ეს მეუდაბნოე მამები ცხოვრობდნენ სირიაში ეპისკოპოს თეოდორიტე კვირელის დროს (423-460). მეუფე თეოდორიტე იცნობდა მათ, იცოდა მათი მოსაგრეობის შესახებ.
ღირსი თალასი, სირიელი მეუდაბნოე V საუკუნეში ცხოვრობდა. იგი სიყმაწვილეშივე განმარტოვდა ერთ მთაზე. ის გულწრფელობითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა. თალასი მიხვდა, რომ სამონასტრო ცხოვრება იზიდავდა. მალე ბერი მთის მწვერვალზე, სოფელ ტარვალის მახლობლად დაბინავდა და დაიწყო განდეგილური ცხოვრება. თალასიმ 38 წელი გაატარა ღია ცის ქვეშ. უფალმა განდეგილს სასწაულქმედების და კურნების ნიჭი მიმადლა. მისი ლოცვით ბოროტით შეპყრობილები და სნეულები იკურნებოდნენ. ერთ დღეს მას თავს დაესხა შხამიანი გველი, რომელსაც უნდა დაეგესლა ბერი, თალასმა ლოცვა დაიწყო, გველიც უმალვე გაშორდა.
მრავლად იყვნენ მისი ხელმძღვანელობით მოღვაწეობის მსურველები და წმინდა მამაც არავის ისტუმრებდა უარით; ღირსი თალასი მშვიდობით მიიცვალა.
ღირსი თალასის ერთ-ერთი მოწაფე იყო ღირსი ლიმნეი. იგი ბერ თალასის გვერდით დიდხანს ცხოვრობდა, მისგან ისწავლა ასკეტური ცხოვრება, მრავალი სათნოებაც შეითვისა: უბრალოება ადამიანებთან ურთიერთობაში, სიმდაბლე, მორჩილება. შემდგომ ღირსმა ლიმნეიმ ნეტარ მირონთან (ხს. 14 თებერვალს) გადაინაცვლა, მთის მწვერვალზე ქვითკირის მცირე, უსახურავო ზღუდე მოიწყო და შიგ დაემკვიდრა. მნახველებთან წმინდანი კედელში დატანებულ მცირე ჭრილიდან საუბრობდა.
მოყვასის სიყვარულითა და თანაგრძნობით აღძრულმა წმინდა მამამ, მისი სულიერი შვილების დახმარებით, მთის კალთებზე ააგო დავრდომილთა თავშესაფარი. ნეტარმა მოსაგრემ საძმოს ამ მდაბიო და უპოვარ წევრებს მდუმარება და მარტომყოფობაც კი შესწირა, თავს იდო ზრუნვა მათ სულიერ საკვებზე და დაუცხრომლად შეაგონებდა, ელოცათ და ედიდებინათ ღმერთი. სიბერეში დასნეულდა და იობივით იტანჯებოდა სენისაგან. წმინდა ცხოვრებისთვის ღირსმა მამამ სასწაულქმედების ნიჭი მიიღო ღვთისგან.
ღირსმა ვარადატ სირიელმა მეუდაბნოეობის ღვაწლი ანტიოქიის მახლობლად, ერთ ქოხში დაიწყო. შემდგომ მან მთის მწვერვალზე ისეთი ვიწრო და დაბალჭერიანი ქვითკირის კელია მოიწყო, რომ შიგ მხოლოდ წელში მოხრილს შეეძლო ყოფნა. კელიას კარ-ფანჯარა არ ჰქონდა, კედლებში საგანგებოდ დატანებული ხვრელე-ბიდან კი თავისუფლად აღწევდა ქარი, წვიმა და სუსხი. არც ზაფხულში იყო ღირსი მამა დაცული პაპანაქებისაგან. მრავალი წლის შემდეგ წმინდანი ალექსანდრიელმა პატრიარქმა თეოდოტიმ მოინახულა და შეაგონა, დაეტოვებინა ვიწრო თავშესაფარი. მაშინ ღირსი ვარადატი ახალ ღვაწლს შეუდგა: თავიდან ფეხებამდე დაიფარა ტყავის ქიტონით, რომელსაც ერთი ვიწრო ნასვრეტიღა ჰქონდა ჰაერისთვის და ფეხზე მდგარი, ხელაპყრობით დაუსრულებლად ადიდებდა უფალს. ახოვანი მოსაგრის გული თანდათან დაიწმინდა ბოროტ ვნებათაგან. მრავალმა ადამიანმა იწყო სიარული რჩევა-დარიგების მოსასმენად და მორჩილებით აღსავსე მამაც გულმოდგინედ მოძღვრავდა ყველას. ღვთაებრივი მადლის ჭურჭლად ქცეული ბერი მშვიდობით მიიცვალა.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი