წმინდა იობი (ერში - იოანე) XVI საუკუნის 30-იან წლებში ტვერის გუბერნიის ქალაქ სტარიცაში იშვა.
ბავშვობა და ყმაწვილობა სტარიცის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში გაატარა, რომლის ბერებსაც მამამ მიაბარა აღსაზრდელად და ამ სავანეშივე შემონაზვნდა იობის სახელით.
დაახლოებით 1569 წელს სავანე მეფე ივანე მრისხანემ მოინახულა, მისი ყურადღება მალევე მიიპყრო იობმა და მოკლე ხანში არქიმანდრიტის ხარისხით შეიმოსა.
1571-1572 წლებში იობი მოსკოვის ღვთისმშობლის მიძინების სიმონოვის სავანის იღუმენია, 1575-1580 წლებში კი - ნოვოსპასკის მონასტრისა, მომდევნო, 1581 წელს კოლომენსკის მღვდელმთავრად დაასხეს ხელი.
1586 წელს იგი როსტოვის მთავარეპისკოპოსია, 1587 წელს კი - მოსკოვის მიტროპოლიტი.
1589 წლის 26 იანვარს წმინდა იობი - მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრდა.
ეს წმინდა კაცი ყოველდღე აღავლენდა საღვთო ლიტურგიას, სახარებას, ფსალმუნს და სამოციქულოს - ზეპირად კითხულობდა.
1598 წელს, მეფე თევდორე ივანეს ძის გარდაცვალებით რიურიკთა დინასტია შეწყდა და ქვეყანა შფოთმა და ქაოსმა მოიცვა.
საიმდროოდ უკვე მხცოვანმა და სნეულმა პატრიარქმა საჯაროდ ამხილა ცრუდიმიტრი, 1605 წელს კი ანათემას გადასცა.
იმავე წელს ნაადრევად გარდაიცვალა მეფე ბორის გოდუნოვი, მოსკოვში აჯანყება მოხდა, რის შედეგადაც ცრუ ხელმწიფემ მოსკოვი პოლონელებს ჩააბარა, პატრიარქი დაამხო, კრემლის მიძინების სახელობის ტაძარში შეიჭრნენ, პატრიარქს წირვის დასრულების საშუალება არ მისცეს და სამოსი კადნიერად შემოახიეს.
მხცოვანმა და ღვაწლმოსილმა პატრიარქმა მათგან მრავალი შეურაცხყოფა დაითმინა, რის შემდეგაც სტარიცკის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში გადაასახლეს.
ორი წლის შემდგომ, 1607 წლის 19 ივნისს რუსეთის ეკლესიის საჭეთმპყრობელი სტარიცკის სავანეში აღესრულა, მისი წმინდა ნაწილები მოსკოვის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში მხოლოდ 1652 წელს გადმოაბრძანეს.
რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდა იობი 1989 წელს შერაცხა წმინდანად.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი