ღირსი მამა ანტონი დიდი სიყვარულით მოძღვრავდა სულიერ შვილებს
ღირსი მამა ანტონი დიდი სიყვარულით მოძღვრავდა სულიერ შვილებს
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ანტონი დიდს 30 იანვარს იხსენიებს. მისი ღვაწლმოსილი ცხოვრება იმით არის გამორჩეული, რომ მშობლების გარდაცვალების შემდეგ ქონება გლახაკებს დაურიგა, უმცროსი და შეჰვედრა მეცნიერთა მისთა მორწმუნეთა ქალწულთა და მისცა იგი სიქალწულესა განზრდად, თვითონ კი სოფლის მახლობლად, ერთ ქოხში დაეყუდა. ანტონი ცდილობდა, გულმოდგინედ აღესრულებინა უფლის მცნებები, "რამეთუ ისმენნ იგი წიგნთა, სადა ყოველივე წერილი არა დავარდებოდა მისგან, არამედ დაისწავებდა ზეპირით".

დროდადრო ანტონი სხვა ბერებთანაც მიდიოდა სულიერი გამოცდილების მისაღებად. სოფლელებს და მეგობრებს უყვარდათ ღვთისმოყვარე მამა, "რომელნიმე ვითარცა შვილსა, რომელიმე ვითარცა ძმასა მოიკითხვიდა". კეთილისმოძულე და მოშურნე ეშმაკმა ფიცხელი ბრძოლა დაუწყო მას - საშინელ განსაცდელებს ატეხდა თავს.

ანტონის სმენოდა "ვითარმედ მრავალ არიან მანქანებანი მტერისანი" და ცდილობდა, ხორცი დაემონებინა - "ნუუკუე სხვთ ვსძლე, და სხვთ მაცთუნოს". წმიდანმა გაამკაცრა ღვაწლი: საზრდელს დღეში ერთხელ, ზოგჯერ კი ორ-სამ დღეში ერთხელ იღებდა, ღამეებს ლოცვაში ათევდა, ძალიან ცოტა ეძინა, "ხოლო სარეცლად მისა იყო ჭილი, და უფროისღა ქუეყანასა ზედა წევნ". მარად იხსენებდა მოციქულის სიტყვებს: "რაჟამს უძლურ ვიქმნი, მაშინ განვძლიერდი".

წმიდანი სოფლისგან მოშორებით, აკლდამაში დამკვიდრდა. ეშმაკები შეეცადნენ, მოეკლათ ღვთის რჩეული, თავს დაესხნენ და სასტიკად გვემეს იგი. ღმერთმა არ დაუშვა ანტონის სიკვდილი: მეორე დღეს საზრდელის მოსატანად მისულმა ჭაბუკმა იპოვა ცოცხალმკვდარი მოსაგრე და სოფელში ჩაიყვანა. სოფლელებს წმინდანი მკვდარი ეგონათ, მაგრამ შუაღამისას ანტონი გონს მოვიდა და შეევედრა მეგობარს, "აღკიდებად და მიღებად სამარედვე და არავის განღვიძებად" - მისი სიმტკიცე აღემატებოდა მტრის ძლიერებას. დემონები მაინც არ ცხრებოდნენ და ცდილობდნენ, არჩეული ადგილიდან გაეძევებინათ ბერი. უეცრად ზეცით გარდამომავალი ბრწყინვალე ნათელი გამოჩნდა. ანტონი წყლულებისგან განიკურნა, წამოდგა და ნეტარებით ჰხადა უფალს: სადა იყავ, რად არა პირველვე გამოჩნდი, "რაითამცა სალმობანი ჩემნი დაცხრვენ"? პასუხად გაისმა: "აქა ვიყავ, ანტონი, არამედ მოველოდე ხილვად შენსა სიმხნესა. ხოლო აწ, რამეთუ დაუთმე და არა იძლიე, გექმნე შენ მარადის შემწე, და იყო შენ სახელოვან ყოველსა ქუეყანასა". ამ დროს წმიდა მამა ოცდათხუთმეტი წლის იყო. მან გადაწყვიტა, თებაიდის უდაბნოს სიღრმეში შესულიყო და იქ განეგრძო მოღვაწეობა მარტოდმარტო, სრულ მდუმარებაში.

ეშმაკი ცდილობდა, შეეჩერებინა მანამდე არნახულ ღვაწლს შემდგარი ბერი, ძვირფასეულობა და ოქრო დაუყარა წინ, ანტონმა კი გულგრილად ჩაუარა მათ და გზა განაგრძო. ერთი მთის მახლობლად მიტოვებული საკერპო შენიშნა, იქ დასახლდა და შემოსასვლელი ქვებით ამოქოლა. მოწაფეს მასთან წელიწადში ორჯერ მიჰქონდა საზრდელი, წყალს კი გალავანს შიგნით მდებარე ჭიდან იღებდა. სრულ მდუმარებაში გაატარა ღირსმა ანტონიმ ოცი წელი. ამის შემდეგ, უფლის ნებით, მისი სამყოფელი გაცხადდა და სულიერი მოღვაწეობის მრავალმა მსურველმა მიაშურა უდაბნოს. ღირსი მამა სიყვარულით მოძღვრავდა სულიერ შვილებს.

311 წელს იმპერატორმა მაქსიმიანემ ქრისტიანთა დევნა დაიწყო. მოწამებრივი აღსასრულის მაძიებელი ანტონი ალექსანდრიაში ჩავიდა. იგი ემსახურებოდა პყრობილ ქრისტიანებს, ესწრებოდა მათ გასამართლებას, მაგრამ მტარვალები მას არც შეხებიან: უფალმა არც ახლა ინება მისი სიკვდილი. დევნის შეწყვეტის შემდეგ ნეტარი მოსაგრე დაუბრუნდა მეუდაბნოების ღვაწლს. ღმერთმა თავის რჩეულს სასწაულთმოქმედების ნიჭი მიმადლა. მნახველების სიმრავლე არღვევდა წმიდა მამის მყუდროებას, ამიტომ ის კიდევ უფრო შორს, შიდა უდაბნოში შევიდა და მთის მწვერვალზე დაემკვიდრა. ბერებმა მოძებნეს საყვარელი მოძღვარი და სთხოვეს, ზოგჯერ მაინც მოენახულებინა ისინი. კიდევ ერთხელ მოუხდა ღირს ანტონის უდაბნოს დატოვება - მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად მანიქეველთა და არიანელთა ცრუსწავლებისაგან. არიანელებმა იცოდნენ, თუ რა დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ანტონი დიდი და ხმები დაყარეს, იგი ჩვენი სწავლების მიმდევარიაო. ამ ცილისწამების გასაქარვებლად ჩავიდა ნეტარი მამა ალექსანდრიაში და საჯაროდ შეაჩვენა მწვალებლობა. ღირს ანტონისთან მიდიოდნენ წარმართი ფილოსოფოსები და ცდილობდნენ, თავიანთი ამაოდბრძნობით მოეტეხათ იგი, მაგრამ წმინდანი თავისი მარტივი და დამაჯერებელი პასუხებით სირცხვილეულ ჰყოფდა მათ. იმპერატორი კონსტანტინე დიდი (337, ხს. 21 მაისს) და მისი ძეები პატივს სცემდნენ და სასოებდნენ ანტონი დიდის ლოცვებს. მათ დედაქალაქში მიიწვიეს წმიდა მამა, მაგრამ მან არ ისურვა მეუდაბნოე ძმების დატოვება, იმპერატორი კი საპასუხო ეპისტოლით გააფრთხილა, არ გაამაყებულიყო თავისი მაღალი მდგომარეობით და მარად ხსომებოდა მომავალი სამსჯავრო: "უწყოდეთ, რამეთუ ქრისტე მეუფე არს".

***
ღირსმა ანტონიმ 85 წელი დაჰყო უდაბნოში. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან მოუწოდა ძმებს და ასე დამოძღვრა ისინი: "ისწრაფდით უფროისღა მიახლებად მარადის თავთა თქუენთა უფალსა და მერმე წმიდათა მისთა, რაითა სიკუდილისა შემდგომად საუკუნეთა მათ საყოფელთა, ვითარცა მეგობართა და მეცნიერთა, შეგიწყნარნენ თქუენ მათცა". შემდეგ ითხოვა, მისი გვამი იქვე, უდაბნოში დაეფლათ და არ გადაესვენებიათ ალექსანდრიაში.

ღირსი ანტონი მშვიდობით მიიცვალა 357 წელს, 105 წლის ასაკში. მისი ნეშტი ორმა მოწაფემ მოძღვრის ანდერძისამებრ უდაბნოში, ერთ განკრძალულ ადგილას მიაბარა მიწას.

ღირსი ანტონის ცხოვრება დაწვრილებით აღწერა ათანასე ალექსანდრიელმა. ეს ნაშრომი მართლმადიდებლური ჰაგიოგრაფიის პირველი და ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. იოანე ოქროპირი წერდა, იგი ყველა ქრისტიანმა უნდა წაიკითხოს, წმინდა ანტონიმ მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა დაგვიტოვა, რომელიც დღესაც ასაზრდოებს ქრისტიანთა სულებს.

544 წელს ღირსი მამის უხრწნელი ნაწილები ალექსანდრიაში გადაასვენეს. XV საუკუნეში კი ისინი არასში (საფრანგეთში), წმინდა ივლიანეს სახელობის ტაძარში დააბრძანეს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat