"ვინ არის მოყვასი? - ყოველი დაბადებული ადამიანი!.".
"ვინ არის მოყვასი? - ყოველი დაბადებული ადამიანი!.".
უამრავი რამ ითქვა გაბრიელ ბერის ცხოვრებაზე და კიდევ მრავალი დარჩა სათქმელი, რასაც, ალბათ, დრო იტყვის და სხვანაირად გახსნის ბევრ რამეს. მაგრამ არის ისეთი რამ, რაც სიტყვაზე მეტია და წმინდა დუმილის კუთვნილება უფრო უნდა იყოს, ვიდრე სიტყვისა, ზოგჯერ ხომ ამგვარი დუმილი სულის იდუმალ შრეებს ასაზრდოებს...

ამიტომ ამჯერად დროს დაველოდები, ჩემს სათქმელს გვერდზე გადავდებ და იმათ მივაყურადებ, ვის მონათხრობზეც არაერთხელ მიფიქრია და მისაუბრია...

გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე სამთავროს დედათა მონასტერში საოცრად ნაღვაწ, არქიმანდრიტ გაბრიელთან რუსეთის ფარულ მოღვაწეს, ღვთისაგან წინასწარჭვრეტის ნიჭით ცხებულ უსინათლო ანუსიას უსტუმრია. შინ რომ ბრუნდებოდა, მონასტრის ეზოში კიბეზე ჩამომჯდარი ბერისათვის კურთხევა უთხოვია. ამ უკანასკნელსაც ტირილით ჩაუკრავს გულში, დაულოცავს და უთქვამს: - მივდივარო.

როდესაც ანუსიას უკითხავს, თქვენს შემდეგ ვის ტოვებთო, თვალცრემლიან გაბრიელს უპასუხია: - არავის, ჩემს შემდეგ აღარავინ იქნებაო.

მოძღვარი იმ რჩეულთაგანი იყო, ვისაც საუკუნეების სიღრმიდან მომდინარე "სიწმიდის ჯაჭვის" ცოცხალ რგოლებთან ჰქონდა შეხება, იმათი სულიერი შვილი იყო და თავადვე ჰგავდა ძველი პატერიკებიდან გადმოსულ წმინდანს.

გაივლის დრო და მის მცირერიცხოვან მრევლს, სიყვარულით ოჯახს რომ უწოდებდა, უდიდესი გულისტკივილი ათქმევინებს: - ვისაც გაბრიელ ბერი თვალითაც არ უნახავთ, ისინიც კი მის სულიერ შვილობას იჩემებენ, მამა გაბრიელს ადამიანის გონებისათვის დაფარული სალოსური ღვაწლის "რეკლამირების" და ყოველგვარი კურთხევის გარეშე, ხშირად კონტექსტიდან ამოგლეჯილი, დამახინჯებული ფაქტებისა და ვითომ ამ წმინდა ბერის გამონათქვამების წერილებად, "მოგონებებად", ბროშურებად თუ პლაკატებად ქცევას ცდილობენო. გასაგებია, რომ ეს დროის სულისკვეთების ბრალიცაა, რომელმაც თითქმის წაშალა ზღვარი, თუ სად მთავრდება გამონაგონი და სად იწყება ყრმობიდანვე სულისშემძვრელი ტანჯვით და განუზომელი სიყვარულით აღვსილი მისი გზა.

ქვემოთ მოყვანილი მასალა იმ ადამიანთა ნაამბობია, ვისაც წილად ხვდა უდიდესი ბედნიერება, ყოფილიყო წმინდა გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის მრევლი.

გაბრიელ ბერის ცხოვრება სასუფევლისაკენ მავალი ერთიანი გზა იყო. სამთავროს სენაკში კუბო ედგა და ხშირად მასში მწოლიარე ქადაგებდა ხოლმე. ყველას აჩვევდა, რომ სხეულზე ზრუნავზე აღმატებული სულზე ზრუნვა იყო. თუ ექიმი მოვიდოდა, ეტყოდა ხოლმე: - მინდა, რომ ექიმებმა ჯერ თქვენს თავს უშველოთო.

მრევლის დაჟინებული თხოვნით, გაბრიელმა მირიან მეფის კოშკის გვერდით მომცრო სენაკის მიშენების კურთხევა მიიღო. იქ მეტი სინათლე და ჰაერი იყო. კარს გაახსნევინებდა და ხალხს უყურებდა ხოლმე. ადამიანების ცქერა გაუსაძლის ტკივილს ავიწყებდა, ათმენინებდა. მომსვლელს თუ წამსვლელს ცრემლიან თვალს გააყოლებდა და ლოცავდა ხოლმე. თუ ისე დაღამდებოდა, რომ არავინ მოვიდოდა, გულდაწყვეტით იტყოდა:

- დღეს ჩემთან არავინ მოვიდა, აღარავის ვჭირდები და ღმერთი აუცილებლად გამიყვანსო.

საკუთარ საფლავზე, როგორც უკვე არსებულზე, ისე ლაპარაკობდა და ანდერძად ტოვებდა: - ჯერ ჩემი მოძღვრის საფლავი უნდა გაიხსნას. მე როგორც დავასაფლავე, ისევე იქნება. გულზე სახარება ადევს. შემდეგ - ჩემი, მე უხრწნელი ვიქნებიო და წმინდა ნექტარიუსის ფოტოზე მიანიშნებდა ხოლმე, რომელზეც წმიდანი უხრწნელად იყო წარმოჩენილი და სახით მამა გაბრიელს ჩამოჰგავდა.

ერთხელ ჰკითხეს, - მამაო, როგორ ახერხებთ ეშმაკთან ბრძოლასო. ორმოცდაათი წელიწადია, მაგას ვსწავლობ და შენ ახლავე გინდა, ისწავლოო? - ღიმილით მიუგო შემკითხველს.

არავინ უწყის, რამდენი ადამიანის სულიერი თუ ხორციელი ჯანმრთელობა და სიცოცხლე გამოითხოვა უფლისგან, რამდენის განსაცდელი და ტკივილი იტვირთა თავისი მადლიანი ლოცვით. ალბათ, ქვემოთ მოტანილი არაერთი მაგალითი მხოლოდ ზღვაში წვეთია მის ხელთაგან აღსრულებული კურნებებისა.

ერთი მორწმუნე იგონებდა: "ერთხელ სოფელში ჩასულთ მამიდამ გვკითხა, - შინ გარდაცვლილი დედათქვენის სამოსი ხომ არ გაქვთ, ერთმა ნაცნობმა სიზმრად შიშველი დედათქვენი ნახა, რომელიც თავის სამოსს ითხოვდა. მომეცით, რომ ახლადგარდაცვლილს გავატანოთო.

როგორც გვჩვეოდა, მყისვე გაბრიელ ბერთან გავიქეცით და ყოველივე ვუამბეთ...

ჯერ დაფიქრებული გვისმენდა, შემდეგ არაადამიანური ხმით იღრიალა: - ო, სატანა! და ხელების ქნევა და ყვირილი იწყო. როგორც იქნა, დაწყნარდა და გაგვაფრთხილა: - არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ, ყველაზე ძლიერი ჯადო მიცვალებულზე კეთდებაო.

გამოვბრუნდით და გვჯეროდა, რომ გაბრიელ ბერი კიდევ დიდხანს ილოცებდა ჩვენთვის".

სხვა კი იხსენებდა: - ავად იშვიათად თუ გავხდებოდი, ვილოცებდი და, ღვთის წყალობით, თავს ყოველთვის კარგად ვგრძნობდი.

ერთხელ ისე ავად გავხდი, წელიწადი ვერ გავსწორდი წელში... რა არ ვილოცე, რა არ ვაკეთე, წმინდა ზეთები ვიცხე, პარაკლისებიც ვიტარე, მაგრამ ამაოდ... მერე მივედი მამა გაბრიელთან და შევჩივლე: - არაფერი მშველის და რა ვქნა, რა ცოდვის გამო მჭირს ეს სნეულება-მეთქი.

- ცოდვების გამო კი არა, უფალი შენს უძლურებას გიჩვენებს, რომ არაფერი შეგიძლია, მაგარი რომ გგონია თავი, აბა, რა გეგონაო?!

მერე დამამშვიდა და მითხრა: - სამი პარაკლისი ჩაატარე, - ერთი ღვთისმშობლის, მეორე - წმინდა ნინოს, მესამე კი - წმინდა გიორგის სახელზე და გეშველებაო.

მართლაც მომხედა მისი კურთხევით უფალმა.

ერთი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე არ ჰყავდა შვილი და ექიმების აზრით, არასოდეს ეყოლებოდა, რჩევისთვის მამა გაბრიელთან მისულა. მან კი მკაცრად უთხრა:

- სანამ ჯვარს არ დაიწერთ, აქ არ მოხვიდეთო.

მართლაც, მომხდარა სასწაული და ჯვარი როგორც კი დაუწერიათ, შვილი მალევე შესძენიათ.

წმინდა გაბრიელ ბერის მონათხრობიდან:
- ქრისტეს სარწმუნოებას ვქადაგებდი, ქალ-ვაჟმა გვერდით რომ ჩამიარა, კამათობდნენ... გულმა მითხრა, - გაჰყევიო. გავყევი... საქმე გაყრამდე იყო მისული... ვაჟს დავუძახე, - შენთან ცალკე მინდა საუბარი და შევხვდეთ-მეთქი, ქალს კი შევევედრე, - ცოტა ხანს დაიცადეთ, ჯერ ნუ გაიყრებით-მეთქი.

ამ ვაჟს ეკლესიაში შევხვდი და ვუთხარი: - ვიცი, ჯადო გაქვს გაკეთებული და ცოლქმრული მოვალეობის შესრულება არ შეგიძლია, თუ დამიჯერებ, გიშველი-მეთქი.

მართლაც დაუჯერებია ამ ვაჟს გაბრიელ ბერისათვის, წყვილი შერიგებულა და ორი შვილიც შესძენია.

ისევ გაბრიელ ბერის მონათხრობიდან: - ერთხელ მეზობელმა მთხოვა, - ჯადო მაქვს გაკეთებული და ეგებ მიშველო რამეო.

წამოვედი, ავიღე დიდი კურთხევანი, სახლი ვაკურთხე, შემდეგ, როგორც წესია, წავიკითხე ლოცვა "სახლსა შეგრძნებულისასა". გულმა მითხრა, - ჯადო აქ არისო, ამოვიტანე და შუა ეზოში დავწვი...

რამდენიმე დღეში გზად რატომღაც, იმ ეზოში შევიარე, ყველა მოვიკითხე... რამ შემიყვანა, ან რა მინდოდა, არ ვიცი...

წამოსასვლელად რომ მოვტრიალდი, ფეხი გამისხლტა და ბეჭებით ზუსტად იმ ადგილს გავეკარი, სადაც ჯადო დავწვი, ამასთან, ენაც ჩამივარდა...

მოგროვდნენ მეზობლები, ვერაფით ამაყენეს, მთელი ქუჩა შეიყარა, მე კი ისევ ისე ვწევარ, თითქოს მიწას ლურსმნით მიმაჭედესო... ამ დროს ნაცნობი მღვდელი მოვიდა და მაუწყა, - გულმა მითხრა, - გაბრიელთან წადიო... ნაკურთხი წყალი მასხურა, ჯვარი გადამსახა, წამომაყენა და მეც ავლაპარაკდიო...

მართლაც, ვინ მოთვლის, რამდენი განუკურნავს ბოროტის პყრობილებისაგან. უამრავი ადამიანი ემადლიერებოდა გადარჩენისათვის, თავად კი გამუდმებით ქრისტეს ჰმადლობდა და ადიდებდა... თუ ვინმე შეშინდებოდა, მყისვე დაამშვიდებდა, - მაშ, გაბრიელი რისთვისა გყავთო?

სამთავროს მონაზონს ფეხზე გველმა უკბინა, შეშინებულს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ტანზე ქვეწარმავალი ეხვეოდა და საშველად მაშინვე მამა გაბრიელს მიმართა... მძიმედ სნეული ბერი ლოგინად იყო, წამოიწია, მონაზონს ნაკბენ ფეხზე ჯვარი გადასახა, ნაკურთხი წყალი ასხურა და ურჩია:

- ნუ შეშინდები, წადი და ექიმს ეჩვენეო.

მონაზონი დამშვიდდა, მამა გაბრიელმა დედა პარასკევას სთხოვა, ისიც გაჰყოლოდა.

პოლიკლინიკაში ექიმები შეწუხდნენ, - შხამის საწინააღმდეგო შრატი არ გვაქვს, ჩამოჯექით, რომ დავაკვირდეთ, ფეხი გასივდება თუ არაო.

ცოტა ხანს მართლაც ისხდნენ, მაგრამ არავითარი ცვლილება არ მომხდარა, გახარებულები უკან დაბრუნდნენ და მხოლოდ გვიან დარწმუნდნენ, რომ მონაზონი სწორედ მამა გაბრიელის ლოცვამ გადაარჩინა სიკვდილს.

გაბრიელ ბერის ნაამბობიდან:


- ბოროტისაგან შეკრული დედისერთა ბიჭი ტყეში იყო გავარდნილი და შინ ძლივს მიჰყავდათ. დედამისმა მთხოვა, - მიშველეო. იმ დროს სემინარია სამთავროში იყო. იქიდან ერთი სტუდენტი წავიყვანე, ვუთხარი, - კვეთებულის მეშვიდე ლოცვას ვკითხულობ, მღვდელი გახდები, გამოგადგება, წამომყევი და მომეხმარე-მეთქი.

რომ მივედით, ვთხოვე, - შენ ზურგიდან დამიჭირე-მეთქი, კურთხევანი ავიღე, წავიკითხე და თვალთ დამიბნელდა, ვეღარაფერს ვარჩევდი, პირიდან ქაფი გადმომდიოდა, წავბარბაცდი, რადგან უკან უხილავი ძალა მაგდებდა, მაგრამ გონება არ დამიკარგავს... ცოტა ხანში, ღვთის მადლით, პირჯვარი გამოვისახე, ყველაფერი გადაიწმინდა, გამოვკეთდი და კითხვა დავიწყე... კიდევ ერთი ადამიანი გადაურჩა ბოროტის მახეს.

თუ რა საოცარი ძალა ჰქონდა გაბრიელ ბერის ლოცვას, ქვემოთ მოყვანილი ამბავიც ცხადყოფს:

"ურთულესი ოპერაცია მიკეთდებოდა. ჩემი მდგომარეობა იმდენად უიმედო იყო, რომ ექიმებმა ხელწერილი დამაწერინეს. ვიხილე ჩემი ამქვეყნიდან გასვლა, მთელი არსებით უფალს ვიყავი მინდობილი... გაბრიელ ბერმა ისევ თავისით შეიტყო ყველაფერი, მონასტრიდან მორჩილი გამომიგზავნა და დამიბარა: - შენთვის მონასტერში სამდღიან მარხვას ვაყენებთ და სულ წირვა-ლოცვაში ვიქნებითო.

მისი წყალობით ოპერაციის დროსაც და შემდეგაც ბევრი სასწაული ვიხილე... ჩემი გადარჩენა ექიმებს ძალიან გაუკვირდათ, მამა გაბრიელმა კი შემომითვალა:

- აღსრულდა, ახალი ცხოვრება იწყებაო!

სარეცელს მიჯაჭვულნი გაბრიელ ბერს წერილობით ევედრებოდნენ, ლოცვით ეხსნა სულიერი და ფიზიკური სნეულებებისაგან. აქ მხოლოდ ერთ მათგანს მოვიხმობთ:

"ჩემო თბილო და ტკბილო მამა გაბრიელ!

რომ იცოდეთ, როგორ მენატრებით, მამაო, ყოველდღე გიხსენებთ მე, ცოდვილი, ლოცვებში, თქვენს სურათს ვესაუბრები და ამით დიდ ნუგეშს ვპოვებ. ნამდვილ ჯოჯოხეთურ ტკივილებს ვუძლებ, ღვთის მადლით. ათი დღეა, ფეხზე ვეღარ ვდგები, ძლიერმოქმედი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ვარ. ძალიან მინდა თქვენთან საუბარი, მაგრამ ეს ფიზიკურად უკვე შეუძლებელია.

დიაგნოზი დიდი წამების შემდეგ, როგორც იქნა, დამისვეს, - ძვლის დაშლა და, პარალელურად, სისხლის დაავადებაც... ჩვენი მედიცინა უძლურია ამ დაავადების წინაშე...

მამაო, მაპატიეთ, ალბათ, თავი შეგაწყინეთ, მინდა, რაც მაწუხებს, ყველაზე მთავარი გაგიზიაროთ.

არ ვიცი, თუ გახსოვთ, მე ხომ 1989 წლიდან ძალიან ავად ვარ, ორი ონკოლოგიური ოპერაცია, შემდეგ კი კუდუსუნის ძვლის რეზექცია გადავიტანე. ხედავს უფალი, მამაო, არასოდეს სამდურავი არ წარმომითქვამს, მადლობა ყველაფრისათვის. ჩემს გარშემო კი ყველანი მირჩევენ, უარვყო ჩემი ტკბილი უფალი. ამ დროს მართალი იობი მახსენდება. ღმერთს ვევედრები, რომ ყველას შეუნდოს, მამაო. ერთი კვირაა, უფალს ვევედრები, ამქვეყნიდან მალე წამიყვანოს, არა იმიტომ, რომ ამდენი უძილობით და საშინელი ტკივილებით დავიღალე, ვეღარ ვუყურებ ჩემი ახლობლების ტანჯვას, ისინი ხომ ეკლესიურნი არ არიან და ამიტომ უჭირთ. გევედრებით, მირჩიეთ, როგორ მოვიქცე, სულიერად ძალიან გამიჭირდა, ვეღარ ვუძლებ ამდენ გასაჭირს.

მომიკითხეთ დიდი სიყვარულით დედები და დები, სვეტიცხოვლის ბერები.

მიყვარხართ ძალიან ძალიან, გეამბორებით სულიერი ამბორით, ჩემო საყვარელო, მამაო გაბრიელ!"

ერთ სასულიერო პირს ქვეყანაში არსებული ქაოსის გამო უიმედობა დაუფლებოდა. გაბრიელ ბერს მკვახედ უთქვამს: "როგორ გაიფიქრე? განა ცისა და ქვეყნის დედოფალი თავის წილხვედრ ივერიას მიატოვებდა?"

დარცხვენილ სასულიერო პირს მუხლმოყრილს უთხოვია შენდობა და უთქვამს: - ახლა, სვეტიცხოვლიდან რომ გამოვდიოდი, ღვთისმშობელს დავუჩოქე და შევთხოვე, როგორ მიგიტოვებია საქართველო, ამ მიწაზე ერთი წმიდა ბერიც კი ვერ ვნახე-მეთქი. მამა გაბრიელს კი სიყვარულით უთქვამს: "ძმაო, მე კი ნუ მთხოვ, წადი და შენდობა ღვთისმშობელს სთხოვე!" და გულში ჩაუკრავს.

დედა პარასკევას უკითხავს: "რა უცნაურია, შენთან მოსული ადამიანები სრულიად იცვლებიან, რატომ ხდება ასეო?"

ბერს უპასუხია: - "უფალმა მომცა, შვილო, იმის უნარი, რაც ადამიანის გონებაში ცუდია, ის გამოვიტანო და რაც სასუფევლისათვის არის საჭირო, ის შევიტანო. როგორ შეიძლება, აქ მოსულს ვუთხრა, ესა და ეს დაგემართება, ან ესა და ეს ვიცი შენს შესახებ? მე ვიცი ღვთისგან, ვის რა დაემართება, მაგრამ ვუთხრა? იქნებ ვერ გაუძლოს და დაიღუპოს?! მე შემიძლია, კაცს ვუთხრა: შვილო, განსაცდელი გელოდება! გავაფრთხილო, გავაძლიერო. იმის ძალაც მომცა ღმერთმა, რომ განსაცდელიდან გამოვიყვანო ადამიანი. რატომ არ შეიძლება, მორწმუნეს ჰქონდეს ღვთისაგან მომადლებული წინასწარხედვის ნიჭი, მაგრამ თქმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა?

სიწმინდეში მყოფნი, როდესაც ცოდვილი აზრი მოუვიდოდათ, მყისვე შეებრძოლებოდნენ და განაგდებდნენ. პავლე მოციქული ოცდამეათე საფეხურზე იყო, მისი წმიდა გონება, როცა ბრძოლა მიემთხვეოდა, ბოროტ აზრებს ისხლეტდა და არ იღებდა; იოანე ღვთისმეტყველმა თავისი ღვაწლით მიაღწია, რომ ვერ ეკარებოდნენ. ღვთისმშობელს კი საერთოდ არ გაუვლია გუნებაში ცუდი აზრი".

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და მამა გაბრიელი
მთავარეპისკოპოსებთან ერთად

"მამა გაბრიელს განსაკუთრებული სიმდაბლისა და სიყვარულისათვის უფალმა დიდი მადლი უბოძა, რომელიც სასოებით დატოვა ადამიანთა გადასარჩენად. თურმე ცრემლიანი თვალებით იტყოდა ხოლმე: "ეს ჯვარი მე თქვენამდე სულ სისხლით ვატარე. ნეტავ ცოტათი მაინც გამიგოთ, ნეტავ, ცოტათი მაინც გესმოდეთ ჩემი... ადამიანთა სიყვარულმა შიო მღვიმელი თორმეტმეტრიან ჭაში ჩაიყვანა და იქ მოღვაწეობდა თხუთმეტი წელიწადი. განა ეს ადვილი იქნებოდა?"

მერე უეცრად შეიცვლებოდა, ხელებს გაშლიდა ხოლმე სარკასტულად დააყოლებდა: "დაყუდებული ვიყავ, წმიდანი წმიდანზე მეცხადებოდა - გაბრიელ, გეყოფა, რას შვრებიო? ახლაც წმიდა ანდრია სალოსი მეუბნება, - გაბრიელ, ვერ გავიგე, რას აკეთებ!" ხომ ხედავთ, მაგასაც კი უკვირს!"

თურმე გული ძალზე სწყდებოდა, ქართველები სასწავლებლად ან სამუშაოდ უცხო ქვეყნებში რომ მიდიოდნენ და იტყოდა ხოლმე: "ეს განსაცდელი მათთვისაა დაშვებული, ისინი კი ამას გაურბიან. სამშობლოდან ქართველის გაქცევა ღვთისმშობელს ძალიან სწყინს. არ მიატოვოთ საქართველო, არ განგირისხდეთ დედა ღვთისმშობელი! ადამიანი სადაც დაიბადება, იქ გადმოდის მასზე კურთხევა".

ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი გამორჩეულად უყვარდა და მის წინაშე საათობით ლოცვად დადგებოდა ხოლმე. თურმე ხშირად ეკითხებოდნენ:

"- მამა გაბრიელ, რატომ არ იქადაგა ღვთისმშობელმა, საქართველოში, წილი რომ მოუვიდა?

- ის ხომ დედოფალია ცისა და ქვეყნისა და უფალს არ უნდოდა, მის დედას კარდაკარ ევლო.

- რატომ იღებს ბოროტი მაცხოვრის სახეს, ჯვარცმისა და ღვთისმშობლის სახეს კი ვერა?

- უფალმა თავი დაიმდაბლა და ჰნერწყვიდნენ, მაგრამ არავის მისცემს უფალი იმის ნებას, რომ ვინმე მის დედას მიემსგავსოს".

"ერთხელ კუნკულ-ბარტყულში შევიმოსე, მანტია მოვისხი და სინაგოგაში წავედი. შესასვლელში მოსეს დიდი სურათი ეკიდა, ვემთხვიე და იქ მყოფთ მოეწონათ. მოსე დიდი წინასწარმეტყველი იყო, თავისი პატივი მივაგე. შევედი, სადაც თორას კითხულობდნენ. ცოტანი იყვნენ და გაოცებით მომაჩერდნენ. მე სახარების ქადაგება დავიწყე. ქრისტე რომ ვახსენე, თავიანთ უფროსს დაუძახეს. გამოვიდა, მაგრამ სიტყვა არ გამაწყვეტინა. თავის კაბინეტში მიმიწვია. ყურადღებითა და ინტერესით მისმენდა, რასაც ქრისტეზე ვქადაგებდი. ბოლოს დიდი მადლობა გადამიხადა და დავშორდით ერთმანეთს.

მეჩეთში შევედი. ისხდნენ და ჩაის სვამდნენ. ასე შემოსილი რომ მიხილეს, ფეხზე წამოდგნენ, თავისთან პატივით მიმიწვიეს. მეც მივედი, სიყვარულზე ვიქადაგე და ერთმანეთს ტკბილად დავშორდით.

ბაპტისტებთანაც ვიყავი, მაგრამ არ მიმიღეს, ჩემს დანახვაზე გაღიზიანდნენ, თავიანთ მინისტრს დაუძახეს და გამომაგდეს".

გაბრიელ ბერისათვის მრევლს ქართველი ერის აღორძინება-გამრავლებისათვის პარაკლისის გადახდა უთხოვია, მანაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე აღავლინა პარაკლისი წმიდა სამების სახელობის ტაძარში, რის შემდეგაც საშინელი გამოცხადება ჰქონდა:

"ორნი მოვიდნენ, ძველი მეომრებივით ეცვათ. ერთმანეთს ჩემზე მიუთითეს, - აი, ეს არისო. აქეთ-იქიდან ამომიდგნენ და სადღაც წამიყვანეს. ძლივს გავარჩიე, თეთრი შენობა იყო, ოღონდ ჯვარი არ ჰქონდა. სადღაც, ბნელ ოთახში შემიყვანეს, კარი მომიკეტეს და დამტოვეს. თვალი რომ კარგად შევაჩვიე, დავინახე ქვის იატაკზე მოფენილი, თითის სიგრძე, მკვდარი, გასისხლიანებული ბავშვები, ჭერზე არსებული ხვრელიდან კი კვლავ დახოცილი ბავშვები ცვიოდა ისე, რომ ფეხი არსად დაიდგმებოდა. იქაურობა სისხლით იყო მოსვრილი. ფეხი რომ არაფრისათვის დამედგა, მივიწიე და ფეხის წვერებზე შევდექი. ამ დროს კარი გაიღო და ხმა გაისმა: "მობრძანდება! მობრძანდება!" მე გამიკვირდა: ვინ მობრძანდება? ალბათ, ამათი უფროსია, ვთხოვ და იქნებ გამიშვას-მეთქი. ისევ ის ორნი შემოვიდნენ, ისინი, ვინც აქ მომიყვანეს, შესასვლელსა და გასასვლელში ჩადგნენ და აღარ მიშვებდნენ. კედელს ავეკარი. ავიხედე და დავინახე ანგელოსებითა და წმიდანებით გარშემორტყმული ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მობრძანდა. თეთრი სამოსელი ეცვა. მაშინვე ვიცანი. "აი, ეს არის, გამრავლებას რომ ითხოვდაო" - და იმ ორმა ჩემზე მიუთითა. ღვთისმშობელმა მკაცრად შემომხედა, იატაკზე სისხლით მოსვრილ ბავშვებზე მიმითითა და მითხრა: "ამისთვის მეხვეწები? ასე გამრავლდება საქართველო?"

გატრიალდა და წავიდა. იმ ორმა წამომიყვანა და ჩემს კელიაში დამაბრუნა".

ეს ჩვენება მამა გაბრიელმა მეორე დღესვე მოუთხრო მათ, ვინც პარაკლისს ესწრებოდა, შემდეგ კი ყველა ქალს, დიდსა თუ პატარას, შესთხოვდა და ევედრებოდა: "დედებო, აბორტს ნუ გაიკეთებთ, საქართველო დაღუპვას გადაარჩინეთო".

მღვდლობიდან და ზიარებიდან განყენებული მამა გაბრიელი ერთხელ სიონის კიბეზე იჯდა და მათხოვრობდა (ამ ფულს შემდეგ გაჭირვებულ ადამიანებს ურიგებდა, თავისთვის კი მხოლოდ სულის მოსათქმელ პურის ფულს იტოვებდა ხოლმე). წირვის შემდეგ პატრიარქი (ეფრემ II) ამოვიდა და რომ შენიშნა, გაკვირვებულმა იკითხა, ნუთუ სხვა საშუალება არა აქვსო?

- ეკლესიაში შენ არ უშვებ და სხვა რა საშუალება უნდა ჰქონდეს კეთილი საქმისთვისო?! - უპასუხა მრევლმა.

კათოლიკოსის სული სინანულმა, ტკივილმა და სიყვარულმა აღავსო.

სვეტიცხოვლობა რომ მოახლოვდა, მცხეთას ფეხით წავიდა. "ყოველივე უფალს მივანდე. იმ საღამოს სვეტიცხოველში დავრჩი და მოვილოცე. სვეტიცხოვლობა რომ თენდებოდა, ჩვენება ვნახე - ავფრინდი და პირდაპირ სვეტიცხოვლის საკურთხეველში ჩავფრინდი. ვხედავ, კათოლიკოსი იქ არის და მღვდლები გარს ახვევია, წირვა უნდა დაიწყოს და ემზადებიან. ამ დროს ღვთისმშობელი და მაცხოვარი მობრძანდნენ და კათოლიკოსი შეაჩერეს. მხოლოდ ამისგან შევიწირავთ მსხვერპლსო და ჩემზე მიანიშნეს. მივხვდი, მაცხოვარმა და ღვთისმშობელმა ნუგეში მომცეს. სვეტიცხოვლობას ნამდვილად მაზიარებენ-მეთქი, გავიფიქრე. დილით, სანამ წირვა დაიწყებოდა, მითხრეს, კათოლიკოსი გეძახისო. მივედი. კათოლიკოსმა შეშინებულმა შემომხედა, ეტყობოდა, მასაც ჰქონდა გამოცხადება, მაგრამ მე ხომ არ მეტყოდა. მკითხა, ზიარებისათვის მზად ხარო? მერე მღვდელს დაუძახა, - გაბრიელი შემოსეთ, საკურთხეველში შემოვიდეს და სწიროსო. მთელ ხალხს სიხარულის ცრემლი მოსდიოდა... ამას იმიტომ კი არ გეუბნებით, თითქოს მე ვინმე ვიყო, არამედ იმიტომ, რომ კარგად დაიმახსოვროთ: რაც არ უნდა მოხდეს, ღვთის იმედი არასოდეს დაკარგოთ".

დედა პარასკევა მამა გაბრიელის პანაშვიდს იხსენებს:

"როდესაც ტაძარში პანაშვიდზე ვიჯექი, ჩამთვლიმა, უეცრად საიდანღაც მამა გაბრიელი გამოჩნდა და როგორც შემოსეს, იმ სახით მომიახლოვდა... ჩემს წინ ჩაიარა, ანაფორის სახელო სახესთან ამიფრიალა და ღიმილით მითხრა: - რა ცხვირი ჩამოგიშვია?გამოვფხიზლდი და მივხვდი, რომ ის ისევ ჩვენთან იყო და გვამხნევებდა. მეორე დღეს ხელებიდან და სახიდან საფენები მოვხსენი... მამა გაბრიელი თოვლზე უფრო თეთრი და სპეტაკი იყო...

საოცარი ის იყო, რომ მისმა გარდაცვალებამ სიმძიმის განცდა კი არა, საოცარი სიმსუბუქე, სიყვარული, გარდაცვალების ნეტარება და შობისა და აღდგომის სიხარული დატოვა.

ისე ჩუმად გავიდა, როგორც მისი ბეთანიელი მამები, დატოვა უემოციო თვალები და მტკნარი სახეები, იქაურობა თითქოს უშინაარსო ფუსფუსმა აავსო... არც ცრემლი ჰქონია ვინმეს, მხოლოდ მოგვიანებით მიხვდნენ საკუთარ უმწეობას, ერთმანეთს გადახედეს და ბერის ყოველი სიტყვა გაახსენდათ...

გაივლის ხანი და მათი გულებიდან ზვავივით ამოხეთქავს გაბრიელ ბერის უკანასკნელი დღეები და მასთან განშორების ტკივილი...
მისი ერთ-ერთი მრევლთაგანი იხსენებს: "გარდაცვალების წინა დღეებში, დამშვიდობებისას, თვალებში ჩამხედა და მითხრა:

"მე ხანუმა არ ვიყო, თუ ოინი არ გიყო..."
გულიანად ვიცინოდი, ის კი აგრძელებდა:
"და ეგ შენი სიცილი ტირილად არ გიქციო..."


რამდენიმე დღეში მამა გაბრიელი გარდაიცვალა, დაკრძალვიდან დაბრუნებული მეზობელთან შევედი. მეზობელმა ტელევიზორი ჩართო... ჯერ გამოსახულებაც კი არ ჩანდა, რომ ხმა მომესმა:

"მე ხანუმა არ ვიყო, თუ ოინი არ გიყო..." ფილმ "ქეთო და კოტეს" უჩვენებდნენ... სახტად დავრჩი... თავი ვეღარ შევიკავე და მწარედ ავტირდი".

მასალების მოწოდებისათვის დიდ მადლობას მოვახსენებთ
ბატონ მალხაზ ჯინორიას.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat