უკვე უახლოვდები
უკვე უახლოვდები
მამა გაბრიელის სწავლება განღმრთობის შესახებ მონათხრობად გააცოცხლა ამ მონაყოლის უშუალო მონაწილემ, ამჟამად მამა კირიონმა (ზაზა ონიანი). ეს ტექსტი მან წიგნადაც გამოსცა.

დედა პარასკევა, მამა გაბრიელის კურთხევით თავის სენაკში წავიდა. მარტონი დავრჩით. მამა გაბრიელმა მცირე ხნის დუმილის შემდეგ, შემომხედა და მკითხა:

- გინდა, დღეს მოყვასო, საღვთო თემებზე ვისაუბროთ? - ღიმილით დავეთანხმე, თან დავიბენი, რადგან მამა გაბრიელთან საღვთო თემებზე რომელი მოსაუბრე მე ვიყავი.

სულგანაბული ველოდებოდი, რას იზამდა ნეტარი მამა. ტახტიდან წამოდგა, მანტია, რომელიც ზევიდან ეფარა მხრებზე მოისხა, შემდგომ საკმეველი ააბოლა, ჯორკოზე ჩამოჯდა და ალერსიანი სახით მკითხა:

- აბა, ძმაო, თუ შეიძლება, მითხარი ყველაზე მეტად რომელი ფსალმუნი გიყვარს?

ამ კითხვამ დამაბნია, არ ვიცოდი, რა მეთქვა. რადგან ასე გამორჩეულად მოყვარული რომელიმე ფსალმუნისა, არ ვიყავი, მაგრამ რადგან პასუხი უნდა გამეცა, ყველაზე ცნობილი - ორმოცდამეათე ფსალმუნი ვუთხარი, რომლის თქმაც სხვა ფსალმუნებთან შედარებით ყველაზე ხშირად მიწევდა და, გარკვეულწილადაც, სხვებზე მეტად მომწონდა.

- ო, "მიწყალე" გყვარებიათ. ეს მართლაც დიდებული ფსალმუნია ფსალმუნთა შორის. მაშ, რადგან გიყვართ, მისი შინაარსიც გეცოდინებათ და, თუ შეიძლება, მითხარით, რას უნდა ნიშნავდეს "უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე".

თავიდანვე მივხვდი, რომ ამ კითხვაზე პასუხის გამცემი არ ვიყავი, მაგრამ შემრცხვა "არ ვიცის" თქმა, რადგან ამით თითქოს ტყუილის თქმა გამომდიოდა და მოვინდომე, რაღაც პასუხი მომეძებნა. იმას კი ვერ ვხვდებოდი, რომ უნდა მეღიარებინა არცოდნა და უძლურება, რომ ამგვარ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შემეძლო. კარგა ხნის ფიქრის შემდეგ მივხვდი, ტყუილად ვწვალობდი, თან დროც გადიოდა და უხერხული იყო, ამდენ ხანს პასუხის გაუცემლობა, ძალა მოვიკრიბე და დარცხვენილმა ვუთხარი:

- არ ვიცი, მამაო.

მან არაფერი შეიმჩნია. სიყვარულით გამიღიმა, რითაც შინაგანი შვება მომანიჭა, ვინაიდან ეს იყო ნიშანი, რომ მიხვდა, ეს საქმე უძლურების გამო მომივიდა და არა - ტყუილისაგან. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს არ ვიცი-მეთქი კი არა, კაი ჯეროვანი პასუხი გამეცეს და დავმშვიდდი.

- კარგით, მოყვასო, რადგან თქვენ არა, მაშინ მე ვიტყვი, თუ რას ნიშნავს "უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე".

თავდაპირველად დავიწყოთ უჩინოდან, რომელსაც მეფე დავითი მართლად და სიბრძნით იხსენებს დაფარულზე წინ და რომელიც ძალისამებრ მისისა განმცხადებელია ღმრთის სიბრძნის საკვირველებისა.

უჩინო არის ის უხილავი, სულიერი სამყარო, რომელიც სახიერმა და ყოვლადძლიერმა ღმერთმა, მისი მიუწვდომელი სიბრძნის განგებით, უწინარეს ხილული სამყაროსა და კაცის დაბადებისა შეჰქმნა და მოიმოქმედა. ერთობით, ორივე ეს სამყარო არის სავსება ღმრთის შესაქმისა, ხოლო ადამიანი სრულყოფილი სარკეა ამ სავსებისა, რომელშიც ღმერთმა ორივე ბუნება, სულიერი - უმაღლესი და ფიზიკური - სულიერთან შედარებით, უდაბლესი მისი მიუწვდომელი სიბრძნით, ერთ პირში, ზოგადად, ადამიანის ხატში შეჰკრა და გააერთიანა.

ორივე სამყაროს, ფიზიკურთან ერთად სულიერსაც, დაუბრკოლებლად ხედავდა ადამი დაცემამდე, რომელთაგან ღმრთის სიბრძნე და მისი სიდიადე, უმეტესად და უძლიერესად, ზეციური საუფლოს ხედვისას იხილვებოდა, მასში აღსრულებული ფიზიკურთან შედარებით უზომოესი საკვირველი საქმეების მიერ. ამის მხედველი იყო დაცემამდე ადამი, ხოლო დაცემის შემდეგ, მასაც და მთელ კაცობრიობასაც დაგვეფარა და უჩინო გახდა. მოცემული იყო ხილვად ჩვენდა, მაგრამ წაგვერთვა. ცოდვამ, ურჩობამ, ღმრთის სიტყვისაგან გარდასვლამ დაგვაბრმავა მისი ხილვისგან; ხოლო რომელნიც ღირსი ხდებოდნენ კვალად უჩინოთა გამოცხადებისა, ეს - ღმრთის მოწყალებით, მათი განსაკუთრებული სიწმიდისა და სათნო ცხოვრების გამო ეძლეოდათ.

ე.ი. მოყვასო, როგორც ხედავ, აუცილებელია სიწმიდე, რათა ადამიანი კვალად ღირსი გახდეს უჩინოს ხედვისა, რომელიც დაცემის შემდგომ წაგვერთვა და აღებულ იქმნა ჩვენგან - ღმრთის სიბრძნის საკვირველების ხედვის მიერ აღსაქმელი და განსაცდელი ეს დიდებული ნაწილი.

თუ რაიმე გაუგებარი არ იყო, მოყვასო, მაშინ, მგონი, ეს საკმარისია უჩინოს შესახებ.

- არა, მამაო, - მივუგე მე.

- მაშინ ახლა უფრო საინტერესოზე, დაფარულზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა.

დაფარული არის ღმრთის სიბრძნის საიდუმლო ცოდნის წიაღი, სადაც ადამიანები ღმრთის განსაკუთრებული წყალობითა და განგებით დაიშვებიან; რომელნიც დაუსრულებლად, თანდათანობით, ძალითი-ძალად სულიწმიდის შემწეობითა და მოქმედებით: ჭვრეტით, შემეცნებითა და ზეშთაგონებით განდობილი ხდებიან უმაღლეს საღმრთო საიდუმლოებებში და განიბრძნობიან საიდუმლო სწავლებით ცოდნაში: ღმრთის, ანგელოზების და ადამიანის შესახებ, რომელნიც ადამიანს ძალისამებრ ღმრთის ნების სისრულის, მიუწვდომელი განგებულების და ქმნულის საკვირველების სიღრმეებს განუცხადებს. ერთია, იხილო და გესმას, ხოლო მეორე - დანახულის და მოსმენილის საიდუმლოს ჩასწვდე.

დაფარული არ იხილვება, მოყვასო, როგორც ეს უჩინონზე ვთქვით. არამედ აქ, მხოლოდ ჭვრეტაა გონებრივი თვალით, რომელსაც სულიწმიდა აძლევს ძალას წარმართებისას.

ადამიანს რომ დაფარულის ცოდნის კარი გაეღოს, სიწმინდის გარდა, აუცილებელია, დამსახურება ჰქონდეს ღმრთის წინაშე; ხოლო დამსახურებას ადამიანს ღვთისათვის და სახარებისათვის სიმდაბლითა და სიყვარულით გადატანილი მრავალი დიდი თუ მცირე ჭირი და განსაცდელი, დევნილობა, უსამართლობა, დაცინვა, განკითხვა, შრომა, ოფლი და მოღვაწება შესძენს.

ღმრთის წინაშე წმიდა ცხოვრებით, როგორც უკვე ვთქვით, ადამიანს უჩინოთა ხედვა მიეცემა, ხოლო სიწმიდეს შეძენილი დამსახურებით, დაფარულთა გამოცხადება ეძლევა. აი, ამისთვის ვთქვი, მოყვასო, საუბრის დასაწყისში, რომ უჩინოს სამართლიანად და სიბრძნით იხსენიებს დაფარულზე წინ მეფე დავით წინასწარმეტყველი-მეთქი; რადგან ადამიანი მოღვაწებით ჯერ სიწმიდის საზღვრებს მიემთხვევა, რომლის მაღალ საზომებზე ასვლისას უჩინოთა ხედვა ეძლევა, ხოლო შემდგომ, თუკი კვალად გულმოდგინე მოღვაწებით იქნება, დამსახურებაც შეეძინა ღმრთის მოწყალე და კაცთმოყვარე თვალთა წინაშე და დაფარულთა ცოდნის წყალობასაც მიიღებს მისგან.

როდესაც ადამიანი დაფარულის ცოდნის წიაღში დაიშვება და მისი საზომისაებრ მიეცემა გამოცხადებანი, ის მთელი ძალით ეძლევა ჭვრეტას. თითქმის აღარ ახსოვს არაფერი, ბუნებრივიც კი - იმდენად ტკბილია ეს ყოველივე. მთელი ძალით ჭვრეტს, გონებით, გონების თვალით დანახულს და სწურავს შემეცნებისათვის. ამგვარ "დაძაბულობაში" ის არ განიცდის დაღლას და მობეზრებას, არამედ დიდი მოთმინებითაა შემოსილი, რადგან სული ამ დროს დიდ მშვიდობაშია და ელის განცხადებას საიდუმლოსას. ჭვრეტა და წვრთნა სიტკბოებაა, ხოლო შემეცნება და გაცხადება - გამოუთქმელი სიხარული და ნეტარება.

აი, ყოველივე ეს, მოყვასო, ძალზე მაღალი სათნოების ადამიანზე აღესრულება, რომელსაც ღირსი იოანე სინელი "კლემაქსში" რწმენას, სასოებას და სიყვარულს უწოდებს; აკი, ვთქვი, ძალზე მაღალი სათნოებისა-მეთქი, რომელიც, მართლაც რომ, უკანასკნელი საფეხურია სათნოებათა კიბის.

და მაინც, თუმც ძალზედ მაღალ ნეტარებას განიცდის ადამიანი, მასში დაჯერება და დაცხრომა მაინც ვერ ხდება. ის კიდევ უფრო მეტად მიილტვის ღმრთისაკენ, მასთან, კიდევ უფრო ღრმა ერთობისაკენ და განუშორებელ მყოფობისაკენ.

ამის იქით უკვე განღმრთობაა, რომლის მოპოვება რაიმე მცდელობითა და მოღვაწეობით შეუძლებელია, აზრს მოკლებული უგუნურებაა. ეს - მხოლოდ ღმრთის საჩუქარია, მიუწვდომელი, ენით უთქმელი მოწყალება, რომელიც ღმერთმა უნდა გაიღოს მისთვის და მისი საღმრთო სულის ცხოველს-მყოფელი მოქმედებით ღირს ჰყოს ამ საჩუქრისა, რომელსაც ადამიანის მხრივ, თუმც, მაინც უნდა თავისებური მოღვაწება.

აქ ადამიანი მთელი არსებით ეძლევა სიმდაბლეს, უსასტიკესად იმდაბლებს თავს და ძირის-ძირამდე ჩადის მისი უძლურების განცდაში. დღემუდამ ღაღადებს, სტირს და ევედრება ღმერთს, რათა ღირს ჰყოს მისგან განუშორებელ მყოფობას.

დიდია ამ დროს ადამიანში სიყვარულის ალი, რომელიც ერთ-ერთი ენაა მარადიული, უზენაესი ცეცხლისა, რომელსაც სიყვარული ჰქვია. მას ამ ცეცხლთან მთლიანად შეერთება სწადია და არა მარტო ამ ცეცხლისაგან მოცემულ, მოწყვეტილ ენად ყოფნა.

მთლიანად შეერთება ამ ცეცხლთან - განღმრთობაა, რისთვისაც ადამიანს, დიდი ლტოლვისა და ვედრების გარდა, დიდი შინაგანი სისასტიკე მართებს საკუთარ თავთან; უარყოფა პირადისა და დავიწყება საკუთარისა, რაც საკუთარი თავის დიდი დამდაბლების გარეშე შეუძლებელია. ყოველი ადამიანი უნდა გიყვარდეს, ხედავდე მასში ძმას და მოყვასს და გახსოვდეს, რომ უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ, ყველასთვის ივნო. ყველას სიყვარული ყველას მსახურებაა - სიბრძნით! რომელსაც ღმერთი აძლევს, ვისაც კი მიჰხედავს და შემოსავს ამხელა სიყვარულით.

შეერთებამდე ადამიანი იღვწის და მთელი არსებით ისწრაფვის ღმერთთან განუშორებელ მყოფობისაკენ, ხოლო შეერთების შემდგომ - სიყვარულშია, სადაც დიდი დაყუდება, მშვიდობა და განსვენებაა. იქ მოღვაწება და სწრაფვაა, რადგან მოკლებულია მთლიანობასა და სისრულეს; ხოლო აქ დიდი დაყუდება, მშვიდობა და განსვენებაა, რადგან სავსებაა და სავსებაშია.

ყველაფერი კეთილად და საღმრთოდ უწერია იოანე სინელს, როდესაც ის ადამიანის სულის განვითარების საფეხურებს დიდებულად აღწერს; მაგრამ ერთი და საბოლოო, რომელიც გვირგვინია ყოველივესი, აკლია; მას მხოლოდ სიყვარული - განღმრთობა ჰქვია.

აქ მხოლოდ სიყვარულია, სიყვარული და სხვა - არაფერი. ადამიანი მთლიანად და განუშორებლად მყოფობს ღმერთთან, რაც სრული ერთობაა. გონება ჩერდება, აზრები თავიდან სრულიად ქრება და უჩინარდება, აღარც არაფერს ფიქრობს, არამედ მხოლოდ ღმერთს ჭვრეტს და რასაც ღვთისაგან ხედავს და ისმენს, მას აკეთებს და ამბობს. განღმრთობილი ფლობს სიბრძნეს დასაბამითგან უკუნისამდე, ხოლო ვინ იყო განღმრთობილი, ეს ჩვენი საქმე არაა (ეს, რა თქმა უნდა, ჩემთვის თქვა), ერთი კი ვიცით - იოანე ღმრთისმეტყველი.

მოსმენილისგან გავოგნდი, რადგან ეს ყოველივე მიუწვდომელი საოცრება იყო ჩემთვის. მკაფიოდ რომ არ გამეგო მისი პირიდან ეს სიტყვები, ალბათ, მოჩვენებას მივაწერდი. ვფიქრობდი ჩემთვის, როგორ ჩერდება გონება, ქრება აზრები... ეს ხომ შეუძლებელია. ამ გაუგებრობაში ვერ გავჩერდი და მცირე შეჩერებისთანავე ვკითხე:

- ბოდიში, მამაო, როგორ ჩერდება გონება, აზრები ქრება და არაფერს ფიქრობს; ნუთუ ასეთი რამ შესაძლებელია?

- კი. უნდა დამიჯერო, მოყვასო. კაცთაგან შეუძლებელი, ღმრთისათვის შესაძლებელია. ეს არის გარდაუვალი მოქმედება სულიწმიდისა ადამიანზე, რათა განაღმრთოს, ანუ სათნოებათა უზენაესი, ყოვლის გვირგვინი - სიყვარული მიანიჭოს.

აბა, რაღა ერთობა და ღმერთთან ყოფნაა ის, როდესაც გონება მოქმედია, აზრები დიდად თუ მცირედ მყოფობს შენში და გონება დაკავებულია რაიმე საფიქრალით. სრული ერთობა ღმერთთან გარდაუვალია გონების გაჩერების და აზრების არათუ ნაწილობრივ, არამედ სრულიად გაქრობის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ განღმრთობა არ იქნება, არამედ ყოფნა იმ მაღალ საფეხურზე, რასაც იოანე სინელი რწმენას, სასოებას და სიყვარულს უწოდებს.

აქ მოხდა ამ დღის ერთ-ერთი დიდი საოცრება, რომელიც მაშინ, მამა გაბრიელთან ყოფნისას ვერ აღვიქვი. თითქოსდა არაფერიო, ისე მოვისმინე მისი ის სიტყვები, რომლებიც სასწაულებრივ რამეს აცხადებდა.

ეს ყველაფერი ჩვეულებრივად მოვისმინე და ვერ გავაცნობიერე, რაც, ვფიქრობ, მამა გაბრიელის უზარმაზარი სიმდაბლის გამო მოხდა, რომლის გამოუთქმელმა უბრალოებამ ეს ნათქვამი გონების თვალთაგან დამიფარა და მხოლოდ საუბრის შემდგომ, როცა მისი სენაკიდან წამოვედი, გულისხმავყავი მისი ეს და სხვა არანაკლები სიღრმისა და მნიშვნელობის გამონათქვამები, რომლებიც საუბრისას მარტივად, მიმხვედრი აზრის გარეშე ისმინებოდა.

- მხოლოდ სიყვარული, შეუძლებელია ამის გარეშე, გონება უნდა გაჩერდეს და არანაირი აზრი აღარ უნდა იყოს მასში, აი, როგორც მე - და მარჯვენა ხელის თითები ორ-სამჯერ ნელა მიირტყა თუ მიიდო თავზე, - ამას შენით ვერ იზამ, მოყვასო, ეს მხოლოდ სულიწმიდას ძალუძს, რომ მოიმოქმედოს ადამიანში და ამგვარი საოცრების ღირსი გაგხადოს. თუმც, მე რა საქმე მაქვს ამნაირ მადლთან. მე ხომ სიბერისგან ვარ ასე, რომ აზრები თავში აღარაა და გონებაც გაჩერებულია.

ამ საოცარი ნათქვამის შემდეგ, როდესაც მამა გაბრიელმა თქვა - "აი, როგორც მე"-ო, რაღაც შინაგანად შევივსე და არანაირი შეკითხვის სურვილი აღარ მქონდა. უცნაურია, მაგრამ საქმე, რომელიც გონებით დასანახი და ჩასაწვდომი იყო, ხელის თავზე მირტყმა-მიდებით, თითქოს ხილულად დამანახა, რადგან მისი ამ მოქმედების მერე ჩემში ის წარმოუდგენლობა, რომელიც მისი მონათხრობის გამო მქონდა, უცებ სარწმუნო და დასაჯერებელი გახდა. გონებასაც ძალა მიეცა, რათა მცირედი მოეაზრებინა და მონათხრობი, რომელიც თავიდან საერთოდ ვერ გამეგო, მოყოლილის სახით მაინც დამმახსოვრებოდა.

- განღმრთობილი ამ ქვეყანაზე თავისთვის აღარ ცოცხლობს, მოყვასო, არამედ, მხოლოდ კაცთა სარგებლისთვის არის დედამიწაზე. დიდი სიმდაბლით იფარავს თავს, რომ არ დასწვას ადამიანები, რადგან განცხადებულად რომ იცხოვროს, ვერ გაუძლებენ მის ნამდვილ ყოფას და შური შეჭამთ. შურიც რომ არა, მოყვასო, ვერ ძალუძთ მისი დატევნა, იმდენად დიდია ეს მათი გონებისათვის.

ხოლო ის, რომ სიყვარულია ბოლო საფეხური, მხოლოდ სიყვარული, ანუ განღმრთობა და ეს არ არის თქმული მაღალსახსენებელი იოანე სინელის მიერ კიბის აღწერაში და არც შემდგომ თქმულა - ღმრთის განგებაა; ღმერთმა ეს ჩემთვის შემოინახა, მე რომ მეთქვა და მას ჩემს გარდა, ვერვინ იტყოდა.

ასევე, სიყვარულია ათი ქალწულის იგავის საბოლოო და სრულმყოფელი განმარტება. ხუთ სულელ ქალწულს სიყვარული აკლდა. ეს არის დედააზრი ამ იგავისა და მიზეზი მიზეზთა, რის გამოც, ისინი მოაკლდნენ სულის ცხონებას.

აქამდე თქმული განმარტებები ღმრთის განგებით თავთავის დროს იყო საჭირო და მოცემული, ხოლო ეს უკანასკნელი კი, ღმერთმა ბოლო ჟამისთვის ინება და შემოინახა მოსაცემად, როგორც ყველაზე დიდი რამ, საჭირო და აუცილებელი დღეს, ისე, როგორც არასდროს და მომცა მე ცოდვილს. და თუ არა გაბრიელს, აბა, სხვას ვის უნდა ეთქვა, რომელმაც მთელი ცხოვრება ღმრთისა და მოყვასის სიყვარულისთვის ვიტანჯე და თავი არ დამიზოგავს. და განა რა მოხდა, მოყვასო, თუ ვჰპოვე მადლი ღმრთის მოწყალების წინაშე ამის მიღებისა, რათა ჩემს მოყვასთ ვუთხრა, რომ ღმერთი ახლა სიყვარულს ითხოვს ჩვენგან, და რომ დღეს, მთელი შეძლებით სიყვარულისაკენ გვმართებს მოღვაწება; სიყვარულისაკენ ღმრთისა და მოყვასისა...

მამა გაბრიელმა ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, დიდი სიმდაბლით თქვა, რომელიც მასში, საუბრისას, უპირველესად, იკითხებოდა, მაგრამ გასაოცარი გახლდათ ის, რომ მისი სიტყვა და მეტყველება ძალზე ძლიერი და ხელმწიფური იყო.

- თავდაპირველად, როდესაც იოანე ოქროპირმა ეს იგავი კეთილი საქმეებით, ანუ სულელ ქალწულებზე მათი არქონით განმარტა, ღმრთისაგან იყო და ამგვარად იყო საჭირო იმ დროს, რადგან ღმერთი მაშინ ადამიანებისაგან კეთილ საქმეებს, კეთილი საქმეების კეთებას ითხოვდა და მათგან მასზე ამგვარი მოღვაწეობა სურდა.

შემდგომ სერაფიმე საროველმა ხელახლა განმარტა ეს იგავი და მას ახლებური გააზრება მისცა, როდესაც სულელი ქალწულების წარწყმედის მიზეზად მათზე საღმრთო მადლის, სულიწმიდის ნაკლებობა ბრძანა. მით ღმერთმა ადამიანებს საღმრთო მადლის, ანუ სულიწმიდის მოხვეჭა-მოპოვებისაკენ მოუწოდა და მათი მოღვაწება მთლიანად აქეთკენ მოაქცია; რადგან ამგვარად იყო საჭირო მაშინ, რათა ადამიანის მოღვაწებას დედააზრად ეს დასდებოდა, მოხვეჭა და მოპოვება საღმრთო მადლისა, ანუ სულისა წმიდისა. ამას ითხოვდა ადამიანისგან და ამასვე მოჰკითხავდა მას ამქვეყნიდან განსვლის შემდგომ. ხოლო ახლა, როდესაც ბოლო ჟამია "და განმრავლებითა უჰსჯულოებისათა, განხმეს სიყუარული მრავალთა", ადამიანს ისე, როგორც არასდროს, სჭირდება სიყვარული და უნდა იყოს სიბრძნით, რომ არ მოაკლდეს და მოსწყდეს მას; რადგან დღეს, ბოროტი სული მთელი ძალით იმას ცდილობს, რომ ადამიანთა გულებიდან სიყვარული ამოგლიჯოს, მისგან მცირედი მოკლებით ნელ-ნელა გააცივოს და შემდგომ საერთოდ განაშოროს მას.

ღმერთი ახლა სიყვარულს ითხოვს ჩვენგან! ეს არის ძალზე საჭირო და აუცილებელი დღეს და ამიტომ მთელი ჩვენი მოღვაწება სიყვარულისკენ, მისი მოპოვებისა და დამკვიდრებისაკენ უნდა წარვმართოთ, რაც მხოლოდ ქველის საქმეთა გზითაა შესაძლებელი; რადგან სიყვარული თვინიერ საქმეთა გარეშე მკვდარია და მხოლოდ ჰაერში ნათქვამი ფუჭი სიტყვაა, რომელიც ადამიანს სასჯელად დაედება უფლის - იესო ქრისტეს წინაშე საშინელ სამსჯავროზე, რამეთუ იძახდა სიყვარული, სიყვარული და იმ საქმეთაგან შორს იდგა, მოყვარულ ადამიანს რომ უნდა ჰქონდეს ღმრთისა და მოყვასის წინაშე. ან თუ ჰქონდა ნაკლულევანი, რამეთუ ვიდრე მის შეძლებაში იყო, რომ აღესრულებინა და არ ჰქმნა. სიყვარული ცხოველია, მოყვასო, რომელიც კეთილი საქმის გარეშე კვდება; კეთილი საქმეები - კეთილი ქმედებაა; კეთილი ქმედება კი, სიცოცხლეა სიყვარულისა. ესაა ჭეშმარიტი სიყვარული და ის ერთადერთი ძალა, რომლითაც ადამიანი შეძლებს გაუძლოს ბოლო ჟამისეულ საცდურებს, სიმძიმესა და შიშს, რომელსაც ანტიქრისტე, მისი დროებითი მეუფება მოიტანს ამ ქვეყანაზე.

აქ დაასრულა ბერმა გაბრიელმა საუბარი. ცოტა ხანს ჩუმად ვისხედით, მამა გაბრიელი ჩვეული ალერსით მიყურებდა. გარედან მის სანახავად მოსულთა ლოცვა მოისმა - "ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა"...

მამა გაბრიელმა სენაკში შემოსვლის მთხოვნელს უფლება დართო შემოსვლისა კურთხევით, მე კი ღიმილით გადმომხედა და მითხრა:

- აბა, მოყვასო, ქრისტეს სახელით, მშვიდობით წარვედინ.

მივეახლე, ლოცვა-კურთხევა ავიღე და შინ გავწიე".

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat