ონისიფორე მღვიმელის სულიერი შვილი, ბერი, ცდილობდა, მისთვის "მიებაძა". ხალხს მმარხველად ეჩვენებოდა, დაფარულად კი ჭამდა, სვამდა და ხორცითაც სცოდავდა.
მამა ონისიფორე დაფარულთმცოდნელი კი იყო, მაგრამ სულიერი შვილის ფარისევლობა ღმერთმა დაუფარა. ერთხელაც უფალმა ინება ამ საიდუმლოს გამჟღავნება: ფარისეველი ბერი უეცრად გარდაიცვალა და მაშინვე გახრწნა დაიწყო, ისეთი სუნი დატრიალდა, ახლოს ვერ მიეკარებოდი. წესის აგებისას მის კუბოსთან ხმები ისმოდა, თითქოს ვიღაცას სცემენო. მაშინ კი გამოეცხადა წმინდა ონისიფორეს წმინდა ანტონ მღვიმელი (რომლის უხრწნელი სხეულიც კიევის მღვიმის მონასტერშია დასვენებული) და მკაცრად უთხრა: - რად დაასვენე აქ ასეთი მყრალი უსჯულო? გაიტანე გარეთ და ძაღლებს მიუგდე, მაგის ადგილი აქ არ არისო. დაღონდა ღირსი მამა, ნეტავ რად არ გამიმხილა ღმერთმა საიდუმლოო. მაშინ უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: ღმერთმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ შემდგომში გაემჟღავნებინა ეს საიდუმლო ყველა იმ ცოდვის მქნელისთვის, რომელნიც არ ინანიებენ, დაე, შეხედონ და შეინანონო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი