23 მარტს ეკლესია აღასრულებს როსტოვის არქიეპისკოპოსის ვასიან I-ის ხსენებას.
წმინდა ვასიანი გახლდათ ღირსი იოსებ ვოლოცკის ნათესავი და საყვარელი მოწაფე წმინდა პაფნუტი ბოროველის. სწორედ ღირსმა პაფნუტიმ აღკვეცა ბერად წმინდა ვასიანი. 1455 წელს ვასიანი გახდა წმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, ხოლო 1466 წელს მიიღო არქიმანდრიტის ხარისხი. ერთი წლის შემდეგ ვასიანს როსტოვის არქიეპისკოპოსად დაასხეს ხელი.
წმინდა ვასიანი გამოირჩეოდა სიბრძნით და მშვიდი დამაჯერებელი საუბრით, ამის გამო ხშირად გახლდათ შუამავალი დაპირისპირებულ მთავრებს შორის. ქალაქ როსტოვში მან ააშენა და გაამშვენა ტაძრები.
1480 წელს წმინდანმა დაწერა ცნობილი წერილი თავად იოანე III-ს მისამართით, მოუწოდებდა მას მიეღო გადამჭრელი ზომები თათრების წინააღმდეგ. ვასიანმა აღწერა ასევე ცხოვრება წმინდა ბერი პაფნუტი ბოროველის.
წმინდანი გარდაიცვალა ღრმა მოხუცებული 1481 წლის 23 მარტს და დაკრძალეს როსტოვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში.
ხატის წყარო
* * *
ძველი სტილით 23 მარტს ასევე აღესრულება ხსენება ღირსი გიორგი დიიპიელისა, საკვირველმოქმედისა (X)
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი