წმინდა სოფრონიოსი, იერუსალიმელი პატრიარქი (+638-644) - 11 (24) მარტი
წმინდა სოფრონიოსი, იერუსალიმელი პატრიარქი (+638-644) - 11 (24) მარტი
წმინდა სოფრონიოს იერუსალიმელი დაახლოებით 550 წელს დაიბადა დამასკოში, ღვთისმოშიში ქრისტიანების პლიფოსისა და მირას ოჯახში. წმინდა სოფრონიოსი სიყრმიდანვე თავისი სახელის შესაფერისად ცხოვრობდა, რომელიც უბიწოებას ნიშნავს. სიყრმიდანვე კეთილმსახურებით და მეცნიერების სიყვარულით გამორჩეულ სოფრონიოსს ბრძენს ეძახდნენ. მან, უპირველესად, შეისწავლა გარეგნული ფილოსოფია, ანუ საერო მეცნიერებები, რისთვისაც "სოფისტი" უწოდეს, რაც იმ დროს საპატიო ტიტული იყო. საერო მეცნიერებათა შესწავლის შემდეგ მან სულიერი სიბრძნის შეძენაც მოინ¬დომა, ამიტომაც მიმოივლიდა მონასტრებს და უდაბნოებს, სადაც ღვთივსათნო მამათაგან, თავისი სულის სასარგებლო რჩევებს იღებდა. ერთხელ, წმინდა ქალაქი იერუსალიმი მოილოცა და სხვა სავანეებთან ერთად წმინდა თეოდოსი დიდის კინოვიაშიც შევიდა, სადაც გაიცნო წმინდა იოანე მოსხი და მღვდელი ევირატი. წმინდა სოფრონიოსი მთელი გულით მიეჯაჭვა წმინდა იოანეს, როგორც შვილი მამას და როგორც მოწაფე მასწავლებელს და ვიდრე მის აღსასრულამდე ყველგან თან დაჰყვებოდა. ისინი ერთად დადიოდნენ მონასტრებში და უდაბნოებში, ნახულობდნენ ღირს მამებს და მათგან მონათხრობ სულისმარგებელ ამბებს იწერდნენ, ამას მოწმობს ორივე მამის შედგენილი წიგნი "ლიმონარი", რომელსაც ქართულად "სამოთხეც" ჰქვია. ამ წიგნში წმინდა იოანე თავის მოწაფეს სოფისტს, ეძახის, როგორც თავის თანატოლს ფილოსოფიური განათლებით, და არა მარტო სოფისტს, თავის "ბატონს" და "მამასაც" უწოდებს. მასში არა მოწაფეს, არამედ თავის მეგობარსა და თანამშრომელს ხედავდა. იგი სულით სჭვრეტდა, რომ სოფრონიოსი დიდი მწყემსი და ქრისტეს ეკლესიის შეურყეველი სვეტი შეიქნებო¬და. მამა იოანესთან, ერთად წმინდა სოფრონიოსი, ჯერ კიდევ მონაზვნად აღკვეცამდე, საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდა პალესტინაში, თეოდოსი დიდის კინოვიაში, ასევე წმინდა საბას აშენებულ ახალ მონასტერში. შემდეგ სოფრონიოსმა და იოანემ, სპარსელების შემოსევის შიშით დასტოვეს პალესტინა და ანტიოქიის ოლქში ჩავიდნენ. ისინი იქაც ფუტკრების მსგავსად მონასტრიდან მონასტერში გადადიოდნენ და სულიერ ნექტარს აგროვებდნენ. როცა სპარსელები ანტიოქიას მიუახლოვდნენ, მათ ეგვიპტისკენ, ალექსანდრიისკენ გასცურეს და იქაც ასევე აღწერეს ყოველივე, რაც იხილეს და რაც მოისმინეს. სოფრონიოსი ჯერ კიდევ არ იყო ბერად აღკვეცილი. ერთხელაც ავად გახდა და სიკვდილის პირას მივიდა, მაშინ მოძღვარმა ის მონაზვნად აღკვეცა. სოფრონიოსი გამოკეთდა და ახლა უკვე მონაზონი, უფრო მეტს იღვწოდა და ზრუნავდა როგორც საკუთარი, ისე სხვების ცხონებისათვის.

იმ დროს ეგვიპტეში სევირის ერესი გავრცელდა და ორივე მოძღვარი თავგამოდებით ებრძოდა ერეტიკოსებს. ბრძენი და საღმრთო წერილში განსწავლული მამები ეკამათებოდნენ და ამარცხებდნენ მათ. ამის გამო ისინი ძალზე უყვარდა ალექსანდრიის წმინდა პატრიაქს, იოანე მოწყალედ წოდებულს, პატივს სცემდა, როგორც გულწრფელ მეგობრებს, რომლებიც ერეტიკოსებთან ბრძოლაში ეხმარებოდნენ და მწუხარების ჟამს ანუგეშებდნენ. მას შემდეგ, რაც წმინდანებმა უვეცხლოდ მკურნალებმა კვიროს და იოანემ წმინდა სოფრონიოსი თვალის ტკივილისაგან განკურნეს, მან მათი ცხოვრება აღწერა.

რამდენიმე წლის შემდეგ ალექსანდრიასაც დაემუქრა სპარსელების შემოსევა, ნეტარ მამებს - სოფრონიოსს და იოანეს, მათი შიშის გამო ქალაქის დატოვება მოუხდა და ანტიოქიის პატრიარქთან ერთად კონსტანტინოპოლისკენ გაემართნენ. გზაში პატრიარქი ავად გახდა და თავის მშობლიურ ქალაქ ალსაფუნტეში გარდაიცვალა. პატრიარქის დაკრძალვის შემდეგ წმინდა სოფრონიოსი წმინდა იოანესთან და შეკრებილ თორმეტ მონაზონთან ერთად რომში ჩავიდა; რომში რამდენიმე წლის ცხოვრების მერე ღირსი იოანე მოსხიც აღესრულა. ნეტარმა მამამ თავის სულიერ შვილს სიკვდილის წინ ანდერძად დაუბარა, რომ არ დაეკრძალა რომში. ხის კუბოში ჩასვენებული, სინას მთაზე წაესვენებინა. თუ ბარბაროსთა თავდასხმის შიშით სინამდე ვერ მიაღწევდა, მაშინ დაეკრძალა თეოდოსი დიდის მონასტერში, სადაც მონაზვნად აღიკვეცა. ასეც მოიქცა - წმინდა სოფრონიოსმა თავისი მოძღვრის სხეული აიღო, დატოვა რომი და ბერძნული მიწებისკენ გაემართა. ასკელონში მისვლისას შეიტყო, რომ ბარბაროსების გამო შეუძლებელი იყო სინას მთასთან მისვლა, ამიტომ ჩავიდა სპარსელების დაპყრობილ იერუსალიმში და წმინდა იოანე წმინდა თეოდოსის სავანეში დაასაფლავა. თვითონაც, ძმებთან ერთად, იერუსალიმში დარჩა.

მაშინ პატრიარქის ტახტზე მოდესტოსი იჯდა, რადგან პატრიარქი ზაქარია სპარსელებმა ძელიცხოვლის ჯვართან ერთად სპარსეთში გაიტაცეს და 14 წელი იყო დატყვევებული, ვიდრე ჰერაკლე კეისარმა არ გაათავისუფლა. 628 წელს იერუსალიმში დაბრუნდა ჰერაკლე იმპერატორის მიერ ტყვეობიდან გათავისუფლებული პატრიარქი ზაქარია და კვლავ დაიკავა იერუსალიმის საპატრიარქო ტახტი, წმინდა ქალაქი კი სპარსელებისგან გათავისუფლდა. ძელიცხოველი ჰერაკლემ იერუსალიმიდან კონსტანტინოპოლში გადაასვენა, რადგან მტრების შემოსევების ეშინოდა. პატრიარქი ზაქარია 633 წლამდე იყო ტახტზე, მისი გარდაცვალების შემდგომ პატრიარქი კვლავ მოდესტოსი გახდა, ორი წლის შემდეგ ისიც გარდაიცვალა და იერუსალიმის პატრიარქად წმინდა სოფრონიოსი აირჩიეს.

ამ დროს მონოთელიტობის ერესი წარმოიშვა. ეს მოძღვრება იყო მცდელობა - მონოფიზიტებისა და დიოფიზიტების შერიგებისა. მონოთელიტობა, მონოფიზიტების საწინააღმდეგოდ და დიოფიზიტების მსგავსად, ქრისტეში განხორციელების შემდეგ ორი ბუნების არსებობას აღიარებდა, ხოლო მონოფიზიტების მსგავსად და დიოფიზიტების საწინააღმდეგოდ განხორციელებულ ქრისტეში ერთი ნებისა და ენერგიის არსებობას ქადაგებდა. ბიზანტიის იმპერატორთა ერთი წყება (დაწყებული ჰერაკლეთი, კონსტანტინე პოგონატის მეფობის დაწყებამდე – 622-680 წწ.) ამ მოძღვრებას უჭერდა მხარს.

ქალკედონის კრებამ მიზანს ვერ მიაღწია. ევტიქის მწვალებლური მოძღვრება – მონოფიზიტობა ვერ აღმოფხვრა. პირიქით, ქრისტიანული სამყარო ორ უზარმაზარ ბანაკად გაიყო და მათ ერთმანეთში გააფთრებული ბრძოლა გააჩაღეს. მონოფიზიტობამ მტკიცედ მოიკიდა ფეხი ეგვიპტეში, სირიაში, სომხეთში და ბიზანტიის იმპერიის სხვა აღმოსავლურ პროვინციებში და სრულებით არ ჰგავდა სასიკვდილოდ განწირულ მოძღვრებას. საჭირო გახდა იმპერიაში უნიონალური პოლიტიკის გატარება როგორც რელიგიური, ასევე პოლიტიკური კუთხით.

ჰერაკლე იმპერატორმა მონოთელიტური მოძღვრების ერთ-ერთი მედროშე, ფაზისის მიტროპოლიტი კიროსი (ქართულში კვიროსი) ალექსანდრიის პატრიარქად და ეგვიპტის პოლიტიკურ გამგებლად დანიშნა. მონოთელიტური მოძღვრების მამამთავრად თეოდორე ფარანელი – მონოფიზიტი ეპისკოპოსი ითვლება, ხოლო მის აქტიურ მხარდამჭერებად კი – კონსტანტინოპოლის პატრიარქი სერგი, იაკობიტთა წრეში აღზრდილი სირიელი და კიროს ალექსანდრიის პატრიარქი – ფაზისელყოფილი (რომელსაც ეკუთვნის 9 პუნქტისაგან შედგენილი ანათემა სარწმუნოების საკითხებზე). მათ ძალზე ებრძოდა წმინდა სოფრონიოსი. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის ბერი იყო, მან ეპისტოლეებით მიმართა სერგი კონსტანტინოპოლელს და კიროს ალექსანდრიელს, ხოლო ახლა, როდესაც იგი იერუსალიმის პატრიარქი გახდა, მოიწვია ეპისკოპოსთა კრება, რომელმაც გამოააშკარავა მონოთელიტობის არსი და შეაჩვენა ეს მოძღვრება და მისი მქადაგებლები. წმინდა სოფრონიოსმა მდიდარი მემკვიდრეობა დაგვიტოვა. ჩვენამდე მოაღწია მის მიერ შედგენილმა დოგმატიკურმა თხზულებამ, ლიტურღიის განმარტებამ, ღირსი მარიამ მეგვიპტელის (ხს. 1 აპრილს) ცხოვრებამ, 950-მდე ტროპარმა და სააღდგომო სტიქარონმა. ჯერ კიდევ მღვდელ-მონაზვნის ხარისხში მყოფმა სოფრონიოსმა გადაამოწმა და გაასწორა საბაწმინდის მონასტრის ტიპიკონი. წმინდა სოფრონიოსის სამსაგალობლები შესულია თანამედროვე ტრიოდიონში.

წმინდა სოფრონიოსის ქართულად თარგმნილ თხზულებებიდან ჭარბობს ქადაგებები, სახარებისეულ დღესასწაულებზე წარმოთქმული ჰომილიები და წმინდანთა დღესასწაულებზე დაწერილი "შესხმები" (მათი დასახელება, მთარგმნელები და ხელნაწერები იხ. ე. გაბიძაშვილი, ქართული ნათარგმნი ჰომილეტიკა, ავტორთა საძიებლებში 15 ერთეული და მათი შესატყვისი თხზულებათა კონკრეტული ბიბლიოგრაფიები).

სოფრონიოს იერუსალიმელის ჰაგიოგრაფიული თხზულება, "ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ ღირსისა მარიამ მეგჳპტელისაჲ", თარგმნა ეფთვიმე მთაწმინდელმა. წმინდა სოფრონმა კეთილად დამწყსო ქრისტეს ეკლესია, ბაგენი დაუხშო ერეტიკოსებს და შორს განიოტა ვითარცა მგელნი თავის ცხვრებისგან.

შემდეგ მოხდა ისე, რომ სარკინოზებმა დაიპყრეს ასურეთი და პალესტინა, რომელთაც ჯერ ქალაქი დამასკო აიღეს (637 წელს) და მერე გარს იერუსალიმს შემოერტყნენ და ორწლიანი ალყის შემდეგ აიღეს ქალაქი. პატრიარქი სოფრონიოსი, პალესტინელ ქრისტიანებთან ერთად, წმინდა ქალაქში ჩაიკეტა. შემორჩენილია ამ ალყის დროს მის მიერ წარმოთქმული საშობაო სიტყვა, სადაც ის იერემიასავით დაიტირებს წმინდა ადგილთა იავარქმნას, რომელიც ადამიანთა ცოდვების გამო ღვთისაგან დაიშვა, განსაკუთრებით იმაზე წუხს, რომ შობას ბეთლემში ვერ ზეიმობდნენ, რადგან ეს ქალაქი მტრების ხელში იყო. შიმშილისაგან არაქათგამწყდარმა ქრისტიანებმა გადაწყვიტეს, ქალაქის კარები გაეღოთ იმ პირობით, რომ მტერი ხელს არ ახლებდა სიწმინდეებს. ეს პირობა მაჰმადიანებმა არ შეასრულეს. ქრისტიანული სიწმინდეების შებილწვით დამწუხრებული წმინდა სოფრონიოსი 638 (სხვა წყაროებით - 644) წელს გარდაიცვალა.

კონდაკი
საღმრთოჲთა შურითა აღძრულმან, ჭეშმარიტებათა ბრძანებანი პირითა განავრცენ, და საფუძველსა ეკლესიათასა სჯულ უდევ, და მას შინა მყოფთა მონაზონთა ქცევანი განუწესენ, ბრძენთა პატრიარქთა შორის სოფრონიოს იერუსალიმელო, ყოვლად ბრძენი სიტყვანი ზრახვათა შინა აღირჩიენ, რომლითა წინაძღვანვითა გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, მღუდელმთავარო, მართლმადიდებელთა სიქადულო.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.03.2024
წმინდა ათანასეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 01 იანვარს (გარდაცვალების დღეს);
28.03.2024
1 (14 იანვარს), დიუსელდორფის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის მართლმადიდებლური მრევლი აღნიშნავს წმიდა ბერის კლარუს სელიგენშტადტელის ხსენებას.
28.03.2024
წმინდანი დაიბადა პატარა სოფელში, რომელსაც ახლა უწოდებენ სენ-კლერ-დიუ-რონს (Saint-Clair-du-Rhone), ისერში (Isère),ვენის სამხრეთით, საფრანგეთში.
28.03.2024
ღირსი კუან ირლანდიელი (მოკუა, მონკანი, მონკაინი, კლაუნი; ირლანდიური. Cuan, Mochua, Moncan, Moncain, Claunus) ცხოვრობდა მე-6 საუკუნის ირლანდიაში.
28.03.2024
ღირსი მამა წარმოშობით ბრეტანიდან იყო. ის შესაძლოა წმინდანების კადფანის და ჰივინუსის ბიძაშვილი იყო. მალრისი გადავიდა ბრიტანეთში,
26.03.2024
მცირე აზიაში, ბითინიაში, პრუსას (დღევანდელი ბურსა) სიახლოვეს მდებარეობდა ქალაქი ტრიგლია (დღევანდელი ზეიტინბაღი), რომელიც ბიზანტიურ ეპოქაში ცნობილი იყო თავისი მონასტრებით, ესენია:
26.03.2024
წმ. ევგენდი გახლდათ კონდატის (იურას) მონასტრის მეოთხე აბატი, დაიბადა დაახლოებით 449 წელს იზერნორში, აინში, ფრანშ-კონტეში;
26.03.2024
თავის წიგნში "ინგლისელი ხალხის საეკლესიო ისტორიაში" წმინდა ბედა წერდა:
31.01.2024
სენაკი, სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავისი ტრადიციებით, საუკეთესო წარმომადგენლებით, განათლებით, კულტურით,
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler