წმინდა გრიგოლ დიალოღოსი, რომის პაპი (+604) - 12 (25) მარტი
წმინდა გრიგოლ დიალოღოსი, რომის პაპი (+604) - 12 (25) მარტი
წმინდა გრიგოლი, რომელსაც თავისი ხატოვანი სულიერი საუბრების გამო "დიალოღოსი", ანუ "თანამოსაუბრე" ეწოდა, რომში დაიბადა VI საუკუნეში. წმინდანი ძველი რომაელი პატრიციების გვარისა იყო, რომლის წარმომადგენლებიც ძველთაგანვე ქრისტეს აღმსარებლები იყვნენ და საიდანაც გამოვიდნენ რომის პაპები: წმინდა ფელიქს III (V ს.) წმინდა გრიგოლის პაპა და წმინდა აღაპიტე I (VI ს), შესაძლოა ამ გვარის წარმომადგენელი იყო ღირსი ბენედიქტე ნურსიელი. წმინდა გრიგოლის მამა გორდიანე რომის შვიდთაგან ერთ-ერთი ოლქის მმართველი (რეგიონარი) იყო. გორდიანე და წმინდა გრიგოლის დედა, ნეტარი სილვია, ღვთისმოსაობით გამოირჩეოდნენ. შუასაუკუნეების რომის ეკლესიას გორდიანე წმინდანად ჰყავდათ შერაცხული. ახლა რომის კათოლიკური ეკლესია წმინდანად აღიარებს წმინდა გრიგოლის დედას და მის ორ დეიდას - წმინდა ტარსილას (ტრასილა), რომელიც სიკვდილის წინ მასთან მომავალი იესო ქრისტეს ხილვის ღირსი შეიქნა და წმინდა ემილიანას. აი, ასეთ ოჯახში გაიზარდა წმინდა გრიგოლი, რომელიც სიყრმიდანვე მოსაგრეობდა და ღვთისმოშიშად ცხოვრობდა. ნეტარი გრიგოლი 12 წლისა მამამ სასწავლებლად მიაბარა. და იყო მადლი ღვთისა ყრმაზე. მან "კეთილად ისწავა ყოველივე სწავლაჲ სიბრძნისაჲ და სამოძღვრონი ფილოსოფოსთანი. მან საერო მეცნიერებათა გარდა იწყო სწავლათცა საეკლესიოთა". შეისწავლა წმინდა წერილი. როგორც ფუტკარი აგროვებს ნექტარს, ასევე გრიგოლმა საერო და საღმრთო სიბრძნე გულში შეიკრიბა. მხოლოდ იმას ფიქრობდა დღე და ღამე ღმერთს სათნო როგორ ყოფნოდა, ევედრებოდა უფალს ესწავლებინა გზა საით წასულიყო. მას მონაზვნად აღკვეცა სურდა, მაგრამ მშობლების შეწუხება არ სურდა და კეთილსასურველ დროს ელოდებოდა, ის უბიწოებას დაიმარხავდა და უკვე ერში ბერი იყო. მამამისს სურდა, მას ცოლი შეერთო, სარძლო კიდეც შეურჩია, გრიგოლს არ უნდოდა დაქორწინება და სწორედ ამ დროს გორდიანე გარდაიცვალა. წმინდა გრიგოლმა მამის დანატოვარი ქონების დიდი ნაწილი მოწყალებაში გასცა, ააშენა წმინდა სავანეები, საავადმყოფოები, უცხოთ შემწყნარებელი სახლები. სიცილიაში ექვსი მონასტერი დააარსა და მოამარაგა აუცილებელი ნივთებით, ხოლო რომში წმინდა ანდრია მოციქულის სახელობის მონასტერი დააარსა. მას საფუძველი თავის საკუთარ სახლში ჩაუყარა, რომელიც ცელიუსის ბორცვზე წმინდა მოწამეების - იოანეს და პავლეს ეკლესიის სიახლოვეს მდებარეობდა. გრიგოლი აქ აღიკვეცა მონაზვნად, გაიხადა საერო, ოქროქსოვილის ტანსაცმელი, ჩაიცვა ფიჩვის სამონაზვნო სამოსელი. მას მასწავლებლებად გამოცდილი ბერდიდები - ილარიონი და მაქსიმიანე ჰყავდა; ამ დროს პაპმა პელაგიოს II-მ 577 წელს გრიგოლი, უარის მიუხედავად, დიაკვნად აკურთხა. მეორე წელს იგი თავის ელჩად გააგზავნა კონსტანტინოპოლში. 585 წელს იგი რომში დაბრუნდა და თავისი აშენებული მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს. წმინდა გრიგოლის დედა, ნეტარი სილვია, მოციქულ პავლეს კარიბჭესთან ცხოვრობდა. ემსახურებოდა უფალს, დღედაღამ მარხვასა და ლოცვაში "მივრდომილი იყო სახლსა ღმრთისასა". სადილად მწვანილი ჰქონდა, რომელსაც ყოველდღე უგზავნიდა თავის ნეტარ ვაჟს გრიგოლს. იგი ისეთი მოწყალე იყო, რომ მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა. ასევე, მისი ვაჟი, ნეტარი გრიგოლი, იმდენად გლახაკთმოყვარე იყო, რომ თუ რამეს მისცემდნენ, არაფერს იტოვებდა და მაშინათვე შეჭირვებულ ადამიანს ურიგებდა.

ერთხელ, როცა კელიაში წიგნებს გადასწერდა, მასთან გლახაკის სახით უფლის ანგელოზი მივიდა და უთხრა:

- შემიწყალე, ყოვლისშემძლე ღმერთის მსახურო! მე სავაჭრო გემის უფროსი ვიყავი და ზღვაში ჩამეძირა გემი და არა მარტო ჩემი, სხვების ქონებაც დავკარგე.

გლახაკთმოყვარეს და ქრისტეს ჭეშმარიტ მონას, წმინდა გრიგოლს, შეებრალა კაცი და მსახურს უბრძანა, მისთვის ექვსი ოქროს მონეტა მიეცა. გლახაკმა აიღო ფული და წავიდა. თუმცა იმავე დღეს იგივე გლახაკი კვლავ მოვიდა წმინდა გრიგოლთან და უთხრა:

- შემიბრალე, ღვთის მონავ, მე ბევრი დავკარგე, შენ კი ცოტა მომეცი.

წმინდა გრიგოლმა ისევ მოუხმო მსახურ მონაზონს და უთხრა:

- ძმაო, სხვა ექვსი ოქრო მოიტანე და მიეცი გლახაკს.

მონაზონმა ბრძანება შეასრულა, გლახაკმა აიღო ექვსი ოქროც და წმინდანისგან მოცემული თორმეტი ოქროთი წავიდა მისგან. შემდეგ გლახაკი მესამედ მოვიდა ნეტარ გრიგოლთან და სთხოვა:

- შემიწყალე, მამაო და კვლავ მიბოძე შენი მოწყალებიდან, რამეთუ მე ზღვაში სხვისი დიდძალი ქონება დავკარგე.

წმინდანმა კვლავ მოუხმო მსახურ ძმას:

- წადი, ძმაო, მოიტანე ფული და ამ გლახაკს კვლავ ექვსი ოქრო მიეცი.

- მამაო, - უთხრა მონაზონმა, - ერთი ოქროც კი არ დაგვრჩა.

- სხვა არაფერი გაქვს მისაცემი, ტანსაცმელი ანდა რაიმე ჭურჭელი? - ჰკითხა წმინდა გრიგოლმა.

- მაქვს მხოლოდ ერთი ვერცხლის ჭურჭელი, რომლითაც დედაშენმა ოსპის შეჭამანდი გამოგიგზავნა, - უპასუხა მონაზონმა.

- მიეცი გლახაკს ეს ჭურჭელი, ნუ გავუშვებთ დამწუხრებულს, რადგან უბედური ნუგეშს ეძიებს, - უბრძანა წმინდა გრიგოლმა.

გლახაკმა აიღო ვერცხლის ჭურჭელი და გახარებული წავიდა, ის უკვე ცხადად, გლახაკის სახით აღარ გამოსცხადებია წმინდანს, მაგრამ უხილავად ყოველთვის მასთან იყო, იცავდა და ეხმარებოდა ყველაფერში. რამეთუ ანგელოზი უფლისა მიევლინა წმინდანს, საკვირველი სასწაულებრივი მადლის ძალით, რომლითაც წმინდა გრიგოლი შემდგომში განდიდდა კიდეც, მოიმოქმედებდა რა თავის მონასტერში დიდებულ სასწაულებს.

რომის პაპის, პელაგიოსის სიკვდილის მერე ერთხმად აირჩიეს წმინდა ანდრიას მონასტრის წინამძღვარი წმინდა გრიგოლი. ის კი დიდებასა და პატივს გაექცა, ქალაქიდან გაიპარა და სადღაც უდაბნოში იმალებოდა. შეწუხდა მრევლი, როცა წმინდა გრიგოლი ვერსად იპოვეს. მაშინ ყველა ერთხმად შეევედრა უფალს, გამოეჩინა თავისი მონა. და აი, გამოჩნდა ცეცხლის სვეტი, რომელიც ზეციდან მიწაზე ეშვებოდა, ეტყობოდა იქ, სადაც წმინდა გრიგოლი იმალებოდა. მაშინ ყველა მიხვდა, რომ სვეტი წმინდა გრიგოლის გამო გამოჩნდა. მაშინვე გაემგზავრნენ იმ ადგილისკენ, წმინდა გრიგოლი ნახეს. სიხარულით წამოიყვანეს მომავალი მღ-ვდელმთავარი, მისი უარის მიუხედავად. მეფე მავრიკიოსის ზეობისას, 509 წელს, წმინდა გრიგოლი უძველესი ქალაქის, რომის პაპად აკურთხეს: აქ ის განსაკუთრებით განდიდდა ღარიბ-ღატაკების, ქვრივ-ობლების მიმართ გულმოწყალებით. არა მხოლოდ რომში, ასევე სხვა ქალაქებშიც აგებდა უცხოთშემწყნარებელ სახლებს და თავშესაფრებს ღარიბებისთვის. იერუსალიმში დიდძალი ფული გაუგზავნა აბბა პრობს, უცხოთშემწყნარებელი სახლის ასაგებად. სინას მთაზე ის ყოველწლიურად დიდძალ ფულს აგზავნიდა მონაზვნების სარჩენად. რომში მღვდელმთავარი ყოველდღიურად ყველა გლახაკსა და სნეულს ჰკვებავდა და მათი სახელები განსაკუთრებულ ჟურნალში ჰქონდა შეტანილი. ამბობენ, როცა ქუჩაში მკვდარ გლახაკს იპოვნიდნენ, მღვდელმთავარი ერთ ხანს თავს იკავებდა ლიტურგიის ჩატარებისგან, ამით თითქოს ის დამნაშავედ თვლიდა თავს გლახაკის სიკვდილში. ღატაკ-გლახაკებს ხშირად სვამდა თავის ტრაპეზზე და თვითონ ემსახურებოდა. ერთხელ ხაზინადარს უბრძანა, მასთან ერთად სატრაპეზოდ სუფრასთან 12 მწირი მოეყვანა. როცა ყველანი დასხდნენ, პაპმა დაინახა, რომ სუფრას ცამეტი მწირი უჯდა. მან ხაზინადარი მოიხმო და ჩუმად უთხრა:

- განა მე თორმეტი მწირის მოყვანა არ გიბრძანე? რატომ არ დამემორჩილე და მეცამეტე რატომ მოიყვანე!

შეშინებულმა ხაზინადარმა დაარწმუნა:

- დამიჯერეთ, უწმინდესო მეუფეო, აქ მეცამეტე არ არის.

მართლაც, წმინდა გრიგოლის გარდა, სხვა ვერავინ ხედავდა მეცამეტეს. სადილობისას წმინდა გრიგოლი უცქერდა ამ მეცამეტე მწირს, რომელიც ბოლოში იჯდა. ხედავდა, რომ უცნობს სახე ხშირად ეცვლებოდა: ხან ჭაღარა კაცად ხედავდა, ხანაც ჭაბუკად. როცა იტრაპეზეს და ყველა გაისტუმრა, იმ უცნობს ხელი ჩასჭიდა, თავის საძინებელში შეიყვანა და უთხრა:

- გაფიცებ, შენ ყოვლისმპყრობელი ღმერთის ძალით, მითხარი: ვინ ხარ და რა გქვია!

- რას იკითხავ ჩემს სახელს? იგი საკვირველია. მე ის გლახაკი ვარ, რომელიც ოდესღაც მოვედი შენთან წმინდა ანდრიას მონასტერში, როცა კელიაში იჯექი და წერდი. მომეცი თორმეტი ოქრო და ვერცხლის ჭურჭელი, რომლითაც დედაშენმა ოსპის შეჭამანდი გამოგიგზავნა. უწყოდე, რომ სწორედ იმ დღიდან, როდესაც გულითადი სიყვარულით მომეცი ეს მოწყალება, უფალმა ბრძანა დადგინება შენი მღვდელმთავრად ამა წმინდა ეკლესიისა, რომლისათვისაც დათხია პატიოსანი სისხლი თვისი და დაჯდომად საყდარსა ზედა მოციქულთა თავის პეტრე მოციქულისა, რომელსაც მიემსგავსე შენი სათნო ცხოვრებით.

ნეტარმა ჰკითხა:

- საიდან იცი, რომ უფალმა ჯერ კიდევ მაშინ ბრძანა ჩემი მღვდელმთავრად დადგინება?

- მე ვარ ანგელოზი უფლისა ყოვლისმპყრობელისა, - უპასუხა მან, - ამიტომაც ვიცი; მან ჯერ კიდევ მაშინ გამომაგზავნა, შენი გონების გამოსაცდელად, მართლა კაცთმოყვარეობით იქმ მოწყალებას თუ მაჩვენებლობით.

ეს რომ მოისმინა, ნეტარ გრიგოლს ძრწოლა დაეცა: მას აქამდე არასოდეს ასე ცხადად არ ენახა ღვთის ანგელოზი, ახლა კი მას ესაუბრებოდა, როგორც უბრალო კაცს. მაშინ ანგელოზმა უთხრა:

- ნუ გეშინია, რამეთუ შენთან უფალმა გამომგზავნა, რათა შენთან ვიყო მარადის, ვიდრე ამ სოფელში ხარ და შენი ლოცვები ღმერთთან ავიტანო; აწ უკვე რაც გქონდეს ღვთისაგან სათხოველი, და რასაც სასოებით სთხოვ, აღგისრულდება.

წმინდა პაპი პირქვე დაემხო მიწაზე, თაყვანისცა უფალს და თქვა:

- თუ ესოდენ მცირე მოწყალებისთვის ესოდენი სიმრავლე წყალობისა აჩვენა ჩემ ზედა უფალმა, რომ თავისი წმინდა ეკლესიის პაპი გამხადა და თავისი წმინდა ანგელოზი მცველად მომივლინა, რაოდენ დიდებას მიემთხვევიან ისინი, რომლებიც აღასრულებენ მის სჯულს და სიმართლეს იქმნიან?

ამის მერე ანგელოზი უჩინო შეიქნა, ხოლო ღვთის მადიდებელი წმინდანი უფრო მეტი გულმოდგინებით კეთილს უყოფდა ადამიანებს და სათნო ეყოფოდა ღმერთს.

სხვა დროს კი, როცა იგი სადილზე მწირებს მასპინძლობდა, თავისი თავმდაბლობით სურდა მისთვის ხელებზე წყალი დაესხა, მაგრამ როცა მობრუნდა, ის კაცი ვეღარ იხილა; ეძება იგი და ძალზე გაოცდა, რომ ვეღარ იპოვა; შემდეგ ღამეს პაპს ძილში უფალი გამოეცხადა და უთხრა:

- იმ დღეებში შენ ჩემს წევრებს მასპინძლობდი, ანუ გლახაკებს, გუშინ კი თვით მე მიმასპინძლე.

წმინდა გრიგოლის დიდ სიმდაბლეზე "ლიმონარში" გვიამბობს წმინდა სოფრომი, იერუსალიმის პატრიარქი:

- იოანე სპარსი მიყვებოდა წმინდა გრიგოლზე. წმინდა პეტრესა და პავლეს წმინდა ნაწილებისთვის თაყვანისცემა მინდოდა და რომში გავემგზავრე. შუა ქალაქში ვიდექი, რომ გაისმა, - რომის პაპი მოდისო. გვერდით ჩამიარა წმინდა გრიგოლმა, სანამ მუხლს მოვიდრეკდი, თვითონ დამასწრო და დაემხო ჩემ წინ და მანამდე არ ამდგარა, სანამ ფეხზე წამომდგარი არ დამინახა. დიდი სიყვარულით მეამბორა, სამი ოქროს მონეტა მომცა და ჩემი გამასპინძლება უბრძანაო. მე ვადიდე ღმერთი, რომელმაც წმინდა გრიგოლს ესოდენ დიდი თავმდაბლობა, ყველას მიმართ სიყვარული და მოწყალება უბოძა.

არ შეიძლება დავდუმდეთ იმ უდიდეს სასწაულზე, რომელიც ამ დიდი მღვდელმთავრის ლოცვით მოხდა ქრისტეს უწმინდეს საიდუმლოზე. ვინმე დედაკაცმა, რომელიც რომში ცნობილი იყო, საღმრთო ლიტურგიისთვის სეფისკვერი მიიტანა და საკურთხეველში შეაწოდა. ამ დროს უწმინდესი პაპი გროგოლი წირავდა. როცა მან საზიარებლად ხალხს მოუწოდა, ეს დედაკაციც მივიდა საზიარებლად. მაგრამ როცა წმინდა გრიგოლის ნათქვამი მოისმინა: ეზიარება მხევალი ღვთისა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ცხოველმყოფელ ხორცს, ქალს გაეცინა. მაშინ პაპმა ხელი გააჩერა და ქალს ჰკითხა, რა გაცინებსო.

- როგორ არ გავიცინო, მეუფეო, უპასუხა დედაკაცმა, - პურს, რომელიც საკუთარი ხელებით გამოვაცხე, შენ ქრისტეს ხორცს ეძახი.

წმინდანმა მისი ურწმუნოება რომ იხილა, ღმერთს შეევედრა და პური მაშინვე ადამიანის ხორცად გადაიქცა. და ეს ამ ქალის გარდა, ეკლესიაში მყოფმა ადამიანებმაც დაინახეს. ყველამ, ვინც ეს იხილა, ღმერთი ადიდა და უფრო განმტკიცდნენ სარწმუნოებაში. ამის შემდეგ წმინდა გრიგოლმა ილოცა და ქრისტეს ხორცმა ჩვეული სახე მიიღო. ყველამ განადიდა ქრისტე ღმერთი და უფრო რწმენით ეზიარენ უფლის სისხლსა და ხორცს.

წმინდა გრიგოლ რომის პაპმა ქრისტეს ეკლესია არა მხოლოდ თავის ანგელოზთამობაძავი ცხოვრებით და საკვირველი სასწაულებით განამშვენა, ასევე ურიცხვი შრომებით, რომლითაც მან მართლმადიდებლობას უდიდესი სამსახური გაუწია. და როცა წერდა, სულიწმიდა მტრედის სახით დაჰფარფატებდა თავზე; ამის ხილვის ღირსი ბევრჯერ შეიქნა წმინდა გრიგოლის არქიდიაკვანი პეტრე.

წმინდა გრიგოლის კალამს ეკუთვნის "საუბრები ანუ დიალოგები იტალიელ მამათა ცხოვრებასა და სასწაულზე", რისთვისაც "დიოლოღოსი" უწოდეს. წმინდა გრიგოლის თხზულებათაგან განსაკუთრებით ცნობილია "სამოძღვრო კანონი", სადაც იგი ყოველმხრივ განიხილავს ჭეშმარიტი მოძღვრის სახეს. ჩვენამდე მოაღწია აგრეთვე წმინდა მამის წერილებმა. წმინდა გრიგოლ დიოლოღოსმა ბასილი დიდის პირველშეწირულის ლიტურგიის ოდნავ გადამუშავებული რედაქცია შეიტანა დასავლეთის ეკლესიაში, რის გამოც ამ ლიტურგიას მისი სახელი ეწოდა.

აქვე უნდა ითქვას, რომ პირველშეწირულის ლიტურგიის განწესება მოციქულთა ეპოქას განეკუთვნება; ცნობილია პეტრე და იაკობ მოციქულთა პირველშეწირულის ლიტურგიები. საბოლოო სახით იგი ჩამოაყალიბა წმინდა ბასილი დიდმა. ამას მიუთითებს წმინდა სოფრონ იერუსალიმელი თავის შრომაში "ლიტურგიათა შესახებ", ასევე ათანასე დიდი და სხვა საეკლესიო მამები. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში პირველშეწირულის ლიტურგია XII საუკუნემდე მაინც წმინდა ბასილი დიდის განწესების საფუძველზე აღესრულებოდა. ამას მოწმობს XII საუკუნის ერთ-ერთი ხელნაწერი: "ჟამის წირვაჲ მარხვათა განახლებაჲ თქმული წმიდისა ბასილისი". მოგვიანებით ჩვენთანაც და მთელ აღმოსავლეთის ეკლესიებშიც საღვთისმსახურო პრაქტიკაში გრიგოლ დიალოღოსის სახელით ცნობილი პირველშეწირულის წეს-განგება დამკვიდრდა.

აქვე გვსურს გავიხსენოთ, რომ წმინდა გრიგოლისთვის ეპისტოლე მიუწერია ქართლის კათალიკოსს კირიონს. შემონახულია პაპის საპასუხო ეპისტოლე დაახლოებით 598 წლისა. მიმოწერა ეხება ნესტორიანულ მწვალებლობას.

წმინდა გრიგოლი 604 წლის 12 მარტს გარდაიცვალა. მისი წმინდა ნაწილები ვატიკანის წმინდა პეტრე მოციქულის ტაძარში განისვენებს, მცირე სამწირველოში (ეგვტერში), რომელიც წმინდა გრიგოლისადმი არის მიძღვნილი.

ტროპარი
რომელმან ღმრთისა მიერ ზეგარდამო საღმრთო მადლი მოიღე, დიდებულო გრიგოლი, და მის ძლით განძლიერდი და სახარებისაებრ სლვა თავსიდევ ვინაცა ქრისტესგან შესაძინელი მას შინა ჰპოვე ყოვლად ნეტარო, რომელსაცა ევედრე, რათა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.

კონდაკი
წინასწარ მთავრობად გამოსჩნდი, მწყემსმთავრად განმაწესებელ ქრისტეს სამწყსოსა მამაო გრიგოლი, და შეზღუდე მოძღვრებითა ზეციერითა, და მსგავსად მმარხველთა გამოაჩინენ მიერითგან და სახითა ასწავე სამწყსოსა, ქრისტესსა მცნებანი მისნი, აწ მათთანა იხარებ, და იშვებ ზეცათა შინა.
.....................................

ხატის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat