"მე ერთი წელი კი არა, ორმოცი წელია, გიცნობ"
"მე ერთი წელი კი არა, ორმოცი წელია, გიცნობ"
მოგონებები წმინდა მამა გაბრიელზე
თითქოს მამა გაბრიელმა ახლა უკვე წმინდანმა, აღმსარებელმა და სალოსმა, თავად მიმითითა , ვისი პირით გამეგო მაშინ შეიძლება უმნიშვნელო, დღეს კი უკვე მნიშვნელოვანი და ყურადსაღები ცხოვრებისეული დეტალები.

ქალბატონ ქეთევან ბექაურს შინ ვესტუმრე. მამა გაბრიელზე დღემდე გამოუქვეყნებელი მოგონებები ძვირფას საგანძურად აღუნუსხავს და "კარიბჭის" მკითხველს უშურველად გვიბოძა.

- პირველად მამა გაბრიელთან ურთიერთობაში შევიგრძენი რას ნიშნავს, გეშინოდეს და გიყვარდეს ღმერთი ერთდროულად. გეშინოდეს ყოველთვის, რომ არ დაკარგო ღმერთი, არ დაკარგო სიყვარული.

მამა გაბრიელის სახელი პირველად სვეტიცხოველში გავიგე. ერთხელ, წირვა დამთავრებული იყო, მოულოდნელად სვეტიცხოვლის მესანთლე შემოვიდა და აღშფოთებულმა მითხრა: - გაბრიელი მოჰყავთ, ერთი გიჟი და გადარეული ბერია. ტყუილუბრალოდ ჩხუბობს და მრისხანებს, მაგისას ვერაფერს გაიგებს კაცი.

ამ საშიში ბერისთვის თვალიც არ შემივლია, ფრთხილად დავტოვე ტაძარი და მონასტერი. დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ აღმოვჩნდი მამა გაბრიელთან. დიდხანს ვიწრიალე, ასვლას ვერ ვბედავდი, მეშინოდა. ბოლოს გავიფიქრე, თუ წინასწარმეტყველია, რატომ არ გამოდის, ხომ იცის, რომ მოვედი-მეთქი. ამის გაფიქრება და - მრისხანედ გამოვიდა, ძალიან მკაცრად მომმართა:

- შენ ჩემი გეშინოდა და მაინც მოხვედი?!. და მერე ვინ გითხრა, რომ წმინდანი ვარ? იცი, რა დიდი ცოდვილი ვარ? შემდეგ საშინელი ჩხუბი ატეხა. უხილავ ძალას, ალბათ ბოროტებს ეჩხუბებოდა, თითქოს ძალიან დაიღალა კიდეც, ძლივს სუნთქავდა, დარბოდა, მშვიდად მანიშნებდა, - ეს ჩხუბი შენ არ გეხებაო. შემდეგ კიბე ნელ-ნელა ჩამოიარა და მომიახლოვდა, დიდი პირჯვარი მშვიდად გადამსახა და საკმაოდ მკაცრად მკითხა, - რა გნებავთო.

დავიბენი და გამარჯობა ვუთხარი. ამ ჩემს შეცდომას ყურადღება არ მიაქცია, კვლავ პირჯვარი გამოისახა:

- რა გნებავთ?!

- მამა გაბრიელ, მე თქვენთან მოვედი, - ვუპასუხე.

- ჩემთან მოხვედი?! ავიდეთ კელიაში და იქ დავილაპარაკოთ! - მკაცრად მომიგო.

შემდეგ მიტრიალდა და თავისი კელიისკენ წავიდა. შინაგანად თითქოს მზად ვიყავი მასთან ასე, პირდაპირ კელიაში ყოფნისათვის და რამდენიმე საფეხურის ასვლის შემდეგ მანტიაზე მოვკიდე ხელი და ვუთხარი: - მე თქვენი მეშინია-მეთქი. მამა გაბრიელმა შემომხედა: - ჩემი გეშინია?! კარგი, შენ აქ დარჩი, მე კელიაში ავალ!

მამა გაბრიელი კელიაში ავიდა და კარი მიიხურა. როცა მამა გაბრიელი კარგად გავიცანი, მივხვდი, რომ იგი ადამიანებს შორის ურთიერთობაში შიშს ვერ იტანდა. ის თავად იყო უშუალო, თბილი, სახარებისეული ურთიერთობის მაგალითი.

კიბესთან მარტოდ დარჩენილს ერთი აზრი წასვლას მეუბნებოდა, რომელიც იმ უკეთურად შთანერგილი შიშის გამო მომდიოდა, ხოლო მეორე - კელიაში ასვლას მთხოვდა. სულ ერთი და იგივეს მეუბნებოდა - წახვალ, დაიღუპები. მადლობა ღმერთს, გულს დავუჯერე.

"მე ერთი წელი კი არა, ორმოცი წელია, გიცნობ"
კელიის შორიახლო, ტაძრის ეზოში შევჩერდი. კარი ღია იყო, მამა გაბრიელი ისვენებდა, შეწუხებას ვერ ვბედავდი. მერიდებოდა და, ცოტა არ იყოს, მეშინოდა კიდეც. დაახლოებით ორი საათი დავყავი ეზოში, საფლავებს ვათვალიერებდი, მერე ისევ მივედი მამა გაბრიელის სენაკთან და საკვირველი ჩვენება ვიხილე: მამა გაბრიელის კელიაში ჯვარცმაზე გამოსახული მაცხოვარი მამა გაბრიელს ეჩხუბებოდა. ვიფიქრე, თვალები ამიჭრელდა-მეთქი. დრო და დრო იგივე მეორდებოდა, რამდენჯერაც გავიხედე კელიისკენ. შემდეგ თავი დავანებე, მოვერიდე - ალბათ მეჩვენება-მეთქი. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე წასვლა, ტაძარში შევედი, მოვილოცე. ტაძრიდან გამოსულს მამა გაბრიელი კიბის თავთან დამხვდა და დამიძახა: - რატომ არ ამოდიხარ, ჩემი გეშინია თუ გერიდება? მისმა ნათქვამმა გამახარა... ზუსტად იმ დროს გამოვიდა, როცა წასვლას ვაპირებდი, კიბე ავირბინე, დავუჩოქე.

- ხედავ, ქეთევან, ღმერთს როგორ ყვარებიხარ, მე იქ მეძინა, ქრისტე კი შენს გამო მეჩხუბებოდა, - გადი გარეთო. არ მომასვენა ღმერთმა, შენი გულისათვის მეჩხუბებოდა. მე კი ვეუბნებოდი, - რა გინდა, რას გადამეკიდე-მეთქი. ხედავ, როგორ ყვარებიხარ ღმერთს. ნეტა მე ვუყვარდე ასე. გაიგე, რა გითხარი? - მამა გაბრიელმა მესამედ გამიმეორა იგივე სიტყვები, ბოლოს დაამატა: - ქეთევან, ამ სასწაულს დიდი გაფრთხილება სჭირდება და აბა, შენ იციო. მამა გაბრიელმა გულდაწყვეტით ხელი ჩაიქნია. მისი გულის წყვეტა დამრჩა გონებაში. ამ ამბის შემდეგ დაახლოებით ექვსი თვე გავიდა და გამახსენდა ეს საკვირველი ჩვენება. მივხვდი, რა სასწაულზეც მიმანიშნებდა მამა გაბრიელი, მაგრამ მაინც ეჭვით ვამბობდი გულში, - შეიძლება მართლაც ჩხუბობდა. ამ ფიქრებით აღვსილი მეორე დღეს წავედი მამა გაბრიელთან. თბილად მიმიღო. მცირე ხნის შემდეგ მითხრა: - ქეთევან, ამ სენაკში მრავალი სასწაული მომხდარა. მაგალითად, იმ ღვთისმშობლის ხატს ცრემლები წამოუვიდა, წმინდა ნიკოლოზის ხატმა განმკურნა, მაცხოვარი ამეტყველდა, მე ვკვდებოდი და გადავრჩი... მამა გაბრიელი შეყოვნდა, ამ დროს ვისარგებლე და ვუთხარი, - მამა გაბრიელ, ეს ჯვარცმა ერთხელ ჩხუბობდა-მეთქი. შეიძლება ჩხუბობდაო, - უბრალოდ მითხრა. იმ წუთას გამიკვირდა მისი ასეთი პასუხი, რადგან რასაც მაშინ თვითონ მიბეჭდავდა გონებაში, დღეს ამ სასწაულზე, როგორც ნამდვილად მომხდარზე, მტკიცე პასუხს არ მეუბნებოდა..

***
საკვირველი იყო მამა გაბრიელის მიერ მასთან მიმსვლელის სულის ფლობის ძალა. ღვთისგან დიდი მადლით ჰქონდა ეს მიცემული. ექვსი თვე ხშირად დავდიოდი მასთან, მაგრამ იმ საკითხზე, რომ მის კელიაში ხატებისგან სასწაული ხდებოდა, არასდროს უთქვამს. ხოლო ახლა, როცა ჩემმა სულმა გაიხსენა ეს ამბავი, სწორედ მაშინ ჩამომიგდო ასეთი საუბარი, რათა ამ სასწაულის არამტკიცედ მოხსენებით დაეფარა არაჯანსაღი განსჯისგან - ხიბლისგან.

"მე ერთი წელი კი არა, ორმოცი წელია, გიცნობო", - ეს არ იყო მხოლოდ ჩემდამი გრძნობის გამომხატველი, მხოლოდ კონკრეტული, არამედ ზოგადად მისი ღვაწლის, ჩვენდამი მისი სიყვარულის გამომაჩინებელი. ზუსტად ორმოცი წელი იღვაწა ღვთის წინაშე მამა გაბრიელმა მონაზვნური ღვაწლით და მოიპოვა საკვირველი სისრულე სულისა და კიდევ უფრო საკვირველი სიყვარული ღვთისა და ადამიანისა. ერთხელ ტირილით მითხრა: "მე ეს ჯვარი შენამდე სულ სისხლით ვატარე. ნეტა, სულ ცოტათი მაინც გესმოდეს ჩემი, ნეტა, სულ ცოტათი მაინც გამიგო".

***
თავგანწირვით უყვარდა ადამიანი. ორმოცი წელი ამ სიყვარულისთვის იღვწოდა. ამიტომ იგი ამ ორმოცწლიანი მომადლებული მადლით შეგვეწეოდა და გვიცნობდა.

ჯვარცმული მაცხოვრის "ჩხუბი", რომელიც თვალების აჭრელებად ჩავთვალე, მართლაც ღვთის მოწყალება იყო. რომ არა მამა გაბრიელის სამჯერ დაჟინებული შეხსენება ამ სასწაულისა და მისი გულდაწყვეტილი ხელის ჩაქნევა, ალბათ, ვერასდროს აღვიდგენდი ამ სასწაულებრივ ჩვენებას.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და მამა გაბრიელი
სამთავროს მონაზვნებთან ერთად

ერთხელ მამა გაბრიელთან ვიხილე ის ჯვარცმა, რომელიც "ჩხუბობდა". გარეთ ჰქონდა დაბრძანებული. მაცხოვრის ფეხებთან პირდაღებული ლომის ფერადი ფოტოსურათი იდო. გაკვირვებულმა ვკითხე, - მამა გაბრიელ, ეს რას ნიშნავს-მეთქი. ფეხზე ადგა, დიდი პირჯვარი გამოისახა და მითხრა: - მართალი კაცი ქრისტეს წინაშე როგორც პირდაღებული ლომი, ისე დგას, არ ეშინია ღმერთის, იმიტომ, რომ იცის - ასეთ კაცს ქრისტე თავის ტოლ-სწორად უყურებს, მართალი ქრისტეს ძმაა, ასეთი კაცი ღმერთს უყვარს. ჯერ არიან მონანი უფლისანი, შემდეგ შვილნი და ბოლოს ძმანი და მეგობარნი ქრისტესნი.Aასე საოცრად მოჰქონდა მამა გაბრიელს ჩვენამდე რწმენა და ღმერთის სიყვარული.

***
ერთხელ დამიძახა, - უგუნუროო. შემდეგ დაამატა, ჯერ უგუნური უნდა იყო, რომ მერე ბრძენი გახდეო.

***
როგორც დაბინძურებულ ჭას, ადამიანის სულსაც ნელ-ნელა სჭირდება განწმენდა, რათა უფალი გამოაჩინოს.

***
მამა გაბრიელს ჩემი უგუნურებით ვკითხე, - ღმერთს არავინ ენატრება-მეთქი? დამაცადეო, - დიდი პირჯვარი გამოისახა და მითხრა, ის თვითონ არის სანატრელიო.

***
ერთხელ გავიფიქრე, მაინც ძნელია მარჯვენა ლოყაზე გაგარტყან და შენ მარცხენა მიუშვირო-მეთქი, უცებ მომიბრუნდა და მითხრა, ასე ძნელია მარჯვენა ლოყაზე გაგარტყან და მარცხენა მიუშვირო? აი, ამ წუთში გამარტყი, მზად ვარო. სხვა დროს კი თქვა, ახლა რომ ვინმემ გამარტყას, ისე გავარტყამ, ვიღაცამ რომ შემაგინოს ისე შევაგინებ, ვიღაცამ რომ სიტყვა მითხრას, ისეთს ვეტყვი... სიმართლისათვის ყველას ვაწყენინებ, რომელი ზრდილობა ან და რომელი ზნეობა დაუდგება სიმართლეს წინ, სიმართლე თვითონ ღმერთიაო.

***
ერთხელ მღვდელმთავარი ესტუმრა სამთავროს მონასტერს. დედები ჩვეულებისამებრ პატივით შეხვდნენ სამეუფო ზარებით, ხალიჩებით, გალობით, წესისამებრ. მე და მამა გაბრიელი სენაკიდან ვუყურებდით. მამა გაბრიელმა მითხრა, კარგად დაიხსომე, რასაც გეტყვი. აი, ეს დეკორაციები ეზიზღება ღმერთს. აი, ეს ზედმეტი შანტეკლერობა, ამას ვერ იტანს ღმერთი. ქრისტე უბრალო კაცი იყო, ფეხშიშველა დადიოდა და ერთი პერანგი ეცვა. რომ გაეხეოდა, დედაღვთისმშობელი უკერავდა, უჭირდათ, დაო, ცხოვრება. ღვთისმშობელი ქსოვდა, თავის ნაშრომს ყიდდა და ამით ირჩენდნენ თავს. კარგად დაიმახსოვრე.

ბაბუას "პლატოკი"
ბაბუა გარდამეცვალა და, როგორც წესია, მისი ნივთები ორმოცამდე გავეცით. დამრჩა მისი ნაქონი ძალიან ლამაზი ცხვირსახოცი. მომინდა, მამა გაბრიელისთვის მეჩუქებინა, მაგრამ რადგან ახალი არ იყო, ვერ შევკადრე. მეორე დღეს ვესტუმრე მამა გაბრიელს. იმ დროს სალოსობდა. იგი თქმის დიდოსტატი იყო. უცებ ვერც კი მიხვდებოდი, როგორ გამოიცნობდა შენს გულის ნადებს, ისე დიდოსტატურად შემოგაპარებდა სათქმელს. თავისთან მიხმო, შემდეგ კი დაიწყო, - ქეთევან, ახალგაზრდობაში ოპერაში გამოვდიოდი, ოტელოს როლში ვიყავი, შემდეგ კიდევ უფრო მოიბუზა და მკითხა, - დეზდემონა, რა უყავი ჩემი პლატოკი? უცებ ვერც მივხვდი, რას მეკითხებოდა. თვალებში შემომხედა და აბსოლუტურად ფხიზელმა მომმართა, - პლატოკი რა უყავი, პლატოკი! როცა მივხვდი, რაც მიმანიშნა, ჩაიცინა, ისევ სალოსურად მითხრა, - შენ იცი, ვინ ხარ? ქრისტეს დეზდემონა ხარ, - და ისევ ჩაიცინა.

მორჩილებასთან დაკავშირებით
მახსოვს, ბოთლი მომაწოდა - გამიხსენიო. წამოწოლილი იყო. ბოთლი სხვას გადავეცი გასახსნელად. ამის დამნახავმა ისეთი ჩხუბი დაიწყო. ყვიროდა, - რა შემიყარე მთელი ქვეყანა, მე შენ გითხარი, მორჩილება გაკლიაო.

ერთხელ, კოვზი მიაწოდა ვიღაცას უკუღმა, - ერთი, სუპს დაურიეო. მან ეს კოვზი გაასწორა და ისე მოურია. გაგიჟდა. მთელი კერძი თავის ქვაბიანად მოისროლა. აყროლდა ეგ საჭმელი და აღარ იჭმევაო, მორჩილება გაკლიათო. მორჩილებას მამა გაბრიელი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა, აბსოლუტურ მორჩილებას ითხოვდა.

***
მამა გაბრიელმა მომითხრო: სიონში დამინახეს და ქუჩაში გამოსულს დაცინვა დამიწყეს: ბერო, ბერო გაბრიელო, შავი ღვინით გაბერილოო. იცი, რა ძნელია, როცა ბავშვები დაგცინიან და ქვებს გესვრიან. ბავშვები ხომ მაინც გიყვარს. ერთხელ ტუალეტში შევედი და ბავშვებმა ცეცხლი წაუკიდეს.

მოყვასის სიყვარული
ისეთი დიდი სიყვარული ჰქონდა მამა გაბრიელს მოყვასისა და ღვთისა, რომ ხშირად გვეტყოდა, ასე მგონია, შენი თვალებიდან ღმერთი მიყურებს, შენი ყურებით ღმერთი ისმენს. თქვენ რომ მიდიხართ, მე ვკვდები, რომ მოდიხართ - ვცოცხლდები. ღმერთი ხომ სიყვარულია. ჩემი მიტოვება ღმერთის მიტოვების ტოლფასიაო. ტირილით თქვა ერთხელ მამა გაბრიელმა, - იცოდე, შენ რომ მიმატოვო, ღმერთი არ გაპატიებსო.

***
ახლა ამ წუთას ჩემი მოკარება არ შეიძლება. მამა გაბრიელი გარეთ იჯდა და მითხრა, - ამ წუთას ზეციდან ჯაჭვები დაეშვა. მე სულ ჯაჭვებში ვარ გახვეული. ახლა იქ ქრისტემ გაიარა და სატრაპეზოში შევიდა. შენ ამას ვერც დაინახავ და ვერც გაიგებ. ახლა შეგიძლია წახვიდე, შენი გაჩერება აქ აღარ შეიძლება.

ზედაზნობას
დღესასწაული იყო ღამისთევით. მამა გაბრიელმა მკაცრად მითხრა, - შენ დღეს ძილი არ გიწერია, დღესასწაულია და უნდა გავათენოთო. გამთენიისას ძილი მომერია. ვიფიქრე, სატრაპეზოში იატაკზე ცოტახნით წამოვწვები-მეთქი. მეგონა, გადავავიწყდი. უცებ მამა გაბრიელი შემოვიდა, თითქოს რაღაც დაკარგაო. ჩემთვის არც შემოუხედავს. როგორც კი სწრაფად წამოვდექი, მაშინვე სიტყვისუთქმელად გავიდა. გამთენიისას ეზოში გვერდზე მომიჯდა და გამესაუბრა. რატომღაც გავიფიქრე, როგორ გავს მამა გაბრიელი წმინდა იოანე ზედაზნელს-მეთქი - ხატს მივამსგავსე. ამის გაფიქრებაზე მითხრა, - წამოდი, ჩემი სენაკი გაჩვენო, სად ვცხოვრობდიო. იოანე ზედაზნელის სენაკთან მიმიყვანა. წირვაც დამთავრდა, მღვდელმაც იქადაგა. ბოლოს, მამა გაბრიელი აბრძანდა ამბიონზე და ქადაგება დაიწყო. ისეთი ქადაგება, რომელსაც ვერაფერს შევადარებ. "ზოგს ჰგონია, რომ ქრისტემ ფერი იცვალა, დაე, ჩვენს სულებშიც მოხდეს ფერისცვალება". სამწუხაროდ, სრულად არ მახსოვს ის ქადაგება. მამა გაბრიელმა თითქოს მთელი სახარება გააცოცხლა ჩვენს წინაშე. უამრავი ხალხი იდგა ტაძარში. მამა გაბრიელს ვერც კი ვხედავდი. გულში კი წყენა მქონდა უყურადღებოდ რომ დამტოვა. უცებ მამა გაბრიელმა ქადაგება შეწყვიტა და ხმამაღლა დამიძახა, - ქეთევან! ქეთევან! მიშველე, ქრისტეს გოლგოთაზე ჯვარი ააქვს, დაღლილია უფალი, ცოდოა, ცოდო - და ქადაგება გააგრძელა.

***
მახსენედება 1994 წლის ვნების დილა, პარასკევი. იმ დღეს მცხეთაში სამთავროს მონასტერში წავედი. ტაძარში შევედი და რას ვხედავ, მამა გაბრიელი გარდამოხსნასთან შუაში ინახით ზის, წინ დიდი მათლაფით ლობიო უდევს და ქრისტეს დასტირის. დამინახა და ტირილით მითხრა, აი, ხომ ხედავ დღეს მონასტერი გლოვობს, დღეს ქრისტეს ქელეხია. ნახე, ლობიო დავუდგი. აი რა დღეში ვარ, ახლა ღვთისმშობლის მიტოვება არ შეიძლება. იგი ტირილს განაგრძობდა და ხმამაღლა მოთქვამდა. ქრისტე როგორ აწამეს, სრულიად უდანაშაულო და მართალი ჯვარს აცვეს. ახლა ღვთისმშობლის მიტოვება არ შეიძლება, გეხვეწები, არ მიმატოვო, ერთად ვიყოთ, არ მივატოვოთ ღვთისმშობელი. ნეტავ სულ ცოტათი მაინც გესმოდეთ მისიო. შემდეგ მაცხოვრის ვნების აღწერა დაიწყო და ამას ისეთი სიზუსტით, განცდით და ცრემლით ამბობდა, თითქოს თავად მნახველი და განმცდელი იყო. სამი დღის შემდეგ ყველასგან განსხვავებული გრძნობით იძახდა: "ქრისტე აღსდგა". ამ ორი სიტყვის იქით იყო ყველაფერი - უდიდესი სიხარული, რომ აღსდგა მაცხოვარი, რომელსაც სამი დღის წინ "ქელეხი" გადაუხადა.

ამის შემდეგ ორმოცი დღე ღებავდა კვერცხებს და ყველა მოსულს "ქრისტე აღსდგას" ხარებით ჩუქნიდა. გავიფიქრე, ნეტა მაშინ რომ კვერცხი გაწითლდა, რა ფერის იყო-მეთქი. ამის გაფიქრება და მამა გაბრიელი მეუბნება, - წამოდი სატრაპეზოში, კვერცხები მაქვს შესაღები და იქნება შემიღებოო. ჩავაწყვეთ ქვაბში რამდენიმე კვერცხი და დუღილი რომ დაიწყო წყალმა, ოდნავ შეფერადდა კვერცხი. მამა გაბრიელმა ყვირილი დაიწყო, - სასწრაფოდ ამოყარე, მეტი აღარ არის საჭირო. აღდგომის კვერცხი ასეთი ფერის უნდა იყოსო.

ქრისტეს დიდება, ჩვენ შეწყალება
ხშირად ვარ იმის მომსწრე, როდესაც სალოსობისას მამა გაბრიელი ვითომ ღვინოს სვამდა, სინამდვილეში კი ბოთლში წყალში გაზავებული ალუბლის ან მაყვლის წვენი ესხა. ხან ჩაი. ერთხელ გამასინჯა კიდეც. აიღო ჭიქა და თქვა: ქრისტეს დიდება, ჩვენ შეწყალება.

ხალხი ჰყავდა შემოკრებილი. მამა გაბრიელმა სადღეგრძელო რომ შესვა, ჭიქა შეავსო, მომაწოდა და მითხრა: - დალიე! დავლიე და გაკვირვებულმა ვთქვი, - ეს ხომ ალუბლის წვენია-მეთქი. მამა გაბრიელმა ჭიქა გამომართვა, - ესეც დათვრაო, ისეთი ტონით და დამაჯერებლად თქვა, რომ ყველამ დაუჯერა.

მთების გადაწევა
ერთხელ მე და მამა გაბრიელი მისი კელიის წინ ვისხედით. მითხრა: მე შევალ სატრაპეზოში, შენ აქ იჯექი, იცოდე, ფეხი არ მოიცვალო. მალე გამოვალ, დამელოდეო. ასეც მოვიქეცი, ვიჯექი და ჩემს პირდაპირ ზედაზნისა და ჯვრის მონასტრის მთებს ვუყურებდი. გავიფიქრე: ბოლოჟამის წმინდანები სასწაულებს აღარ აღასრულებენ? ნეტავ მამა გაბრიელს თუ შეუძლია ამ მთების გადაწევა ჯვრის გადასახვით. რა იქნება, თუნდაც ჩემი გულისათვის გააკეთოს ეს-მეთქი. ამ ფიქრებში მყოფმა ვერ დავინახე, როგორ დამადგა თავზე მამა გაბრიელი და მითხრა, - გინდა, ამ მთებს ჯვარს გადავსახავ და გადავწევ. ამას შენს გამო გავაკეთებ. შენ იცი, ამ ხელში რა ძალა მაქვს? შემდეგ ისევ გადავსახავ ჯვარს და უკან გადმოვწევ. ცოტა დამაეჭვა მისმა ნათქვამმა. შემდეგ როცა ავხედე, ტიროდა, თან ამბობდა: - ქეთევან, რატომ არ გჯერა ჩემი, მაგრამ რად გინდა შენ ეს, რად გჭირდება? იცოდე, საოცრება ეგ კი არ არის, არამედ დაფიქრდი, ამოდენა დედამიწა რას უკავია ჰაერში, რომ ბალახი მწვანეა, ძროხა ძოვს ამ ბალახს და რძე თეთრია. აი, ეს არი საოცრების საოცრება, ამაზე უნდა დაფიქრდე. ამის შემდეგ შევიდა თავის სენაკში და კარი დახურა.

***
საკვირველი სიყვარული, რომელიც ყველა მასთან მისულთა მიმართ გამორჩეული იყო. მიკვირდა, ადამიანს არ იცნობს, პირველად მოვიდა მასთან და ასე უყვარს. ისევე იხარჯება მისი გულისთვის, როგორც ჩვენთვის. დიდი ხნის ნაცნობთათვის. საოცარი იყო მისი ეს სიყვარული, მაგრამ ამავე დროს მწუხარების მომგვრელი, რადგან ბევრი მის სიცოცხლეში ვერ უგებდა ამ მზესავით სიყვარულს. მამა გაბრიელი ხშირად წუხდა, რომ ადამიანები ღვთის მიერ შექმნილ სამყაროში ღმერთს რომ ვერ ვხედავდით. მას მთელი სამყარო საოცრებად, ღვთისაგან მოძღვნილ საკვირველებად მიაჩნდა და წუხდა, რომ საოცრებად მხოლოდ განსაკუთრებული სასწაულები მიგვაჩნდა და არა ჩვენს წინ გაშლილი მთელი სამყარო, ყოველდღიურობა.

***
მამა გაბრიელი გვასწავლიდა: "მორწმუნე ხარ?! ეგ კეთილი, მაგრამ იცოდეთ, ნამდვილ რწმენამდე ბევრი გიკლიათ. რწმენა შინაგანი ტანჯვით მოიპოვება. მრავალგზის დაეცემი და უნდა ადგე. ცოდვილი ხარ, ეგ არაფერი. არა არს ცოდვა, რომ სინანულს აღემატებოდეს. მხოლოდ ანტიქრისტეს ბეჭედს არ ეხება ეს. აქ ჭეშმარიტი სინანული აღარ იქნება. მსმენია, როგორ შევიყვარო ცოდვილი? ცოდვები მოიძულეთ, ხოლო ადამიანი შეიყვარეთ. ცოდვები ცოდვებია, ადამიანის სიყვარულს ცოდვებთან არანაირი საერთო აქვს. და არა ის, რომ მე კარგი ვარ, შენ კი ცუდი. თუ ყველას სიყვარულს ვერ შეძლებთ, კეთილი მაინც ყველას მიმართ უნდა გინდოდეთ. აქედან გამოდის სიყვარული, თორემ უცხო იქნებით უფლისათვის და ცხონებას ვერ დაიმკვიდრებთ.

***
ღმერთი არის სიყვარული და სიყვარულზეც დიდი არის ღმერთი. ღმერთს არ უყვარს ლიტონი სიტყვები. ღმერთს უყვარს საქმე და ეს საქმე არის რწმენა და სიყვარული.

***
ოდეს შესცოდავ, მალევე მღვდელთან აღსარებით შეინანე. სინანული კარია ცხონებისა. სინანულის გარეშე ვერანაირ საღმრთო წყალობას ვერ მოიპოვებ.

სიკვდილი არაფერია
- როგორც თვალი დახუჭო და გაახილო, ისეა. ნუ გეშინია სიკვდილის! გეშინოდეს ცოდვების, გეშინოდეს განკითხვის, რომელიც იმ წუთიდან იწერება, როგორც ეკრანი ჩაირთვება და ყველაფერი იცოდე აღირიცხება დაბადებიდან გარდაცვალებამდე. ამის გეშინოდეს, ამას ვერსად გაექცევი.

მხოლოდ საკუთარი ცოდვები გაწუხებდეს, აღსარება რაც შეიძლება მეტად თქვი და რაც შეიძლება მეტი სიკეთე აკეთე, თუ გინდა რომ გადარჩე. ყოველი წუთი და ყოველი წამი აღრიცხულია. უფალი გულისა და თირკმელის განმკითხველია, რამდენი წვეთი სისხლი შედის და გადის ყველაფერი იცის. რაც შეეხება მოძღვარს, შენი გონებით უნდა აირჩიო და მთელი გულით და სულით დაემორჩილე. ხოლო როცა დაინახავ, რომ შენი მოძღვარი ქრისტეს სახარებას გადადის და მწვალებლობას ქადაგებს, განერიდე მას როგორც მტერს და როგორც ბოროტს. საცოდავია უნანელი სული შემდგომად სიკვდილისა, რადგან იგი მაშინვე გრძნობს, რომ სასჯელი მოელის.

ლოცვა ცოდვად შეერაცხაო
მამა გაბრიელს ვკითხე: რას ნიშნავს - ლოცვა ცოდვად შეერაცხა? მან მიპასუხა? მაგალითად, შენ ლოცულობ, ამ დროს მოვიდა მოყვასი და გთხოვა: - მიჭირს და დამეხმარეო. შენ კი უპასუხე: - ვლოცულობ, დავამთავრებ და მერე მოგეხმარები. იცოდე, ასეთ ლოცვაზე ითქმის - ლოცვა ცოდვად შეერაცხაო.

***
მახსოვს, ერთხელ მასთან მისულებს მამა გაბრიელი სიყვარულით გვიმასპინძლდებოდა. უცებ, ერთი მოყვასი ფეხზე ადგა, უნდა ვილოცოო. დაიწყო ლოცვა. მამა გაბრიელმა ცოტახანი აცალა, ხოლო შემდეგ შესძახა: "ხო, ხო, ეგრე ილოცე და ფაიტონით შეხვალ სასუფეველში. რა დროს ლოცვაა, დაო, ახლა სიყვარულის დროა". მოდი აქ დაჯექი.

***
მონასტრის დედებს დახმარება სჭირდებოდათ, ჩქარობდნენ, მოვიდნენ და დახმარება მთხოვეს. მამა გაბრიელს ვკითხე, - წავყოლოდი თუ არა. ძალზე იწყინა ჩემი კითხვა და მკაცრად მითხრა: - რად უნდა კეთილ საქმეს კურთხევა. კეთილი საქმე, ისედაც ნაკურთხია. მე რა შუაში ვარ, რატომ მრევ მაგ საქმეში?! შენ მაშინვე უნდა ამდგარიყავი და გაყოლოდი მათო.

ეკუმენიზმი
ყოველთვის ტკბილი და მოყვარული მამა გაბრიელი დიდ სიმკაცრეს იჩენდა, როდესაც საკითხი სარწმუნოებიდან და რჯულიდან გადაცდომას ეხებოდა. სახსენებლადაც კი ვერ იტანდა ეკუმენიზმს, იძახდა, - ეკუმენიზმი, ერესთა ერესიაო. სხვა დროს კი ეკუმენიზმზე თქვა: - ეკუმენიზმი ამ სოფლის მიერ აღმოცენებული სიბილწეა და იგი ანტიქრისტეს უმზადებს გზას. ვისაც სარწმუნოება მხოლოდ გონებაში აქვს, ის გაჰყვება სწორედ ანტიქრისტეს უკან, ხოლო ვისაც სარწმუნოება გულში აქვს დამკვიდრებული, მისი გონება ცნობს ეკუმენიზმის დამღუპველ სიბილწეს და ყოვლითურთ განეშორება მას. ეკუმენიზმი ჭეშმარიტების - ქრისტეს ღალატია. "ეკუმენისტები სულ შავ კუბოში უნდა ჩავყარო და რომის პაპს გავუგზავნო".

***
თითქმის ექვსი თვის განმავლობაში გაიძახდა, - მივდივარ და სიცოცხლეში მინდა ვნახო, როგორი კუბო მაქვს, ორმოცი წლის ბერი ვარ და რა გახდა ჩემთვის ერთი კუბოო.

ერთ დღეს რამდენიმე კუბო მოვიდა სამთავროში, ყველა დაიწუნა - ყველაფერში უბრალოებას ეძებდა, კუბოც უბრალო უნდა ყოფილიყო.

ბოლო ჟამის ქრისტიანები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში მამა გაბრიელი შეუწყვეტლივ ქადაგებდა ანტიქრისტეს მოსვლაზე, ბოლო ჟამზე. 10-15 კაცი ერთად ტყეში უნდა გავიდეს საცხოვრებლად. "დამიჯერეთ, ძალზე ახლოა ჟამი, თქვენ ბოლო ჟამის ქრისტიანები ხართ. მალე ისეთი დრო დადგება, რომ ძალიან დიდი დაფიქრება გმართებთ. დღეს ისეთი დრო დგება, თუ ქალი ხარ, კაცი უნდა გახდე და თუ კაცი ხარ, გმირი უნდა იყო. ვისაც რწმენა გულში ექნება, ის შეიცნობს ანტიქრისტეს, ხოლო ვისაც რწმენა გონებაში ექნება, ის გაჰყვება ანტიქრისტეს და დაიღუპება. ის, რაც კომუნისტებმა მორწმუნეებს და ეკლესიას უქნეს, არაფერი იქნება იმასთან შედარებით, რასაც ანტიქრისტე და მისი მიმდევარნი ქრისტეს ერთგულ მსახურებს გაუკეთებენ... როდესაც ანტიქრისტე გამეფდება და მცირე დარჩება ჟამი მისი აღსასრულისა, იგი ადამიანებს საშინელ იძულებას შეუქმნის, რათა ყველამ მიიღოს ბეჭედი. იმ დროს ბეჭდის გარეშე ვერავინ ვერაფერს იყიდის და ვერც გაყიდის. აღარ იქნება ფული და ვერანაირ საზრდოს ვერ შეიძენთ ამ წყეული ბეჭდის გარეშე. ვაი, ამ დროს პატიმრებს, ავადმყოფებსა და ფეხმძიმე ქალებს, რამხელა რწმენა და გმირობა სჭირდებათ. წარმოიდგინეთ მშობლები, დედა, რომელსაც შვილები ჰყავს, როგორ უნდა გამოკვებოს ისინი? მაგრამ ნუ შეშინდებით. გწამდეთ ქრისტესი და სული წმინდა შეგინახავთ და დაგათმენინებთ.

მე მალე გარდავიცვლები
გარდაცვალებამდე დაახლოებით ექვსი თვით ადრე, მამა გაბრიელი მისი კელიის წინ იჯდა. მივედი ლოცვა-კურთხევა ავიღე, მასთან ახლოს მდგარ დაბალ სკამზე დამსვა და თან ტირილით მითხრა, - მე მალე გარდავიცვლები, - მონასტრის ჩრდილოეთით ხელი გაიშვირა, - როცა მოვკვდები, აი, იქ დამასაფლავებენ. სადაც დღეს არის დაკრძალული, იმ დროს იქ ნაგავი ეყარა და ვიფიქრე, ალბათ არასწორად გავაყოლე მზერა თითს, მაგრამ მამა გაბრიელმა გამოიცნო ჩემი გულისნადები და კვლავ გამიმეორა - არა, არა, აი იქ. კარგად დაიხსომე, ქეთევან, ბოდბეში წმინდა ნინო წევს გაუხრწნელად და მირონი სდის და აი იქ მე ვიქნები, არა გჯერა? როცა მოვკვდები, სულ ცოტას გამიცნობენ, მაგრამ მერე დადგება ჟამი და ყველა გამიცნობს.

მე სულ მაწუხებდა ის, რომ მამა გაბრიელი არ იყო აღიარებული, ამის გამო გამუდმებით ვიტანჯებოდი, გულში გავიფიქრე, ალბათ მამა გაბრიელი რომ გარდაიცვლება, მაშინ მაინც დაინახავს საქართველო, თუ რა დიდი ბერი ჰყავდა, მაშინ მაინც დაფასდება-მეთქი.

შემდეგ გააგრძელა მამა გაბრიელმა: - აქ ისეთი ამბავი იქნება, ნახევარი საქართველო მოვა და დაიჩოქებს. გულში გავიფიქრე, - ნახევარი კი არა, მთელი საქართველო. მამა გაბრიელმა ტირილით ამომხედა, - თქვენს მეტი ვინა მყავსო. გარდაიცვალა 66 წლისა, მაგრამ შესახედავად, მისი ტანჯული და მძიმე ცხოვრების გამო, დიდად მხცოვანი.

სულ მინდოდა მამა გაბრიელი ცხოვრებაში აღიარებული ყოფილიყო, რადგან მრავალი უსამართლობა მესმოდა მასზე. ერთი ბერი მამშვიდებდა, - დადგება დრო, შენ შეხვალ დაწესებულებებში, მანქანებში, სახლებში და იცოდე, ეს ისეთი დიდი ბერია, ყველგან მისი ფოტოსურათი დაგხვდება. მერე გეტყვიან, - რა ბედნიერი ხარ, მამა გაბრიელს იცნობდი, ჩვენ კი გული გვწყდება მას ერთხელაც კი არ შევხვედრივართო.

მისი გარდაცვალების შემდეგ მივხვდი, რომ მთავარია ღმერთმა გაღიაროს და აღიარა კიდეც.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat