. მამა გაბრიელი გამიბრაზდა, - ეზოში გაუფრთხილებლად რატომ შემოხვედიო. როდესაც ყველაფერი ავუხსენი, მერე დამაშინა - სანამ ცოცალი ვარ, რაც აქ ნახე, ვინმესთან რომ წამოგცდეს, დაღუპული ხარ იცოდეო, - გვიყვებოდა ვალენტინა. ამ ამბითაც კარგად ჩანს, რომ მამა გაბრიელი უფლის რჩეული გახლდათ და ყოველ წუთს ჰქონდა ზეცასთან კავშირი.

როგორც მოგეხსენებათ, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას დევნიდნენ კომუნისტები. ყველა სასულიერო პირს ნაბრძანები ჰქონდა, ზვიადის ვაჟი, ცოტნე, არავის მოენათლა ეკლესიაში. მამა გაბრიელმა გაბედა მხოლოდ ამ ბრძანების დარღვევა - მან ჩაატარა ცოტნეს ნათლობა. ის დიდ პატივს სცემდა კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახს.

მერაბ კოსტავას გარდაცვალების შემდეგ, თუმცა მას პირადად არ იცნობდა, 40 დღე ჩაუქრობლად ენთო კანდელი მის სახელზე თავის კელიაში და ამ ხნის განმავლობაში განუწყვეტლივ ლოცულობდა მერაბის სულის საოხად.

მამა გაბრიელს ჩვენთვის ხშირად უთქვამს, საქართველოს მირონცხებული მეფე აუცილებლად ეყოლებაო.

- ბატონო გურამ, ბოლოს როდის ნახეთ მამა გაბრიელი?

- მის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე. წყალმანკი სჭირდა და როცა მის სანახავად მივედი, მუცელში დრენაჟი ჰქონდა ჩადგმული, სამწუხაროდ, იმ დღეს დრენაჟი დაიხურა და კრიზისული ვითარება შეიქმნა.

ვხედავდი, წუხდა, პირი უშრებოდა, როდესაც ამ მდგომარეობაში ვიხილე, ჩემდა უნებურად ვკითხე: ძალიან გიჭირთ, მამაო? ჩემზე ნუ სწუხხართ, უფლის სიყვარულით ადამიანმა ყველა ტკივილი უნდა დაითმინოს, უფალი გვაძლიერებს და ყველაფერს გადაგვატანინებსო.

ვგრძნობდი, არ უნდოდა ჩვენთან განშორება, ცდილობდა მასთან ვყოფილიყავით განსაცდელის წუთებში, ამიტომ მთელი დღე მასთან გავატარეთ.

ძალიან უყვარდა ხატები, სანაგვეზეც რომ ეპოვა, გაწმენდდა, გააპატიოსნებდა და ნაკურთხს თავთან დაიკიდებდა, ამიტომ იყო მისი კელია ხატებით სავსე. იმ დღეებში იერუსალიმიდან ჩამომიტანეს ღვთისმშობლის ხატი, ზუსტად ვერ ვიხსენებ - ივერიის ღვთისმშობლის რუსული ხატი იყო, თუ პოჩაევოსი. რადგან ორი ერთნაირი ხატი მქონდა, ერთი მამა გაბრიელთან წავიღე, რომ რჩევა მეკითხა, ვისთვის მეჩუქებინა. რა ვუყო, მამაო, ამ ხატს, თვალებში მიყურებს, მაგრამ არ მპასუხობს-მეთქი. აქეთ, დედა პარასკევა ზის ისეთ ადგილზე, რომ მამა გაბრიელი მას ვერ ხედავს, ესმის ეს ლაპარაკი და ხელით მანიშნებს, - მამა გაბრიელს აჩუქეო. უცებ მივხვდი, მამა გაბრიელის ავადმყოფობით გამოწვეული ჩემი დაბნეულობის მიზეზს და ვეუბნები: - მამაო, თუ აქ სადმე გამოინახება ადგილი ამ ხატისათვის, იქნებ დაგეტოვებინათ-მეთქი. შევატყვე, ისე გაუხარდა, თითქოს დაავიწყდა ავადმყოფობა და გაბრწყინებული, მადლიერი სახით დამლოცა - "ღმერთმა შეგიწიროს ეს სიკეთეო". მართალია, პროფესიით მშენებელი ინჟინერი ვარ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეკლესიის მრევლი გავხდი, ხეზე კვეთაში მოვსინჯე ხელი, ვაკეთებ ხატებს, ხატის ჩარჩოებს, კანკელებს, ანალოგიებს. ეს ხატიც იმ დღესვე შევამკე, ჩარჩო გავუკეთე, ჩავსვი მინაში და ისე მივაბრძანე მამა გაბრიელთან. როცა თბილისში წამოსვლას ვაპირებდი, დავინახე, პატრიარქი მობრძანდა მამა გაბრიელის მოსანახულებლად. ის იყო, სახლში შემოვაბიჯე, დედა პარასკევამ დამირეკა. გახარებული მეუბნება: "იცი, შენმა ხატმა რა გააკეთა? მამა გაბრიელთან უწმინდესი მობრძანდა, ბევრი ისაუბრეს, ისიყვარულეს. ცოტა ხნის წინ მამა გაბრიელის დრენაჟიც გაიხსნა და შვება იგრძნო, რომ გათავისუფლდა მუცელში დაგროვილი სითხისაგან".

მამა გაბრიელმა ზუსტად იწინასწარმეტყველა თავისი გარდაცვალების დღე. ახალი დასაფლავებული იყო, როცა მე და ჩემი მეგობრები დედების მოსანახულებლად ამოვედით სამთავროში, თან მცირე პროდუქტიც მოვიტანეთ. როდესაც დედა ქეთავანს (კოპალიანს) ვესაუბრებით, დედა ანა შემოდის და მეუბნება: - მაცხოვრის ხელთუქმნელმა ხატმა სისხლდენა დაიწყო, ბატონო გურამ, თქვენ კარგი ხელი გაქვთ, იქნებ ამ ხატს ჩარჩო გაუკეთოთ და რაც საჭირო იქნება, თანხას მონასტერი გადაგიხდითო. ვნახე ეს ხატი, რომელიც რეპროდუქცია უფრო იყო და უბრალო ფანერზე იყო დაკრული. ეს ის ხატია, რომელზეც მაცხოვარს ეკლის გვირგვინი მოხსნილი აქვს, მაგრამ ნაკვალევი კი ამჩნევია. ვხედავ, ეკლის გვიგვინისგან მიღებული ნაჭრილობებიდან მართლაც გადმოდის სისხლის წვეთები. პირველად ეს ექსკურსიაზე მოსულ სკოლის მოსწავლეებს შეუნიშნავთ. სისხლის ნაკადი ამ ხატიდან დღითიდღე მატულობდა. ზუსტად იმხანად უწმინდესი ილია მეორე, რუმინეთში იმყოფებოდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღესთან დაკავშირებით. პატრიარქს იქ აცნობეს ამ სასწაულის შესახებ და გვთხოვა, "ჩემს ჩამოსვლამდე ხატს ხელი არავინ ახლოს, დროზე ადრე ჩამოვალო". გამახსენდა, ერთხელ, როდესაც გაბრიელ ბერს შევეკითხეთ, შეიძლება თუ არა რეპროდუქცია ხატად მივიჩნიოთო, გვითხრა: "რას ამბობთ, უფლისა და წმინდანების გამოსახულება სადაც იქნება, ყველაფერი ხატიაო". ამ ხატს მართლაც საოცარი ჩარჩო გავუკეთეთ და ყველაზე საპატიო ადგილი მივუჩინეთ ტაძარში. როგორც კი ამ საქმეს მოვრჩით, სამწუხარო ამბავი შევიტყვეთ, გარდაიცვალა მონასტრის უხუცესი მონაზონი, 87 წლისა. მამა გაბრიელმა ზუსტად დაასახელა მისი გარდაცვალების წელი, თვე, რიცხვი და საათიც კი. იმ დღეს ისე ვიყავით ამ ხატის გამშვენებით დაკავებულნი, სულ გამოგვრჩა მხედველობიდან, რომ მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება ამ დღეს უნდა აღსრულებულიყო გარდაცვლილ მონაზონზე, გაგვახსენდა მამა გაბრიელის სიტყვები: "მართალია, მე ცოცხალი უკვე აღარ ვიქნები, მაგრამ ამა და ამ დროს მოხვალ ჩემთან, მანამდე კი მე თქვენს სიყვარულს ღმერთამდე ავიტანო". ჩვენგან გამშვენებული მაცხოვრის სისხლმდინარე ხატი, როგორც ხედავთ, ვერ აღმოჩნდა კარგის მაუწყებელი ჩვენი ქვეყნისთვის...

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat