4 თებერვალსვე იხსენიება უცნობი განდეგილი, რომლის ცხოვრებაც ისეთივე საკვირველია, როგორიც - ღვთის ნებისმიერი სასწაული.
იგი ეგვიპტის ქალაქ ანტინოეს მახლობლად, უდაბურ მთაზე მოსაგრეობდა და ყველას, ვინაც მისი ლოცვა, დამოძღვრა და ნუგეში სჭირდებოდა, სულიერად დიდად შეეწეოდა.
მაგრამ ადამის მოდგმის მტერს მალე შეშურდა მისი წმინდა ცხოვრების, მისი დაღუპვა განიზრახა და ეს აზრი ჩააგონა:
- არც იმის ღირსი ხარ, სხვანი გმსახურებდნენ და არც იმისა, რომ თავად ემსახურო მათ, ამიტომ, საკუთარი თავისთვის იმუშაკე, ადექი, ქალაქს წადი, შენი დაწნული კალათები წაიღე, გაყიდე, ყოველივე აუცილებელი შეიძინე და ეს ადგილი სამუდამოდ დატოვე, რომ სხვებს ტვირთად არ ექცე!
ბოროტით ცთუნებულმა მამამ ყურად იღო მზაკვარი სიტყვა, გუდა-ნაბადი აიკრა და მრავალი წლის ნამოღვაწარ ადგილს განეშორა.
გზად მიმავალი ქალს შეხვდა და მასთან ხანგრძლივი საუბრის შემდგომ, სულიერად მოუძლურებულს ხორციელი ვნება მოეძალა.
მალე, კვლავ ეშმაკის შთაგონებით, მდინარის ნაპირას, განმარტოებულ ადგილამდე მიაღწია და რა გაისიგრძეგანა ჩადენილი ცოდვის სიმძიმე, მდინარეში თავის დახრჩობა დააპირა, დაივიწყა რა, რომ უფლის წყალობა - ყოველგვარ ცოდვას აღემატება.
ამ სულიერმა გლოვამ სხეულებრივად, ეშმაკთა გასახარად, ისე დააუძლურა, რომ არა მოწყალე უფლის შემწეობა, შეუნანებლად გარდაიცვლებოდა.
Gგონს რომ მოვიდა, დაფიქრდა, თუ როგორ გამოესყიდა ცოდვა, თავის სენაკს დაუბრუნდა, გარშემო ღობე შემოავლო და მკაცრ მარხვასა და ლოცვას მიეცა.
მთელი წელიწადი საკუთარ თავს, როგორც მკვდარს, ისე დასტიროდა და უფალს შენდობას სთხოვდა, აღდგომის წინ, საღამოს კი ახალი კანდელი ზეთით შეავსო, ლოცვად დადგა და უფალს ცრემლით გამოსთხოვდა შენდობას. კანდელი კი არ ინთებოდა.
კიდევ ორგზის ილოცა და მხოლოდ ამის შემდეგ აინთო კანდელი, იმის ნიშნად, რომ უფალმა მისი სინანული შეიწირა და შენდობა მიჰმადლა.
მისმა გულმა ისე განიხარა, იმ დღეს საზრდელის მიღებაც კი ვერ შეძლო, კანდელი კი სიცოცხლის ბოლომდე აღარ ჩაიქრია, - გამუდმებით ამატებდა ზეთს.
მოახლოებული გარდაცვალების დრო რამდენიმე დღით ადრე ეუწყა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი