ბეთანიელ ღირს მამათა იოანეს (მაისურაძე, +1957 წელი) და გიორგი - იოანეს (მხეიძე, +1962 წელი) წმინდათა ნაწილთა აღმოყვანება – 07 (20) თებერვალი
ბეთანიელ ღირს მამათა  იოანეს (მაისურაძე, +1957 წელი) და გიორგი - იოანეს (მხეიძე, +1962 წელი) წმინდათა ნაწილთა აღმოყვანება  – 07 (20) თებერვალი
ამ მამების წარმოუდგენელი ღაწლი და საკვირველი ბედი ჩვენი დროის სულისკვეთებისათვის უცხო და შორეულია, მაგრამ სულისშემძვრელი და დამმოძღვრავი. მათი ცხოვრება დროის იმ უღმერთო მონაკვეთს დაემთხვა, რომელმაც სულიერი ცხოვრების ტრადიცია ლამის გაწყვიტა. მამა გიორგის და მამა იოანეს მათი თანამედროვენი (თქვენ წარმოიდგინეთ, რწმენისაგან შორს მყოფნიც კი) ანგელოზებად იხსენიებენ. ვისაც ისინი უნახავს, ნამდვილი წმინდანები იყვნენო, ამბობენ. მათმა ცხოვრებამ და ყველასათვის უხილავმა მოღვაწეობამ თითქოს ერთმანეთს გადააბა "სიწმიდის ცოცხალი ჯაჭვის" რგოლები და ბერ-მონაზვნური ცხოვრების უწყვეტობა მართლაც სასწაულებრივად უზრუნველყო. ფოტოებზე, ისევე, როგორც ცხოვრებაში, ისინი ერთად დგანან – გამუდმებული შრომითა და ღვაწლით დალეული, გლახაკებივით შემოსილი ორი ერთმანეთის უჩვეულოდ მოსიყვარულე ბერიკაცი, როგორც ორი წმინდა სანთელი.

ბეთანიაში მამა იოანემ და მამა გიორგიმ მრავალი წლის მანძილზე ერთად იცხოვრეს. მძიმე სამუშაოებს თურმე, ძირითადად, მამა იოანე ასრულებდა. მამა გიორგის ძალზე სუსტი ჯანი ჰქონია, რის გამოც მამა იოანე გამუდმებით შიშობდა და ხშირად ამბობდა: - "ნეტავი არ მომიკვდეს ჩემი გიორგი, ვაითუ მომიკვდესო" და წამლებისათვის ქალაქს დადიოდა, მაგრამ მამა გიორგიმ თავის სულიერ ძმაზე დიდხანს იცოცხლა და მისი გარდაცვალებიდან ხუთი წლის შემდეგ აღესრულა.

თავიდან მამებს უკიდურეს გაჭირვებაში უწევდათ ცხოვრება. თავი იმით გაჰქონდათ, რომ გლეხებს ყანებს უმკიდნენ და მათგან ცოტაოდენ ხორბალს იღებდნენ. შემდეგ საკუთარი მეურნეობაც გამართეს, სიმინდი და ხორბალი თავად მოჰყავდათ, ძროხებიც გაიჩინეს, ფუტკარიც, წისქვილიც მოაწყეს. მამა იოანეს საკუთარი ხელით გაუთხრია არხი. როგორც აღვნიშნეთ, მამა გიორგი მსუბუქ სამუშაოებს ასრულებდა: - ძროხას წველიდა, ყველი ამოჰყავდა, ფუტკარს და ბოსტანს უვლიდა და ა.შ. მამა იოანე კი საქონელს მწყემსავდა, თიბავდა, საფქვავი მიჰქონდა წისქვილში...

ბეთანიას მაშინ მონასტრად კი არა, "არქიტექტურული მნიშვნელობის ძეგლად" აღიარებდნენ, მამა გიორგისა და მამა იოანეს კი – დარაჯებად. სხვათა შორის, დღემდეა შემორჩენილი ის საბინაო წიგნი, რომელშიც ბერები მინასტერში არიან "ჩაწერილები". თურმე კულტურის სამინისტრო მათ, როგორც "ძეგლის მცველებს," ხელფასსაც კი უხდიდა (თვეში 300 მანეთს), მაგრამ სინამდვილეში აქ ყველაფერი ისე იყო, როგორც მოქმედ მონასტერში – ტაძარში ხატები ესვენა, სანთლები და კანდელები ინთებოდა, წირვა-ლოცვა აღესრულებოდა, მამებიც სამონაზვნო შესამოსელით იყვნენ შემოსილნი, ყოველ დღესასწაულზე აქ მორწმუნეები იყრიდნენ თავს, იდგა ხოლმე ლიტანიობა, ნათლობა, ჯვრისწერა, მამები აღსარებებსაც ღებულობდნენ და აზიარებდნენ კიდეც. ამ ყოველივეს ხელისუფლება როგორღაც ითმენდა. უღმერთო მთავრობამ ვერა და ვერ გაბედა ამ უკანასკნელი საბერმონაზვნო სკოლის დარბევა.

მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ადამიანები შიმშილობდნენ, მამებს თავიანთი მოყვანილი პურიც ჰქონდათ, ყველიც და თაფლიც. ყველას, ვინც არ უნდა მოსულიყო, აპურებდნენ, ხშირად პროდუქტებსაც თან ატანდნენ და თანხითაც კი ეხმარებოდნენ. აქ მომსვლელთაგან არც ერთი არ წასულა ისე, ამ წმინდა ადგილისა და ამ უცნაური გრძელი კაბებით შემოსილი "მცველებისადმი" ღრმა მოწიწება რომ არ ეგრძნოთ.

შემორჩენილია მონასტრის სტუმართა მაშინდელი ჩანაწერები. ტაძრის შესასვლელში ყოველთვის იდო შთაბეჭდილებათა წიგნი, როგორც ყოველ მუზეუმში. ამ წიგნში უამრავი საინტერესო ჩანაწერის ამოკითხვა შეიძლება. ეს იყო ყველაზე უბედური თაობა, თაობა, რომელმაც სულიერი სამყაროს შესახებ არაფერი უწყოდა და მთელი თავისი ცნობიერებით ნივთიერ, მატერიალურ პრობლემებში და ცნებებში იყო ჩაფლული. უამრავი ასეთი ადამიანის სულში ბეთანიაში ყოფნის დრო ამა სოფლის ღირებულებათა გადაფასების შანსად იქცეოდა ხოლმე. ბეთანიაში ისინი რაღაც სრულიად განსხვავებულს ხედავდნენ, იმას, რაც სულისათვის ძალზე ახლობელი იყო, მაგრამ გაუგებარიც.

ყოველი ადამიანი, ვინც ბეთანიას მცირე ხნით მაინც მიეახლებოდა, ამოუხსნელი სიმპათიით იმსჭვალებოდა შრომის და მარხვისაგან სახეგათანგული, დაბებკილი საბერო კაბებით შემოსილი ამ ორი ბერისადმი, რაღაცნაირად შინაგანად მანათობელი, სულ სხვანაირი, არაამქვეყნიური ადამიანებისადმი. ვინც ბეთანიაში ყოფილა და ამ ორ ბერს მოსწრებია, მათ აღტაცებით იხსენებს: - "ოჰ, რა დიდებული ადამიანები იყვნენ, ასეთებს ახლა ვეღარსად შეხვდები.." "ისინი წმინდანები იყვნენ.." "ისინი ანგელოსებივით იყვნენ.." ამ სიტყვებს ბევრნი იმეორებდნენ, თვით ურწმუნო ადამიანებიც კი..

B ბეთანიის სიახლოვეს მცხოვრები მოხუცი ივანე წიკლაური, სიყვარულით ვანო პაპად რომ მოიხსენიებენ, იგონებდა: "მამა გიორგი და მამა იოანე დიდებულად გალობდნენ, იესოს ლოცვა მამა გორგიმ მასწავლა... ეს ბერები, მეტი რომ არ შეიძლება, ისეთი კეთილი და პატიოსანი ხალხი იყო... მამა გიორგი მაინც განსაკუთრებული ადამიანი გახლდათ... მამა იოანე, გიორგის ხელგაშლილობას რომ დაინახავდა, ეტყოდა ხოლმე: "მამა გიორგი, ხვალაც ხომ გვინდა ჭამაო?" მამა გიორგი კი პასუხობდა: "ხვალ ღმერთი მოგვცემს, მამაო, ხვალ ღმერთი მოგვცემსო."

ძალიან თავშეკავებით ცხოვრობდნენ, საწოლებიც კი არ ჰქონდათ, ხმელ ფიცრებზე ეძინათ...

ტაძრის ახლოს მამა იოანემ წყლის პატარა წისქვილი მოაწყო, რომელსაც უცხო ადამიანები აჩანაგებდნენ. მამაჩემი შეესწრო, როგორ ესროდნენ თოფს წისქვილს, ძალიან წუხდა, ბერებს ასე რომ ჩაგრავდნენ, ადგა და მამა გიორგის უთხრა, - ბერობას თავი დაანებე, თოფი აიღე და ძაღლებივით დახოცე ეგენიო... ეს წისქვილი ბერების გარდაცვალების შემდეგ განადგურდა, ახლა წისქვილის ქვა მათი საფლავების ახლოს დევს.

ქალაქში საქმეებზე მამა იოანე ჩადიოდა, მამა გიორგი კი მონასტერში რჩებოდა ხოლმე, სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა და იმიტომ. ერთხელ, როცა ავად იყო, თავის ძმასთან, გრიშასთან იწვა. მამა იოანე დარდობდა: "არ მომიკვდეს ჩემი გიორგი, ნეტავი არ მომიკვდესო..."


მამა იოანე ცხინვალში იყო დაბადებული, ბევრი რამ ემარჯვებოდა, მამა გიორგის კი უფრო იოლ საქმეებს აკეთებინებდა. ძალიან დარდობდნენ, რომ დავიხოცებით, მონასტერს ვინ უნდა მიხედოსო... ამას მამა გიორგი განსაკუთრებით განიცდიდა."

ადამიანებთან ხშირი კონტაქტის მიუხედავად, მამები ამაღლებულ მოსაგრე ცხოვრებას ეწეოდნენ, მაგრამ თავიანთ ღვაწლს ყოველნაირად ფარავდნენ. მათი სულიერი ცხოვრება იდუმალებითაა მოცული. ამ ცხოვრების ხასიათს მხოლოდ იმ ადამიანთა მცირერიცხოვანი მოწმობებით შეგვიძლია მივხვდეთ, ვინც მათ ახლოს იცნობდა. ამ ორ საკვირველ ბერს ერთმანეთთან ჩვენი დროისათვის უჩვეულო სიყვარული ჰქონდათ, ისეთი, როგორსაც ღვიძლ ძმებს შორისაც იშვიათად შეხვდებით.

დიდი სიახლოვის მიუხედავად, მამა გიორგი და მამა იოანე ერთმანეთისაგან ძალზე განსხვავდებოდნენ, რაც სრულიადაც არ უშლიდათ ხელს თანხმობითა და ძმური ურთიერთსიყვარულით ეცხოვრათ.

ჯანშერყეული მამა გიორგი მოღვაწეობით ცხოვრებას ეწეოდა – ფიცარზე ეძინა და ღუმელს ზამთრობითაც კი არ ანთებდა, ღამითაც ბევრს ლოცულობდა, ხოლო საზრდოს მიღებისას ძალზე თავშეკავებული იყო. ქალაქად ყოფნის პერიოდში მკაცრად ადევნებდა თვალყურს, რომ ხორციანი საკვები არ მიერთმიათ.

მამა იოანე ძალიან ბევრს შრომობდა და ცდილობდა, მამა გიორგისათვის მძიმე საქმეები აერიდებინა: მას უთენია ხედავდნენ ხან ბოსტანში, ხანაც ბოსელში და არავინ უწყის, თუ როდის დგებოდა ღამ-ღამობით ლოცვად, ქალაქში ყოფნისას კი ნებისმიერ საკვებს მიირთმევდა, მაგრამ თავშეუკავებლობის გამო კი არა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმე არ შეეწუხებინა.

მამა გიორგი ბევრს კითხულობდა და თვლიდა, რომ სასულიერო პირს თანადროულობის შესახებ ყველაფერი უნდა სცოდნოდა, შესანიშნავად იცოდა წმინდა მამათა სწავლება და ასკეტიკა. სხვათა შორის, მამებმა მონასტერში საკმაოდ ბევრ წიგნს მოუყარეს თავი, რომელთა ფურცლებზე შეხვდებით მამა გიორგის ხელით გაკეთებულ ჩანიშვნებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ წმინდა მამათა ნაწერები საფუძვლიანად შეესწავლა. მამა გიორგი დიდად განათლებული კაცი ყოფილა, რის გამოც თვით ხელისუფლების წარმომადგენლებიც კი დიდ პატივს მიაგებდნენ. ამაზე ერთი ფაქტიც მეტყველებს: მამა გიორგის მავალრიცხოვან საფუტკრეს საკვების დეფიციტის გამო დაღუპვა ემუქრებოდა. ბერი ამდგარა და დახმარებისათვის მაშინდელი ცეკა-ს პირველი მდივნისათვის, კანდიდ ჩარკვიანისათვის მიუმართავს, რაც გაბედული საქციელი იყო. მამა გიორგის თხოვნა შეიწყნარეს და მისი საფუტკრეც გადარჩა. მამა გიორგის არაერთხელ გაუყვია ბოლო ლუკმა მოყვასისათვის. ერთხელ სტუმრებისათვის საკვების ბოლო მარაგი გამოუტანია. მამა იოანეს უჩურჩულია: "მამა გიორგი, ჩვენ ხომ ხვალაც გვინდა ჭამა და ხვალის მერეცო?!" მამა გიორგის კი უპასუხია: - "ხვალ ღმერთი მოგვცემს, მამაო, ხვალ ღმერთი მოგვცემსო."

სუსტი ჯანმრთელობის მიუხედავად, მამა გიორგის ყურადღება ყველას სწვდებოდა. ერთხელ ბეთანიაში ოციოდე წლის ქალიშვილი მისულა, რომელიც თავის ხშირ ტკივილს უჩიოდა. ვიღაცას უთქვამს, ბეთანიის წყაროს წყალი განგკურნავსო. იქ ერთი კვირა უცხოვრია და შინ დაბრუნება რომ მოუნდომებია, მამა გიორგის მარტო არ გაუშვია და გრძელ და ძალზე დამღლელ რვაკილომეტრიან აღმართზე გაუცილებია.

მამა გიორგის თურმე ხილვებიც ჰქონია, რომელთაგან ჩვენთვის მხოლოდ სამია ცნობილი: ტკივილებისაგან გატანჯულს ღვთისმშობელი გამოსცხადებია და შეხებით განუკუნავს, ერთხელ კი, როდესაც ლოცვად მიქცეული კედელთან მდგარა, პირველმოწამე თეკლა გამოსცხადებია და ყურძნის მტევანი მიუწვდია.

აღსასრულამდე მცირე ხნით ადრე მამა გიორგი პროსტატის ოპერაციის შემდეგ ქალაქში ძმასთან დარჩენილა, სადაც წმინდა ანგელოსი გამოცხადებია და უთქვამს: "გიორგი, რატომ ხარ აქ, რა გესაქმება, შენი ადგილი მონასტერშიაო,"

- უფალო, ხომ ხედავ, როგორი სნეული ვარ? - უპასუხია ბერს,

- არა, გიორგი, შენ მონასტერში უნდა იყო, - უთქვამს ანგელოსს. მამა გიორგიც სასწრაფოდ მომზადებულა და ახლობელთა დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მონასტერს დაბრუნებულა, სადაც ცოტა ხანში გარდაცვლილა კიდეც.

როგორც ვთქვით, მამა გიორგი ასკეტიზმითა და დიდი განათლებით გამოირჩეოდა, მამა იოანე კი გაცილებით რბილი და უბრალო ჩანდა, რომელშიც ასკეტს კი არა, უფრო კეთილ, უწმიდეს ანგელოსს ხედავდნენ. მამა იოანეს ღვაწლი და ღრმა სულიერი სიბრძნე მისი უბრალოებითა და ადამიანური სითბოთი გახლდათ დაფარული (მამა იოანემ 17 წელი იღვაწა ათონზე, რაც ბეთანიის წეს-ჩვეულებებშიც აისახა).

მამა გიორგიმ თავის სულიერ ძმაზე ხუთი წლით მეტი იცოცხლა და სრულიად მარტო, სნეული და უმწეო შემორჩა ბეთანიას. დამწუხრებული ხშირად ეტყოდა ხოლმე მონასტრის სტუმრებს: - დავობლდი, მამა იოანემ მარტო დამტოვაო. აღსასრულამდე მცირე ხნით ადრე ბევრს ლოცულობდა და სენაკიდანაც იშვიათად გამოდიოდა. თუ ბეთანიას მისი ახლობელი მორწმუნენი სტუმრობდნენ, საზრდოთი ამარაგებდნენ და სამოსს ურეცხავდნენ.

როგორც აღვნიშნეთ, გაბრიელ ბერი მამა გიორგის სულიერი შვილი იყო და მარტო დარჩენილ მოძღვართან ხშირად სტუმრობდა. მამა გიორგი იმედოვნებდა, რომ მონასტერს მას გადააბარებდა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად აეწყო. უკანასკნელ მოქმედ მონასტერში მოღვაწე უკანასკნელი ქართველი ბერი ამ ქვეყნიდან გადიოდა, ბეთანიას კი დიდი განსაცდელი ელოდა. ალბათ მამა გიორგი ამ ყველაფერს წინასწარ ჭვრეტდა და დიდი სერაფიმე საროველივით (რომელმაც შემცვლელი ვერ ნახა და დივეევო ღვთისმშობელს მიაბარა) სავანე სამეურვეოდ უწმიდეს დედას მიაბარა. სწორედ გაბრიელ ბერმა გააცილა უკანასკნელ გზაზე მამა გიორგი, მაგრამ მანამდე მოხდა საოცარი რამ: გაბრიელ ბერი იგონებდა, რომ ქალაქში მყოფს ბეთანიაში წასვლის დაუძლეველი სურვილი გაუჩნდა, გზას ღამით დაადგა და იქამდე ფეხით მოუწია ჩასვლა. თურმე როგორც კი შესვენებას დააპირებდა, შინაგანი ხმა ჩასძახოდა: "ჩქარა… ჩქარა.."

როგორც კი ბერის სენაკში შესულა, მამა გიორგის შვებით ამოუსუნთქავს და დაუყოლებია: - "დიდება ღმერთს! შეისმინა დედა ღვთისამ ჩემი ვედრება!" თავი თურმე უჩვეულოდ ეჭირა, ყველაფერი ახალი და სუფთა ემოსა, სადღესასწაულო იერი ჰქონდა და გამუდმებით იმეორებდა: "მე უკვე მალე წავალო," თან

მითითებებს იძლეოდა და ყველას სთხოვდა, ბეთანია არ მიატოვოთო, მამა გაბრიელი კი საგონებელში იყო ჩავარდნილი და ვერ გაეგო, ასე სნეული და მოხუცი ბერი საით მიდიოდა, რადგან ვერაფრით წარმოედგინა, რომ მისი აღსასრულის ჟამი მოწეულიყო. მამა გიორგი გაბრიელს ანუგეშებდა: "სხეულით თუმცა კი მივდივარ აქედან, მაგრამ სულით ყოველთვის აქ ვიქნები, თქვენთან, ბეთანიას მე არასოდეს მივატოვებო."

არქიმანდრიტ რაფაელისათვის (კარელინი) Gგაბრიელ ბერს ეს ამბავი თავად უამბნია:

არქიმანდრიტი რაფაელი: "არქიმანდრიტი გაბრიელი მოგვითხრობდა: "ერთხელ ლოცვისას უეცრად ხმა მომესმა: "ჩქარა წადი ბეთანიაში". ეს ხმა რამდენჯერმე განმეორდა, ლოცვა შევწყვიტე, შევიმოსე, ჩანთა და დიდი ჯოხი ავიღე და ბეთანიას წავედი... გზაში რამდენიმე პური ვიყიდე... იქით მიმავალი მანქანა არ ჩანდა და გზას ფეხით დავადექი, ტყეს მივუყვებოდი და რაღაც ძალა მაჩქარებდა: "არ გაჩერდე, წადი ჩქარა"... საღამო იყო, მონასტერს რომ მივადექი, შემეგება სქიმარქიმანდრიტი იოანე (გიორგი მხეიძე, - მ. ტ.), უკანასკნელი ცოცხალი ბერი და მითხრა: "შვილო, მე ვლოცულობდი, რომ მოსულიყავი და სულის გახსნის ლოცვა წაგეკითხა"-ო, მიუხედავად იმისა, რომ არავითარი ნიშანი მოახლოებული აღსასრულისა არ იგრძნობოდა. მამაო ლოგინში კი არა, ფეხზე შემხვდა და უფრო მხნედაც გამოიყურებოდა, ვიდრე ბოლო ნახვისას... პური მაგიდაზე დავდე, მამა იოანემ აკურთხა და მითხრა: - გზაში დაიღლებოდი, დანაყრდიო, - პური გატეხა, პატარა ნაწილი აიღო და თქვა: - ეს ჩემი უკანასკნელი ტრაპეზიაო...

- ღმერთი მოწყალეა, ის თქვენს სიცოცხლეს ჩვენთვის გაახანგრძლივებს, თქვენ თუ არ იქნებით, აღარც მონაზვნობა იქნება მეთქი,

- მონაზვნობა არც ჩემით დაწყებულა და არც ჩემით დასრულდება, მოვიდა დრო, ჩემი სულიერი ძმის კვალს გავყვე მის გვერდით დამკრძალეთ... მრავალი დევნა და შრომა გვაქვს ერთად გადატანილი, მან დღეს მითხრა, რომ ჩემთვის გზის გაკვალვა დაასრულა და ერთად ვიქნებით..."

მოსაღამოვდა, მამა გიორგიმ მაკურთხა, სანთლები ამენთო, მერე იმ ადგილზე გადაშლილი "კურთხევანი" მომაწოდა, სადაც "სულის გახსნის" ლოცვები ეწერა და მთხოვა, წამეკითხა... მე ავტირდი, თან ვეხვეწებოდი: "მამაო, შენს ნაცვლად მე მოვკვდები-მეთქი, მაგრამ მიპასუხა: "შენ არ იცი, რას ამბობ და რას ითხოვო. ტირილით ჩავუვარდი მუხლებში... ადგა და თავადვე იწყო ლოცვა საზეიმო განწყობით, თითქოს ეპისკოპოსი იყო ღვთისმსახურებაზე... ურჩობა ვერ შევძელი და კითხვა გავაგრძელე... მან სიყვარულით მითხრა: "აი, ამისათვის მოგიხმე, შვილო, შენ მიიღებ ჩემს უკანასკნელ ამოსუნთქვას და კურთხევას", შემდეგ კი დაამატა: გვერდით დამიჯექი და სკვნილზე ილოცეო... ჩუმად ვლოცულობდით, შემდეგ მკითხა: ხედავ, რამდენი ბერი დგას სენაკში? ისინი ჩემს წასაყვანად მოვიდნენო... მივხვდი, რომ ისინი ბეთანიაში მოღვაწე ბერები იყვნენ, რომლებიც იქ არიან დაკრძალულნი...

მე ჩემი გამოცხადების შესახებ გეტყვი, მაგრამ ეს საიდუმლოა და არავის უთხრაო, - გამაფრთხილა, შემდეგ კი თავისი ადრე მომხდარი გამოცხადების შესახებ მიამბო და ჩემი გული შიშით აღივსო... "დაფარე ეს ყოველივე შენს გულში" - გაიმეორა მან, სანთლები ჩაიწვა და მე ახლებით შევცვალე... მამა იოანეს სკვნილი გაუვარდა, იატაკიდან ავიღე და ხელზე მოვარგე. მითხრა, ხმამაღლა ილოცე, მე კი მოგისმენო... იესოს ლოცვას ხმამაღლა ვკითხულობდი, უეცრად მამა იოვანე თითქოს შეკრთა და სახეზე სიხარული გამოესახა: "ჩემი ძმა და მამა იოვანე მოვიდნენ ჩემს წასაყვანად და მათთან ერთად..." და დადუმდა, თავი მკერდზე ჩამოუვარდა, რამოდენიმე წუთი მდუმარებაში გავიდა, რომ მივუახლოვდი, უკვე გარდაცვლილი იყო.

მთელი ღამე ვლოცულობდი, დილით მონასტერში ხალხი მოვიდა, თითქოს წინამძღვრის სიკვდილი გაიგესო. უდიდესი ხუცესის გარდაცვალება პატრიარქ ეფრემს შევატყობინეთ. პატრიარქმა თავად აუგო წესი, ტიროდა და თან ამბობდა: "მამა იოანე, როდესაც ღვთის ტაძრის წინაშე წარსდგები, ჩემთვის ილოცეო."

მამა იოანეს გარდაცვალების შემდეგ ავიღე მისი სკვნილი, როგორც ლოცვა-კურთხევა და შინ დავბრუნდი."

მამა იოანეს (მაისურაძის) გარდაცვალების დღეს, აღსასრულამდე ხუთი წლით ადრე მამა გიორგი (მხეიძე) დიდ სქემაში აღიკვეცა იოანეს სახელით. ორივე ბერი ერთი სახელით, ერთსა და იმავე ასაკში – 75-წლისანი, გავიდნენ მარადისობაში და ერთურთის გვერდით განისვენებენ ტაძრის აღმოსავლეთ კედელთან, რაც, ალბათ, კიდევ ერთი დასტურია მათი მართლაც უჩვეულო ურთიერთსიყვარულისა და სულიერი ერთობის.

ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ეს ორი მამა წმინდანებად შერაცხა და მათ მოსახსენიებელ დღედ 8 სექტემბერი დააწესა.

საუკუნოდ იყოს ხსენება თქვენი, წმინდა მამებო!

* * *

2014 წლის 20 და 22 თებერვალი ღირსსახსოვარ თარიღად იქცა საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. ჩვენი თანამედროვეობის უდიდესი წმინდანი, ღირსი გაბრიელი (ურგებაძე), აღმსარებელი და სალოსი, ათეული წლების წინ წინასწარმეტყველებდა, ჩემი საფლავის გახსნამდე ჩემი სულიერი მოძღვრების - არქიმანდრიტ იოანე მაისურაძისა და არქიმანდრიტ იოანე მხეიძის საფლავებს გახსნიანო. ყველაფერი ზედმიწევნით ასრულდა. მათი საფლავები 20 თებერვალს გაიხსნა.

ამ დღეს ბეთანიის მონასტერს ეპარქიების მღვდელმთავრებთან, სასულიერო პირებსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ მრევლთან ერთად,

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეც სტუმრობდა.

- როცა ბეთანიისკენ შემოვუხვიეთ, ვიგრძენით, ბეთანიის ტყე და მთელი გარემო საკმევლის სურნელებას მოეცვა, ეს კიდევ ერთი სასწაულია, რომელიც ამტკიცებს მათ სიწმინდეს. შევთხოვთ უფალს, მათი ლოცვით მოგვანიჭოს მშვიდობა, მთლიანობა, ერთსულოვნება, მოგვცეს შეწყნარების, შენდობის უნარი.

ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობდი ერთ მათგანს, არქიმანდრიტ იოანე მხეიძეს. სასულიერო აკადემიის სტუდენტი ვიყავი, როდესაც მცხეთაში ჩავედი და იქ ბრძანდებოდა არქიმანდრიტი იოანე. მისგან ლოცვა-კურთხევა ავიღე. მკითხა, - ვინ ხარო. ვუთხარი, რომ სასულიერო აკადემიის სტუდენტი ვიყავი. ტირილი დაიწყო, აღარ ეგონა, თუ ვინმე ახალგაზრდა სასულიერო გზას შეუდგებოდა.

შევთხოვ უფალს, მათი ლოცვით ღმერთმა მალე დაგვიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო, დაგვიფაროს ნებსითი და უნებლიე ცოდვისაგან, შეგვარიგოს ერთმანეთს და მოგვცეს გული ლმობიერი და მოწყალე, - ბრძანა კათალიკოსმა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat