წმინდა ნიფონტე კიევ-პეჩორის მღვიმეში XII საუკუნეში იღვწოდა და იმათ ჰბაძვიდა, ვინაც ანგელოზთ ემსგავსა და წმინდანთა დასს შეერთო.
ნოვგოროდის მღვდელმთავრად ხელდასხმის შემდგომ ცდას არ აკლებდა ეპარქიაში მშვიდობის შესანარჩუნებლად და, ღვთის შეწევნით, ნოვგოროდის მოქიშპე და მის დასაუფლებლად დაძრულ კიეველთ და ჩერნიგოველთ განაზრახზე ხელი ააღებინა.
ღვთის მცნებათა ერთგულმა ნიფონტემ სვიატოსლავს უკანონო ქორწინებაზე უარი უთხრა, ხოლო როდესაც ხელმწიფემ მაინც თავისი გაიტანა და სხვა მღვდელს დააწერინა ჯვარი, მეუფემ სამწყსოს ამ უკანონობაზე დასწრებაც კი აუკრძალა.
ცოტა ხნის შემდგომ კიევის მთავარმა, იზიასლავმა კონსტანტინოპოლის პატრიარქის (იმ დროს რუსული ეკლესია ავტოკეფალური არ გახლდათ) ნებართვის გარეშე დაადგინა მიტროპოლიტად ბერი კლიმენტი, ფილოსოფოსი, წმინდა მამამ მასთან ერთობლივ წირვაზე უარი თქვა, რის გამოც დიდმა მთავარმა კათედრა დაატოვებინა და კვლავ კიევ-პეჩორის ლავრას გაამგზავრა.
ნეტარმა მამამ სიხარულით მიიღო ეს ამბავი, რადგან ისევ შეძლო, განმარტოებულად ელოცა და ღმერთი განედიდებინა.
თუმცა, მთავარმა იური (გიორგი) დოლგორუკმა, რომელმაც კიევის მთავარს სძლია, ნიფონტე ძველ პატივში აღადგინა.
წმინდა მღვდელმთავარმა კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ კიევის მიტროპოლიტად ნაკურთხ კონსტანტინეს აღსაყდრება სიხარულით მიულოცა.
წმინდა ნიფონტე 1156 წელს მიიცვალა.
* * *
ამავე დღეს არის ხსენება წმინდა განდეგილისა რუთისა, პეჩორელისა, XIV საუკუნეში შორეულ მღვიმეებში მოღვაწისა
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი