ადამიანს ბილწავს არა ის, რაც პირში ჩადის, არამედ რაც პირიდან გამოდის
ადამიანს ბილწავს არა ის, რაც პირში ჩადის, არამედ რაც პირიდან გამოდის
სრულიად საქართველოს საპატრიარქოს სოციალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ექიმი ზურაბ ვარაზი: მამა გაბრიელთან ურთიერთობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ინტენსიურად მქონდა. თვითონ არ იყო მომხრე ექიმთან მისულიყო. ჩემზე უთხრეს, საპატრიარქოში არის ექიმი, ქირურგი, ათონზეა ნამყოფიო. ამის შემდეგ ლოცვა-კურთხევა მოგვცა, მშვიდობით მობრძანდესო. პირველად რომ ვნახე, მძიმედ იყო. წყალმანკი ჰქონდა და მუცლის ღრუში სითხე დაუგროვდა. მოტეხილი ჰქონდა ქვედა კიდური და იწვა. გულიც არ ჰქონდა კარგად. სასწრაფოდ ამოვუღე სითხე. პროცედურებს პერიოდულად ვუტარებდი ხოლმე. მამა გაბრიელთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ეს იყო თეოლოგიურად დიდად განსწავლული ადამიანი და როგორ გამიკვირდა, როცა გავიგე, სულ ხუთი კლასის განათლება ჰქონოდა. სიბრძნე ღვთისა, რომელიც ამოკითხული ჰქონდა ბიბლიაში, სახარებაში და სხვა წიგნებში სულ ზეპირად იცოდა. ძალიან ნიჭიერი, კარგი მეხსიერების მქონე გახლდათ, ღვთისგან გამორჩეული. ეტყობა, გაცნობიერებული ჰქონდა, რომ განსაკუთრებული მისია ეკისრა ღვთისგან და ამას ერთგულად ასრულებდა. თუმცა კი ძალიან ძნელი იყო. კომუნისტების ეპოქაში უბრალო მორწმუნეობა იყო საშიში და პოლიტიკურად შეიძლება ცუდად შეეფასებინათ. სულ დევნიდნენ, ის კი არ ემორჩილებოდა. ძალიან რისკავდა.

***
მამა გაბრიელი წინასწარ გრძნობდა, რისთვის იყავი მასთან მისული და პასუხიც ჰქონდა გამზადებული. ერთხელ ცუდად ვიყავი - მაღალი წნევა მქონდა, გული მაწუხებდა. წამლები დავლიე და წავედი სამთავროში. მამა გაბრიელს გავუკეთე მანიპულაციები და ვიდრე იქ ვიჯექი, შემომხედა და მითხრა, - ადამიანებს სიკვდილის ეშინიათ. სიკვდილი არაფერია, გარდაცვალებაა. ძონძი სხეული მოგშორდება, ყველაფერს ხედავ და არაფერია დამალული შენი თვალისთვის. უფრო საშიში უფალთან მიახლოებაა. სიკვდილის შიში უფალთან მიახლოების შიშია. წარმოიდგინე, პროფესორთან გამოცდაზე შედიხარ, გული გიჩქარდება ნერვიულობით - რა ილაპარაკო, აღარ იცი. სად პროფესორი და სად უფალი... იქ ნახეთ, როგორი გამოცდა გველისო.

მამა გაბრიელ, ისეთი პროფესია მაქვს, იმდენნაირი სიკვდილი მინახავს, სიკვდილის შიში საერთოდ დავკარგე-მეთქი. შემომხედა, გაიღიმა და მითხრა: - შენ, მოყვასო, ერთი ფეხით უკვე იქა ხარო, - თვალებით ზეცისკენ მიმანიშნა. ვიფიქრე, ხომ არაფერი შემატყო, დილით ცუდად რომ ვიყავი-მეთქი. რაზე მატყობთ, მამა გაბრიელ-მეთქი. ხომ ხედავ, უკვე შეგეშინდაო. როცა ადამიანი სიკეთეს აკეთებს, მაშინ ერთი ნაბიჯით მაღლა ადის. როცა არ აკეთებს, ჩამოდისო. მთელი ცხოვრება ასე ღვთისკენ ავდივართ და ჩამოვდივართ და ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ღმერთთან ავიდეთ და ავიდეთო. მარტივად იცოდა ქადაგება და განმარტება. ამ სიმარტივეში იყო მთელი სიბრძნე ჩადებული.

***
ერთხელ სასულიერო სემინარიაში სტუდენტებთან ვსაუბრობდი. მითხრეს, მამა გაბრიელთან ვიყავითო. ძალიან ბევრი ხალხი იყო, სვამდნენო. მამა გაბრიელი არ დალევდა, დიეტაზეა, მისთვის დალევა არ შეიძლება-მეთქი. როგორ არა, დავინახეთო. სამთავროში რომ ჩავედი, მამა გაბრიელმა დანახვისთანავე გამიღიმა. ლოცვა-კურთხევა ავიღე და მითხრა, - ქრისტე ღმერთმა დაგლოცოს და გაკურთხოს, შვილო. გვერდზე დავუჯექი, ხელი მოვკიდე მაჯაზე და მოვეფერე. - მამა გაბრიელ, გუშინ რატომ დალიე სასმელი, ხომ გითხარით, თქვენთვის არ შეიძლება-მეთქი. ღიმილი გაუქრა და მოიღრუბლა, თვალები მოჭუტა. ცოტა ხნის შემდეგ მითხრა, - ვინ გითხრა, სვამდაო? სტუდენტებმა მითხრეს-მეთქი. ღმერთმა შეუნდოს მთქმელს. ადამიანს ბილწავს არა ის, რაც პირში ჩადის, არამედ რაც პირიდან გამოდისო. ძალიან შევწუხდი მის პასუხზე და ვინანე კიდეც, რომ ვუთხარი. მერე ვუთხარი, - თუ ძალიან მოგინდათ ღვინო, როგორც თქვენ ამბობთ, ღვინო ქრისტეს სისხლია, მცირე რაოდენობით სამკურნალოც არის-მეთქი და სადილობისას ნატურალური ღვინის დალევა შევთავაზე. გაუხარდა და დედა პარასკევას უთხრა, - გამოიღე ღვინო, ექიმმა მომცა კურთხევაო.

***
გაბრიელ ბერის სასწაული, რომელიც გახმაურდა, მის სისხლს უკავშირდება. მამა გაბრიელს ვთხოვე, სისხლის ანალიზისთვის ვენიდან ათი გრამი სისხლი აგვეღო. უარზე დადგა - არ მჭირდებაო. თქვენ რომ რაიმე მოგივიდეთ, ღმერთი დამსჯის-მეთქი. შენ ოღონდ კარგად იყავი და აჰა, შვილო, აიღე, რამდენიც გინდაო. ავუღე, ჩავასხი სინჯარაში, თავი დავუცავი და თბილისში წამოვიღე. რაღაც უცნაურად მოხდა, ხელიდან გაუვარდა, ვისაც ხელში ეჭირა სინჯარა, მოსძვრა საცობი და 7-8 გრამი სისხლი დაიღვარა. დარჩენილს დავახურეთ თავი. შევწუხდი, - მეორედ ვეღარ მივალ-მეთქი..

მამა გაბრიელს საზარდულის თიაქრის ჩაეჭედა. სამთავროში სასწრაფოდ ჩავედი. თიაქარი ჩავუსწორე და ვუთხარი, ოპერაცია აუცილებელია-მეთქი. მტკიცედ უარი მითხრა, - ჩემი კელიიდან არ გავალო. აქ გაგიკეთებთ-მეთქი. თორმეტი წლიდან მოგდევ, უფალო, დავიღალე, აღარ მინდაო. მეორე დღეს, დილით ისევ გაუმეორდა თიაქრის ჩაჭედვა, ისევ წავედი სამთავროში. უკვე ვეღარ შევძელი გასწორება. ბევრი ვეხვეწე, მაგრამ ოპერაციაზე სიტყვის გაგონება არ უნდოდა. თავით მანიშნა, ამაზე არ დამელაპარაკოთო. ტკივილით ძალიან შეწუხებული იყო. დღის სამი საათის შემდეგ წმინდა ნიკოლოზის ხატს თვალმოუცილებლივ უყურებდა. თვალები არ გამოუშრეს-მეთქი და ხელით დავუხუჭე, მოვუსრისე. მერე ისევ გაახელდა და წმინდა ნიკოლოზის ხატს მიაჩერდებოდა, თან კვნესოდა. ასეთი აგონიური მდგომარეობა გვიან საღამომდე გაგრძელდა. პულსი ნელ-ნელა ეკარგებოდა, წნევა უქვეითდებოდა, ვგრძნობდით, საამქვეყნო პირი არ ჰქონდა. საღამოს ცხრა საათზე მობრძანდა მეუფე დანიელი. მძიმე მდგომარეობაა-მეთქი. აიღო კურთხევანი და სულის გასვლის ლოცვები წაიკითა. როგორც კი დაამთავრა ლოცვის წაკითხვა, გაიღიმა, თითქოს მთელმა სხეულმა თრთოლვა დაუწყო და გავიდა ამქვეყნიდან. ათის ნახევარი იყო, 2 ნოემბერი, 1995 წელი.

როგორც წერია კურთხევანში, ისე მიგვითითებდა მეუფე დანიელი. მამა გაბრიელის სახე დაიფარა კუნკულბარტყულით. თავისი სურვილი ასეთი იყო, ბერმონაზვნობის წესის მიხედვით მიწას მიმაბარეთ ჭილოფში გახვეულიო.

კუბო ედგა კელიაში. ხანდახან ჩამოიღებდა და ჩაწვებოდა ხოლმე შიგ - სიკვდილი გახსოვდეთო. ყველას უნდა გახსოვდეთ, რომ მუდმივად არ ვიქნებით ამქვეყანაზეო. თავისივე ანდერძით, კუბო შეინახეს. მისი დედა, მონაზონი ანა, იმ კუბოთი დაასაფლავეს.

***
მამა გაბრიელი მოფერებით ხანდახან მხარზე ხელს მომითათუნებდა და მეტყოდა: მიდი, ძველო, დაიწყე, გამიკეთე (სამედიცინო პროცედურას გულისხმობდა). ხომ არ გეტკინა, მამა გაბრიელ-მეთქი. არა, შვილოო. მუცელზე რომ ვუსვამდი ხელს, - რას ბუტბუტებო. ვლოცულობ-მეთქი. რა ლოცვას ამბობო. ოპერაციის წინ ყოველთვის ვამბობ "მამაო ჩვენოს" და მერე ავადმყოფს იოდს ჯვარივით ვუსვამ-მეთქი. მოვუყევი, რასაც ვაკეთებ ხოლმე ოპერაციის დროს. შემომხედა და გამიცინა, "მამაო ჩვენო" თქვიო. ახლა ოთხმოცდამეათეცაო. ვთქვი. მითხრა, - მიდი, ძველო, გაჭერი ახლაო. ღვთის ნებით, მადლობელი იყო, რომ მე შევხვდი მას და უხაროდა, რომ ჯერ ღმერთს ვახსენებდი და მერე საქმეს ვაკეთებდი.

ვერც კი წარმომედგინა, რომ მამა გაბრიელისგან საჩუქარი ან გასამრჯელო ამეღო. ერთხელ დედა პარასკევას უთხრა, - პარასკევა, აიღე ახლა ფული და მიეცი ექიმს გასამრჯელო. ვიუარე, ფულს როგორ გამოგართმევთ-მეთქი. აქ მე ვარ უფროსი და მე როგორც ვიტყვი, ისე უნდა იყოსო. "რომელნიც არა ჰმადლობენ ექიმსა, არა მადლობენ უფალსა". ექიმი ღვთის საქმეს აკეთებს შენი ხელითო. ღვთისგან დადგენილი საქმე კეთდებაო. უფალი კურნავს ადამიანს შენი ხელით და ვინაც ამას არ ჰმადლობს, ის ღვთის მადლიერი არ არისო.

გავიდა ცოტა ხანი და ამბობს, აქ ცხვარი მოიყვანეს მონასტერშიო. რად გვინდა ცხვარი, ხორცს მაინც არ ვჭამთო. შენ წაიყვანე ეგ ცხვარი და მშვიდობაში მოიხმარეო. მონასტერს ცხვარი შემოსწირეს და მე როგორ წავიყვანო-მეთქი. კაცო, რატომ გავიწყდება, მე ვარ აქ უფროსიო. გამოვედი გარეთ და დედა პარასკევას ვუთხარი, მართლა ხომ არ წავიყვან ამ ცხვარს, მანქანა მე არ მყავს და თოკმობმული ქალაქში ხომ არ ვივლი-მეთქი. არ შევუსრულე კურთხევა. მეორე დღეს ჩავედი. მოხვედი, მოყვასო? რად არ შეასრულე ჩემი კურთხევა, იცი, შენ რომ წახვედი, ცხვარს სული ამოაძრო ღმერთმა. სად გაგონილა მონასტერში ცხვარი მოკვდესო. ახლა მეორე ცხვარია მოყვანილი და თუ გინდა, ზურგზე მაიკიდე და ისე წაიყვანეო. ჩემივე სიტყვები დააბრუნა ამ კაცმა. ცხვარს რა ვუყო, სად წავიყვანო-მეთქი. მოვკიდე ხელი თოკს და მიმყავს. რითი წავიყვანო, სად წავიყვანო, ისიც არ ვიცოდი, პარკეტზე ხომ არ ვატარებდი. სოფელში როგორ წავიყვანო, ღამეა-მეთქი. უეცრად მონასტერში მოვიდა ვიღაც მანქანით, გამოვიდა და მომიკითხა, - მე თქვენი პაციენტი ვიყავიო. სად მიგყავთ ცხვარიო? თოხლიაურში, მამა გაბრიელმა მომცა კურთხევა-მეთქი. მე წაგაყვანინებო. საბარგულში ჩასვა ცხვარი, ჩავჯექი და წავედით თოხლიაურში, აგარაკზე. ცხვარი იქ დავტოვე. მეორე დღეს უკან წამოვედით. ასეთი რამ მოახდინა მამა გაბრიელმა.

***
ერთ დღეს მამა გაბრიელთან ვსაუბრობდი. მოულოდნელად სახე შეეცვალა და ხელები აღაპყრო, შეხედა მაცხოვრის ხატს და გაირინდა. ეს გარინდება დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა. დედა პარასკევას ვანიშნე თვალით - რა მოუვიდა-მეთქი. მანიშნა, ცოტა ხანი დაიცადეო. ვიყავით ასე მდუმარებაში. უეცრად ჩამოუშვა ხელები მამა გაბრიელმა, შემომხედა და მითხრა, - უფალი მოდის. მთელი კოსმოსი ძრწის მის წინაშე, მატერიალური არსებობა მთავრდება. ამ ხალხს, სულ ტაშ-ბაირამი რომ აქვს ახლა, ჰგონია, სულ ასე იცხოვრებსო. მალე ყველაფერი დამთავრდება. თქვენ ყველა მოესწრებით ამასო, - იქ მყოფთ სათითაოდ გვითხრა.

***
სისხლი, რომელიც მამა გაბრიელს ავუღე საანალიზოდ, ჩემმა კოლეგამ შეინახა თავისი კაბინეტის მაგიდის უჯრაში და დაგვავიწყდა კიდეც. როდესაც რემონტი გაკეთდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სინჯარა ნახა და გაახსენდა, რომ ეს იყო ოთხი წლის წინ აღებული მამა გაბრიელის სისხლი. ახლადაღებულივით იყო. დავინტერესდი. ერთი წვეთი ავიღეთ და ლაბორატორიაში ჩავგზავნეთ. არ დავაწერეთ, რა არის, ვისი იყო. არც ის, რომ ოთხი წლის სისხლი იყო. პასუხი მივიღეთ, რომ სისხლის ფორმულა ნორმალურია. ძალიან გაგვიკვირდა. რესპუბლიკურ საავადმყოფოს პათანატომიის კათედრაზე ქალბატონ თამარ დეკანოსიძეს ავუხსენი, ოთხი წლის წინ აღებული სისხლია და ასეთი დადებითი პასუხი მოგვივიდა-მეთქი. ძალიან გაუკვირდა. ვერ წარმომიდგენია, თუნდაც შედედებული რომ არ იყოსო. გვირჩია, ციტოლოგიურად გადამოწმება სისხლის გადასხმის ინსტიტუტში. იქიდანაც იგივე პასუხი მივიღეთ. რომ ვუთხარით ოთხი წლის სისხლიაო, ისინიც გაოცდნენ.

უწმინდესს მოვუყევი ყველაფერი. თქვა, მოდი, დავაკვირდეთ. რაღაც ნიშნები კიდევ გამოჩნდება, ნუ ვიჩქარებთ დასკვნების გაკეთებას და სისხლს ნუ გადააგდებთო. დაკრძალეთ იქ, სადაც სხეული განისვენებსო. მამა გაბრიელის სისხლი დედა პარასკევას ჩავაბარეთ და უწმინდესის კურთხევა გადავეცით, დაეკრძალათ მისსავე საფლავში. რადგან მომლოცველი მიდიოდა და ხალხი მიწას საფლავიდან მუჭებით იღებდა, სინჯარა რომ არ დაკარგულიყო, დედა პარასკევამ სინჯარა ამოიღო და დღემდე გულით ატარებს. მამა გაბრიელის სისხლი კვლავ უხრწნელია.

***
მამა გაბრიელმა სასწაული მოახდინა მამაჩემზეც, ამის მოწმეა ჩემი მასწავლებელი, პროფესორი შოთა მირაშვილი, რომელმაც მამაჩემს ოპერაცია გაუკეთა. ნაწლავთა გაუვალობა ჰქონდა. ოპერაციის მეხუთე დღეს განმეორებით სჭირდებოდა მუცლის გახსნა. დაგვრჩება, შვილო, მაგიდაზე მამაშენიო, მითხრა პროფესორმა. სხვა გზა არ იყო, მეორე ოპერაცია აუცილებლად სჭირდებოდა. მამა გაბრიელის ზეთი დავისხი ხელის გულზე, მუცელზე წავუსვი და მამა გაბრიელს შევთხოვე, - მამა გაბრიელ, იქნებ გახსნა-მეთქი. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ დამიძახა მამაჩემმა - დამისველდა ნახვევიო, ვნახე და განთავისუფლებული იყო. აღარ დასჭირდა მეორე ოპერაცია. რწმენით წავუსვი. პატარა სასწაულები მუდმივად ხდება ჩვენს ცხოვრებაში, უბრალოდ უნდა ვისწავლოთ მათი დანახვა. განსაკუთრებული შეგრძნებაა, როცა პირადად, სიცოცხლეში იცნობდი წმინდანს. მაშინაც სასწაულმოქმედებდა და ახლაც, გარდაცვალების შემდეგაც სასწაულმოქმედებს მამა გაბრიელი.

მამა გაბრიელის ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს. ღმერთს ვებარებოდეთ და მოვემზადოთ, ქართველნო, ერთად ღვთისაკენ. უწმინდესი გვეუბნება ამ სიტყვებს და უწმინდესიც, ეტყობა, ამზადებს საქართველოს ამ მოვლენისათვის. გულისხმავყოთ, ბევრს არ ითხოვს ღმერთი. უნდა მიბრუნდე ღვთისკენ, გწამდეს და იცხოვრო ეკლესიურად. მადლი ღვთისგან კი თვითონ მოვა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat