უფალო, ჩემო ერთადერთო ბედნიერებავ!
უფალო, ჩემო ერთადერთო ბედნიერებავ!
1. უფალო, ჩემო მშვენიერო საფარველო, წარხოცე ცრემლნი ჩემნი
ვინ მიჭვრეტს ასე დაჟინებით ზეციდან, ვარსკვლავთა და დედამიწის ყველა ქმნილებათაგან გამჭოლად გამომზირალი?

დახუჭეთ თვალნი, ზეციურო ვარსკვლავნო და მიწიერო ქმნილებანო; თვალი მოარიდეთ ჩემს სიშიშვლეს. კმა არს ჩემდა სირცხვილი, თვალებს რომ მიწვავს.

რას უნდა უჭვრიტოთ? ხეს ცხოვრებისას, რომელიც გზისპირა ეკალივით ხმება, გამვლელებსაც ესობა და საკუთარ თავსაც? რას უნდა უჭვრიტოთ? ზეციურ ცეცხლს, ტალახში რომ არც ქრება და არც ანათებს?

მხვნელო, შენი ყანა კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ უფალი, რომელიც შენს შრომას დასცქერის;

მგალობელო, შენი გალობა კი არ არის მნიშვნელოვნი, არამედ უფალი, რომელიც ამით იდიდება;

მძინარევ, შენი სიზმარი კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ უფალი, რომელიც ფხიზლობს მასზედ;

სანაპიროს პატარა წყარო კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ტბა;

რა არის ადამიანური დრო, თუ არა ტალღა, რომელიც, ტბისაგან გამოქცეული, სინანულშია მისი მიტოვების გამო, რამეთუ კლდოვან ქვიშაზე შეჯახებისას დაშრა?

ო, ვარსკვლავნო, ქმნილებანო, მე კი ნუ მიყურებთ, არამედ ყოვლისმჭვრეტელ უფალს. იგი ყოველივეს ჭვრეტს. მას უმზირეთ და დაინახავთ, სად არის თქვენი სამშობლო.

რისთვის უნდა მიყუროთ მე - თქვენი განდევნის სახეს? თქვენი მსწრაფლწარმავლობისა და დროებითობის გამოსახულებას?

უფალო, ჩემო მშვენიერო სასყიდელო, სერაფიმებთა ოქროცურვილით მოარშიებულო, ქვრივივით მომაბურე შენი საფარველი და შეაგროვე მასში ჩემი ცრემლები, რომელშიც ყველა შენი ქმნილების მწუხარება დუღს.

უფალო, სიხარულო ჩემო, მესტუმრე, რათა არ მრცხვენოდეს ჩემი სიშიშვლის, რათა ჩემკენ მომართული მრავალთა მწყურვალი მზერა უკან დაურწყებული ბრუნდებოდეს.


2. უფალო, წყალობაო ჩემო, აღმადგინე მე

ვისი ნებით აღმოვჩნდი აქ, ამ მატლთა შორის?

ვისი ნებით ვარ შთაგდებული მტვერში გველების მეზობლად და ქორის მსხვერპლად?

ვინ ჩამომაგდო მაღალი მთიდან ბოროტმოქმედთა და უღმერთოთა თანამგზავრად?

მე ცოდვილი ვარ და შენ მართალი, უფალო. სამყაროს შექმნიდან მოედინება და მრავლდება ჩემი ცოდვები და აღემატება შენს მართლმსაჯულებას.

დაუთვლელია ცოდვანი ჩემი ცხოვრების, ჩემი მამის, მთელი კაცთა მოდგმის ცოდვანი სამყაროს შექმნიდან და მოგმართავ: ჭეშმარიტად ვამბობ, უფალო, შენი სამართლიანობის სახელი გულმოწყალებაა.

წინაპართა ჭრილობებს მე ვზიდავ. მე ვამზადებდი მათ ჩემში, როდესაც ისინი ჯერ კიდევ წინაპრებში იყო, ახლა თვით ვცხოვრობ მათში და დაჭრილი ვარ მათით. და აი, ახლა ჩემს სულს დააჩნდა ისინი, დაფარეს ისე, როგორც ჟირაფის სხეული - ლაქებმა; როგორც მანტიამ მორიელებისა, ჩემს სულს რომ ღრღნიან.

მოწყალე მექმენ, უფალო, ასწიე შენი ზეციური მადლის მდინარის სარქველი, გადმომაფრქვიე ზეციური მადლი შენი სიტყვისა და განმწმინდე კეთრისაგან, რათა განკურნებულმა კადნიერ-ვყო შენი სახელის წარმოთქმა სხვა კეთროვანთა წინაშე და მათ არ დამცინონ და შეურაცხმყონ.

შემეწიე, რომ თავი მაინც წამოვწიო ამ მატლებით სავსე ორმოდან, შევისუნთქო კეთილსურნელოვანი საკმეველი და გამოვცოცხლდე. შემეწიე, რათა პალმის სიმაღლეზე მაინც წამოვდგე, რომ დავცინო გველებს, რომლებიც მდევნიან და ცდილობენ, ქუსლზე მიკბინონ.

უფალო, თუ ერთი მცირეოდენი სიკეთე მაინც აღმისრულებია მიწიერი ცხოვრების მანძილზე, ამ მცირედის გამო მაინც გამათავისუფლე ჩემი უღმერთო თანამგზავრებისა და უღმერთოებისაგან.

უფალო, ნუგეშო ჩემო სასოწარკვეთილების ჟამს;

უფალო, ძალაო ჩემო უძლურების ჟამს;

უფალო, მზერაო ჩემო წყვდიადში;

მხოლოდ შენი ბეჭდით შეეხე ჩემს თავის ქალას და წამოვდგები. და თუ ძალზე უწმიდური ვარ შენი შეხებისათვის, გამომიწოდე სხივი შენი სამეუფოდან და აღმადგინე; შენი გულმოწყალების გამო აღმადგინე მატლებით სავსე ორმოდან...


3. უფალო, არიან დღენი?

ადამიანო, არის თუ არა შენ მიერ განვლილ დღეთა შორის ისეთი, რომელთა დაბრუნებასაც ისურვებდი? ეს დღეები გიზიდავდნენ, როგორც აბრეშუმის ნაზი შეხება, მაგრამ შენი ცდუნების შემდეგ აბლაბუდის ქსელად იქცნენ. თაფლით სავსე ფიალასავით გეგებებოდნენ ისინი, მაგრამ სიცრუითა და ცოდვით აღსავსე სიმყრალედ გარდაიქცეოდნენ. ყველა ისინი სიცრუითა და ცოდვით იყვნენ აღსავსენი.

შეხედე, როგორ გვაგონებს სუფთა სარკეს ნაკადულები მთვარის შუქზე, შენი ქარაფშუტობით აღსავსე უდარდელი დღეები კი - გამჭვირვალე შუშებს. მაგრამ როდესაც ერთი მათგანიდან მეორეზე გადასრიალდი, მაცდური შუშები თხელი ყინულივით იმსხვრეოდნენ, შენ კი წყალსა და სიბინძურეში ცურავდი.

განა შეიძლება დღე ეწოდოს ჟამს, თითქოსდა კარებით შემოსაზღვრულს დღითა და ღამით?

უფალო, ნათელო ჩემო, მხოლოდ ერთ დღეზე დარდობს სიცრუით განაწამები სული ჩემი: უჭიშკრო დღეზე, რომლიდანაც იგი ჩრდილთა ნაკადში ჩაიძირა, სახელად საღამო რომ ჰქვია; უფლის დღეზე, რომელსაც ჩემად ვიგულვებდი, როდესაც ღმერთთან განმარტოებული ვიყავი.

ადამიანო, შენი ცხოვრების გარდასულ ბედნიერებაზე დარდობ? გაიხსენე წარსულის განვლილი სიტკბოება: რომელმა მათგანმა უფრო დიდი მწუხარება მოგიტანა? და აი, სინანულით აქცევ ზურგს გუშინდელ ბედნიერებას.

მხოლოდ ბედნიერების წამები გაქვს მოცემული, რათა დადარდიანდე იმ გარდასული ჭეშმარიტი ბედნიერების მოგონებით, როდესაც ბედნიერების წყაროს მფარველობის ქვეშ იყავი. მწუხარებათა ასწლეულები მოგეცა, რათა გამოგაღვიძოს და სიცრუის სამეფოს ტყვეობიდან გიხსნას.

უფალო, უფალო, ჩემო ერთადერთო ბედნიერებავ, მიმზადებ თუ არა თავშესაფარს შენს ტანჯულ მწირს?

უფალო, ჩემი სულის მარადიულო სიყრმევ, განბანე თვალნი ჩემნი და გაბრწყინდებიან ისინი მზეზე უფრო ბრწყინვალე ნათლით.

უფალო, შენ გულმოდგინედ აგროვებ მართალთა ცრემლებს და წვიმასავით აპკურებ მას სამყაროს...


4. უფალო, მომმადლე განსვენება წიაღსა შინა შენსა

ყრმობისას უფროსები მასწავლიდნენ, მიწიერსა და ზეციურს ჩავჭიდებოდი, რომ არ დავცემულიყავი. ჩემი ბავშვობა გაჭიანურდა და დიდხანს ვეყრდნობოდი ჩემს მასწავლებელთა კვერთხს.

მაგრამ როდესაც ახალგაზდრობა გამიფრინდა და მარადიულობა წარმოდინდა ჩემში, სამყაროში საკუთარი მწირობა შევიგრძენი და მიწაც და ზეცაც მყიფე ლერწამივით ჩამეფშვნა ხელში.

უფალო, ძალო ჩემო, რაოდენ უძლურნი არიან მიწა და ზეცა! ცდილობენ, აუღებელი ციხე-სიმაგრესავით გამოიყურებოდნენ, მაგრამ შენ გვერდით ისე ქრებიან, როგორც წვიმის წვეთი ხელისგულზე.

ეკლიანი საზღვრების მიღმა მალავენ საკუთარ უძლურებას და პატარა ბავშვებს აშინებენ.

თვალს მოეფარეთ, მზეო და ვარსკვლავნო; განეშორეთ მიწას; ნუ მხიბლავთ და მიზიდავთ, ასულნო და მეგობარნო; რით შემეწევით თქვენ, რომელნიც უმწეოდ ბერდებით და საფლავად შთადიხართ?

თქვენი ძღვენი მატლიანი, გულგამოჭმული ვაშლები, სასმელი, სტომაქი და სხვა მათი მსგავსია. თქვენი სამოსი აბლაბუდაა, რომელიც სასაცილოა ჩემი სიშიშვლისათვის. თქვენს ღიმილში დაფარულია ნაღველი, რომლის სანუგეშოდაც ისევ მე მომიხმობთ უძლურნი - უძლურს.

უფალო, ძალო ჩემო, რაოდენ უძლურნი არიან მიწა და ცა! ყოველი ბოროტება, რომელსაც ადამიანები ცისქვეშეთში ჩადიან, მხოლოდ და მხოლოდ მათი უძლურების აღიარება და თვით უძლურებაა.

მხოლოდ ძლიერს ძალუძს სიკეთის ქმნა; მხოლოდ იგი, ვინც შენი ღვთაებრივი წყაროდან დაიურწყებს და შენს პურს იხმევს, აღივსება სიკეთის ძალით.

მხოლოდ შენს გულთან შეიძლება განსვენება და სიმშვიდე; მხოლოდ შენ წინ მუხლმოყრილი დატკბება საკუთარი შრომის ნაყოფით.

წავიდნენ ჩემი ბავშვობის დღეები, რომელნიც შიშითა და უცოდინრობით მკვებავდნენ; დავკარგე ცისა და მიწის იმედი. ახლა მხოლოდ შენ ერთს შემოგყურებ და შენს მზერას ვეყრდნობი, რამეთუ შენ ხარ ჩემი აკვანი და ჩემი აღდგომა.

წიგნიდან წმიდა ნიკოლოზ სერბი,
"ლოცვები ტბაზე"
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat