"სიყვარული გქონდეთო"
"სიყვარული გქონდეთო"
ნანა ჯანგულაშვილი: - თბილისის ომის დროს სამთავროს დედათა მონასტერში კანკელის ხატებს მირონი წამოუვიდა. წავედით მე და ჩემი ახლობლები მოსალოცად. ეზოში რომ შევედით, დავინახე, შუა საუკუნეების ბერი იდგა კოშკთან და ჩიტებს საკენკს უყრიდა, ძალიან შთამბეჭდავი სურათი იყო. შევედით ტაძარში, წირვა ახალი დამთავრებული იყო, მიტროპოლიტი დანიელი, მაშინ მამა დავითი, მსახურობდა სამთავროს მონასტერში და წირვა მან ჩაატარა. საიდან გაჩნდა ის ბერი, არ ვიცი, მან ქადაგება დაიწყო, ეს იყო იმპროვიზებული ქადაგება, იგი ჰყვებოდა ქრისტეს ცხოვრებას მთელი სისავსით, განცდებით, ტირილით, მეგონა, ერთი მსახიობის სპექტაკლს ვუყურებდი, კედელთან მიწვა და ტიროდა, შემდეგ წამოდგა, მომიახლოვდა და ერთი ხელი მე დამადო თავზე, მეორე კი ჩემს ახლობელ ასაკოვან ქალბატონს, რომელიც ძალიან მიყვარდა და შემოგვევედრა, - სიყვარული გქონდეთო. წირვის შემდეგ ვკითხე იმ ქალბატონს, - ვინ არის ეს ბერი-მეთქი. ლოთი არისო. ის ბერი აღმოჩნდა მამა გაბრიელი. მისი სიტყვები მე მოსვენებას არ მაძლევდა - "სიყვარული გქონდეთო". ბანალურია თითქოს, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ამ სიტყვების მიღმა რაღაც იდგა და წლების განმავლობაში ვეკითხებოდი ყველას, ვინც კი იცნობდა მამა გაბრიელს, რას ნიშნავდა ეს სიტყვები, თუ ეს ორივეს გვეკუთვნოდა, ჩვენ ისედაც ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი...

მაგრამ გავიდა 15 წელი და მივხვდი, რა გვითხრა მამა გაბრიელმა. ჩემსა და იმ ქალბატონს შორის ისეთმა შავმა კატამ გაირბინა, იგი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ მე მისი სიყვარული არ მქონდა! ეს დაინახა მამა გაბრიელმა 15 წლით ადრე. მივხვდი, რომ იგი დიდი წინასწარმეტყველი იყო და ახლა ვევედრები, რომ ილოცოს, რათა სიყვარული დამიბრუნდეს იმ ქალბატონის მიმართ.

პანაშვიდი
ეს ამბავი, ჩემმა ახლობელმა, მცხეთელმა ეთერ მრევლიშვილმა მომიყვა. ვკითხულობთ ჩემი მეგობრისა და კოლეგის, კახაბერ კენკიშვილის ნაწერს. ეთერს მამა გარდაეცვალა და წლისთავზე, დაპირებისამებრ, მამა გაბრიელთან მივიდა პანაშვიდის გადასახდელად. "ტაძარში შეჰყევი და გააშლევინეო", - უთხრა მამა გაბრიელმა თავის მორჩილს, მამა ნიკოლოზს (მაქარაშვილი). ტაბლა ჯვარცმის წინ გაშალეს, რომელიც ახლა რომ წმინდა ნიკოლოზის ხატია, იქ იყო დასვენებული. შემოვიდა მამა გაბრიელი და სუფრა გუმბათის ქვეშ გადაატანინა (ანუ ტაძარში ყველაზე მაღალი ადგილის ძირში), აქ მეტი მადლი გადმოდისო. სუფრაზე ყველაფერი ჰქონდა ეთერს, მათ შორის ჭოპორტული წითელი პომიდორიც. უეცრად ტაძარში შემოდის მამა ნიკოლოზი და თეფშით შემოაქვს წვრილად დაჭრილი შემრეშილი პომიდორი, - მამა გაბრიელმა გამოგიგზავნაო. გაოცდა ეთერი, მამამისს ხომ სწორედ შემრეშილი პომიდორი უყვარდა და უკბილობის გამო წვრილად სჭრიდა. თითქოს მამა გაუცოცხლდაო, მაგრამ თურმე ჯერ სადა ხარ... შეიმოსა მამა ნიკოლოზი, ამ დროს შემოდის მამა გაბრიელი და ალუმინის ჯამით შემოაქვს ცხელი, ქაფქაფა სუპი. ეთერი მღელვარებისგან კინაღამ ჩაიკეცა... მამამისი ნაომარი კაცი იყო და იქ ისე შესჩვეოდა ალუმინის ჯამს, რომ შემდეგ ყოველთვის იმით ჭამდა საჭმელს, არ ერიდებოდა, თუნდაც საპატიო სტუმარი ჰყოლოდა. საჭმელი სწორედ ასეთი ქაფქაფა ცხელი უყვარდა. უცნაური კი სწორედ ის იყო, რომ მამამისის ალუმინის ჯამი და მამა გაბრიელის მიერ შემოტანილი, ზომით, ფორმით ემთხვეოდა ერთმანეთს. "მამაჩემი რომ გაცოცხლებულიყო, ალბათ ამ შემრეშილ პომიდორსა და ალუმინის ჯამში ჩასხმულ სუპს შესჭამდაო", - ამბობდა ეთერი. მოკლედ, მამა ნიკოლოზმა დაიწყო პანაშვიდის გადახდა, მამა გაბრიელი ყველა სიტყვას უკონტროლებს. რაღაც მომენტში მამა გაბრიელმა საგალობელი გააძლიერა. მამა გაბრიელმა საგალობლის გალობა დაიწყო და ამ დროს ჩვენმა წმინდა მამამ სიმაღლეში გაზრდა დაიწყო, გაიზარდა, გაიზარდა და საცაა, გუმბათს აანგრევს. უცქერის ეთერი და ჰგონია, ეჩვენება, თურმე სხვებიც იმავეს ხედავენ და მათაც ჰგონიათ, რომ ეჩვენებათ. გაიზარდა მამა გაბრიელი სიმაღლეში და საცაა გუმბათიც აიხდება, მაგრამ შეჩერდა, გალობა შეწყვიტა და თავის სიმაღლეს დაუბრუნდა. მამა ნიკოლოზი მთლად მოიკუნტა. "რაო, ნიკოლოზ, ხომ არ გეწყინა, ხელი ხომ არ შეგიშალე?" - ჰკითხა გაბრიელ ბერმა. "არა, მამაო, პირიქით", - მიუგო მორჩილმა. ასე დამთავრდა ეთერ მრევლიშვილის მამის პანაშვიდი.

მამა გაბრიელისთვის პერანგი ჩამომქონდა.
მოიწონებდა, კარგიაო, მაგრამ მის ტანზე ჩაცმული არასდროს მენახა
- როგორი შემორჩა თქვენს მეხსიერებას მამა გაბრიელი?

- ბერის კაბა რომ ეცვა და წელზე სამხედრო ქამარი ჰქონდა შემოკრული. მახსოვს, მოწაფეობისას, ერთ დღეს ვერის პარკში მეგობრებთან ერთად ვსეირნობდი. დავინახე მამა გაბრიელი. გარშემო ხალხი ჰყავდა შემოკრებილი და ხმამაღლა საუბრობდა სარწმუნოებაზე.

დედამისი ანა ეხვეწებოდა ხოლმე, - შვილო, დაიბანე, ბალიშზე თავი დადე, თბილად იყავიო. არ გამაგონოო, - ეტყოდა. ბოლოს, დაიღალა, დაჭრა ბალიშები და გადაუყარა.

რუსეთში ვცხოვრობდი და წელიწადში რამდენიმე თვით საქართველოში ჩამოვდიოდი ხოლმე. ოჯახის წევრებისთვის ჩამომქონდა საჩუქრები, მამა გაბრიელისთვის - პერანგი. მოიწონებდა, კარგიაო, მაგრამ მის ტანზე ჩაცმული არასდროს მენახა. მისი ერთი სიამოვნება იყო, თუ "ზელიონკას" ჩამოვუტანდი - ლითონის, სპილენძის ნივთების გასაპრიალებლად ხმარობდნენ. ხატების პერანგს იმით აპრიალებდა.

მამა გაბრიელს ადამიანებთან ურთიერთობისას ცუდი გამოჰქონდა და კარგი შემოჰქონდა
ზვიად ონიანი: - მამა გაბრიელთან ახლო ურთიერთობა გვქონდა, ყველა ახლოს ვყავდით. სულიწმინდის მადლით დიდი ძალმოსილება ჰქონდა მინიჭებული. პირადად ვხედავდი, რომ მამა გაბრიელი ამ ძალმოსილებებს, რისი უფლებაც ჰქონდა, ყველაფერს არ იყენებდა. ეს კი მისი უზარმაზარი სიმდაბლიდან გამომდინარეობდა. მამა გაბრიელის ენით აუწერელ სიმდაბლეს ჩვენი გონებით ვერ ჩავწვდებით. ჩვენი ცოდვილი ბუნება და გონება ვერ იტევს ამ საზომს. ადამიანის საჭიროებისთვის რომ მისი სულისთვის სარგებელი მიეცა, უკიდურეს და არანორმალურ დამცირებას გადაიტანდა. საკუთარი თავი არაფრად მიაჩნდა. ამბობდა კიდევაც, - მიწა, მტვერი და ძაღლი ვარ და ვგდივარ აქაო. ერთხელ ვკითხე, - მამა გაბრიელ, როგორ ბრძანდებით-მეთქი. ეგ მეტად აღარ მკითხოო.

აბა, როგორ მოგიკითხოთ-მეთქი. რომ მეკითხები, როგორ ხარო და გითხრა, ცუდად-მეთქი, შემინდოს უფალმა, როგორ წამომცდება საყვედური ღვთის წინაშე. გითხრა, კარგად ვარ-მეთქი, აქა ვგდივარ ძაღლივით დავარდნილი, აბა, როგორ გიპასუხოო. მცირე ხნის შემდეგ დაამატა, - ბერზე უნდა იკითხო, ცოცხალი თუაო.

მამა გაბრიელის მთავარი ღერძი ყველაფერში იყო უზომო სიყვარული თითოეული ადამიანის მიმართ. აბსოლუტურად ყველაფერში იძლეოდა საზომებს მოქმედებით, ქადაგებით, მოპყრობით, პოზიციით. იმ საზომს გვაძლევდა ცხოვრებაში, რომ სახარებისეული სწავლება როგორ უნდა აამოქმედო ცხოვრებაში.

არ უყვარდა სასწაულები, მასზე ყურადღების გამახვილება. ჩემთვის ყველაზე მეტად დასაფიქრებელია მამა გაბრიელის მოქმედების გამოვლინებები. რომლის აღწერაც იმდენად ძნელია, რომ გარკვეული სულიერი მარაგი და შეხება უნდა გქონდეს ამ მოქმედებასთან. მამა გაბრიელიც ამბობდა, რაც არ გამოგიცდია, არ გაგიკეთებია, ნურც ნურავის ასწავლი და დაარიგებ, ვინაიდან საკუთარი პრაქტიკული გამოცდილების გარეშე, თუ უფლის სიტყვას ციტატად არ ეუბნები ადამიანს, გარკვეული გეზის ან მიმართულების მიცემა შეიძლება დამღუპველიც აღმოჩნდეს.

მამა გაბრიელს ჰქონდა ასეთი გამონათქვამი, იერუსალიმში წამსვლელს ნურც "ჰოს" ეტყვი და ნურც "არასო". რა იცი, წასულიყო და ცხონებულიყო და რა იცი, წავიდეს და წარწყმდეს. ადგილი ხომ არ განწმენდს ადამიანს, არამედ კაცი განწმენდს ადგილს. შენ თუ არ იცი, მისი გზა რა შედეგს მოიტანს, თუ სულიწმინდით ეს უწყება არ გაქვს, მაშინ შეიძლება მოკრძალებული რჩევაც კი სახიფათო გამოდგეს ადამიანისთვის. მთლიანობაში ეს მიდგომები, ადამიანებისადმი თავად სიმდაბლის გამოხატულებაა. ადამიანები მოქმედებაში ავლენენ სიმდაბლეს, რაც, რა თქმა უნდა, ჩემთვის წარმოუდგენელია, მცირედ მაინც მოვახერხო. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ.

***
მამა გაბრიელი ყოველთვის იქითკენ გაჩვენებდა გეზს, რომ მაქსიმალურად ადამიანს შესაძლებლობა ჰქონოდა და სცოდნოდა, როგორ ზუსტად და სწორად დაესვა დიაგნოზი საკუთარი ბუნებრივი მდგომარეობისთვის, რათა შემდეგ მკურნალობის სწორი მიმართულების არჩევა შეძლებოდა. თუ შენ სწორი დიაგნოზი არ დაუსვი საკუთარ თავს, მაშინ მკურნალობა სხვა მიმართულებით წავა და შედეგი შეიძლება ფატალური გამოვიდეს.

მამა გაბრიელს ადამიანებთან ურთიერთობისას ცუდი გამოჰქონდა და კარგი შემოჰქონდა. პირადად მე განსაცდელისას ისეთი გადაწყვეტილება მიმიღია და გადავრჩენილვარ რთული სიტუაციიდან, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩემგან არ მოდიოდა. მამა გაბრიელს ჰქონდა რაღაც მარცვალი ჩადებული და იმ მომენტში იმოქმედა. ეს იყო მამა გაბრიელის დაფარული მოქმედება.

მამა გაბრიელმა იცოდა ჩემი წარსული, აწმყო და მომავალი ისევე, როგორც ყველასი. ხანდახან სალოსურად იტყოდა, - ადამიანი რომ მოდის, უკან სარკე მოყვება და იმ სარკეში ყველაფერი ჩანსო. მამა გაბრიელთან ურთიერთობაში ადამიანებს მოთხოვნილებები უჩნდებოდათ, რაღაც ცოდვა დაეძლიათ და უკეთესები გამხდარიყვნენ. ამის იმპულსი მოჰქონდა მამა გაბრიელს. ერთხელ შევჩივლე, - სიგარეტს მინდა თავის დავანებო და ვერ ვახერხებ-მეთქი. რაო, პირიდან ბოლს უშვებო, - მკაცრად მითხრა.

მახსენდება მამა გაბრიელის ნათქვამი, - ქრისტე ღმერთი სიმდაბლით იცნესო, სიმდაბლესა შინა მოგვიხსენა ჩვენ უფალმაო, ანუ ადამიანის სულიერი დონის განსასაზღვრი ის არის, თუ რა სიმდაბლე გააჩნია მას. თუ ქრისტე ღმერთი სიმდაბლით იცნეს, ჩვენც სიმდაბლით შევიცნობით, თუ რა სულიერება გაგვაჩნია და რას წარმოვადგენთ.

მამა გაბრიელი ჩემთვის განღმრთობილი მამა და წმინდანი იყო შერაცხვამდეც. კანონიზაციით - ხალხმა ერთობით გაიგო მისი წმინდანობა.

მამა გაბრიელმა სიცოცხლეში მაჩუქა საცეცხლური
ოთარ ნიკოლაიშვილი: - ვიდრე მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხვის ამბავს გავიგებდი, ცოტა ხნით ადრე სიზმარი ვნახე: დიდი ეზოა, ეზოში ბევრი ადამიანია. მათ შორის ბევრს ვიცნობდი. ორსართულიანი სახლიც დგას. ყველა მაღლა იყურება და ყვირის, - მამა გაბრიელი, მამა გაბრიელი მობრძანდება! მეც მათთან ერთად ავიხედე მაღლა და რას ვხედავ, მამა გაბრიელი ნელ-ნელა ციდან დაბლა ეშვება. ოქროსფერ, ოვალური ფორმის მოვარაყებულ ჭურჭელში იდგა (შემიძლია შევადარო ილია წინასწარმეტყველი რომ აიყვანა უფალმა ცეცხლოვანი ეტლით). თანდათან მიწაზე დაეშვა და ზუსტად იმ მხარეს წამოვიდა, სადაც ხალხის ტალღამ მე დამწია. მოვიდა ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ვიდექი. ცოტა დაბნეული ვიყავი, შეშინებულიც - ნეტა რას მეტყვის-მეთქი. ხელი უსიტყვოდ გამომიწოდა და გადამიყვანა თავის ეტლზე და ისევ დაიძრა. წავედით ორივე უკან, მაღლა.

მამა გაბრიელმა სიცოცხლეში მაჩუქა საცეცხლური, ახლაც შინ მაქვს შენახული. უცებ თითქოს ის საცეცხლური გამოჩნდა ხელში, ნაკვერჩხალიც შიგ იყო და საკმეველიც. თითქოს მამა გაბრიელის ზურგით ვიდექი, ხალხს გადმოვყურებდი და ამ საცეცხლურს, როგორც მღვდელი, ისე ვაკმევდი. ასეთი ამაღლების შემდეგ ნელ-ნელა მივეფარეთ ღრუბელს და გამომეღვიძა. ცოტა შეშინებული ვიყავი.

ჩემი სიზმარი მეუფე თადეოზს ვუამბე. მითხრა, ეს სიზმარზე ცოტა მეტიცააო. საცეცხლური ტყუილად კი არ გაჩუქა მამა გაბრიელმა სიცოცხლეშიო. იმიტომ გაქვს, რომ მამა გაბრიელს გაუხარდება, თუ მღვდლობაზე თუ იფიქრებო. დარწმუნებული ვარ, საცეცხლურის კმევა იმას ნიშნავს, რომ შენ მღვდელი უნდა გახდე და ხალხს ემსახუროო. მეუფე თადეოზს მადლობა გადავუხადე ასე კარგი განმარტებისთვის.

სინოდის სხდომის შემდეგ მეუფე თადეოზმა მახარა მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხვის ამბავი. უწმინდესმა პირველი სიტყვა მეუფე იოსებს ათქმევინაო. მეუფე იოსებმაც მოყვა ის ამბავი, შენ რომ მამა გაბრიელი აიყვანე მარტყოფის მონასტერში და განსაცდელებს გადაარჩინა მონასტერიო.

ყველა ველოდით ამ დღეს. უწმინდესის დამსახურება არის, რომ ასეთი დიდი სიბრძნით, სიკეთით და სიყვარულით კიდევ ერთი დიდი საქმითაც გაახარა მთელი საქართველო და არა მარტო საქართველო. მადლობა უფალს ყველაფრისთვის.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat