"ხელი უნდა გაიწოდო და გლახაკად უნდა დაჯდეო"
"ხელი უნდა გაიწოდო და გლახაკად უნდა დაჯდეო"
სამების ლავრის შესასვლელში ერთი უცნაურად შემოსილი ქალატონი ზის და მომლოცველებს მოწყალებას სთხოვს. ვინც მას იცნობს, იცის, რომ მისი სახელია ნათელა-ნათია. ბევრს ახსოვს ტაძრებში მოსიარულე ეს ქალბატონი, რომელიც თავისი ასევე უცნაური ქცევით თუ შეძახილებით ხალხის ყურადღებას იქცევდა... ნათელას სიყვარულით ვკითხე, - უცნაური ხომ არ ხართ უცხოს თვალში-მეთქი.

- ჰო, ძალიან ბევრს ვეუცნაურები, სიყვარულითვე მიპასუხა, - მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის.

- ბედნიერი ხართ?

- რასაკვირველია, შვილო, რადგან უფალთან ვარ.

- თქვენზე ამბობენ, მამა გაბრიელის, ახლა უკვე წმინდა მამა გაბრიელის სულიერი შვილიაო... როგორ გაიცანით მამა გაბრიელი?

- ჩემი სახელი და გვარია ნათელა ბაჩუკიშვილი. მამა გაბრიელს პირველად თელეთის წმინდა გიორგის ტაძარში შევხვდი... იქ დადიოდა ხოლმე ფეხშიშველი. იქ მნახა და ხელი დამასხა. იმის მერე მზრდიდა. ხან სად შემხვდებოდა, ხან სად, შინაც მოდიოდა ჩვენთან.

ჩემი წინაპრების აშენებულია თელეთის წმინდა გიორგი. ბებიამ - დედის დედამ მითხრა, ჩვენმა წინაპრებმა ააშენესო. ეს ერთადერთი ტაძარია საქართველოში, რომელიც ქართველებმა, ბერძნებმა, სომხებმა და თათრებმა ააშენეს. დიდი სიყვარულით და დიდი რწმენით არის აშენებული ეს მადლიანი ტაძარი. დედა ძალიან მორწმუნე გახლდათ და ამ ტაძარში დავყავდი. ჩემი ბებია, ნატალია, ჭავჭავაძის ქალი იყო. ძალიან სწამდა უფლის. ძირითადად მისი გაზრდილი ვარ. ის მასწავლიდა ყველაფერს. თვითონ გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში ცხოვრობდა. დიდი ღვთისმშობლის ხატი გვქონდა. ღვთის წყალობით, ბებია ყველა მარხვას ინახავდა. მისგან ვიცოდი, რომ ჩვენს სოფელში, ტყეში, მონასტერი იყო, სანაგირე, ისიც ჩვენი წინაპრების აშენებული. მეტყოდა, ამის ქვეშ გვირაბი იყოო. თურმე იმ გვირაბით დადიოდა ხალხი. იქიდან გამოდიოდნენ ანაგაში და იქ აუშენებიათ მთავარანგელოზის ტაძარი.

***
ვიცოდი, რომ მამა გაბრიელი მღვდელი იყო. როცა დავუახლოვდი, რასაც მეუბნებოდა, ყველაფერი ისე ცხადდებოდა. ხშირად ვხვდებოდი თელეთში, თბილისშიც. ნავთლუღის ბაზართან, წმინდა ბარბარეს ტაძართან ცხოვრობდა.

ცხრა წელი ვიმუშავე თელეთში, ავტონაწილების მაღაზიის დირექტორად. მაშინ უკვე მამა გაბრიელთან ძალიან დაახლოებული ვიყავი და სულიერ მამობას მიწევდა. აღსარებებს ვაბარებდი. შემდეგ კლინიკურ სიკვდილში ჩავვარდი. თორმეტი დღე მკვდარი ვიყავი, მეცამეტე დღეს ღმერთმა აღმადგინა. ეს ყველაფერი იცოდა მამა გაბრიელმა. მოვუყევი, როგორც იყო. მაწყნარებდა, მამშვიდებდა. მე რა კურთხევასაც მოგცემ ის უნდა შეასრულო და ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნებაო... მეც დავეთანხმე. ხან სად მივყავდი, ხან სად. ხან სასაფლაოებზე მატარებდა, ხან ტაძრებში.. ათასნაირ კურთხევას მაძლევდა. მერე დავდიოდით სანაგვეზე. ბევრი ხატები ამოგვიღია სანაგვეებიდან. ღმერთმა შეუნდოს, აპატიოს მათ ხატების უპატიოდ დაყრა. ხატებს ამოვიღებდით და მერე თვითონ ასუფთავებდა და ჩარჩოებში სვამდა. ზოგს ხალხს ჩუქნიდა, ზოგს თავის აგებულ ტაძარში კიდებდა. მამა გაბრიელისგან ვიცი, შვილო, რომ სამი დიდი მანქანა ძვირფასი, მოოქრული ხატები პატრიარქს შესწირა.

***
კლინიკური სიკვდილის მერე ქაშუეთის ტაძარში დავიწყე მსახურება, პირველ სართულზე მესანთლე ვიყავი. არ მინდოდა მესანთლედ მემუშავა, ფულთან მქონოდა საქმე. ტაძრის გამგებელს ვეხვეწებოდი, დამლაგებლად გადამიყვანეთ-მეთქი. გინდა თუ არა, სანთელი უნდა გაყიდოო, - მპასუხობდა. მამა გაბრიელ, რა ვქნა-მეთქი. შვილოო, სამებას ეხვეწე, რომ მაქედან გაგაგდონო. მეც ვიჯექი და ვეხვეწებოდი. ერთ მშვენიერ დღეს მართლაც მოხდა სასწაული, ტაძრიდან გამომაგდეს. თან ვტიროდი, რატომ გამომაგდეს-მეთქი. მინდოდა ეკლესიაში მემსახურა, მაგრამ მან ხომ უკეთ იცოდა ჩემი ჯვარი. მამა გაბრიელის სიცოცხლეშივე ღმერთი მალაპარაკებდა, რომ ერთადერთი დიდი წმინდანი სალოსი მამა, ჩემი ბერი გაბრიელი იყო. მის სალოსობას, მის ცხოვრებას ღმერთი მაყურებინებდა და მასთან ერთად მატარებდა. რაღაც განსხვავებული ადამიანი იყო. ისეთ რაღაცებს აკეთებდა, რომ ვერც გაუგებდი. ყოველთვის დიდ წმინდა მამად მიმაჩნდა.

***
მახსოვს, ქაშუეთში რომ შემოვიდა, თავზე ბუმბული ჰქონდა გაკეთებული და ფეხშიშველი იყო. მივედი, ვემთხვიე და კურთხევა ავიღე. ტაძარში ერთი მტირალი ქალი შემოვიდა, - შვილი მყავს ავად, თუ საშუალება გაქვთ, დამეხმარეთო. წირვა მიმდინარეობდა. მამა გაბრიელმა ხელში აიღო დიდი სინი, სეფისკვერები გადაალაგა დაAდაიყვირა, - ხალხო, წმინდა ნიკოლოზი ითხოვს გაჭირვებულისთვის შემონაწირს და გთხოვთ შემოწიროთო. მაშინ ხალხს ასე არ უჭირდა. შეაგროვა ფული და გადასცა ამ ქალს. თან უთხრა, - წმინდა ნიკოლოზმა გამოგიგზავნაო. მერე თვითონ ადგა და მითხრა, - ნათია, შვილო და დაო (ასე მომმართავდა ხოლმე), წამოდი, ჩემთან წავიდეთო. გამოვედით და ერთად წამოვედით, დავდიოდით ქუჩა-ქუჩა, ტაძრებში ვლოცულობდით. ლოცულობდა და ყველას უკვირდა. ღმერთმა შეუნდოს. ისეთი მოქმედებები ჰქონდა, რომ გეგონებოდათ, გიჟიაო, მაგრამ სალოსობა ეს არის. კიდეც ვამბობდი, დადგება დრო, რომ წმინდანად აღიარებენ-მეთქი.

***
ერთხელ კელიაში დოქით წყალი შემატანინა. მასთან კელიაში მისულს თუ არ დააპურებდა, ისე არ გაუშვებდა. დავსხედით სატრაპეზოდ. დოქი აიღო, ჯვარი გადასახა, დამისხა წყალი და მითხრა, - დალიე შვილოო. დავლიე და ღვინო იყო. თქვენი თვალით ამას რომ ნახავთ, არ იფიქრებთ, რომ ეს დიდი მამაა?

ღვთით მამა გაბრიელის უამრავი სასწაული მინახავს...

***
რასაც მეუბნებოდა, ყველაფერი ისე ცხადდებოდა. მადლობა შეწირე უფალს, მოიგროვე მადლი და არა ცოდვებიო, - მარიგებდა. ერთხელ ვუთხარი, - მამა გაბრიელ, რა უნდა გავაკეთო, რა კურთხევას მაძლევთ-მეთქი. აიღო სანთელი, დაანთო ქრისტეს, ღვთისმშობლის წინ და ცრემლებით იტირა. შვილო, მე ეს არ მინდა, ეს ღვთისმშობელს უნდა შენი თავმდაბლობისა და ცხონების გულისთვისო. ხელი უნდა გაიწოდო და გლახაკად დაჯდეო. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედია. იმიტომ, რომ არც ფული მაკლდა და არც აგარაკები. აღარ ვიცოდი, ვისთვის რა მეჩუქებინა და გლახაკად როგორ დავჯდე-მეთქი, უარი ვუთხარი. შემომხედა - ხომ მითხარი, შვილო, რა ვქნაო. ღვთისგან ეს პასუხი მივიღეო. ძალიან მიჭირდა - მაგ კურთხევას ვერ შევასრულებ-მეთქი. დამაწყნარა, დამამშვიდა ყველაფერი კარგად იქნებაო. თვითონ მატარებდა, მახსოვს, პირველად სიონში მიმიყვანა და იქ დამაყენა გლახაკად. ხელი მქონდა გაწვდილი. ერთ დღეს მოვიდა ერთი კაცი და ბევრი ფული ჩამიდო ხელში. ამპარატავანი ვიყავი, ამ გლახაკობამ თავმდაბლობა მასწავლა. ავდექი და ეს მოცემული ფული ამ კაცს მივუგდე და მივაძახე, - ფული არ მინდა, თუ გინდა, შენი იყოს-მეთქი. დამაწყნარა მამა გაბრიელმა. ცოტა დრო რომ გავიდა, ქაშუეთში დამაყენა. ასე, ნელ-ნელა შემაჩვია გლახაკობას. მერე მკაცრად მითხრა, - იცოდე, ნათია, შვილო და დაო, შენ ღვთით აღკვეცილი მონოზანი ხარ, მცხეთა-თელეთის იღუმენი და ეს კურთხევა რომ არ შეასრულო, დაისჯები. ამიტომ უნდა დაჯდე, ხალხი ლოცო და მოწყალება მიიღოო. მას შედეგ 17 წელი გავიდა.

***
მამა გაბრიელი ჩემთან შინაც მოდიოდა, მიკურთხა სახლი. ჩემი შვილი ნინო მისი გაზრდილია. მის კელიაში ბევრჯერ ღამე დავუტოვებივართ. თვითონ მიწაზე წვებოდა ხოლმე და საწოლში ბავშვს აწვენდა. ძალიან თავმდაბალი და საყვარელი ადამიანი იყო.

ერთი დღე რომ არ მოვიდე სამების ლავრაში და ხელი არ გავიწოდო, ვიცი, დავისჯები. ქრისტიანისთვის პირველი არის მორჩილება და ლოცვა-კურთხევის შესრულება. აქ მოსულებს ყველას დიდი სიყვარულით და პატივისცემით ვლოცავ. დედა ღვთისმშობლისა და მამა გაბრიელის დახმარებით.

***
ღმერთს რომ გაჰყავდა მამა გაბრიელი, მცხეთაში ვიყავი, მის კელიაში. ბევრჯერ მეტყოდა: ნათია, შვილო და დაო, უფალს მივყევარო. მეორე წუთში ისეთ რამეს გააკეთებდა, თითქოს მართლა კვდებოდა. შევხედავდი და ცოცხალი იყო. ამიტომ არ მჯეროდა მისი საუბარი გარდაცვალების შესახებ. ვუთხარი, - კარგი, ნუ ამბობ მაგას-მეთქი. რომ იწვა მთელი სახე უბზინავდა, გაპრიალებული ჰქონდა. მერე მითხრა, აღარ გეხუმრები, ნამდვილად ღმერთს მივყავარ და მიმაქვს თქვენი ყველას სიყვარული. აბა, შენ იციო და დამლოცა.

აღსარება ვის უნდა ჩავაბარო-მეთქი. მოხვალ ჩემთან საფლავზე, დაჯდები და მეტყვი ჩუმადო. მერე მიხვალ რომელიმე ტაძარში, შენდობის ლოცვას წაგიკითხავს მღვდელი და ეზიარებიო. სალოსები უკვდავები არიან.

***
ჩემთვის ყოველთვის დიდი წმინდანი იყო სალოსი მამა ბერი გაბრიელი. ბედნიერი ვარ, რომ მისი სულიერი შვილი ვიყავი.

მარტივი ენით დაგმოძღვრავდა - სიყვარულით. სხვები რომ მოდიოდნენ, ზოგს დაუყვირებდა, ზოგს ეჩხუბებოდა, მაგრამ სიყვარულით. მადლს აძლევდა და გააგდებდა. მე ეს არ ვიცოდი. მეც ვტიროდი და ვეუბნებოდი, - თუ სხვას მადლს აძლევ, მეც მომეცი, მეც მისაყვედურე-მეთქი.

რა გისაყვედურო, შენი ცოდვით ქრისტე ტირისო, და მომეფერებოდა.

მამა გაბრიელი დიდი წმინდანი და დიდი სალოსია.

ბეჭდვაელფოსტა
02.11. 2022
ნანა
ღმერთმა დღეგრძელობა მოგცეს, ქალბატონო ნათელა ნათია.
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat