წმინდა ევსქიმონი ეპისკოპოსი ლამფსაკიისა, სიყრმიდანვე ღვთივსათნოდ ცხოვრობდა, გახდა მეგობარი უფლისა და უკვე სრულყოფილ ასაკში სული თვისი შექმნა ტაძრად სული წმიდისა.
მონაზვნად აღიკვეცა და მთელი გულით მართლმადიდებლობას შესაკუთრებულმა მიაღწია ეპისკოპოსის ხარისხს და აღივსო ღვთის მადლით. ის აღივსო საღმრთო მოშურნეობით და განგმირა ხატმებრძოლობის ერესი. ამასთან ის უდიდეს სასწაულებს აღასრულებდა. მან ლოცვით მკვდრეთით აღადგინა გარდაცვლილი ყრმა, რომელიც მასთან მგლოვიარე დედამ მოიყვანა. ამის გარდა ის შიშის ზარს სცემდა ნადირს, როცა ისინი ფარაზე თავდასხმას აპირებდნენ. ხატმებრძოლობის მფარველმა იმპერატორმა თეოფილემ თავდაპირველად ციხეში ჩაამწყვდია, როგორც წმინდა ხატების თაყვანისმცემელი, მქადაგებელი და დამცველი ქრისტეს რწმენისა, შემდეგ კი გადასახლება მიუსაჯა, სადაც იგი გარდაიცვალა.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი