საქართველოს სიყვარული გადაარჩენს
საქართველოს სიყვარული გადაარჩენს
წელს, გაზაფხულზე, 20 წელი სრულდება, რაც დედა პარასკევა (როსტიაშვილი) მონაზვნად აღიკვეცა მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში.

დედა პარასკევა, ერში მანანა როსტიაშვილი, დაიბადა დუშეთის რაიონის სოფელ ანანურში, აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. 35 წლისამ ღმერთს შესთხოვა, ეჩვენებინა გზა, როგორ ეცხოვრა ისე, რომ ადამიანებისთვის სიხარული და ბედნიერება მიენიჭებინა, "როდესაც დავრწმუნდი, რომ ამას მონასტრული ცხოვრებით შევძლებდი, მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება მონაზვნად აღვკვეცილიყავი მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში", - გვიამბობს დედა პარასკევა, რომელსაც სამთავროში მოსვლის დღიდან განსაკუთრებული სულიერი სიახლოვე აკავშირებდა მამა გაბრიელ ურგებაძესთან.

დედა პარასკევასთან ჩვენი საუბარი 2012 წლის 23 დეკემბერს არის ჩაწერილი, მას შემდეგ, რაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა არქიმანდრიტი გაბრიელი წმინდანად შერაცხა.

- მონასტერში მოსვლისთანავე მამა გაბრიელში განსაკუთრებული მადლი შევიგრძენი. იგი ყველასგან გამოირჩეოდა თავისი სიწმინდით. როცა სამთავროში მოვედი, მამა გაბრიელს კარგა ხნის დაწყებული ჰქონდა ამ მონასტერში მოღვაწეობა, თუმცა, ჯერ კიდევ არ იყო აყვანილი არქიმანდრიტის ხარისხში. მას ძალიან გაუხარდა სამთავროში ჩემი მოსვლა, "პირველ მერცხალს" მეძახდა. იმ დღეს, როდესაც მონაზვნად უნდა აღვკვეცილიყავი, მღვდელ-მონაზონ საბა კუჭავას სთხოვა, დედა პარასკევა ეწოდებინათ ჩემთვის, ასე რომ, მონაზვნობის სახელიც მამა გაბრიელმა შემირჩია.

მას ყველა უყვარდა, მაგრამ ჩემთან მართლაც განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. ვცდილობდი, რაც შემეძლო, ისე მომევლო მისთვის, წყალსაც მე ვაწვდიდი ხოლმე. მეტყოდა: "აი, შენ, ცოტათი გამიგე".

- თქვენ ყოველთვის ამბობდით, რომ დადგებოდა დრო და მამა გაბრიელს საქართველოს ეკლესია წმინდანად შერაცხავდა.

- დიახ, ვამბობდი და იმასაც ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ მისი წმიდანად შერაცხვა მაშინ მოხდებოდა, როდესაც ამის აუცილებლობა შეიქმნებოდა საქართველოში. მადლობა ღმერთს, ეს დღეც დადგა.

ახლა დროებით შევწყვეტთ ამ საუბარს და შემოგთავაზებთ პირად არქივში დაცული ძველი ჩანაწერების ფრაგმენტებს.


14 წლის წინათ. ივლისი, 1999 წელი.
- დედა პარასკევა, მამა გაბრიელი სალოსი ბერი იყო და ზოგჯერ ალბათ, გიჭირდათ მისი საუბრის გამოცნობა.


- მამა გაბრიელს უთქვამს, სალოსის საუბრის გამოცნობა, ვინც რწმენაშია, იმას არ გაუჭირდებაო. მამა გაბრიელი სიყვარულის მქადაგებელი იყო, იტყოდა, საქართველოს სიყვარული გადაარჩენს, ბოლო ჟამი დაწყებულია, თქვენ ანტიქრისტეს მოესწრებით, მაგრამ ნუ შეშინდებით, უფალი თავის მორწმუნეებს ხელისგულზე შეინახავს, ნახევარი ჯოჯოხეთი უკვე დედამიწაზეა, თქვენ კი, შვილებო, იარაღი არა გაქვთ, რომ ბოროტებას შეებრძოლოთო. როცა შევეკითხებოდით, რა იარაღია საჭირო ბოროტების შესაბრძოლებლადო, გვპასუხობდა: ლოცვა, შვილებო, რაც შეიძლება მეტი ლოცვა, მხოლოდ ამით დავძლევთ ბოროტებას, მაგრამ თუ ლოცვას კეთილი საქმეც თან არ ახლავს, ასეთი ლოცვა მკვდარია და ვერაფერში წაგადგებათ, რწმენასთან ერთად თუ მტკიცე ნება არ გაქვთ, არაფრად ვარგიხართ, შენს სარწმუნოებას აგინებდნენ, შენ კი იდგე და ხმას არ იღებდე, ვეჭვობ, იმ ურწმუნოზე უარესი არ იყოო. მამა გაბრიელისგან ხშირად გამიგონია, ანტიქრისტე მთელ მსოფლიოში გამეფდება, მაგრამ საქართველოში ტახტს ვერ დაიდგამს, საქართველოს, როგორც ღვთისმშობლის წილხვდომილ ქვეყანას მადლი არასდროს განეშორებაო.

მამა გაბრიელი სიცოცხლეშივე კურნავდა სიტყვით, ლოცვით, ჯვრის გარდასახვით. მახსოვს, ერთხელ მონასტერში მოვიდა შეწუხებული ადამიანი, რომელსაც გველმა უკბინა და მამა გაბრიელს სთხოვდა დახმარებას. როგორც კი მას მამა გაბრიელმა ნაკურთხი წყალი დაასხა და ნაკბენ ადგილას ჯვარი გარდასახა, ჭრილობა დაუცხრა და აღარ დასჭირდა ექიმისთვის მიემართა. ერთხელაც ტაძარში მოსულ ყმაწვილს უთხრა, - შვილო, შენს სულს ვერ ვხედავ, აღსარებისა და ზიარების მადლი თუ გადაგარჩენსო. შეისმინა ყმაწვილმა ბერის რჩევა, მაგრამ როგორც მოგვიყვა, ზიარების შემდეგ მეგობრებმა გამოუარეს მანქანით, - საქეიფოდ წავიდეთო. რადგან "ახალი ნაზიარები ვიყავი, მეგობრები უარით გავისტუმრე. იმ ღამით გავიგე, მანქანა ავარიაში მოჰყვა და სწორედ ის ახალგაზრდა გარდაიცვალა, რომელიც ჩემს მაგივრად წავიდა საქეიფოდ", - შეწუხებული უამბობდა მამა გაბრიელს.

მამა გაბრიელს უყვარდა ავადმყოფების მონახულება. უხაროდა, როდესაც ნაცნობის მოსანახულებლად ახლობელი შემოუვლიდა. ერთხელ ბერმა უცნობს დაჟინებული მზერის შემდეგ უთხრა: "შვილო, შენ განსაცდელი გელოდება, შემოიარე მონასტერში, დაგლოცავ და აგაცილებ ამ განსაცდელს". მართლაც ასე მოიქცა ეს ახალგაზრდა. ერთი კვირის შემდეგ ვიღაცას იარაღი უსვრია და ტყვიამ ამ ყმაწვილს ისე ახლო ჩაუქროლა თავთან, თმა შეუტრუსა, მაგრამ მამა გაბრიელის ლოცვის წყალობით, ეს მისთვის სასიკვდილო არ აღმოჩნდა.

გარდაცვალების შემდეგაც არ შეუწყვეტია მამა გაბრიელს ადამიანების დახმარება. მისი საფლავის კანდელიდან აღებულ ზეთს კურნების ძალა აქვს.

 

ერთმა ქალბატონმა დაეჭვებით მკითხა, - იქნებ კარგად ამიხსნათ, რა ძალა აქვს ამ ზეთსო. სანამ ვუხსნიდი, საიდანღაც კრაზანა გამოჩნდა და ქალს მკლავზე უკბინა. ნაკბენი იმდენად მტკივნეული იყო, ქალმა შეჰკივლა, მკლავი სულ გაუსივდა და გაუწითლდა. ვურჩიე, გაბრიელის ზეთი გამოეყენებინა. როგორც კი წაიცხო, ნაკბენი მაშინვე დაუამდა და ტკივილიც ჩაუცხრა, შემომჩივლა, - ვერ გავიგე, რატომ დამსაჯა ასე მამა გაბრიელმაო. ავუხსენი, კი არ დაგსაჯათ, თქვენს შეკითხვას თვითონვე უპასუხა, ასე კარგად მე ხომ ვერ აგიხსნიდით-მეთქი.

მისი საფლავიდან მიწასაც იღებენ და მიაქვთ შინ ბოროტი ძალის განსადევნად, ნევროზით შეპყრობილ ადამიანებს კი, მშვიდი ძილის საშუალება ეძლევათ, გაბრიელის ზეთის გამოყენებისა და საფლავის მიწის შინ მიტანის შემდეგ.


7 წლის წინათ. 2007 წლის ოქტომბერი.
მამა გაბრიელს სიცოცხლის ბოლო დღეებში დედა პარასკევა უვლიდა.

- 1995 წლის 1-ელ ნოემბერს მამა გაბრიელმა მთხოვა, ამ ღამით ნუ დაიძინებ, ვილაპარაკოთო. ვერ ჩავწვდი ამ სიტყვების არსს და გადაღლილს, ტახტზე ჩამომჯდარს ჩამთვლიმა. როცა გამომეღვიძა, მითხრა: ხომ გთხოვე, არ დაგეძინაო. შემრცხვა და ვეღარაფერი ვუპასუხე. ტირილი დაიწყო: ბევრი განსაცდელი მოიწევა საქართველოზე და როგორ გაუძლებთო, თან ცრემლით შესთხოვდა უფალს ღვთისმშობლის წილხვედრილი ქვეყნის გადარჩენას და ხელით, ოთხივ კუთხივ ჯვარს გადასახავდა. ცოტა ხნის შემდეგ დაიძახა, - "დედაო... დედაო", ალბათ დედამისს ეძახის. ნეტავ აქ დარჩენილიყო, როცა გუშინ შვილის მოსანახულებლად ამოვიდა მონასტერში-მეთქი, თან იმწამსვე გამახსენდა ისიც, რომ მამა გაბრიელმა არ ისურვა მისი დარჩენა. თითქოს ჩემი ფიქრი დაიჭირა, უცებ მეუბნება: "დაო, დაო..." როცა მის სარეცელს მივუახლოვდი, ლოცვა ისე განაგრძო, ჩემთვის თვალი არ მოუშორებია. ამასობაში მღვდელმონაზონი საბა მოვიდა და წმინდა ზიარება მიაღებინა. მეორე დღეს, მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა, თითქოს სახეც შეცვლილი ჰქონდა, შფოთვდა, წუხდა, სუნთქვა უჭირდა, ხანგრძლივი ამოსუნთქვები დაეწყო, შევშინდი, გული ცუდად არ გაუხდეს-მეთქი და ფანჯარა გამოვაღე. უკმარისობა ჰქონდა და ესიამოვნა სუფთა ჰაერი. როცა დედები შემოვიდნენ, დარწმუნებულებმა მითხრეს, უკვე სულს ებრძვისო. სასწრაფოდ დავრეკე საპატრიარქოში, მალე მეუფე დანიელი მობრძანდა ექიმებთან ერთად, როცა მეუფემ მისი ზიარება დააპირა, მამა გაბრიელმა ტუჩები მოკუმა და თავის გაქნევით მიახვედრა, ვერ ვეზიარებიო, გულს იზიდავდა და ვეღარ გაბედა წმინდა ნაწილის მიღება. როცა მოსაღამოვდა, მეუფემ სულის გაყრის ლოცვები წაუკითხა. გარდაცვალებამდე ღიმილმოფენილი შეჰყურებდა წმინდა ნიკოლოზის ხატს. 2 ნოემბერს, ღამის ათის ნახევარზე გარდაიცვალა. ბოლომდე მეგონა, მოიხედავდა, რადგან მუცელში ჩამდგარი წყალი გარდაცვალების წინა დღეებში გაუქრა და ღვიძლის ფუნქციაც ნორმის ფარგლებში ჰქონდა, ექიმებიც გაკვირვებულნი იყვნენ ამის გამო, როგორც ჩანს, ხორციელადაც განწმენდილი უნდა მიეღო უფალს.

40 დღის თავზე დედამისი ანა ჩვენს მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად. გამახსენდა, ერთხელ მამა გაბრიელმა მითხრა: "დედის გარდაცვალება ძნელი იქნება ჩემთვის, ამიტომ მე უფრო ადრე გარდავიცვლები". მართლაც ასე მოხდა. მონოზონმა ანამ 4 წელი მონასტერში, სულ ავადმყოფობაში გაატარა, 92 წლისა გარდაიცვალა. იმ კუბოში ჩავასვენეთ, რომელშიც მამა გაბრიელი თავის სიცოცხლეში წვებოდა. ახლა დედა-შვილი გვერდიგვერდ განისვენებენ.


4 წლის წინ, სექტემბერი, 2009 წელი.
- დედა პარასკევა, წელს, აგვისტოში მამა გაბრიელს დაბადების 80 წელი შეუსრულდა. ბევრი ადამიანი მოვიდა ამ დღეს მისი საფლავის მოსალოცად?

- ძალიან ბევრი. რაც დრო გადის, უფრო მეტი ხალხი დადის მისი საფლავის მოსალოცად. დაკვირვებული ვარ, როცა მომენატრება, ან რაიმე დახმარება მჭირდება, პასუხიც არ აყოვნებს მისგან, ზოგჯერ ეს სხვა ადამიანის საშუალებითაც ხდება. ამას წინათ ჩემთვის ვფიქრობდი, ნეტავი როგორი იქნებოდა ახლა 80 წლის მამა გაბრიელი, ცოცხალი რომ ყოფილიყო-მეთქი. მისი დაბადების წინა დღეს ერთმა მომლოცველმა, მამა გაბრიელის საფლავის ქვაზე სხვა ნივთებთან ერთად, პატარა, დახურული ტელეფონი დადო. ცოტა ხნის შემდეგ, როცა ტელეფონით სარგებლობა დააპირა, მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ტელეფონის ეკრანზე მამა გაბრიელის სურათი აღბეჭდილიყო. სურათს დავხედე, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს მან ჩემს ფიქრებს უპასუხა. რატომღაც სურათზე საკმაოდ ასაკოვანი მეჩვენა. მისი სურათი სასწრაფოდ შევიყვანე ჩემს ტელეფონში, რადგან დარწმუნებული ვიყავი, ეს ჩემი კითხვის პასუხად იყო გამოგზავნილი.

მამა გაბრიელი მიწაზე მოარული ანგელოზი იყო. მახოვს, ერთხელ, როდესაც მონასტრის ეზოდან გადიოდა და დედები მივაცილებდით, მოგვიბრუნდა და გვითხრა: "აბა, კარგად შემომხედეთ, სამონაზვნო ჩოხაში შარვლის ტოტები ხომ არ მოჩანს, კაცი არავის ვეგონო, მე ხომ ბერი ვარო".

იმ ხალხის უმრავლესობა, რომელიც სამთავროში ამოდის მისი საფლავის მოსალოცად, ყვება, რომ მათ სიზმარში ეცხადებათ მამა გაბრიელი და სთხოვს, მის საფლავზე ამოვიდნენ, დახმარება სთხოვონ და ის მზად იქნება შემწეობის აღმოსაჩენად. იგი ეხმარება მებრძოლებს, ავადმყოფებს, განსაცდელში მყოფ გაჭირვებულ და მიუსაფარ ადამიანებს.

2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ცხინვალი ისე იყო ჩაკეტილი, ჩიტიც ვერ შეფრინდებოდა. ამ დროს ერთ-ერთმა ასმეთაურმა, რომელსაც ქართველი მეომრებისთვის მამა გაბრიელის ზეთი მიჰქონდა, თავისი მსუბუქი ავტომანქანით მოახერხა შუა ცხინვალში შესულიყო. მან მებრძოლებს უბრძანა, დაეტოვებინათ სანგრები და მამა გაბრიელის ზეთი ეცხოთ. როგორც კი ბიჭები ზეთის წასაცხებად გამოსულან, ერთდროულად ყველა სანგარი აფეთქებულა. ცხინვალი გრადის ტიპის დანადგარებით იბომბებოდა და მთლიანად ცეცხლში იყო გახვეული, - ჰყვებოდა ასმეთაურის ძმა, რომელიც ამ ომში იბრძოდა, გრადი ხომ კილომეტრებზე ანადგურებს ყველაფერს. ჩვენ მათგან სულ რაღაც 100 მეტრში ვიბრძოდით, მაგრამ ვინც კი მამა გაბრიელის ზეთი იცხო (მათ შორის მუსლიმანებმაც), ყველანი უვნებელნი გამოვედით იქიდან იმის მიუხედავად, რომ ყველაზე ბოლოს მოგვიხდა ცხინვალის დატოვება. ის მეომრები კი, ვინც უარი განაცხადა ზეთის ცხებაზე, თითქმის ყველა დაიღუპა, გადარჩენილთაგან კი ყველანი სამშობლოს მოღალატის ბრალდებით დააპატიმრეს", - გვიამბობდნენ მებრძოლები.

ღირსი გაბრიელის საფლავი

მამა გაბრიელი განსაკუთრებით შეეწევა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს. ერთი მანდილოსანი მიყვებოდა, საზღვარგარეთ ყოფნის დროს დაიკარგა ჩემი შვილის პასპორტი და თვითმფრინავის ბილეთი, მოგეხსენებათ, რა ძნელია უცხოეთში დოკუმენტების დაკარგვა, თხოვნის შემდეგ, მამა გაბრიელმა 5 წუთში გვაპოვნინა ეს დოკუმენტები, პასპორტიც და ბილეთიც ისე გაჩნდა ჩვენ წინ, ვინმე რომ ხელში ჩაგიდებსო.

საბერძნეთში მცხოვრებმა ქალბატონმა კი ასეთი რამ მოგვიყვა: ერთ საღამოს ხერხემალი ისე ამტკივდა, მოძრაობა აღარ შემეძლო, ლოგინში ჩავწექი და ვფიქრობდი, აღარ წამოვდგები, მირჩევნია ასე მოვკვდე-მეთქი. როგორც კი ჩავთვლიმე, მამა გაბრიელი ვიხილე ხელში კვერთხით. კვერთხი მიწას დაჰკრა და მიწიდან უზარმაზარი მონასტერი აღმოცენდა. მოძღვარს დავედევნე, ფეხებში ჩავუვარდი და ვუთხარი: - რახან ამოდენა მონასტრის აშენება შეგიძლიათ, ჩემს განკურნებასაც შეძლებთ-მეთქი. მამა გაბრიელმა ორჯერ შემომკრა კვერთხი ხერხემლის დაზიანებულ ადგილას, სიზმარშივე საოცარი შვება ვიგრძენი. მითხრა, - უკვე გამოჯანმრთელებული ხარო. მეორე დღეს საწოლიდან წამოვფრინდი, თითქოს მეორედ დავიბადე. მას შემდეგ საერთოდ დამავიწყდა, რა არის ტკივილი.

ერთ უჩვეულო ამბავსაც გიამბობთ. ეს საფრანგეთში მოხდა. ქართველი დედა მხურვალედ ევედრებოდა თურმე უფალს, გაეცნო ისეთი მოძღვარი, რომელიც შვილის მოსახელე იქნებოდა და შემწეობას აღმოუჩენდა მის ოჯახს. ერთხელაც სიზმარში იხილა ბერი, რომელიც ასე გაეცნო: "მე, მცხეთელი გაბრიელი, მზად ვარ დაგეხმაროთ. როცა ტაძარში თქვენს მეგობარს შეხვდებით, უთხარით მას, დაჭრას ჩემი კაბა და იმ კაბის ნაწილები შეახვედროს მათ, ვისაც ჩემი დახმარება უნდაო. ის ქალბატონი მხატვარია და სანამ შაბათ-კვირას ქართველთა სათვისტომოს ეკლესიაში წავიდოდა, მეორე დღესვე გაუკეთებია წინა ღამით სიზმრად გამოცხადებული ბერის გრაფიკული პორტრეტი. ეკლესიაში იგი შეხვდა მეგობარს, რომელმაც მამა გაბრიელზე გამოცემული წიგნი აჩვენა და ურჩია - წაიკითხე ეს წიგნი და მამა გაბრიელი შენს შვილს უმფარველებსო. როდესაც ქალბატონმა წიგნი გადაშალა და მამა გაბრიელის ფოტოსურათი იხილა, გაოცდა, ფოტოსურათზე გამოსახული ბერი ზუსტად ის იყო, ვინც მან სიზმარში ნახა და ვისი პორტრეტიც დახატა, ხოლო ქალბატონი, რომელსაც მამა გაბრიელის სამონაზვნო შესამოსელი უნდა დაეჭრა და გაჭირვებულთათვის დაერიგებინა, ის აღმოჩნდა, ვინც მხატვარს მამა გაბრიელის წიგნის წაკითხვა ურჩია, სწორედ მას შეუკერავს მამა გაბრიელსითვის სამონაზვნო ჩოხა და ამის შემდეგ გადასულა საფრანგეთში საცხოვრებლად.

მას შემდეგ ეს მანდილოსნები ხშირად ჩამოდიან საქართველოში საფლავის მოსანახულებლად და როგორც ამბობენ, დიდ შეწევნასაც იღებენ. მხატვარმა ქალბატონმა მამა გაბრიელის პორტრეტი ჩვენს მონასტერს შემოსწირა.

როდესაც საფრანგეთში დაბრუნდნენ, საქართველოს საპატრიარქოს სახელზე გამოგზავნეს წერილი, რომელშიც ყველა ამ სასწაულის შესახებ არის მოთხრობილი, ისინი სთხოვენ წმინდა სინოდს, განიხილონ საკითხი მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხვისა.


2012 წლის 23 დეკემბრის საუბრის გაგრძელება
- დედა პარასკევა, როდესაც პირველად გაიგეთ მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხვის შესახებ, რა განცდა დაგეუფლათ.

- თქვენ წარმოიდგინეთ, სულ ველოდი ამ დღეს, მაგრამ როდესაც ამის შესახებ მითხრეს, ვერ დავიჯერე და დღემდე ვერ ვაცნობიერებ ამას ბოლომდე, რადგან მამა გაბრიელის ასე მოულოდნელად წმინდანად შერაცხვა ღვთის დიდი სასწაულმოქმედების შედეგია. ჩვენი პატრიარქის ასეთი დიდი მონდომება არ გამკვირვებია. წმინდა სინოდის ასეთი ერთსულოვნება უწმინდესის განცხადებაზე, აბა, რას უნდა მივაწეროთ, თუ არა უდიდეს სასწაულს. მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხვით, ცხადია, უდიდესი მადლი გადმოვიდა საქართველოზე, რაც აუცილებელი იყო ერის სარწმუნოებაში განსამტკიცებლად. ამით უფალმა ერთხელ კიდევ დაგვანახვა, რომ მას ყველაფერი შეუძლია. მამა გაბრიელი სულ ამბობდა, საქართველო გაბრწყინდება, თვით ანტიქრისტეს დროსაც კი, აქ ყველაზე ნაკლები დევნა იქნება და უამრავი ადამიანი გადარჩებაო. მამა გაბრიელი ხომ ღვთისა და ადამიანების საოცრად მოყვარული პიროვნება იყო და მისმა დიდმა თავგანწირვამ სასურველი შედეგი გამოიღო, დღეს მთელი საქართველო ხარობს. ისეთმა ზეციურმა სიყვარულმა მოიცვა ყოველი ღვთის მიმდევარი, ეკლესიური ადამიანი ამ დღეებში, თითქოს თავად უფალი ჩამოვიდა ზეციდან და ის სიყვარული, რაც მამა გაბრიელმა დაგვიტოვა, თავადვე უბრუნდებათ ამ ადამიანებს ერთმანეთისა და საქართველოს გასაძლიერებლად. მამა გაბრიელის წმინდანობით უდიდესი იმედი გაჩნდა ჩვენს ხალხში და ქვეყანას მომავლის რწმენა დაუბრუნდა. ამიტომ, ხალხის ნაკადი დღედაღამ არ წყდება, მთელი საქართველო ჩამოდის მისი საფლავის მოსალოცად და ამ სიხარულის გასაზიარებლად.

- ბოლო ხანს რაიმე განსაკუთრებული ხომ არ მომხდარა?

- მოხდა უამრავი სასწაული. ბრმად დაბადებულ ბავშვს მხედველობა დაუბრუნდა, ერთს სმენა არ ჰქონდა და ახლა ესმის, რა ვიცი, რომელი ერთი მოგახსენოთ, იმდენი რამ მოხდა ამ დღეებში, უკვე აღარც კი ვიწერთ. ერთი კიბოთი დაავადებული ბავშვი მოიყვანეს და მას შემდეგ, რაც მამა გაბრიელის საფლავს ხელებით შეეხო, აბსოლუტურად განიკურნა და როდესაც სურათი გადაუღეს, იმ ადგილას, სადაც სიმსივნე ჰქონდა, აღარაფერი აღმოაჩნდა და ექიმების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ზოგს ვალი ჰქონდა და რაც მამა გაბრიელს შემწეობა სთხოვა, ეს ვალები გადაუვადდა, ზოგიც სულიერი დეპრესიისაგან განიკურნა, ფიზიკური გამოჯანმრთელების უამრავი შემთხვევაა, მცირედმორწმუნეებს რწმენაში აძლიერებს და არწმუნებს, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს. სასწაულები ზეთითაც ხდება და მისი კაბის ნაჭრითაც, რომელიც ამ 2-3 წლის წინ დავურიგე ხალხს მამა გაბრიელის თხოვნით, რაზეც ადრე მოგახსენებდით. ზოგჯერ მამა გაბრიელის კაბის ნაჭერს საოცარი სურნელი ასდის. ბევრი უცხოეთიდანაც ჩამოდის და მამა გაბრიელის სასწაულით შეიცნობს ღმერთის ძლიერებას, მათ უამრავი სურვილი უსრულდებათ და მისი შემწეობის შემდეგ, სრულიად სხვაგვარი ადამიანები ხდებიან, თითქოს, ხელახლა დაიბადნენო.

- დედა პარასკევა, ხშირად გითქვამთ მამა გაბრიელის სიტყვები, - როდესაც ჩემს საფლავს გახსნიან, ჩემი სხეული უხრწნელი იქნებაო.

- კი, რა თქმა უნდა, ამას რომ ამბობდა, ალბათ ისინიც დამემოწმებიან, ვინც მასთან ახლოს იყო. უთქვამს, ერთი წმინდა ნინოს საფლავია ბოდბეში უხრწნელი და მეორე ჩემი საფლავი იქნებაო. და ეს ასეც იქნება, იმიტომ, რომ მას რაც უთქვამს, ყველაფერი შესრულდა. მე ხომ მის საფლავთან მაქვს კარავი და ხანდისხან ზაფხულში ისეთი სურნელი იფრქვევა აქ, გეგონებათ, მირონს ხარშავენო. ეს კეთილსურნელება იმდენად მძაფრია, ძნელია ადამიანმა ამ მადლმოსილებას დიდხანს გაუძლოს. როგორც ჩანს, მამა გაბრიელის სხეულიდან მირონი გადმოედინება. ჩვენ ის ისე დავასაფლავეთ, როგორც დაგვიბარა. მას თავისი მანტია აცვია და ჭილოფშია შეხვეული ჩვეულებრივი ბერული წესით, ეს რკინის ჯვარი ეკეთა, ხის ჯვრით დავასაფლავეთ. ერთხელ ხუმრობით თუ სერიოზულად ისიც კი გვითხრა, ჩემს საფლავს რომ გახსნით, შეიძლება ჩემი სხეული შიგ აღარც კი დაგხვდეთო. არსებობენ ასეთი წმინდანებიც, მაგრამ, იმედია, ეს ხუმრობით ითქვა და საფლავში მარტო მისი შესამოსელი და ჭილოფი არ დაგვხვდება.

- დაახლოებით როდის ვარაუდობენ საფლავის გახსნას?

- წინასწარ ძნელია ამის თქმა, როდესაც წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, 20 დეკემბერს, უწმინდესი მამა გაბრიელის საფლავზე მობრძანდა, კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია და გამოთქვა მოსაზრება, მამა გაბრიელის სამთავროს დედათა მონასტრის ტაძარში გადასვენების თაობაზე. ისიც ითქვა, რომ მამა გაბრიელის საფლავის გახსნამდე მისი მოძღვრის, ბეთანიელი ბერის, მამა იოანეს საფლავი გაიხსნება, ამიტომ შესაძლოა, ეს გაზაფხულზე, აღდგომის შემდეგ მოხდეს. ჯერჯერობით, საბოლოოდ არც ის არის დადგენილი, საფლავის გახსნის შემდეგ, მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს მისსავე საფლავში დატოვებენ, თუ ტაძარში გადააბრძანებენ. ცხადია, ყველაფერი ღვთის ნებით მოხდება, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, სულიერი სიხარულით და მორჩილებით დაველოდოთ უფლის ნების გაცხადებას.

"საქართველოს სიყვარული გადაარჩენს", - ამბობდა მამა გაბრიელი თავის ანდერძში, ღმერთმა მალე აგვიხდინოს ეს სიტყვები და წმინდა გაბრიელ სალოსის ლოცვითა და მეოხებით გააბრწყინოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო.

- ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat