ღირსი გაბრიელი: "ერთი რამ საბოლოო გვირგვინია ყოველივესი - მას სიყვარული - განღმრთობა ჰქვია"
ღირსი გაბრიელი: "ერთი რამ საბოლოო გვირგვინია ყოველივესი - მას სიყვარული - განღმრთობა ჰქვია"

განღმრთობისა და ათი ქალწულის იგავის შესახებ

მთელს კაცობრიობას, მის ყველა მცხოვრებს წარსულში, აწმყოსა და მომავალში ეხება სიტყვები დაბადებიდან “გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად ჩვენს მსგავსად”.


კი, ყველა ადამიანს ეხება ეს, მაგრამ ნუთუ ყოველმა ადამიანმა დაბადებულმა ხატებად ღმრთისა, მისი ცხოვრებით შეიძინა და მოიპოვა ჭეშმარიტი მსგავსება ღმერთისა? ნუთუ ყოველი სული იყო ღმრთაებრივად ნაყოფიერი და ამ ნაყოფით მსგავსი მისი მთესველისა? არსებული ცხოვრებისეული სინამდვილე გვიჩვენებს, რომ არა, რადგან ჭეშმარიტი მსგავსება ღმერთისა - ეს მადლისმიერი დიდი საიდუმლო მოიპოვეს მხოლოდ ჭეშმარიტმა ღმერთის შვილებმა რწმენით და საქმით,  მოიპოვეს უდიდესი მოღვაწეობით, რომლისთვისაც ასე სასტიკად და თავგამოდებით იღვწოდნენ.

 


ადამიანის ცხოვრების არსი სულის ცხონებაში და ამ ცხონებისათვის დაუსრულებელ მუშაკობაშია. დაუსრულებელი, რადგან კაცი, რომელიც ანებებს თავს ქრისტიანულ მოღვაწეობას, ის მეცნიერებით, თუ უმეცრებით სასიკვდილოდ იმეტებს თავს. აქ გაჩერება დაღუპვაა, ხოლო შეჩერება დაღუპვის ტოლფასია, რადგან, ანებებ რა თავს სულის მაცხოვნებელის საქმეების კეთებას, აკლდები სიცოცხლეს, ჩერდები სიცოცხლისათვის და ცხოვრობ სიკვდილისათვის.


აი, ეს ჰქონდა დადებული ცხოვრების არსად ყოველს, რომელთაც ჰპოვეს განსვენება საუკუნო ნეტარებაში. იღვწოდნენ დღემუდამ, არ ჩერდებოდნენ და არ ჯერდებოდნენ მიღწეულ საზომს, მიილტვოდნენ უსრულესისკენ. ამ ქვეყანზე, ხორცში ცხოვრება მათთვის ნიშნავდა ჯერ არ მორჩენას სარბიელისას, რადგან მათთის აღსრულებას სარბიელისას ნიშნავდა გვირგვინს ქრისტესაგან ზეციურ სახლში. ამას გვასწავლის პავლე მოციქული, როდესაც ამბობს: “ძმანო, მე არღარა შემერაცხიეს თავი ჩემი წარწევნულად; ხოლო ერთი ესე, უკანასა მას დავივიწყებ, და წინასა მას მივჰწუდები, და კრძალულებით ვჰსდევ გვირგვინსა მას ზეცისა ჩინებისა ღმრთისასა ქრისტე იესოს მიერ” (ფილიპ. 3; 1516).


ყოველი მათგანი სულის ცხონებისათვის და ღმერთთან ერთობისათვის იღვწოდა თავისებური ცხოვრების წესით. ზოგი უცნაურით, ზოგი საცნაურით, ზოგნი ერთით, ზოგნი მრავალით, ხოლო ერთეულნი სათნოებათა კრებულის ძალით. ყოველ მათგანს ჰქონდა გარკვეული ხარისხობრივი ერთობა ღმერთთან, ყოველი მათგანი ცხოვრებით და გულის სიღრმეში მიისწრაფვოდა ყოვლის გვირგვინის, ღმრთაებრივი სიყვარულის შესაძენად, ნაბიჯნაბიჯ, დიდი ტანჯვით, დიდი წუხილით, მაგრამ უფრო დიდი მოთმინებითა და დიდი სურვილით ადიოდა ყოველი კაცი ამ მწვერვალისაკენ.


ყოველი, სარწმუნოებით მრთელი, გონიერი მოღვაწე ამ მწვერვალის კალთებიდან არის შემოკრებილი, რადგან შეიცნეს, რომ მათი ცხოვრების არსის მისაწვდომი დედააზრი ეს მთაა “ისმინე ისრაილ! უფალი ღმერთი შენი უფალი ერთარს; და შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოველითა გულითა შენითა, და ყოველითა სულითა შენითა, და ყოველითა გონებითა შენითა, და ყოველითა ძალითა შენითა; ესე არს პირველი მცნება! და მეორე მსგავსი ამისი: შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი. უფროს ამათსა სხუა მცნება არა არს”. (მარკ. 12; 2931) ყოველმა მათგანმა გამუდმებული მცდელობით, გარკვეული საზომით აღასრულეს ეს სიტყვები და მოიპოვეს უფლისაგან თავისი დიდი თუ მცირე წილი, სრულყოფილი - ღმრთაებრივი სიყვარულიდან. ყოველ მათგანს მიეცა თავისი საზომით, ღმერთისა და მოყვასის სიყვარულისთვის მისი მოღვაწეობის, შრომისა და გარჯის შესაბამისად. მხოლოდ ერთეულთ, რომელთაც ბოლომდის გასწირეს თავი ღმრთისათვის და სახარებისათვის ერგოთ პატივი ქრისტესაგან, რომ ასულებს ამ მთის მწვერვალზე დასდგომოდათ გვირგვინი და სრულის განცდით ეგემათ გემო ღმრთაებრივი სიყვარულისა.


და მაინც, ნეტავ ვინ ასულა არა ყოველი კაცისათვის შესახებ და მისაწვდომ ამ სიმაღლემდე, რომ მთელი სული დაჰბურვოდა ღვთაებრივი სიყვარულით. ნეტავ ვინ იყვნენ რომელთაც ისე განიცადეს ღმერთთან ის სრული ერთობა და სიახლოვე, და იმ სიღრმით ჩასწვდნენ ჩაუწვდომელ ბუნებას ღმრთისას, რომ არ სცოდნოდათ სიტყვები იოანე მოციქულისა და ეთქვათ “ღმერთი სიყვარული არს”. ეთქვათ დიდი სიღრმით და ამ სიღრმეში განცდილი გრძნობით, გრძნობით, რომელიც უმტკიცესი და უცხადესია ყოველ გრძნობაზე, რადგან აქვთ მათ უკვე ცოდნა ამ უმაღლესის - სრულყოფილი სიყვარულისა!


დილიდან, გაღვიძებისთანავე მამა გაბრიელი გამახსენდა და გადავწყვიტე მის სანახავად წავსულიყავი. თუმცა, კი, სულ ახალი ნანახი მყავდა, მაინც მისი ნახვის სურვილით ავენთე. საერთოდ, ყოველთვის, ამ დიდებული მამის გახსენებაზე, მისი ნახვის სურვილით ვივსებოდი და თუ რაიმე აუცილებელი საქმე არ მქონდა, რომელიც ჩემ ქალაქში (თბილისში) დარჩენას ითხოვდა, ყოველთვის მივდიოდი მასთან.
შემოდგომის ჩვეულებრივი მზიანი დღე იყო. დილის ცხრა საათზე სახლიდან გასული ალბათ ათის ნახევარზე მცხეთაში ვიქნებოდი, თუ სწორედ მახსოვს სვეტიცხოვლის ტაძარში შევიარე, ტაძარსა და უპირველეს ყოვლისა, მაცხოვრის კვართის განსასვენებელს თაყვანი ვეცი და შემდგომ, სამთავროს დედათა მონასტრისაკენ გავემართე. ასე დაწვრილებით იმიტომ ვწერ, რომ მინდა ჩემთვის ამ ძვირფას დღეს ძალისამებრ, არაფერი გამოვაკლო. რაც შეიძლება, ყოველივე ბოლომდე ვთქვა ამ დღის შესახებ, ჩემს მეხსიერებაში დარჩენილი, თუ გინდ, უმცირესი, და ზოგიერთთათვის შეიძლება უმნიშვნელოც კი და არაღირებული, მაგრამ ჩემთვის - ძალზედ ძვირფასი, რადგან ეს ყოველივე იმ დიდებული დღის მთლიანობის განუყოფელი ნაწილია, რომელიც მგონი, არა თუ დაამძიმებს თხრობას, არამედ მეტ სიმსუბუქეს და სიცოცხლეს მისცემს.


და მაინც, შეიძლება ბევრი რამ დამავიწყდა და ბევრიც გამომრჩეს, მაგრამ ეს ყოველივე ვერაფერს დააკლებს იმ მთავარ სათქმელს, რომელიც მფეთქავი გულია მოსათხრობისა.
სამთავროს მონასტერში შესულმა, გარედან ვემთხვიე წმიდა ნინოს პატარა ეკვდერს, მონასტრის დიდ ტაძარს და მამა გაბრიელის სენაკისაკენ წავედი. კიბეები ავიარე, რომელიც როგორც მამა გაბრიელის სენაკის, ასევე დედათა საცხოვრებელი კორპუსისაკენ ადის. სენაკის ორივე კარი ღია იყო. შიდა კარებთან დედა პარასკევა ჯორკოზე იჯდა,  გამიღიმა და ის იყო ლოცვა უნდა მეთქვა შესვლის უფლება რომ ამეღო, მან დამასწრო და მამა გაბრიელს ჩემი მისვლა აუწყა, თან გარე კარებთან შეჩერებულს მითხრა: - “შემოდი რაღას უყურებ”? - მეც აღარ დავაყოვნე და შევედი. ხელში პატარა ჩანთა მეჭირა, მცირე მოსაკითხით, რომელიც თითქმის ყველა მიმსვლელს მიჰქონდა დიდი სიხარულით და ამით გამოხატავდნენ მზრუნველობას და იმ დიდ სიყვარულს, გულში რომ ჰქონდათ მამაოსადმი. ხვდებოდნენ, რომ ის მათ ცხოვრებაში შეუფასებელი საუნჯე იყო.


მამა გაბრიელიც ამ მოსაკითხებით, მის მიერ ან უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით გაკეთებული საჭმელებით უხვად მასპინძლობდა ყოველ მიმსვლელს. იშვიათად თუ იქნება ისეთი ადამიანი, რომელიც არათუ ორჯერ და მეტჯერ, არამედ ერთხელ ყოფილიყო მასთან მისული და მას მამა გაბრიელის ლუკმა არ ეგემოს. თუმც მართალია დაძალაბა არ იცოდა, მაგრამ ისეთნაირად გთხოვდა და გეტყოდა, რომ კარგი გამაძღარიც კი, ერთ ლუკმას მაინც შესჭამდი და ასიამოვნებდი ამ დიდებული მამის გულს, რომელსაც სასწაულად, პატარა  ბავშვივით უხაროდა თუ კი ვინმე მისი დიდი თუ მცირე ტრაპეზიდან მიირთმევდა და მით უმეტეს, დანაყრდებოდა.

 

 

KARIBCHE


ჰო, სათქმელს დავუბრუნდები, ჩანთა დედა პარასკევას მივეცი, ხოლო მე მამა გაბრიელთან მივედი, დავიჩოქე, დასალოცად თავი მოვუხარე და ვუთხარი: “დამლოცეთ მამაო”. მანაც, მისი ჩვეული სიღრმიდან მომდინარე სერიოზულობით დამლოცა და მასთან ახლოს მდგომ ჯორკოზე მიმითითა დაჯდომა. აქ ცოტა შევჩერდები და მამა გაბრიელის ლოცვაკურთხევაზე ორიოდ სიტყვას ვიტყვი. არასდროს, რაც მამა გაბრიელს ვიცნობდი და მისი ლოცვაკურთხევები მახსენდება, ვერ ვიგონებ ისეთ შემთხვევას, რომ როდესმე აჩქარებულიყოს და გულდაუდებელი ლოცვაკურთხევა მიეცეს. თუ გინდ ლოცვაკურთხევის ასაღებად მოსული მრავალი ადამიანი ყოფილიყოს. არც იმას ვამბობ, თითქოს ის ყოველ ადამიანს დიდხანს აყენებდა და ლოცვის განვრცობით, ან სხვა რამ ქმედებით ქმნიდა შთაბეჭდილებას. არა! ეს იყო ბუნებრივი, სადაც მისი შინაგანი მადლი და ძალა კურთხევის ასაღებად მისულისგან აშკარად შეიგრძნობოდა. შეიგრძნობოდა არა მისით, მისი მცდელობით, რომ თითქოს სურდა კაცთა წინაშე მადლმოსილების გამოჩინება, არამედ ყოველივე ეს ხდებოდა მისთვის ბუნებრივი ცხივრებისეული უბრალოებით და უკეთუ ადანმიანისთვის ცხადი და საგრძნობი იყო, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ მას ჰქონდა დიდი ერთობა ღმერთთან, რაც უკვე მისი დიდი მცდელობის მიუხედავად, რომ დაეფარა ადამიანთა წინაშე აღარ, უფრო ზუსტად კი ვეღარ იფარებოდა, რადგან შეუძლებელია სრულებით, ნაწილობრივ კი შესაძლებელი, რომ დაჰფაროს ადამიანმა ეს ერთობა, რაც მამა გაბრიელს უფალთან ჰქონდა!


უფრო ცხადი რომ იყოს ზემოთ ნათქვამი ღმერთის შესახებ, ჩემეული მოსაზრებით ვიტყვი. ნუთუ მასზე დიდად დაფარული, რომელიც სულია აბსოლუტური და არა თუ კაცთაგან, არამედ ანგელოზთაგანაც კი ვერ იხილება. არსებობს ვინმე ან რაიმე? მაგრამ მისი უზენაესობის და გამო, რომ ის არის ვინც ჭეშმარიტად არის, შემოქმედი ყოველივესი, ნუთუ  ვინმეს ან რაიმეს მთელ სამყაროში აქვს მისებრი სიცხადე და მყოფობის ჭეშმარიტება? არა! ასევე ვიტყვი მის მსახურზედაც, დიდ ბერზე, რომელსაც ჰქონდა სრული ერთობა ღმერთთან, რასაც შემდგომი საუბარი დაგვანახებს, რომ მან ცხოვრებაშივე ჰპოვა დასასრული ღმერთში, ხოლო იმ ქვეყნად მარადიული განსრულება დასასრულისა.


დიახ, ეს იყო ბუნებრივი. მან იცოდა ვისთვის როგორი ლოცვაკურთხევა მიეცა, ის არ თვალთმაქცობდა და მეცნიერობდა, არამედ ღმერთისაგან მიცემული წინასწარმეტყველების ნიჭით, რომელიც მას არა თუ მომენტალური და პერიოდული, არამედ მარადიულად, მყოფადად ჰქონდა, ეუბნებოდა ყველას თავის სათქმელს. ზოგს მხოლოდ დალოცავდა, ზოგიერთს განცხადებულად, თუ დაფარულად, წინასწარ აფრთხილებდა მოსალოდნელ განსაცდელზე, მიუთითებდა, ცხონებისათვის დამაბრკოლებელზე, მისი სულის აღშენებისათვის აუცილებელზე... ამისათვის მამა გაბრიელს არ სჭირდებოდა ადამიანის გაცნობა, გასაუბრება, ან თუნდაც მიმსვლელისაგან აღსარების სახით რაიმეს თქმა. მისი მჭერეტელი გონება ყველაფერს ხედავდა და სათქმელს, როგორც პირველად ნანახს, ასევე დიდი ხნის ნაცნობს, თუ საჭირო იქნებოდა ერთნაირი სიღრმით და ამომწურავად ეუბნებოდა.


სულ რაღაც ათიოდე წუთი იქნებოდა გასული ჩემი ჯორკოზე დაჯდომიდან, რომ მამა გაბრიელმა, დედაოს უთხრა: - “წადი დაისვენე და თუ რაიმე დამჭირდა, დაგიძახებ”. დედა პარასკევას არ დაუყოვნებია, რამდენიმე წუთი გაჩერდა და მამა გაბრიელისაგან თავის სენაკში წავიდა. დედაოს გასვლის შემდეგ სენაკში მარტონი დავრჩით. მამა გაბრიელმა მცირე დუმილის შემდეგ გადმომხედა და მითხრა: “გინდა დღეს მოყვასო, საღმრთო თემებზე ვისაუბროთ”? - ღიმილით თანხმობა ვუთხარი, თან დავიბენი, რადგან მამა გაბრიელთან რომელი საღმრთო მოსაუბრე ვიყავი.
სულგანაბული ვიჯექი და ველოდებოდი, თუ რას მოიმოქმედებდა ნეტარი მამა. ტახტიდან წამოდგა, მანტია, რომელიც ზევიდან ეფარა, მხრებზე მოისხა, შემდგომ საკმეველი ააბოლა, ჯორკოზე ჩამოჯდა და მისებური ალერსიანი სახით და სიტყვით შემეკითხა: - “აბა ძმაო, თუ შეიძლება, მითხარი, ყველაზე მეტად რომელი ფსალმუნი გიყვარს”?


ამ კითხვამ ძალზე დამაბნია, არ ვიცოდი, რა მეთქვა, რადგან ასე გამორჩეულად მოყვარული რომელიმე ფსალმუნისა არ ვიყავი, მაგრამ რადგან პასუხი უნდა გამეცა ყველაზე ცნობილი 50ე ფსალმუნი ვუთხარი, რომლის თქმა სხვა ფსალმუნებთან შედარებით ხშირად მიწევდა და გარკვეულწილადაც სხვებზე მეტადაც მომწონდა.
- ო, მიწყალე გყვარებიათ. ეს მართლაც დიდებული ფსალმუნია ფსალმუნთა შორის. მაშ, რადგან გიყვართ, მისი შინაარსიც გეცოდინებათ და თუ შეიძლება მითხარით თქვენი აზრით რას უნდა ნიშნავდეს “უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე”.

თავიდანვე მივხვდი, რომ ამ კითხვაზე პასუხის გამცემი არ ვიყავი, მაგრამ მამა გაბრიელის დასმული კითხვის გამო - “რადგან გიყვართ მისი შინაარსიც გეცოდენებათო”, - შემრცხვა პირდაპირ `არ ვიცის” თქმა, რადგან ამით თითქოს ტყუილის თქმა გამომივიდოდა მამაოს წინაშე და მოვინდომე რაღაც პასუხი მომეძებნა. იმას კი ვერ ვხვდებოდი, რომ უბრალოდ უნდა მეღიარებინა ამ საკითხის არ ცოდნა და ჩემი ის უძლურება, რომელსაც ამგვარ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეეძლო. ამ მდგომარეობაში ვიყავი და როცა კარგა ხნის ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ ტყუილად ვწვალობდი, თან დროც გადიოდა და უხერხული იყო ამდენხანს პასუხის არ გაცემა, ძალა მოვიკრიბე და სირცხვილეული ხმით ვუთხარი: “არა ვიცი, მამაო”.
მან არაფერი შეიმჩნია, პირიქით, მისთვის ჩვეული მოსიყვარულე ღიმილით გამიღიმა, რითაც შინაგანად ამომასუნთქა; რადგან ეს იყო ჩემთვის ნიშანი იმისა, რომ მან ყველაფერი კეთილად აღიქვა და მიხვდა, რომ ეს საქმე უძლურებისდა გამო მომივიდა და არა ტყუილისაგან. ისე გავხდი, თითქოს - არ ვიციმეთქი კი არა - კარგი, ჯეროვანი პასუხი გამეცეს და ის შინაგანი ნერვიულობა, რომელიც მამაოს მიმართ თითქოს ტყუილის თქმით გამო მქონდა, საერთოდ გამცილდა.


- კარგით, მოყვასო, რადგან თქვენ არა, მაშინ მე ვიტყვი თუ რას ნიშნავს “უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე”.
თავდაპირველად დავიწყოთ უჩინოდან, რომელსაც მეფე დავითი სამართლად და სიბრძნით იხსენებს დაფარულზე წინ, და რომელიც ძალისამებრ მისისა განმცხადებელია ღმრთის სიბრძნის საკვირველებისა.
უჩინო არის ის უხილავი სულიერი სამყარო, რომელიც სახიერმა და ყოვლად ძლიერმა ღმერთმა, მისი მიუწვდომელი სიბრძნის განგებით უწინარეს ხილული სამყაროსა და კაცის დაბადებისა შეჰქმნა და მოიმოქმედა. ერთობით ორივე ეს სამყარო არის სავსება ღმრთის შესაქმისა, ხოლო ადამიანი სრულყოფილი სარკეა ამ სავსებისა, რომელშიც ღმერთმა ორივე ბუნებას სულიერი - უმაღლესი და ფიზიკური - სულიერთან შედარებით - უმდაბლესი, მისი მიუწვდომელი სიბრძნით ერთ პირში, ზოგადად ადამიანის ხატში შეჰკრა და გააერთიანა.


ორივე სამყაროს, ფიზიკურთან ერთად სულიერსაც დაუბრკოლებლად ხედავდა ადამი დაცემამდე, რომელთაგან ღმრთის სიბრძნე და მისი სიდიადე უმეტესად და უძლიერესად ზეციური საუფლოს ხედვისას იხილვებოდა, მასში აღსრულებული ფიზიკურთან შედარებით, უზომოესი საკვირველი საქმეების მიერ. ამის მხედველი იყო დაცემამდე ადამი, ხოლო დაცემის შემდეგ მასაც და მთელს კაცობრიობასაც დაგვეფარა და უჩინო გახდა. მოცემული იყო ხილვად ჩვენდა, მაგრამ წაგვერთვა, ცოდვამ, ურჩობამ, ღმერთის სიტყვისაგან გარდასვლამ დაგვაბრმავა მისი ხილვისაგან, ხოლო რომელნიც ღირსნი ხდებოდნენ კვალვად უჩინოთა გამოცხადებისა, ეს ღმერთის მოწყალებით მათი განსაკუთრებული სიწმინდისა და სათნო ცხოვრების გამო ეძლეოდათ.
ე.ი. მოყვასო, როგორც ხედავ აუცილებელია სიწმინდე, რათა ადამიანი კვალად ღირსი გახდეს უჩინოს ხედვისა, რომელიც დაცემის შემდგომ წაგვერთვა და აღებულ იქმნა ჩვენგან - ღმრთის სიბრძნის საკვირველების, ხედვის მიერ აღსაქმელი და განსაცდელი ეს დიდებული ნაწილი.
თუ რაიმე გაუგებარი არ იყო მოყვასო, მაშინ ვგონებ ეს საკმარისია უჩინოს შესახებ.
- არა მამაო, - მივუგე მე.


- მაშინ უფრო საინტერესოზე დაფარულზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა.
დაფარული არის ღმერთის სიბრძნის საიდუმლო ცოდნის წიაღი, სადაც ადამიანები ღმრთის განსაკუთრებული წყალობითა და განგებით დაიშვებიან; რომელნიც დაუსრულებლად, თანდათანობით, ძალითიძალად, სულიწმინდის შემწეობითა და მოქმედებით: ჭვრეტით, შემეცნებითა და ზეშთაგონებით განდობილები ხდებიან უმაღლეს  საღმრთო საიდუმლოებებში, და განიბრძნობიან საიდუმლო სწავლებით ცოდნაში: ღმერთის, ანგელოზების და ადამიანის შესახებ, რომელნიც ადამიანს ძალისამებრ ღმრთის ნების სისრულის, მიუწვდომელი განგებების და ქმნულის საკვირველების სიღრმეებს განუცხადებს. ერთია იხილო და გესმას, ხოლო მეორეა - დანახულის და მოსმენილის საიდუმლოს ჩასწვდე.
დაფარული არ იხილვება მოყვასო, როგორ ეს უჩინოზე ვთქვით, არამედ აქ მხოლოდ ჭვრეტაა გონებრივი თვალით, რომელსაც სულიწმიდა აძლევს ძალას წარმართებისას. ადამიანს რომ დაფარულის ცოდნის კარი განეღოს, სიწმინდის გარდა, აუცილებელია დამსახურება ჰქონდეს ღმერთის წინაშე; ხოლო დამსახურებას - ადამიანს, ღმერთისთვის და სახარებისთვის სიმდაბლითა და სიყვარულით დათმენილი მრავალი დიდი თუ მცირე  ჭირი და განსაცდელი, დევნილობა, უსამართლობა, დაცინვა, განკითხვა, შრომა, ოფლი და მოღვაწება შესძენს.


ღმრთის წინაშე წმინდა ცხოვრებით, როგორც უკვე ვთქვით, ადამიანს უჩინოთა ხედვა მიეცემა, ხოლო სიწმინდეს შეძინებული დამსახურებით, დაფარულთა გამოცხადება ეძლევა. აი, ამისთვის ვთქვი, მოყვასო, საუბრის დასაწყისში, რომ უჩინოს სამართლად და სიბრძნით იხსენებს დაფარულზე წინ მეფე დავით წინასწარმეტყველიმეთქი, რადგან ადამიანი მოღვაწეობით ჯერ სიწმინდის საზღვრებს მიემთხვევა, რომლის მაღალ საზომებზე ასვლისას უჩინოთა ხედვა ეძლევა, ხოლო შემდგომ, თუ კი კვალად გულმოდგინე მოღვაწეობით იქნება, დამსახურებაც შეეძინება ღმერთის მოწყალე და კაცთმოყვარე თვალთა წინაშე და დაფარულთა ცოდნის წყალობასაც მიიღებს მისგან.


როდესაც ადამიანი დაფარულთა ცოდნის წიაღში დაიშვება და მისი საზომისაებრ მიეცემა გამოცხადებანი, ის მთელი ძალით ეძლევა ჭვრეტას, თითქმის აღარ ახსოვს არაფერი, ბუნებრივიც კი, იმდენად ტკბილია ეს ყოველივე. მთელი ძალით ჭვრეტს, გონებით, გონების თვალით დანახულს და წურავს შემეცნებისათვის. ამგვარ “დაძაბულობაში” ის არ განიცდის დაღლას და მობეზრებას, არამედ დიდი მოთმინებითაა შემოსილი, რადგან სული ამ დროს დიდ მშვიდობაშია და ელის განცხადებას საიდუმლოსას. ჭვრეტა და წვრთა - სიტკბოებაა, ხოლო შემეცნება და გაცხადება გამოუთქმელი სიხარული და ნეტარება.
აი, ყოველივე ეს მოყვასო, ძალზედ მაღალი სათნოების ადამიანზე აღესრულება, რომელსაც ღირსი იოანე სინელი კლემაქსში რწმენას, სასოებას და სიყვარულს უწოდებს; აკი ვთქვი, ძალზედ მაღალი სათნოებისამეთქი, რომელიც მართლაც, რომ უკანასკნელი საფეხურია სათნოებათა კიბის
და მაინც თუმცDძალზედ მაღალ ნეტარებებს განიცდის ადამიანი, მასში დაჯერება და დაცხრომა მაინც ვერ ხდება. ის კიდევ უფრო მეტად მიილტვის ღმრთისაკენ, მასთან კიდევ უფრო ღრმა ერთობისაკენ და განუშორებელ მყოფობისაკენ.


ამის იქით უკვე განღმრთობაა, რომლის მოპოვება რაიმე მცდელობითა და მოღვაწეობით შეუძლებელია, აზრს მოკლებული უგუნურებაა! ეს მხოლოდ ღმრთის საჩუქარია, მიუწვდომელი, ენით უთქმელი მოწყალება, რომელიც ღმერთმა უნდა გაიღოს მისთვის და მისი საღმრთო სულის ცხოველისმყოფელი მოქმედებით ღირს ჰყოს ამ საჩუქრისა, რომელსაც ადამიანის მხრივაც უნდა თავისებური მოღვაწება.
აქ ადამიანი მთელი არსებით ეძლევა სიმდაბლეს, უსასტიკესად იმდაბლებს თავს და ძირისძირამდე ჩადის მისი უძლურობის განცდაში. დღე მუდამ ღაღადებს, სტირის და ევედრება ღმერთს, რათა ღირს ჰყოს მისგან განუშორებელ მყოფობას.
დიდია ამ დროს ადამიანში სიყვარულის ალი, რომელიც ერთ-ერთი ენაა მარადიული, უზენაესი ცეცხლისა, რომელსაც სიყვარული ჰქვია. მას ამ ცეცხლთან მთლიანად შეერთება სწადია და არა მარტო ამ ცეცხლისაგან მოცემულ, მოწყვეტილ ენად ყოფნა.
მთლიანად შეერთება ამ ცეცხლთან განღმრთობაა, - რისთვისაც ადამიანს დიდი ლტოლვის და ვედრების გარდა დიდი შინაგანი სისასტიკე მართებს საკუთარ თავთან, უარყოფა პირადისა და დავიწყება საკუთარისა, რაც თავის დიდი დამდაბლების გარეშე შეუძლებელია. ყოველი ადამიანი უნდა გიყვარდეს, ხედავდე მასში ძმას და მოყვასს და გახსოვდეს, რომ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ყველასთვის ივნო. ყველას სიყვარული, ყველას მსახურებაა, სიბრძნით! რომელსაც ღმერთი აძლევს ვისაც კი მიჰხედავს და შემოსავს ამხელა სიყვარულით.


შეერთებამდე ადამიანი იღწვის და მთელი არსებით ისწრაფვის ღმერთთან განუშორებელ მყოფობისაკენ, ხოლო შეერთების შემდეგ სიყვარულშია სადაც დიდი დაყუდება, მშვიდობა და განსვენებაა. იქ ღწვა და სწრაფვაა, სადაც მოკლებულია მთლიანობასა და სისრულეს; ხოლო აქ დიდი დაყუდება, მშვიდობა და განსვენებაა, რადგან სავსებაა და სავსებაშია.
ყველაფერი კეთილად და საღმრთოდ უწერია იოანე სინელს, როდესაც ის ადამიანის სულის განვთარების საფეხურებს დიდებულად აღწერს, მაგრამ ერთი და საბოლოო, რომელიც გვირგვინია ყოველივესი, აკლია.  მას მხოლოდ სიყვარული - განღმრთობა ჰქვია. აქ მხოლოდ სიყვარულია, სიყვარული და სხვა არაფერი, ადამიანი მთლიანად და განუშორებლად მყოფობს ღმერთთან, რაც სრული ერთობაა. გონება ჩერდება, აზრები თავიდან სრულიად ქრება და უჩინარდება, აღარც არაფერს ფიქრობს, არამედ მხოლოდ ღმერთს ჭვრეტს და რასაც ღვთისაგან ხედავს და ისმენს, მას აკეთებს და ამბობს. განღმრთობილი ფლობს სიბრძნეს დასაბამიდან უკუნისამდე, ხოლო ვინ იყო განღმრთობილი ეს ჩვენი საქმე არაა (ეს, რა თქმა უნდა, ჩემთვის თქვა), ერთი კი ვიცით - იოანე ღმრთისმეტყველი.


გაოგნებაში მოვედი მოსმენილისგან, რადგან ეს ყოველივე საოცრება იყო ჩემთვის. მკაფიოდ რომ არ გაგეგო მამაოს პირიდან ეს სიტყვები, ალბათ მოჩვენებას მივაწერდი. ვფიქრობდი ჩემთვის: როგორ, გონება ჩერდება, აზრები ქრება... ეს ხომ შეუძლებელია.
ამ გაუგებრობაში ვერ გავჩერდი და  მამაოს მცირე შეჩერებისთანავე ვკითხე:
- ბოდიში მამაო, როგორ, გონება ჩერდება, აზრები ქრება და არაფერს ფიქრობს, ნუთუ ასეთი რამ შესაძლებელია?
- კი. უნდა დამიჯერო მოყვასო, კაცთაგან შეუძლებელი ღმერთისთვის შესაძლებელია. ეს არის გარდაუვალი მოქმედება სულიწმიდისა ადამიანზე, რათა განაღმრთოს ანუ სათნოებათა უზენაესი, ყოვლის გვირგვინი - სიყვარული მიანიჭოს.
აბა, რაღა ერთობა და ღმერთთან ყოფნაა ის, როდესაც გონება მოქმედია, აზრები დიდად თუ მცირედ მყოფს შენში და გონება დაკავებულია რაიმე საფიქრელით. სრული ერთობა ღმერთთან გარდაუვალია გონების გაჩერების და აზრების არათუ ნაწილობრივ, არამედ  სრულიად გაქრობის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში აქ განღმრთობა არ იქნება, არამედ ყოფნა იმ მაღალ საფეხურზე, რასაც ღირსი იოანე სინელი რწმენას, სასოებას და და სიყვარულს უწოდებს.


აქ მოხდა ამ დღის ერთ-ერთი დიდი საოცრება, რომელიც მაშინ მამა გაბრიელთან ვერ აღვიქვი, თითქოსდა არაფერიო, ისე მოვისმინე ის სიტყვები, რომლებიც სასწაულებრივ რამეს აცხადებდა.
მე ეს საუბრისას ჩვეულებრივად მივიღე და ვერ გავაცნობიერე, რაც ვფიქრობ, რომ მამა გაბრიელის უზარმაზარი სიმდაბლის გამო მოხდა, რომლის საკვირველმა უბრალოებამ ეს ნათქვამი გონების თვალთაგან დამიფარა და მხოლოდ საუბრის შემდგომ, როცა მისი სენაკიდან წამოვედი, გულისხმა ვყავი, მისი ეს და სხვა არანაკლები სიღრმისა და მნიშვნელობის ნათქვამები, რომლებიც საუბრისას მარტივად... მიმხვდარი აზრის გარეშე ისმინებოდა.


- მხოლოდ სიყვარული, შეუძლებელია ამის გარეშე, გონება უნდა გაჩერდეს და არანაირი აზრები აღარ უნდა იყოს მასში, აი როგორც მე - და მარჯვენა ხელის მტევანი თითების შეხებით ორსამჯერ ნელა მიირტყა - მიიდო თავზე. - ამას შენით ვერ იზამ მოყვასო, ეს მხოლოდ სულიწმიდას ძალუძს რომ მოიმოქმედოს ადამიანში და ამგვარი საკვირველების ღირსი გაგხადოს. თუმც მე რა საქმე მაქვს ამნაირ მადლთან, მე ხომ სიბერისაგან ვარ ასე, რომ აზრები თავში აღარაა და გონებაც გაჩერებულია.
ამ საოცარი ნათქვამის შემდეგ, როდესაც მამა გაბრიელმა თქვა “აი, როგორც მე”  ო, რაღაც შინაგანად შევივსე და არაფრის კითხვის სურვილი არ მებადებოდა. უცნაურია, მაგრამ საქმე, რომელიც გონებით დასანახი და ჩასაწვდომი იყო მისი ხელის თავზე მირტყმა  მიდებით, თითქოსდა ხილულად დამანახა, რადგან მამაოს ამ მოქმედების მერე ჩემში ის წარმოუდგენლობა, რომელიც მისი მონათხრობისდა გამო მქონდა, უცებ სარწმუნო და დასაჯერებელი გახდა. გონებასაც ძალა მიეცა, რათა მცირედი მოეაზრებინა და მონათხრობი, რომელიც თავიდან საერთოდ ვერ გაეგო, მოყოლილის სახით მაინც დამმახსოვრებოდა.
- განღმრთობილი ამ ქვეყანაზე თავისთვის აღარ ცხოვრობს მოყვასო, არამედ მხოლოდ კაცთა სარგებლისათვის არის დედამიწაზე. დიდი სიმდაბლით იფარავს თავს, რომ არ დასწვას ადამიანები, რადგან განცხადებულად რომ იცხოვროს, ვერ გაუძლებენ მის ნამდვილ ყოფას და შური შეჭამთ, შურიც რომ არა, მოყვასო, ვერ ძალუძთ მისი დატევნა, იმდენად დიდია ეს მათი გონებისათვის.


ხოლო ის, რომ სიყვარულია ბოლო საფეხური, მხოლოდ სიყვარულია ანუ განღმრთოება და ეს არა არის თქმული მაღალსახსენებელი იოანე სინელის მიერ კიბის აღწერაში და არც შემდგომ თქმულა - ღმერთის განგებაა; ღმერთმა ეს ჩემთვის შემოინახა, მე რომ მეთქვა და მას ჩემს გარდა ვერავინ იტყოდა.
ასევე სიყვარულია ათი ქალწულის იგავის საბოლოო და სრულმყოფელი განმარტება, ხუთ სულელ ქალწულს სიყვარული აკლდათ. ეს არის დედა აზრი ამ იგავისა და მიზეზი მიზეზთა, რის გამოც ისინი მოაკლდნენ სულით ცხონებას.
აქამდე თქმული განმარტებები ღმრთის განგებით თავთავის დროს იყო საჭირო და მოცემული, ხოლო ეს უკანასკნელი კი ღმერთმა ბოლო ჟამისთვის ინება და შემოინახა მოსაცემად, როგორც ყველაზე დიდი რამ, საჭირო და აუცილებელი დღეს, ისე როგორც არასდროს და მომცა მე ცოდვილს, რომელმაც მთელი ცხოვრება ღმრთისა და მოყვასის სიყვარულისთვის ვიღვაწე და თავი არ დამიზოგავს; და განა რა მოხდა მოყვასო, თუ ვჰპოვე მადლი ღმრთის მოწყალების წინაშე ამის მიღებისა, რათა ჩემს მოყვასთ ვუთხრა, რომ ღმერთი ახლა სიყვარულს ითხოვს ჩვენგან და რომ დღეს მთელი შეძლებით სიყვარულისკენ გვმართებს მოღვაწება; სიყვარულისკენ ღმრთისა და მოყვასისა.


მამა გაბრიელმა ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, რომ დიდი სიმდაბლითა თქვა, რომელიც მასში საუბრისას უპირველესად იკითხებოდა, მაგრამ გასაოცარი ამაში იყო ის, რომ ამ დროს მისი სიტყვა და მეტყველება ძალზე ძლიერი და ხელმწიფური იყო.
თავდაპირველად, როდესაც იოანე ოქროპირმა ეს იგავი კეთილი საქმეებით ანუ სულელ ქალწულებზე მათი არქონით განმარტა, ღმრთისაგან იყო და ამგვარად იყო საჭირო იმ დროს, რადგან ღმერთი მაშინ ადამიანებისაგან კეთილ საქმეებს, კეთილი საქმეების კეთებას ითხოვდა და მათგან მასზედ, ამგვარი მოღვაწეობა სურდა.


შემდგომ სერაფიმ საროვსკიმ ხელახლა განმარტა ეს იცავი და მას ახლებური გააზრება მისცა, როდესაც სულელი ქალწულების წარწყმედის მიზეზად მათზედ საღმრთო მადლის, სულიწმიდის ნაკლებობა ბრძანა. ამით ღმერთმა ადამიანებს საღმრთო მადლის ანუ სულიწმიდის მოხვეჭა-მოპოვებისაკენ მოუწოდა და მათი მოღვაწება მთლიანად აქეთკენ მიაქცია, რომ ადამიანის მოღვაწებას დედააზრად ეს დასდებოდა, მოხვეჭა და მოპოვება საღმრთო მადლისა ანუ სულიწმიდისა. ამას ითხოვდა ადამიანისაგან და ამასვე მოჰკითხავდა მას  ამ ქვეყნიდან განსვლის შემდგომ.
ხოლო ახლა, როდესაც ბოლო ჟამია “და განმრავლებითა უჰსჯულობისათა, განხმეს სიყვარული მრავალთა” (მტ. 4; 12) ადმიანს ისე როგორც არასდროს სჭირდება სიყვარული და უნდა იყოს სიბრძნით, რომ არ მოაკლდეს და მოსწყდეს მას; რადგან დღეს ბოროტი სული მთელი ძალით იმას ცდილობს, რომ ადამიანთა გულებიდან სიყვარული ამოგლიჯოს, მისგან მცირედნი მოკლებით ნელ-ნელა გააცილოს და შემდგომ საერთოდ განაშოროს მას.


ღმერთი ახლა სიყვარულს ითხოვს ჩვენგან და ამიტომ მთელი ჩვენი მოღვაწება სიყვარულისკენ, მისი მოპოვებისაკენ და დამკვიდრებისაკენ უნდა წავმართოთ, რაც მხოლოდ ქველის საქმეთა გზითაა შესაძლებელი; რადგან სიყვარული თვინიერ საქმეთა გარეშე მკვდარია და მხოლოდ ჰაერში ნათქვამი ფუჭი სიტყვაა, რომელიც ადამიანს სასჯელად დაედება უფლის, იესო ქრისტეს წინაშე საშინელ სამსჯავროზე, რამეთუ იძახდა სიყვარული, სიყვარული და იმ საქმეთაგან შორს იდგა მოყვარულ ადამიანს რომ უნდა ჰქონდეს ღმერთისა და მოყვასის წინაშე; ან თუ ჰქონდა ნაკლულევანი, ვიდრე მის შეძლებაში იყო, რომ აღესრულებინა და არ ჰქმნა.


სიყვარული ცხოველია მოყვასო, რომელიც კეთილი საქმის გარეშე კვდება; კეთილი საქმეები კეთილი ქმედებაა; კეთილი ქმედება კი სიცოცხლეა სიყვარულისა. ესაა ჭეშმარიტი სიყვარული და ერთადერთი ძალა, რომლითაც ადამიანი შეძლებს გაუძლოს ბოლოჟამისეულ საცდურებს, სიმძიმესა და შიშს, რომელსაც ანტიქრისტე - მისი დროებითი მეუფება მოიტანს ამ ქვეყანაზე.
აქ დაასრულა მამაომ საუბარი, რომლის აღწერას წერის გაგრძელების გამო აღარ შევუდგები. ცოტა ხანს ჩუმად ვისხედით. გარედან მამაოს სანახავად მოსულმა ლოცვა წარმოსთქვა “ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა”... კიდევ კაი ხანს მოგვიწია, უფრო ზუსტად, მომიწია მამაოსთან განმარტოებით ყოფნა, რადგან ამ დროს მასთან უკვე მნახველები მოდიოდნენ.


მამა გაბრიელმა გარეთ მყოფ მნახველს, რომელიც ლოცვით სენაკში შემოსვლას ითხოვდა, “ამინ”  ის თქმით უფლება დართო შემოსვლისა, ხოლო მე ღიმილით გადმომხედა და მითხრა: “აბა მოყვასო, ქრისტეს სახელით მშვიდობით წარვედი”. - მივეახლე, ლოცვაკურთხევა ავიღე და სახლისკენ წამოვედი.
ძალზედ ძნელია იმის აღწერა, თუ როგორი ბედნიერი ვიყავი ამ ყველაფრისაგან. მიხაროდა, რომ მამა გაბრიელმა ღირსი გამხადა ამგვარი დიდებული საუბრისა; რასაც თან ერთვოდა ის სულიერი შინაგანი და საოცრად ნეტარი მდგომარეობა, რაც ამ საუბრისგან, კერძოდ მამა გაბრიელის მადლმოსილი სიტყვებიდან მივიღე; რადგან ყოველი მისი სიტყვა, იქნებოდა ეს მეტყველების რიგისმიერი, თუ რაღაც ღრმა, მნიშვნელოვანის მანიშნებელი და გამომხატველი, უცნაური სიტკბოებით და შთაბეჭდილებით ისმინებოდა; რომელმაც ჩემში დიდი სიხარული, დიდი სიმშვიდე და რაც ყველაზე დიდებული რამ იყო, უზარმაზარი სიყვარულის გრძნობა და განცდა შემოიტანა; რომელიც ჩემში რაღაცნაირად ბრუნავდა და ყველაფერს ირგვლივაც და ჩემშიც სილამაზეს, ნათელ ფერს და მეტყველ დუმილს ფენდა. გონებასაც რაღაც თავისუფალი, საღი აზროვნების ძალა მიეცა და ვფიქრობდი მამა გაბრიელის მონათხრობზე. ნელ-ნელა მეხსნებოდა და ვაფიქსირებდი მამაოს მონათხრობში იმ სიღრმისეულ სიტყვათა მნიშვნელობას, რომელიც მასთან ყოფნისას ვერ გულისხმავჰყავი; რაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემი აზრით მისი საკვირველის სიმდაბლისა და უბრალოების გამო მოხდა. გაკვირვება გაკვირვებას ემატებოდა, როცა განღმრთობაზე მის სიტყვებს ვიხსენებდი და თურმე მამა გაბრიელი ამგვარი მამა ყოფილა; რაც მის შეფარულად ნათქვამ სიტყვებში და მოქმედებაში იფარებოდა. კერძოდ როცა მითხრა: “აი, როგორც მე”ო და ხელის მტევანი თითების შეხებით ორ სამჯერ ნელა მიირტყა, ნელა მიიდო თავზე.


ამის ქმნა მამაოს ჩემს გამო მოუწია, ოდეს ამ საკითხისადმი ჩემში სრული გაოგნება და წარმოუდგენლობა იხილა; რითაც მან ჩემში უცნაური გარდაქმნა მოახდინა. გონებამ ამის შემდეგ ალღო აუღო ამ საკითხს და თუმც, მართალია, მთელი სისავსით ვერ ჩასწვდა, რაღაც დონეზე შესახები და მისახვედრი გახდა მაინც.
ყველაზე დიდი და შეუმცდარი რწმუნება იმისა, რომ მამა გაბრიელი ამგვარი - განღმრთობილი მამა იყო, გარდა ჩემი მისდამი და მისი სიტყვებისადმი დიდი რწმენისა და დაჯერებისა, სწორედ ეს ჩემს შინაგანში მომხდარი გარდაქმნა იყო; რადგან სწორედ მისი ამ მოქმედების და სიტყვების შემდეგ (უფრო კი მაინც მოქმედების, თუმც, რა თქმა უნდა, სიტყვებსაც უდიდესი დატვირთვა და შედეგი ჰქონდათ), როდესაც მან ხელის მტევანი ხელის შეხებით ორსამჯერ ნელა მიირტყამიიდო თავზე და თქვა “აი როგორც მე”  ო, რაღაცნაირად შევივსე და თუ განღმრთოების საიდუმლოებათა სიღრმე და მდგომარეობანი ჩემთვის გაუგებარი და წარმოუდგენელი იყო, უცებ უცნაურად დასაჯერებელი და მცირედ მისახვედრი გახდა; ხოლო ამგვარი რამ მხოლოდ განმღრთობილ მამას შეეძლო ექნა, როგორც სიტყვებისნათევამის შესაბამისი საზომის მფლობელს.


შემდგომ ამ გაკვირვებას ემატებოდა ის სიტყვები, როცა მამაომ სულიერი განვითარების საფეხურების ანუ სათნოებათა კიბეს, რომელიც ეკლესიას ღმერთშემოსილი მამის ღირსი იოანე სინელისაგან აქვს მოცემული კიდევ ერთი, არა თუ საფეხური, არამედ როგორც თვით თავად ნეტარი მამა ამბობდა “ყოვლის გვირგვინი”, მხოლოდ სიყვარული ანუ განღმრთოება, როგორც დაკლებული დაუმატა და თქვა, რომ ღმერთმა ეს ჩემთვის შემოინახა, რომ მე მეთქვა და ამას ჩემს გარდა ვერავინ იტყოდაო. თქვა ისე, თითქოს მორიდება და წუხილი ჰქონდა გულში, რომ მის გამო არ იყო თქმული აქამდის ეს.
ამას კიდევ თან ერთვოდა ათი ქალწულის იგავის განმარტება (ვფიქრობ ყველაზე მთავარი რამ ამ საუბარში), სადაც ხუთი სულელი ქალწულის წარწყმედის მიზეზად მამაომ მათზედ სიყვარულის ნაკლებობა ბრძანა. და რომ ეს, ხუთ სულელ ქალწულზე სიყვარულის ნაკლებობა არის ღმრთისაგან მოცემული საბოლოო განმარტება ამ იგავისა, რომელიც ჩვენთვის, ადამიანებისათვის მოწოდებაა და ბრძანება ღმრთისა, რათა მთელი ძალით სიყვარულისაკენ, მისი მოპოვებადამკვიდრებისაკენ ვიღვაწოთ; როგორც ყველაზე საჭირო და აუცილებელზე დღეს ჩვენთვის, ისე, როგორც არასდროს ქრისტე მაცხოვრის მოსვლის შემდგომ კაცობრიობის ისტორიაში.


ერთბაშად ყოველივე ამის მომააზრებელი სიხარულისაგან და გაკვირვებისაგან “გაბრუებულივით” ვიყავი. თითქოსდა ჩემს თავში ვეღარ ვეტეოდი და მინდოდა ეს ყოველივე ვინმესთვის - მორწმუნე ახლობელისთვის მომეყოლა. ამის გამო თბილისში ჩასვლისას სახლში აღარ წავედი, არამედ ერთ ჩემს ძალიან ახლობელ მორწმუნე ოჯახში შევიარე, რომლებიც მამა გაბრიელს კარგად იცნობდნენ და ყოველივე დაწვრილებით მოვუყევი, მათაც ძალზედ გაიხარეს და გაოცდნენ მონაყოლისგან. შემდგომ რამდენიმე საათი მათთან დავყავი და ამ თემის და მამაოს ირგვლივ ვსაუბრობდით.
ბნელოდა, როცა სახლში მივედი, ცოტა ხანში ჩემი  უფროსი ძმაც მოვიდა სამუშაოდან, რომელიც ჩემზე უწინ იცნობდა მამა გაბრიელს და მასაც ყოველივე დაწვრილებით მოვუყევი, ამის შემდგომ, ცოტა ხანი წყნარად, ჩემთვის ჩამოვჯექი და გამიჩნდა სურვილი, რომ სახარება წამეკითხა: უფრო სწორედ კი მენახა და თვალი გადამევლო იმ სახარებაზე, რომელიც  სტოკჰოლმში, ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტშია გამოცემული.


ეს სახარება კარგა ხნის წინ ნაყიდი, სახლში მქონდა, მაგრამ იმის გამო, რომ მსმენოდა მასში მრავალი შედომაა დაშვებული და თან თარგმანიც ჯეროვნად შესრულებული არ არისო, გადაშლილი და წაკითხული არ მქონდა. ამ ყოველივეს მიუხედავად, მაინც ვიყიდე, რადგან როგორც წიგნი მისი გამოშვების ხარისხი ძალზედ მომწონდა და მიზიდავდა, თან სხვა თუ არაფერი - სახარება იყო.
ავდექი. სახარება, რომელიც უჯრაში მქონდა შენახული, გამოვიღე, ჯერ გარედან შევათვალიერე, შემდეგ კი წასაკითხად გადავშალე, ინტერესით, თუ როგორი თარგმანი და საკითხავი იყო. პირველივე გადაშლაზე იოანე მოციქულის სახარების დასაწყისი, პირველი თავი შემხვდა. “თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი”. ამის შემდგომ კიდევ რამდენიმე მუხლი ჩავიკითხე და მივხვდი, რომ შეხედულება, რომელიც ენობრივად გაუმართავ თარგმანზე მქონდა, სწორი არ იყო. თუმცა, რა თქმა უნდა, ძველ ქართულ სახარებისეულ ენას და თარგმანს ვერ შეედრებოდა.


შემდგომ ამისა, გამიჩნდა სურვილი, რომ მოციქულთა ეპისტოლეებზეც გადამევლო თვალი. და ახლა იქ მენახა, თუ ენობრივად როგორი საკითხავი იყო. ბოლოსაკენ დავიწყე შლა, მოციქულთა ეპისტოლეებს რატომღაც გვერდი ავუარე და როცა იოანე მახარებელის გამოცხადებას მივადექი, გავჩერდი. დავიწყე კითხვა პირველი თავის პირველივე მუხლთან “გამოცხადება იესო ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა, რათა ეჩვენებინა თავის მორჩილთათვის რაც უნდა მოხდეს მალე”, ეს წავიკითხე, მცირედ ქვემოთაც ჩავედი და უცებ გამახსენდა მამა გაბრიელის სიტყვები - “განღმრთობილი ფლობს სიბრძნეს დასაბამიდან უკუნისამდე, ხოლო ვინ იყო განღმრთობილი ეს ჩვენი საქმე არაა, ერთი კი ვიცით, იოანე ღმრთისმეტყველი”. ამგვარმა უეცარმა მტკიცებამ მამაოს სიტყვათა ჭეშმარიტებისა, რომელიც პატარა სასწაულივით იყო და არის ჩემთვის, კიდევ უფრო გამახარა და განმამტკიცა იმის რწმენაში, რომ მამა გაბრიელის მონათხრობი სრული ჭეშმარიტება იყო. თუმც ეს თავიდანვე მწამდა, მაგრამ ეს ჩემთვის სასწაულებრივი ფაქტი, რომელმაც იმ დღესვე, საუბრის შემდეგ რამოდენიმე საათში ამგვარი მტკიცება მომცა მამაოს სიტყვათა ჭეშმარიტებისა და ისიც წმნიდა სახარებიდან, მივიღე როგორც ღმერთის მოქმედება, რომელმაც ყოველივე მონათხრობს შეუმცდარობის და ჭეშმარიტების ბეჭედი დაასვა.


რთულია გადმოსცე ის მდგომარეობანი ჩემი სულისა, რომელსაც ამ მონათხრობის დაწერამდე განვიცდიდი. ღმერთის წინაშე ვიტყვი და დაფიცებას მხოლოდ იმის გამო მოვერიდები, რომ წმიდა მამათა ერთი გამონათქვამი მახსენდება: “ადამიანი იმდენად უძლურია, რომ მისი თავისაც ბოლომდე არ უწყის და არათუ ანგელოსისა და ღმერთისა”, თორემ დაფიცებასაც არ მოვერიდები, რომ ამ ყოველივეს დაწერა ჩემი უღირსების გამო სრცხვილს მგვრიდა. არ ვიცი სულის უქვემოეს სიღრმეში თუ იყო სურვილი ამ ყოველივეს დაწერისა ამპარტავნების, ანდა მზვაობრობის გამო, რადგან სულის იმ სიღრმემდე, სადამდისაც ჩემი ცნობიერება აღწევს, ამგვარი აზრი არ გამვლებია. პირიქით, სირცხვილი და უკიდურესი მორიდება იყო ჩემში ამ მონათხრობის დაწერის მიმართ.


მადლობა ღმერთს, იმისთვის, რომ მამა გაბრიელის სიდიადისა და მისი ამ მონათხრობების მნიშვნელობის გარკვეული სახით - მცირედ შემცნობელი გავხდი: და რომ განღმრთობილი მამა იყო იგი; და თუ რა არის განღმრთობა, რა მდგომარეობაა ეს და კიდევ უფერო ზუსტად, როგორი გზით, რის წიაღწიაღში მიიღწევა იგი და რომ სიყვაეული, მხოლოდ სიყვარული არის განღმრთობა, რომელიც “გვირგვინია ყოველივესი” უკეთუ ღმერთმა ინება და მისი მიუწვდომელი სიბრძნის განგებით უბოძა იგი სათნოებათა მწვერვალზე - რწმენა, სასოება, სიყვარულზე ასულთ; და რომ ღმერთმა ამის თქმა მისთვის შემოინახა - გასაოცარი განგებულება!


ამათ კიდევ თან ერთვის ათი ქალწულის იგავის განმარტება, სადაც სუთი სულელი ქალწული სიყვარულის ნაკლებობის გამო დაისაჯენ, და რომ ეს საბოლოო განმარტებაა მოცემული ღმერთისგან; რომლის ანუ ამ იგავის თითოეული განმარტება ეპოქალურ სახეს ატარებს თურმე კაცობრიობის ისტორიაში, რაც საკვირველი სიღრმით ხედვაა ღმერთის განგებისა ადამიანის ყოფიერებაში; რომელიც ამ იგავის განმარტებით და განმარტებებში ისახება, ცხადდება და მოიცემა. რაც განხორციელებული სიტყვის, უფლის იესო ქრისტეს ქადაგებათა - სიტყვათა მფლობელობას და სიცხოველეს ამტკიცებს და ცხადჰყოფს ყოველგვარ დროზე და ყოველგვარ დროში.


და რომ უკანასკნელი ჟამის ეპოქაში მცხოვრებთ ეს - სიყვარულისაკენ სწრაფვა და მისი მოხვეჭადამკვიდრება გვაქვს ღმერთისგან მოცემული ნებად და კარნახად, რადგან მასშია და ის არის ის ძლიერება, რომელიც ამ ბოლო ჟამის ეპოქის გამძვინვარებული ანტიქრისტიანული სულისაგან, წუთისოფლის მომძლავრებული საცდურებისაგან, რითაც კატასტროფულად ივსება ყველაფერი და ყოველივე ამ ქვეყნიერებაზე და თვით ანტიქრისტეს საშინელი მეუფების დამონებისაგან გვიხსნის.
აი, ყოველივე ეს მაფიქრებინებდა, რომ აუცილებელია გადმოცემულიყო და დაწერილიყო მოსმენილის შესახებ. მაგრამ იმის გაფიქრება, რომ ეს მე უნდა დამეწერა და მე უნდა ვყოფილიყავი ამ საქმის აღმსრულებელი, თითქმის სურვილის განქარვებამდე მივყავდი; მაგრამ შევცბი და შევშინდი ღმერთის წინაშე, როდესაც საბოლოოდ ამ აზრზე დადგომა და მასში გამყარება გადავწყვიტე. სინდისი სულ მეუბნებოდა: “როგორ, ეს ყველაფერი უკვალოდ უნდა დავკარგო? რა, მხოლოდ შენია?! არ გეშინია ქრისტეს წინაშე ამაზე პასუხი რომ აგო”?! თან სირცხვილის გრძნობაც გამაჩნდა მამა გაბრიელის  - ამ საკვირველი მამის წინაშე, რომლის ძვირფას საუბარსაც უკვალოდ ვკარგავდი...


ჩემს თავზე, ეს ზემოთ მონაყოლი არ იყო სულის მსუბუქი მოძრაობები და ნაზი განცდები, არამედ რთული და ძნელი, ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ოთხი წლის მანძილზე შინაგან ბრძოლასა და გადაწყვეტაში მიმდინარეობდა და მოსაბეზრებელი რომ არ ყოფილიყო მკითხველისთვის, როგორც შემეძლო მოკლედ დავწერე.
ბოლოს კი, როდესაც ჩემი შემეცნება დაწერისაკენ სრულიად მიიქცა, გადავწყვიტე მამა გაბრიელის ამ მონათხრობის ფურცელზე გადმოტანა. სათქმელი ვთქვი. თუ გასაგებად ვერ შევძელი გადმოცემა შემინდოს მამა გაბრიელმა და მკითხველმა, ხოლო თუ ნორმალურად - მადლობა უფალს.

დავითგარეჯა. 1999 წ.
მღვდელმონაზონი კირიონი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat