ღირს სტეფანეს სიყრმიდან იზიდავდა მონასტრული ცხოვრება. ის ძალიან ახალგაზრდა აღიკვეცა ბერად.
შემდეგ კი კონსტანტინოპოლის ახლოს მდებარე ტრიგლიის მონასტრის წინამძღვარი გახდა. იმ დროისათვის ბიზანტიის საიმპერატორო ტახტი დაიკავა ლეონ V სომეხმა (813-820). მან ხატმბრძოლობის აღსადგენად მოიწვია თავის მომხრეთა კრება, 814 წელს გააუქმა მსოფლიო კრების განჩინებანი და შეავიწროვა ხატთა თაყვანისმცემლები. მათ შორის იყო ტრიგლიის მონასტრის იღუმენიც. სტეფანეს ხატთა გმობა მოსთხოვეს. მან უარი განაცხადა მართლმადიდებლობის ღალატზე და უშიშრად ამხილა იმპერატორი. წმინდანი სასტიკად აწამეს, შემდეგ 815 წელს გადაასახლეს. წმინდა სტეფანე გადასახლებაში საპყრობილეში გარდაიცვალა.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი