ღირსი გაბრიელ სალოსი
ღირსი გაბრიელ სალოსი
"მიღებული პასუხი"
"კარიბჭის" მე-5 ნომერი მთლიანად ღირს გაბრიელს მივუძღვენით. ამ ნომერმა მკითხველის დიდი ინტერესი გამოიწვია. თუმცა ბევრი საინტერესო რამ ვერ დაიტია, ამიტომ გადავწყვიტეთ, რამდენიმე პუბლიკაცია პერიოდულად შემოგთავაზოთ.

რამაზ ნიორაძე
იგონებს:

მაქვს ბედნიერება, რომ მქონდეს მამა გაბრიელის ნაქონი სკუფია, რომელთანაც ჩემს მეგობარს არქიმანდრიტ მამა იოანეს, სხალთის მონასტრის წინამძღვარს, ერისკაცობაში სანდრო კეკელიძეს, მნიშვნელოვანი ამბავი აკავშირებს.

1998 წლის 2 ნოემბერს, მამა გაბრიელის გარდაცვალების მესამე წლისთავზე მე, სანდრო და ჩვენი მეგობრები წავედით სამთავროს მონასტერში. მამა გაბრიელის საფლავი მოვილოცეთ. სანდროს გულში, ისე რომ არავინ არაფერი ვიცოდით, თურმე გაჩენილი ჰქონია სურვილი მონასტერში წასვლისა და მონაზვნური ცხოვრებისა, მაგრამ თან ორჭოფობდა, ფრთხილობდა, ვერ გადაეწყვიტა, როგორ მოქცეულიყო. ღვთის ნებას ეძიებდა. უნდოდა, განცხადებულად მიეღო რაღაც ნიშანი მის მონასტერში წასვლაზე, რადგან მხოლოდ საკუთარ გადაწყვეტილებაზე დანდობას ერიდებოდა. ამ საფიქრალში მყოფმა მამა გაბრიელს გულმხურვალედ სთხოვა, რომ მის სურვილზე ღვთის ნება გაეგო და მისთვის ნიშანი და პასუხი მიეცა - წასულიყო თუ არა მონასტერში.

მამა გაბრიელისადმი მისი ამ მხურვალე თხოვნის შემდგომ, რომელიც საერთოდ არ ვიცოდი, გამიჩნდა სურვილი - რომ მამა გაბრიელის სკუფია, რომელიც მე მქონდა, სანდროსთვის მიმეცა. ეს სურვილი ისეთ მოთხოვნილებად მექცა, რომ 2 ნოემბრის შემდგომ, ორ დღეში ეს ჩემთვის უძვირფასესი სიწმინდე სანდროს ვაჩუქე. ამით სანდრომ მოსვენება დაკარგა და დაჟინებით და ხშირად მეკითხებოდა, რატომ მაჩუქე ეს სიწმინდეო. მე ამაზე არანაირი პასუხი არ მქონდა. გარდა იმისა, რაც იყო და ვეუბნებოდი: - არ ვიცი, გული მეუბნებოდა ამას-მეთქი. რახან სანდრო ამ კითხვას მაშინ ხშირად მიმეორებდა, ვუთხარი: - თუ არ გინდა, დამიბრუნე, ძალით კი არ მოგეცი-მეთქი, რაზეც უარი მომიგო:

- არა, რას ამბობ, მაგიტომ არ გეუბნები, უბრალოდ, ის მაინტერესებს, ეს შენთვის ძალზე ძვირფასი სიწმინდე მე რატომ მომეცი.

სანდრო თურმე თავისას წვალობდა. უნდოდა, საბოლოოდ დარწმუნებულიყო, რომ ეს იყო მამა გაბრიელისგან მის სათხოვარსა და სურვილზე მიღებული პასუხი. მალე სანდრო მიხვდა, რომ მამა გაბრიელის სკუფიის მიღება იყო ბერის მიერ მიღებული პასუხი, რითაც, საერო და სამონაზვნო ცხოვრების არჩევანზე მოჭოჭმანეს, სამონასტრო ცხოვრებისკენ მოუწოდებდა. რამდენიმე დღეში სანდრო ბეთანიის მონასტერში წავიდა. მან მამა გაბრიელის სკუფია შინ დატოვა, რომლის შესახებ სანდროს დედამაც - ქალბატონმა ციცინომაც უწყოდა.

სანდროს მონასტერში წასვლიდან რამდენიმე დღეში ქალბატონ ციცინოს მამას გაბრიელი სამჯერ ეჩვენა სიზმარში და სამივეჯერ ერთი და იგივე უბრძანა:

- ჩემი ქუდი დამიბრუნე!

ქალბატონი ციცინო მიხვდა, რომ ამ სკუფიაზე მიუთითებდა და გადაწყვიტა, სკუფია სამთავროს მონასტერში დედა პარასკევასთვის ჩაეტანა. ასეც მოიქცა - დედა პარასკევას სკუფია გადასცა და მიზეზი, რისთვისაც იქცეოდა ასე, აუწყა.

ამ ამბიდან ორ-სამ დღეში ჩავედი მამა გაბრიელის საფლავის მოსალოცად, საფლავი მოვილოცე და დედა პარასკევაც ვნახე. მან მომითხრო ქალბატონის შესახებ, რომელმაც მას მამა გაბრიელის სკუფია მისცა და მითხრა:

- ნეტავ, ვინ მისცა ეს სკუფია? ვინ უნდა ყოფილიყო, ვერ ვხვდები.

დედა პარასკევა თხრობას რომ მორჩა, მე უკვე თავიდანვე ყველაფერს მიმხვდარმა, ყოველივე დაწვრილებით მოვუყევი და ვუთხარი, რომ ეს ის სკუფია იყო, მე რომ მქონდა. ამის შემდეგ დედა პარასკევამ უკან დამიბრუნა სიწმინდე, რომელსაც დღემდე კრძალულებით ვინახავ.

ვთვლი, რომ არც მე გამიცია და არც მე დამიბრუნებია, ყოველივე მამა გაბრიელის ნება იყო.

მარინე კანკავა:

მამა გაბრიელთან მისვლამდე რელიგიური ცხოვრების საკმაო გამოცდილება მქონდა (მე ასე ვფიქრობდი), მაგრამ მისი გაცნობის შემდეგ ახალ სამყაროში მოვხვდი. სიკეთის, სიმდაბლის და სიყვარულის სამყაროში, მადლობელი ვარ უფლისა და ჩემი მეგობრის, რომელთაც მაზიარეს ამ საოცრებას.

გულში განსაკუთრებულად აღბეჭდილი მაქვს მამა გაბრიელთან დაწყებული ჩემი პირველი ნაბიჯები. ყოველთვის ჩემს მეგობარ ქეთინოსთან ერთად მივდიოდი, მეშინოდა - მარტო მისული რომ ვერ ვეცანი. ერთ დღესაც მარტომ გადავწყვიტე მენახა. მცხეთაში, მის კელიასთან მისულმა ლოცვა რომ წარმოვთქვი, პასუხი ვერ მივიღე. გამოვბრუნდი და მონასტრის ეზოში დავჯექი. მერე საათს დავხედე და გავიფიქრე: - თუ 10 წუთში თვითონ არ გამომეხმაურება, მე ვეღარ გავბედავ მისვლას და შეწუხებას-მეთქი. ზუსტად 10 წუთში, მისი კელიის კარის ხმა გავიგე, წამოვხტი და მოკრძალებით მივედი.

- მშვიდობა, მამა გაბრიელ, - ვუთხარი. შემომხედა და გაკვირვებულმა მკითხა:

- ვინ ბრძანდებით?

უხერეხულობისგან არ ვიცოდი, რა მეთქვა. კარგა ხანს ვიდექი ასე გახევებული. უცებ მომიბრუნდა და საოცარი სიყვარულით მეკითხება:

- მარინე, როგორა ხარ.

ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა - თურმე ჩემი სახელიც კი ახსოვდა. კელიაში შემიპატიჟა, დამსვა, მესაუბრა, შემდეგ წიგნი გადმოიღო და მთხოვა: - წამიკითხეო (წმინდა მამების ცხოვრება იყო). თვითონ ტახტის ბოლოში დაჯდა. საერთოდ იქ უყვარდა ჯდომა და დაიწყო თავისი საყვარელი ხატების კეთება. კელიაში ბნელოდა, ერთი პატარა ნათურა ბჟუტავდა, წიგნს ძლივს ვკითხულობდი. უცებ მთელი კელია განათდა, ინსტინქტურად ნათურას ავხედე. ნათურა ისევ ისე ბჟუტავდა. გავიხედე მამა გაბრიელისკენ და რას ვხედავ, ის ადგილი, სადაც იჯდა, მთლად განათებული იყო. როგორც კი იგრძნო, რომ მივხვდი - რაც ხდებოდა, თავი დამიქნია და თავისი სადურგლო საქმის კეთება განაგრძო.

მონასტერში მამა გაბრიელთან სიარული რომ დავიწყე, ჩემი ოჯახის წევრები ამას ჩვეულებრივად შეხვდნენ, მაგრამ როცა სიარულს მოვუხშირე, დაფრთხნენ და დაიძაბნენ. მამაჩემი, რომელთანაც ყოველთვის იდეალური ურთიერთობა მქონდა და ოჯახში ხმამაღალი სიტყვა არ უთქვამს, მონასტერში ხშირად სიარულზე ისე განმირისხდა, რომ ერთ საღამოს კინაღამ ხელით შემეხო. გაოცებული ვუყურებდი. ასეთი მამა ჯერ არ მენახა. ვიფიქრე, - არ გაგიჟდეს-მეთქი - და გავეცალე. მოკლედ, სასტიკად ამიკრძალეს მონასტერში სიარული. მეორე დღეს გავიპარე მცხეთაში და მამა გაბრიელთან მივედი. დიდი სიყვარულით მიმიღო. მე არაფერი მითქვამს, ჩუმად ვუსმენდი მის საუბარს, მოულოდნელად მეკითხება:

- როგორი მამა გყავს?

მე სულ გადამავიწყდა მამაჩემთან კონფლიქტი და ვუპასუხე:

- შესანიშნავი მამა მყავს, უზომოდ კაცთმოყვარე და კეთილი.

- ჩემთან რომ მოდიხარ, ხომ არ გეჩხუბება?

გამეღიმა და ვუთხარი: - მხოლოდ ერთხელ მეჩხუბა, ისიც ჩემი ბრალი იყო, მე გავაღიზიანე.

- ილოცე შენს მშობლებზე, ისინი ძალიან კარგები არიან და გულში წყენა არ ჩაიტოვო, - მითხრა მამა გაბრიელმა.

არ ვიცი, რა მოხდა ამ საუბრის შემდეგ, მაგრამ ეს იყო ნამდვილი სასწაული. იმ დღიდან მამა სუფრასთან რომ დაჯდებოდა, პირველს თუ არა, მეორე სადღეგრძელოს ასე სვამდა: - გაუმარჯოს მაღლა ღმერთს და დაბლა ჩემი მარინეს ბერს.

ერთხელ მამა გაბრიელთან მივედი და ვხედავ, მონასტერში ჩემი თანამშრომელი მისულიყო დასარჩენად. თან გამიხარდა და თანაც გული მეტკინა, რადგან მონასტრული ცხოვრება საკმაოდ რთულია. მამა გაბრიელი შემეკითხა:

- იცნობ?

- დიახ, მამაო, ჩემი თანამშრომელია.

მამა გაბრიელმა გაიღიმა და ამით დაამთავრა ჩემთან მასზე საუბარი.

ერთხელ მეუბნება:

- იღუმენიას ვთხოვე, ერთი მორჩილი გამომიყოს, ავად ვარ და მომვლელი მჭირდება.

გულში ვინატრე: - ნეტავ ჩემი თანამშრომელი აკურთხონ-მეთქი. წამოსვლისას მეუბნება:

- მარინე, როგორც შენ ფიქრობ, ისე იქნება.

ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. შემდეგ მისვლაზე ბერის ნანატრ მორჩილად ჩემი თანამშრომელი დამხვდა, ახლა უკვე დედა პარასკევა.

საოცარი იყო მამა გაბრიელის სწავლების მეთოდი, მან შესანიშნავად იცოდა ყველა ადამიანის სუსტი მხარე და სწორედ ამ კუთხით ისე ოსტატურად გაძლიერებდა, რომ მაშინვე ვერც კი მიხვდებოდი, რას აკეთებდა. პირადად მე საშინელი და საზარელი შიში მქონდა სხეულიდან სულის ამოსვლისა. ეს პროცესი არასოდეს მენახა, მაგრამ სულ ვლოცულობდი - არასოდეს შევსწრებოდი. ერთხელ მარტო მივედი მამა გაბრიელთან, თვითონაც მარტო იყო. რომ დამინახა, ძალიან გაუხარდა და მეუბნება:

- რა კარგია, რომ მოხვედი, ცუდად ვარ, მივდივარ და შენ უნდა დამიხუჭო თვალები, შენზე ახლობელი ამას ვინ გამიკეთებს.

შიშით კინაღამ გული გამიჩერდა. მომცა შავი ხავერდის ნაჭერი, ზედ ჯვარი იყო ამოქარგული, - ამას სახეზე გადამაფარებო. ხელში ხის ჯვარი დაიჭირა, ხელები გულზე დაიკრიფა და თვალები დახუჭა. მუხლებზე დავეცი და უფალს ვეხვეწებოდი: - ოღონდ ამას ნუ შემასწრებ, უფალო და, რაც გინდა, იმას შეგისრულებ, ვერ გავუძლებ, არ შემიძლია-მეთქი. ვტირი გამწარებული და მამა გაბრიელს დავშტერებივარ, როდის ამოუვიდოდა სული. მისი იმ წამს გარდაცვალების ამბავი ისე დავიჯერე თუ დამაჯერა, რომ როცა თვალი გაახილა და წამოდგა, შემეშინდა კიდეც.

არ ვიცი, რა გარდატეხა მოხდა ჩემში, მაგრამ ის საშინელი და პათოლოგიური შიში, რომელიც აქამდე მქონდა, მთლიანად გამიქრა. მადლობა მამა გაბრიელს ჩემთვის მონიჭებული სიკეთეთისა და დღემდე შეწევნისა და მფარველობისათვის. დიდება და მადლობა, უფალო, ყველაფრისათვის.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat