ოლსტერის მეფეების შთამომავალი წმინდა ენგუსი ირლანდიაში დაიბადა. მამამისმა ის კლონენახის მონასტერში მიაბარა განსასწავლად.
ყმაწვილმა იქ უდიდესი სულიერი გამოცდილება და ცოდნა შეიძინა, მისი დარი იმდროინდელ ირლანდიაში არავინ იყო. ადამიანურ დიდებას გაქცეული თავისი სავანიდან შვიდ მილზე განმარტოვდა და უმკაცრეს ასკეზას მისცა თავი. იქაც რომ შეაწუხეს, დუბლინიდან სამ მილში ტამლახტის მონასტერში დაიმალა და სამი წელი მორჩილი ერისკაცივით ცხოვრობდა. თუმცა იღუმენმა წმინდა მელრუაინმა მაინც შეიტყო მისი ვინაობა. წმინდა ენგუსი ყველა კაცზე უარესად თვლიდა თავს, თმა-წვერმოშვებული, კონკისძველებით დადიოდა, რათა ირგვლივ მყოფთ ამრეზით შეეხედათ მისთვის. ამბობენ, მას იმხელა რწმენა ჰქონდა, რომ ერთხელ შეშის ჭრისას, მოჭრილი თითი მიიდო თავის ადგილას და დალოცვის შემდეგ გაუმრთელდა. წმინდანი 792 წელს მალატგენის მონასტრის იღუმენად, შემდეგ ეპისკოპოსად აირჩიეს. როცა სიკვდილის მოახლოება იგრძნო, წმინდანი უდაბნოში განმარტოვდა და 824 ან 830 წელს გარდაიცვალა. ამ უდაბნოს ენგუსის უდაბნოს ეძახიან, სადაც შემდგომში საყოველთაოდ ცნობილი ენგუსის მონასტერი აშენდა. წმინდა ენგუსმა შეადგინა ირლანდიელ წმინდანთა ვრცელი და მოკლე მარტიროლოგიები, ასევე სხვა ხუთი წიგნი დაწერა თავისი ქვეყნის წმინდანებზე.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი