ღირსი მარკოზ ათენელი, თრაკიელი (+400) - 05 (18) აპრილი
ღირსი მარკოზ ათენელი, თრაკიელი (+400) - 05 (18) აპრილი
ღირსი მარკოზი წარმოშობით ათენელი გახლდათ და თავიდან ფილოსოფიით იყო გატაცებული. შემდეგ მის გულს ღვთის მადლი შეეხო და გაქრისტიანდა, მშობელთა გარდაცვალების შემდგომ კი წუთისოფელს განეკრძალა და თავი სრულიად მიანდო ღვთის ნებას, ფიცარზე დაჯდა და ზღვას შეერთო.

ღვთის ანგელოზმა იგი ეგვიპტისა და ეთიოპიის საზღვართან მდებარე თერმაკის მთამდე მიაცილა...

ამ ამბიდან რამდენი წლით ადრე ერთ მონაზონს, სახელად სერაპიონს, ალექსანდრიიდან თორმეტი დღის სავალზე მდებარე მონასტერში რომ იღვწოდა, სიზმრად ორი ანგელოზი გამოეცხადა და აუწყეს: - იმ მთისკენ ისწრაფე, რომელსაც თერმაკა ჰქვია, რათა მარკოზ ხუცესის უკანასკნელ წუთებს მიუსწრო, წესისამებრ გააპატიოსნო, ღირსეულად დაკრძალოო!

თავისი გამოცხადების შესახებ სერაპიონმა იღუმენს უამბო, რომელმაც ამ ყველაფერში საღვთო მინიშნება ამოიკითხა და ანგელოზთაგან მითითებული ადგილისკენ გაუშვა.

სერაპიონმა ალექსანდრიამდე თორმეტი დღის ნაცვლად ხუთ დღეში ჩააღწია, იქაურებს თერმაკამდე მისასვლელი ბილიკის შესახებ გამოჰკითხა და ხრიოკ უდაბნოზე გამავალ, უკაცურ გზას დაადგა.

ოცდღიანი მსვლელობის მანძილზე არც ადამიანი შეხვედრია და არც - არა სულიერი, დაღლილი და მწყურვალი მიწას განერთხა და ის იყო, ეგონა, - სული ამომხდებაო, კვლავ ღვთის ორი მაცნე იხილა, რომელთაც დაარწყულეს და გზის დასასრულამდე უმეგზურეს.

შვიდ დღეში, როგორც იქნა, უმცენარეო და უდაბურ თერმაკამდე მიაღწიეს, რომლის წვერიც თითქოს ცას შერთვოდა...

სერაპიონმა იოლად მიაგნო ხუცესის ქვაბულს და რომ მიუახლოვდა, მისი ხმაც გაიგონა. უეცრად მოხუცებულმა ლოცვა შეწყვიტა, სტუმარს გამოეგება, რომელიც მის წინაშე დაჩოქილიყო, წამოაყენა, სათუთად ჩაიხუტა, სენაკში შეიყვანა, გვერდით მოისვა და უთხრა:

- შვილო, სამოცდაათი წელი იქნება, რაც ამ ქვაბულში არც ადამიანი მინახავს, არც - ცხოველი და არც კაცის ხელთაგან მომზადებული საზრდელი მიგემიაო. შემდეგ თავისი ცხოვრების შესახებ უამბო და დასძინა, რომ უდაბნოში ცხოვრების პირველი სამი წელი შიმშილთან და წყურვილთან, სტიქიასთან, სიცივესთან თუ სიცხესთან და, რაც მთავარია, - ბნელ ძალებთან უძილო დაპირისპირებაში გაატარა, მრავალწლიანი დაუმარცხებელი ღვაწლის გვირგვინად კი უფლისგან უვნებობა მიიღო.

გამთენიისას სერაპიონმა შიშით შენიშნა, რომ ხუცესს სახე, ვითარცა ნადირს, ბეწვით დაჰფარვოდა.

ღირსმა მარკოზმა განუმარტა, რომ ეს ბეწვი ღამეული სიცივისგან დასაცავად ებოძა უფლისგან, შემდგომ კი კვლავ დიდხანს ისაუბრეს.

წმინდა ხუცესი სტუმარს საკვირველად გემრიელი საზრდელით გაუმასპინძლდა და გაუმხილა: - რაც სულიწმიდამ მომიხილა, მას შემდეგ, საჭიროების ჟამს, ეს კერძები აქ მხვდება და არც საზრდელზე მიწევს ზრუნვა და არც - სასმელზეო.

ტრაპეზი გასრულდა და მარკოზმა სტუმარს აუწყა:

- ახლა კი ჩემი ამქვეყნიდან განსვლის ჟამიც დადგაო. ეს თქვა და სენაკი უჩვეულო ნათლით აღივსო და მთელი მთა მოიცვა.

წმინდა ხუცესმა უფალს, უპირველესად, ისინი შეავედრა, ვინაც ქრისტესთვის ტანჯვას, პატიმრობას და დევნას დაითმენდნენ, აგრეთვე ქვაბულებსა და მონასტრებში, ხშირად - კაცთაგან უხილავად მოღვაწე მამანი და დედანი. შემდგომ სერაპიონს პირობა ჩამოართვა, რომ სათაყვანებლად მის არც ერთ ნაწილს არ დაიტოვებდა, კვლავ გულითადად გადაეხვია, უფალს შეავედრა და სთხოვა, მის გვერდით მუხლმოყრილს ელოცა.

ასეც ჰყვეს და მართალმა მარკოზმა სული უფალს შეჰვედრა, სერაპიონს კი განხმული ცა და მარკოზის ნათლით მოსილი სული ეჩვენა, საზვერეებს დაუბრკოლებლად რომ გადიოდა.

როგორც კი ჩვენება განქარდა, სერაპიონმა ქვაბულის შესასვლელი ამოქოლა, წმინდა მარკოზს ძვალთშესალაგად რომ ექცა.

თავად სერაპიონი კი, კვლავაც ღვთის ანგელოზთა შეწევნით, ერთ დღეში დაუბრუნდა თავის მონასტერს და იქაურ მამებს უამბო, რაც გადახდა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat