ნეტარი პარასკევა დივეევოელი (+1915) - 22 სექტემბერი (5 ოქტომბერი)
ნეტარი პარასკევა დივეევოელი (+1915)   -  22 სექტემბერი (5 ოქტომბერი)
ძველი სტილით 22 სექტემბერს (ახალი სტილით 5 ოქტომბერს) მართლმადიდებელი ეკლესია ნეტარ პარასკევა დივეევოელს იხსენიებს. დივეევოს სავანეში მცხოვრები, სალოსი პარასკევა დაიბადა ტამბოვის გუბერნიაში, გლეხის ოჯახში. იგი თავისი სურვილის წინააღმდეგ მიათხოვეს გლეხ თეოდორეს. მან ქმრის ოჯახში დიდი სიყვარული დაიმსახურა, რადგან ღვთისმოყვარული და მოშიში იყო. არ უყვარდა ხალხში სიარული და უსაქმურად ყოფნა. ასე იცხოვრეს 15 წელი და შემდეგ ყოფილმა მებატონეებმა ცოლ-ქმარი სხვა მემამულეს მიჰყიდეს. 5 წლის შემდეგ მეუღლე გარდაეცვალა და, როდესაც ხელმეორედ გათხოვება დაუპირეს, უთქვამს:-გინდაც რომ მომკლათ, მეორედ არ გავთხოვდები.

შემდეგ დაიწყო ხიფათით სავსე ცხოვრება: ჯერ ქურდობა დააბრალეს-ცილნაწამები უღრმთოდ სცემეს, აწამეს. ერთხანს კიევში აფარებდა თავს მოძღვარ ბერებს, იპოვეს და ძალით ჩაიყვანეს მებატონესთან. ისინი მიხვდნენ მის უდანაშაულობას და მებოსტნედ განამწესეს. მაგრამ ქალის გულში უკვე მყარად იყო ჩაბუდებული ღვთის სიყვარული. გული ისევ კიევისაკენ უწევდა. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა სასჯელის სიმკაცრე, მაინც წავიდა კიევში ბერებთან. ისევ იპოვეს და უკან დააბრუნეს. მერე გამოაგდეს სახლიდან მშიერი და შიშველ-ტიტველი. სწორედ ამ დროს დაადგა იგი სალოსობის გზას, რაზეც კიეველი ბერებისგან ჰქონდა კურთხევა აღებული.

ხუთი წელი შეშლილივით დახეტიალობდა სოფელში. დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ. ამის შემდეგ მისი კვალი ქრება. მხოლოდ ერთი ფაქტია უეჭველი: კიევში იგი მონაზვნად აღიკვეცა პარასკევას სახელით. შემდეგ, 30 წლის მანძილზე საროვის ტყეში ცხოვრობდა გამოქვაბულში. როგორც ამბობენ, მტაცებელი ცხოველებით სავსე ტყეში მას რამდენიმე გამოქვაბული გამოუთხრია. იმ დროს პარასკევა ძალიან ლამაზი ყოფილა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მამაკაცის ბერულ პერანგში, შიშველი ხელებითა და ფეხებით, მკაცრი გამოხედვით ბევრ ადამიანში უნებურად შიშის გრძნობას იწვევდა.

დივეევოს სავანეში დაბინავებამდე 4 წლით ადრე იგი დროებით ერთ ახლომდებარე სოფელში ცხოვრობდა. მაშინ უკვე თვლიდნენ ნეტარად და ნათელმხილველად. ხალხში დიდი პატივისცემა და სიყვარული ჰქონდა დამსახურებული. გლეხები მას სთხოვდნენ ელოცა მათთვის. აქაც მოუვლინა ღმერთმა განსაცდელი-თავს დაესხნენ. ცოცხალ-მკვდარი იპოვეს. მთელი წელი იავადმყოფა და სრულად არც გამოჯამრთელებულა.

სიბერეში პარასკევა ივანოვნა ოდნავ შეივსო ტანად, ხოლო მისი გამოხედვა სულ იცვლებოდა ხასიათის მიხედვით.

ამ ნეტართან თავისი შეხვედრა ვრცლად აქვს აღწერილი რუს სასულიერო მწერალს სერგი ნილუსს, რომელსაც პარასკევამ გაცნობისთანავე-უფლის სანთელი-უწოდა.

1902 წელს ივნისში გადატანილი მძიმე სნეულებისაგან გამოჯანმრთელების შემდეგ ნილუსი გაემგზავრა საროვოსა და დივეევოში, საკუთარი ჯანმრთელობის აღდგენაში გაწეული დახმარებისათვის მადლობის ნიშნად. ნილუსს გაგონი¬ლი ჰქონდა ნეტარი პარასკევას შესახებ, მაგრამ, როდესაც იღუმენიამ შესთავაზა მასთან შეხვედრა ზიარების წინა საღამოს იუარა:-მეშინია, დედაო, სულსა და გულს ამომიტრიალებს. გარედან ხომ ვითომ არა მიშავს რა, მაგრამ შიგნიდან იქნებ ისეთი სისაძაგლეა და სავსე ვარ სიბინძურით, რომ თავად არ ვიცოდე, მის ნათელმხილველ თვალს ხომ არაფერი გამოეპარება.

ბოლოს, როგორც იქნა, დაითანხმეს. ნეტარ პარასკევასთან მიმავალი ნილუსი ფიქრობდა:-რაიმე ხომ უნდა ვუსახსოვრო, ოქროს ფულს ვაჩუქებო. მაშინვე ჯიბიდან საფულე ამოიღო და ფული ჯიბეში ჩაიდო.
კართან ნეტარის მესაკნე მონაზონი სერაფიმა შემოეგებათ-მობრძანდითო.

ნილუსს ზღურბლზე არც კი გადაებიჯებინა, რომ კარს უკნიდან, იატაკიდან წამოიმართა ჭაღარა, თმაგაწეწილი არსება, ქარბორბალასავით დატრიალდა და მიმართა:-მე ხუთმანეთიანებით ვერ მიყიდი. გერჩივნა, წასულიყავი და ჩაი დაგელია.
ეს იყო დედა პარასკევა-პირველი გამანადგურებელი დარტყმა ნილუსისათვის. ასეთი შეხვედრის შემდეგ ნილუსი, ცხადია, კიდევ უფრო ერიდებოდა სალოსთან პირისპირ შეხვედრას, მაგრამ ჯერ დედა სერაფიმამ დაამშვიდა. მეორე დღეს ლიტურგიის შემდეგ, სადაც ნილუსი ეზიარა, მოძღვარმა სულ გაუქარწყლა შიში. უთხრა:-მითხარით, ნეტარის რატომ უნდა გეშინოდეთ? ზიარების შემდეგ ნეტართან სტუმრობა გარგებთ სულის სასიკეთოდ. ნეტარი ღვთის დიდი სათნომყოფელი ბრძანდება. ოდესღაც არ ვენდობოდი მას, არ მსურდა მასში ჭეშმარიტი სალოსის დანახვა, რადგან მე, უღირსი მღვდელმსახური, უფალმა ღირსმყო პარასკევამდე ნეტარი პელაგია სერებრიანიკოვას ცხოვრებისა და ღვაწლის მხილველი ვყოფილიყავი. მისი აღსრულების მერე პარასკევა ვერ მივიღე, რადგან პელეგიას ადგილი არ მეთმობოდა მისთვის. მაგრამ სულ მალე ისეთი რამ მოხდა, რამაც მთლიანად შეცვალა ჩემი მისადმი დამოკიდებულება.

ადრე მონასტრის სასულიერო პირთა სახლები აგებული იყო ფიჭვის მორებისაგან, რომელიც დროთა განმავლობაში გაფუჭდა. ზაფხულის ერთ დღეს კაქტუსებს ვუვლიდი. ფანჯრიდან ვყრიდი კაქტუსის ჩამოცვენილ წითელ ყვავილებს. საქმეს რომ მოვრჩი, ფანჯარასთან დავჯექი და წიგნის კითხვა დავიწყე. უეცრად ვიღაც შემოვიდა ეზოში და ფანჯრის ქვეშ დაიწყო ბოდიალი. პარასკევა ვიცანი-ჩემს გადაყრილ ყვავილებს აგროვებდა. უცბად მივხვდი, რომ ის ხანძარს წინასწარმეტყველებდა.
საღამოს, როცა დასასვენებლად წავედით, შიშით ვერ დავიძინე. ამ დროს ფანჯრიდან დავინახე, როგორ იელვა ალმა და მეზობლის სახლიდან გადმოსული ცეცხლი მოედო იქაურობას. იმ დღეს პარასკევას მინიშნება რომ არა, ყველანი დავიხოცებოდით. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ პარასკევა ნეტარი იყო და პელეგიას კანონიერ მემკვიდრედ მივიჩნევ.

ამის შემდეგ მოძღვარმა ნილუსს შესთავაზა, პარასკევასთან გამომყევი, რომ ნაკლებად მქონდეს მასთან შეხვედრის შიშიო.

პარასკევამ ძალიან გულთბილად მიიღო სტუმრები და სერგის უთხრა,-როგორი სუფთა პერანგი გაქვსო.

პერანგში წმინდანმა დამშვიდებული და განწმენდილი სული იგულისხმა. იმ მიღებისას ძალზე მნიშვნელოვანი სამომავლო ვითარებები გაუმხილა პარასკევამ ნილუსს: ერთი წლის შემდეგ ცხოვრების ნირს შეიცვლიო. ამან დააფიქრა ნილუსი. უეცრად პარასკევამ ისეთი რამ უთხრა, რამაც ყველა სხვა საკითხი თავიდან ამოუგდო მას.-ზოგს ერთი გვირგვინი აქვს, შენ რვა გაქვს, შენ ხომ მზარეული ხარ. ხოლო რაკი მზარეული ხარ, მწყემსე ადამიანები.

ამ ღირსშესანიშნავი დღიდან ექვსი წლის შემდეგ, 1908 წელს, ერთი ახლობლისგან მიიღო წერილი-ახლახან დავბრუნდი კასიმოვის რაიონიდან. იქ შევხვდი ნეტარს. შენზე ჩამოვარდა სიტყვა. ძალიან მადლიერია შენი მოღვაწეობით, მაგრამ თქვა, ეს საქმიანობა შენი სულისთვის არ არის წარმატებული, რადგან მძიმე ცოდვა გადევს და მხოლოდ სინანულით და პატიებით ვერ გამოისყიდი.

ნილუსმა მღელვარებით წაიკითხა წერილი და მაშინვე გაგზავნა პასუხი, რომ ინანიებდა ყველაფერს. ერთ თვეში პასუხი მოუვიდა, რომ ეპატია და სული გაეწმინდა. ცოდვილი სერგის გულს სიხარული დაუბრუნდა.

ყველა დანარჩენი წინასწარმეტყველებაც აუხდა.

წმინდა პარასკევა 120 წლის გარდაიცვალა, 1915 წლის 22 სექტემბერს. იგი დაკრძალულია, სერაფიმო-დივეევოს მონასტერში, წმიდა სამების სახელობის ტაძრის საკურთხეველთან.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
09.12.2024
სარწმუნოდ ცნობილია, რომ წმინდა ოსითა დანიშნული იყო ესექსის მეფე სიგჰერზე და მან დააარსა მონასტერი ჩიჩში, სადაც დაასრულა თავისი დღეები.
16.11.2024
წმინდა ფრიდესვიდას ხსენება აღინიშნება 19 ოქტომბერს/1 ნოემბერს (გარდაცვალება) და 12/25 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენება)
16.11.2024
ვინ იყო ის პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი წმინდა ცხოვრებას სამონაზვნო ღვაწლში? რომელი ქალწული გახდა ამგვარად მთელი ინგლისის სულიერი დედა?
13.11.2024
წმინდა ვიტბურგა იხსენიება მისი გარდაცვალების დღეს 17 (30) მარტს (კელტ. და ბრიტ. ) ან 16 (29) აპრილს (კელტ. და ბრიტ.); 08 (21) ივლისს წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს (კელტ. და ბრიტ.)
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

26.09.2024
წმინდა ატრაქტას ცხოვრების შესახებ ყველაზე სანდო წყარო არის ძველი ირლანდიური ზეპირი გადმოცემები.
05.09.2024
წმინდა ჰილდა (ჰილდა), უიტბის იღუმენია (მისი ხსენება ხდება 17/30 ნოემბერს - გარდაცვალების დღეს და 25 აგვისტოს/7 სექტემბერს - წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეს),
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat