წმინდა სერაპიონ სინდონიტი (IV-V) - 07 (20) აპრილი
წმინდა სერაპიონ სინდონიტი (IV-V) - 07 (20) აპრილი
IV საუკუნეში იყო ერთი მოღვაწე, სახელად სერაპიონი, ტომით - ეგვიპტელი, მეტსახელად - სინდონიტი, რამეთუ სიდონის (სელის სამოსის) გარდა არასოდეს არა ემოსა რა. ეს ყოვლადსანატრელი მამა უპოვრებაში იმდენად განიწვრთნა, ვნებათუქონელად იხსენიებდნენ.

წმინდა წერილში ღრმად განსწავლულ ამ წმინდა მამას, უპოვრებითა და სულიწმიდის მადლით საღვთო სიტყვაში გაწვრთნილს, სენაკში გაჩერება აღარ შეეძლო, რათა მისი წმინდა გონება მიწიერ საზრუნავებს არ გაეტაცა. ეს ღვთისკაცი დასახლებულ ადგილებში მიმოდიოდა და მოციქულებრივი ღვაწლის მტვირთველი ვინც კი შეხვდებოდა, უფლის სიტყვას ახარებდა. ამ ღვაწლით წმინდა მამა იმდენად წარემატა, სრულ ვნებათუქონლობას მიაღწია. მისი თანამედროვე მამები ამოწმებენ, თუ როგორ დაემგზავრა ერთ კაცს, რომელიც თავის ბატონად გამოაცხადა და ოც ოქროს მონეტად თავი ერთ ბერძენ კაცზე მონად მიაყიდვინა. ბერმა ეს ფული დაბეჭდა და თავისთან ინახავდა. ხოლო მოხეტიალე მსახიობებთან იქამდე იმყოფებოდა, სანამ თავისი დაუცხრომელი ქადაგებით წარმართნი არ მოაქცია და თეატრი არ დაატოვებინა.

მთელი ამ ხნის მანძილზე სერაპიონი ოდენ წყალსა და პურს იხმევდა და ღვთის სიტყვას ახარებდა და ჯერ მთავარი კომედიანტი გააქრისტიანა, შემდეგ კი - მისი მეუღლე და მთელი სახლეული.

ნეტარი მამის სიმდაბლეს საზღვარი არ ჰქონდა: ამბობდნენ, რომ სანამ მისი ვინაობა გაირკვეოდა, ცოლ-ქმარს ფერხთ ჰბანდა, ნათლისღების შემდგომ კი კომედიანტმა მეუღლითურთ თეატრი დაუტევეს და პატიოსან და ღვთისთვის სათნო ცხოვრებას შეუდგნენ.

ცოლ-ქმარი ღირს მამას უდიდეს პატივს მიაგებდნენ და ერთხელაც უთხრეს:

- ახლა კი, ძმაო, განვიზრახეთ, თავისუფლება მოგანიჭოთ, რამეთუ სამარცხვინო მონობისაგან თავად გაგვათავისუფლეო!

მაშინ დიდმა მოსაგრემ მიუგო:

- რადგან უფალმა ასე განაგო და თქვენც შემეწიეთ, რომ ჩემს ხელთაგან ნათელ გეღოთ და საცხოვნებელ გზას დასდგომოდით, საიდუმლოს გაგიმხელთ: - შემებრალეთ, რამეთუ უდიდეს ცთომილებაში ჰგიებდით, ამიტომ მე, თავისუფალი მოღვაწე, ტომით - ეგვიპტელი, თქვენივე სახსნელად მონად მოგეყიდეთ, რათა უმძიმეს ცოდვათაგან გამომეხსენით. ახლა კი ვხარობ, რამეთუ მხედავ, რომ ღმერთმა ჩემი მორჩილების საზღაურად ამგვარი საქმე აღასრულა!

შემდეგ უბიდან დაბეჭდილი ქისა ამოიღო და ის ოცი ოქრო, ცოლ-ქმარს მისი ყიდვისას რომ გადაეხადა, ამ სიტყვებით დაუბრუნა:

- ახლა კი გტოვებთ და სხვათა შესაწევნად მივდივარო!

დიდხანს ევედრნენ მეუღლეები, - ჩვენთან დარჩიო, მაგრამ ოდეს მიხვდნენ, ვერ დაიყოლიებდნენ, ესღა სთხოვეს:

- აბბა, მაშინ ეგ ოქრო ღარიბებს უწყალობე, რამეთუ იგი ჩვენი გადარჩენის საწინდარი იყოო!

- თქვენი ოქრო თავადვე გაეცით, რადგან მე სხვათა ფულს მოწყალებად არ ვიძლევიო! - მიუგო ნეტარმა.

მაშინ შეწუხებული ცოლ-ქმარი სერაპიონს შეევედრა, რომ ერთი წლის შემდგომ მაინც ენახულა.

მუდამ მოგზაური მოღვაწე ერთხელ საბერძნეთში ჩავიდა, სამი დღის მანძილზე ათენს დარჩა, თუმცა, საზრდოდ პურიც კი არავინ უწილადა. სერაპიონს კი საზრდოს საყიდლად ფული არ გააჩნდა, გარდა ამისა, არც ხალენი ჰქონდა, არც კვერთხი, მარტოოდენ სანდონი ებადა და ისიც ტანთ ემოსა.

მეოთხე დღეც გათენდა, მაგრამ წმინდა მამას კვლავ არავინ არაფერი უწყალობა. შიმშილით დაოსებული აბბა ქალაქის იმ ბორცვზე აღვიდა, საპატიო მოქალაქენი რომ იკრიბებოდნენ ხოლმე და ხმამაღალი ყვირილით და მოთქმა-ვაებით წარმოთქვა:

- ათენელნო, დამეხმარეთ!

მალე მის გარშემო ხალხი შეიკრიბა და გამოკითხვა უწყეს: - რა გაგჭირვებია, ან სადაური ხარ, ან რამ შეგაწუხაო?!

- ტომით ეგვიპტელი ვარ, ცხოვრების წესით კი - მონაზონი... სამშობლო რომ დავუტევე, სამი მევახშის ხელში ჩავვარდი. მათგან ორს დავეხსენი, მესამის გასტუმრება კი არ ძალმიძსო!

მის გარშემო შემოკრებილმა ათენელებმა, მევახშეთა ამბავმა ძლიერი ცნობისწადილი რომ აღუძრა, იმ განზრახვით, რომ მწირის ვალები გადაეხადათ, სერაპიონს დაეკითხნენ:

- სად არიან შენი მაჭირვებელნი, ვინ არიან? გვაჩვენე და შენს ვალს გავისტუმრებთო!

მან კი მიუგო:

- ვერცხლისმოყვარეობა, ხორციელი გულისთქმანი და გემოთმოყვარეობა სიყრმითგანვე მაწამებდა. მათგან ორის, - ვერცხლისმოყვარეობისა და ხორციელ გულისთქმათაგან თავი დავიხსენ, - თავადვე ხედავთ, არა მაბადია რა და არც იმგვარი სიამეებით ვტკბები და განვცხრები, ამ სენს, - ხორციელ გულისთქმებს რომ განამტკიცებენ, მაგრამ გემოთმოყვარეობისგან კი ვერ იქნა და თავი ვერ დავიძვრინე... აი, უკვე მეოთხე დღეა, ლუკმა არ მიგემია, ჩემი უსასტიკესი მევახშე, - სტომაქი კი გამუდმებით მტანჯავს და ვალის დაბრუნებას მთხოვს, სანამ არ გადავუხდი, სიცოცხლის საშუალებას არ მომცემსო!

მაშინ იქ მყოფმა ფილოსოფოსებმა გულისხმაჰყვეს, რომ მევახშეთა ამბავი განზრახ იყო გამოგონილი, თუმცა, წმინდა მამას ერთი ოქრო მაინც უწყალობეს.

სერაპიონმა ფურნეს მიაშურა, ფული დახლიდარს დაუტოვა, თავად მხოლოდ ერთი პური გამოართვა და ქალაქი დატოვა.

ფილოსოფოსებმა მაშინ კი გულისხმაჰყვეს, რომ ის უცხო მწირი ჭეშმარიტად ღვთისკაცი იყო, პურის ნამდვილი ფასი გადაიხადეს და დახლიდარს ოქრო უკან გამოართვეს.

* * *

ათენიდან მობრუნებული ნეტარი ლაკადემონის (სპარტას) შემოგარენისკენ გაემართა, სადაც შეიტყო, რომ ქალაქის ერთ-ერთი უპირველესი და სახლეულითურთ სათნოებით განთქმული კაცი თურმე მანიქეველი ყოფილა.

მოსაგრეთა შორის უდიდესი, როგორც უწინ, მანიქეველს მონად მიეყიდა, ორ წელიწადში ისიც და მთელი მისი სახლეულიც მწვალებლობისგან დაიხსნა და ეკლესიას დაუბრუნა.

ამ ხალხმა სეპარიონი მონა კი არა, როგორც ღვიძლი ძმა და მამა, ისე შეიყვარა და მასთან ერთად ადიდებდნენ უფალს.

აბბამ მათ მრავალი დარიგება მისცა, მისი შესყიდვისას გაღებული თანხა, როგორც პირველი შემთხვევისას, უკან დაუბრუნა და კვლავ უქონელი და უპოვარი ავიდა რომისაკენ მიმავალ ხომალდზე.

მეზღვაურებმა იფიქრეს, - ალბათ ბარგი რომელიმე მეგობრის ხელით უკვე გემზე აიტანა, ხოლო ოქროს გზაში თავის შესანახად დახარჯავსო, რის გამოც აბბასთვის არა უკითხავთ რა.

როდესაც ხომალდი ალექსანდრიიდან უკვე ხუთას სარბიელზე მიუახლოვდა, ხომალდზე მყოფებმა ივახშმეს და შენიშნეს, რომ სერაპიონი არაფერს იხმევდა, - ალბათ, ზღვის დაავადება სჭირსო, - იფიქრეს.

თუმცა, წმინდა მამას არც მომდევნო დღეს მიუღია საზრდო და არც შემდგომ დღეებში... ხოლო, როდესაც მეხუთე დღეც არაეფრს გაეკარა, ვეღარ მოითმინეს და დაეკითხნენ, - რატომ არაფერს მიირთმევო?

- საგზლად არაფერი მაქვსო, - იყო პასუხი,

მაშინ კი გაიკითხეს, თუ რომელმა აიტანა მგზავრის ბარგი და რომ დარწმუნდნენ, სერაპიონს არა ებადა რა, ლანძღვა დაუწყეს: - უსაგზლოდ აქ ამოსვლა როგორ გაბედე, ან რითი უნდა იკვებო, ან მგზავრობის საფასური როგორ უნდა გადაგვიხადოო?!

- რადგან ასეა, წამიყვანეთ და ისევ იქ ჩამაგდეთ, საიდანაც გამოვემგზავრეთ, რადგან არაფერი გამაჩნიაო! - მშვიდად მიუგო ბერმა.

მეზღვაურები დაშოშმინდნენ და სერაპიონს დაუყვავეს: - ნუ გეწყინება, ასი ოქროც რომ გადაგვიხადო, უკან ვეღარ დავბრუნდებითო!

ეს იყო და წმინდა მამა აღარავის შეუწუხებია, პირიქით, - რომში ჩასვლამდე თავადვე ასაზრდოებდნენ. ხოლო რომში ჩასვლისთანავე გაიკითხა, თუ იქ ღვთის რჩეული რომელი დედა ან მამა იღვწოდა.

* * *

რომში ერთ სახელოვან მოღვაწეს, დომნინეს შეხვდა, რომელიც ორიგენეს მოწაფე იყო.

დომნინეს სიცოცხლეშივე აღესრულებინა ლოცვით უამრავი სასწაული, გარდაცვალების შემდეგ კი ამბობდნენ, - მისი საწოლიც კი კურნავსო.

სერაპიონმა ამ საკვირველი კაცისგან მრავალი დარიგება მიიღო და გამოჰკითხა, თუ ვინ მკვიდრობდა ამ ქალაქში გამორჩეულად მოღვაწე.

აბბა სერაპიონმა დომნინესგან მდუმარებაში მყოფი ერთი ქალწულის შესახებ შეიტყო, სენაკში ოცდახუთი წლის მანძილზე რომ განმარტოებულიყო და არავის ეჩვენებოდა.

* * *

შეიტყო თუ არა მისი ადგილსამყოფელი, სერაპიონი მაშინვე იქით გაეშურა და მონაზვნის მსახურ მოხუცებულ დედაკაცს უთხრა: - ქალწულს გადაეცი, რომ მისი ხილვა ერთ ბერს სურსო!

მოხუცმა მიუგო, რომ განდეგილი უკვე მრავალი წლის მანძილზე არავის ეჩვენებოდა, თუმცა, წმინდა მამამ კვლავ გაუმეორა:

- წარვედ და უთხარ, რომ უცილობლად შემხვდეს, რამეთუ მასთან თავად უფალმა გამომგზავნაო, თუმცა, დედაკაცი კვლავ უარობდა.

სამი დღე ელოდა აბბა დაყუდებულ ქალწულთან შეხვედრას, ბოლოს მისმა დაჟინებამ გაჭრა და ქალწული დათანხმდა:

- აქ რას უზიხარ? - დაეკითხა ბერი.

- არ ვზივარ, არამედ მივდივარ, - იყო პასუხი,

- საით მიდიხარ?

- ჩემს უფალთან,

- ცოცხალი ხარ, თუ გარდაიცვალე?

- უფალს ვესავ და მჯერა, რომ წუთისოფლისთვის მკვდარი ვარ, რამეთუ ხორცში მყოფი ღმერთთან ვერ მივა!

- უკეთუ გსურს, შენი სიტყვების ჭეშმარიტებაში დამარწმუნო, რომ ამ სოფლისთვის გარდაიცვალე, გააკეთე, რასაც თავად ვიზამ,

- მიბრძანე და რაც შესაძლებელია, აღვასრულებ!

- შენებრ მკვდრისთვის ყოველივე შესაძლებელია, გარდა უწმინდურებისა, მაშ, ძირს ჩამოდი და გაიარ-გამოიარე!

- აქაურობა ოცდახუთი წელი არ დამიტევებია და ეს როგორ ვქმნა?

- ხომ ამბობ, რომ უკვე მოუკვდი წუთისოფელს? მაშ, აღარც სოფელი უნდა არსებობდეს შენთვის და თუ ეს ასეა, მკვდარი ვეღარაფერს უნდა გრძნობდეს, ამიტომ შენთვის სენაკიდან გამოსვლა თუ მანდ დარჩენა სულერთი უნდა იყოს!

მისი სიტყვის შემდგომ ქალწულმა სენაკი დაუტევა და ერთი ტაძრისაკენ გაემართა. ბერი თან შეჰყვა და უთხრა:

- უკეთუ გსურს, დამარწმუნო, რომ კაცთა გულის მოსაგებად კი არ ცხოვრობ, ჭეშმარიტად მკვდარი ხარ, ისა ჰქმენ, რასაც თავად ვიზამ და მაშინ ვირწმუნებ, რომ ამა სოფლისთვის მართლაც აღარ არსებობ!

- რა უნდა ვქნა? - იკითხა ქალწულმა,

- კაბა გაიხადე, როგორც მე, მხრებზე მოიხურე და ქალაქში გამომყევი, მე კი ამგვარადვე წინ გაგიძღვები!

- თუ გერწმუნები და ამას აღვასრულებ, ამგვარი ურცხვობისათვის მრავალთ დავაბრკოლებ და ვაცთუნებ, ზოგი კი ჩათვლის, რომ შეშლილი ვარ და ეშმაკეული!

- იმასთან რა გესაქმება, თუ რას იტყვის ხალხი, აკი ამბობ, - მკვდარი ვარო! ჰოდა, მათგან კიცხვაც და დაცინვა სულ ერთი უნდა იყოს შენთვის, რამეთუ მკვდარნი არას გრძნობენ!

მაშინ ქალწულმა სთხოვა:

- გვედრი, რაიმე ქველი საქმის ქმნა მიბრძანე, რამეთუ იმ სიმაღლემდე, ამ ღვაწლის ტვირთვას რომ შემაძლებინებს, ჯერ არ მიმიღწევია, არამედ უფალსა ვთხოვ, ამგვარი რამ შევძლო!

მაშინ სერაპიონმა ქალწულს ეს უთხრა:

- დაო, დაფიქრდი და ამპარტავნებას ნუ მიეცემი, ნურც იმას დაიკვეხნი, რომ ყველაზე წმინდა ხარ ად ამსოფლისთვის მოკვდი, ახლახან ხომ დარწმუნდი, რომ თურმე ცოცხალი ყოფილხარ და კაცთმოთნეობასაც არ განშორებიხარ. გეტყვი, რომ მე უფრო ძალმიძს, ვამტკიცო, რომ ამ სოფლისთვის აღარ ვარ, ვიდრე - შენ და საქმითაც დავამოწმო, რომ ქვეყანას უშფოთველად ვუმზერ, რადგან სირცხვილისა და ცთუნების გარეშე ძალმიძს იმის აღსრულება, რაც შენ ჯერ ვერ შეძელი! - ამგვარად შეაგონებდა აბბა სერაპიონი ქალწულს მორჩილებას და თავის გზას გაუდგა.

ასეთია ცხოვრება ყოვლადუპოვარი და უვნებელი სერაპიონისა, რომელმაც კიდევ მრავალი საკვირველი და დიდებული საქმე აღასრულა, რომელთაგან ოდენ მცირედი გაგიზიარეთ.

აბბა სერაპიონი შობიდან სამოცი წლისა შეერთო ზენა სოფელს და იმავე უდაბნოში დაიკრძალა.

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სერაპიონს მოიხსენიებს: 07 (20) აპრილს, 14 (27) მაისს და 21 (03.04) მარტს.
................
აქვე წაიკითხეთ:

ღირსი სერაპიონ სინდონიტი (+542) - 21 მარტი (3 აპრილი).

ღირსი სერაპიონ სინდონიტი (V) - 14 (27) მაისი
......................

ხატის წყარო



* * *
ამავე დღეს არის ხსენება მღვდელმოწამისა არკადისა (დობრონრავოვი), პრესვიტერისა (+1933), ღირსმოწამისა ევდოკიასი (პავლოვა), მორჩილისა (+1939)

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat