მას მერე, რაც ფრიგიაში უსამართლოდ გააძევეს ანტიარიანელი წმინდა ეპისკოპოსი პავლინი, ტრირის საეპისკოპოსო კათედრაზე წმინდა ბონოზი აირჩიეს.
მაგრამ მან არ ისურვა ეპისკოპოსის მოვალეობის შესრულება, რადგან ის იურიდიულად წმინდა პავლინს ეკავა, ამან განარისხა პროარიანელი იმპერატორი კონსტანცი II, რომელიც პრაქტიკულად მთელ იმპერიას მართავდა და წმინდა ბონოზი ციხეში ჩააგდო. ტრირის კათედრა დროებით თავისუფალი დარჩა. 358 წელს შორეულ ფრიგიაში გარდაიცვალა ეპისკოპოსი პავლინი, 361 წელს კი იმპერატორი კონსტანცი II. ტახტზე იულიანე განდგომილი ავიდა, რომელმაც ადრე დამწყვდეული ქრისტიანი ეპისკოპოსები ციხიდან გაათავისუფლა და წმინდა ბონოზი რეალურად ჩაუდგა ტრირის ეპარქიას სათავეში. წმინდა ბონოზი დაუღალავად იბრძოდა არიოზელთა ერესის წინააღმდეგ. სწორედ ამ წლებში (368-369) ტრირში სასწავლებლად ჩამოდის წმინდა იერონიმე სტრიდონელი, რომელიც ეპისკოპოს ბონოზის ქადაგების და სასულიერო ლიტერატურის გავლენით გადაწყვეტს შემონაზვნებას და იწყებს ასკეტურ ცხოვრებას.
373 წლის 17 თებერვალს წმინდა ბონოზი გარდაიცვალა, და დაკრძალეს ტრირის წმინდა სიმფორიანეს მონასტერში, ახლა წმინდა ბონოზის წმინდა ნაწილები ტრირის წმინდა პავლინეს ეკლესიაში ასვენია.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი