ამ დღეს იხსენიება დასავლეთ ეკლესიაში მოღვაწე მამა წმინდა მარსი ან მარტიუსი, კლერმონელი. იგი დაიბადა ოვერნში დაახლოებით 440-445 წლებში.
სიჭაბუკიდანვე დაყუდებული ცხოვრებისადმი ინტერესი გამოავლინა. სწავლის პერიოდში ის ნაკლებად აქცევდა ყურადღებას თავის ხორციელ სურვილებს და დიდსულოვნად ეხმარებოდა ღარიბებს. მაკრამ ეს არ იყო მისთვის საკმარისი. ის ქალაქის ახლოს მდებარე მთაზე (რომელსაც შემდგომში კლერმონის მთა ეწოდა) ავიდა, იქ კლდეში რამდენიმე კელია გამოთხარა და იქ თავის რამდენიმე მეგობართან ერთად დაეყუდა, რომელთაც მისი გავლენით და მისსავე სულიერი ხელმძღვანელობის ქვეშ ცხოვრება ირჩიეს.
ეს პატარა თემი ავინონელებისგან შედგებოდა. მარტიუსი დამოძღვრიდა თანამემამულეებს, თუ როგორ ეცხოვრათ სახარების მიხედვით. მოწაფეები ისე გაუმრავლდა, რომ 470 წელს მონასტრის დაარსება მოუწია, რომელმაც XVIII საუკუნემდე იარსება. ღმერთმა მას სასწაულქმედების ნიჭი მიჰმადლა. წმინდა გრიგოლ ტურელის მამა პლორანტი და მისი მეგობარი ნივარდი წმინდა მარტიუსის ლოცვით განიკურნენ, ერთი - სიცხისგან, მეორე - წყალმანკისგან.
წმინდა იღუმენი დაახლოებით 530 წელს გარდაიცვალა და იმავე მონასტრის ეკვდერში დაკრძალეს. წმინდა მარტიუსის საფლავიდან მრავალი სასწაული აღესრულა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი