წმინდა ალექსი 1840 წელს დაიბადა კიევში. დაბადებიდან მუნჯი ყმაწვილი 13 წლისა წმინდა ფილარეტ კიეველმა განკურნა.
წმინდა აღდგომის ღამისთევის ლოცვაზე წმინდა ფილარეტმა ალექსის და დედამისს უხმო თავისთან და ორჯერ მიესალმა: "ქრისტე აღდგა", "ჭეშმარიტად აღდგა", - უპასუხა ყმაწვილმა და მას შემდეგ დაიწყო ლაპარაკი. დედის სიკვდილის შემდეგ ბიჭი მიტროპოლიტმა თან წაიყვანა და არაჩვეულებრივი განათლება მისცა. წმინდანი 1857 წელს კიევის მღვიმევის მონასტერში მორჩილად შედგა. 1872 წელს მონაზვნად აღიკვეცა ალექსის სახელით, სამი წლის შემდეგ მღვდლად ხელი დაასხეს. მრავალი ღვაწლის, თუ განსაცდელების შემდეგ წმინდა ალექსი ლავრის მამების და მონასტერში მოსულ ერისკაცთა მოძღვრად დაადგინეს. უფალმა ის დაფარულმცოდნელობის მადლით დააჯილდოვა, რომელსაც ცოდვილთა სინანულში მოსაქცევად იყენებდა. წმინდა ალექსიმ სიკვდილის წინ მთელი თავისი ნივთები დაარიგა და 1917 წლის 11 მარტს სული ჩააბარა უფალს. 1925 წელს წმინდანი სამჯერ გამოეცხადა მთავარეპისკოპოსს და თავისი წმინდა ნაწილების დატბორილი მღვიმიდან გადასვენება სთხოვა.
ხატის წყარო
...................................................
ამავე დღეს ბიზანტიური სვინაქსარი მოიხსენიებს ასურელ მოწამეებს, რომლებიც IV საუკუნეში ეწამნენ ქრისტესთვის. ასევე მოიხსენიებს კართაგენელ მოწამეებს - ჰერკულესს და ზოსიმეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი